*(9 წლის და 2 თვის შემდეგ)*
იუნგი მისი ძმის ქორწილისთვის ემზადება.
დიახ.
მიდის.
იუნგის თავის ძმა ძალიან ენატრება.
და
ძალიან უყვარს თავის ჯიმინი.
იქ იქნება.
სწორედ ჯიმინის გულისთვის, იქ იქნება.
"იუნგი, მზად ხარ?"
"დიახ, წავედით."
ჯეიმსი თავს უქნევს და ოთახიდან გადის.
იუნგიც მას მიჰყვება.
მოწყენილია.
ძალიან მოწყენილი.
"დარწმუნებული ხარ, რომ იქ წასვლა გინდა?"
"რა თქმა უნდა, მინდა. ის ჩემი ძმაა."
"არ წამოვიდოდი, მაგრამ რადგან ისევ გიყვარს.. ჯანდაბას წავიდეთ."
იუნგი ხმას არ იღებს, ჯეიმსი მანქანას ძრავს და მიდის.
______________________________________
სასტუმრო დიდია.
ძალიან დიდი.
"არ იდარდო, კარგად გამოიყურები."
ამბობს ჯეიმსი და იღიმის.
"მადლობა ძმაო."
"ხომ არ წავიდე?"
"კი, შეგიძლია წახვიდე."
"კარგი. რამოდენიმე საათში მოვალ და წაგიყვან, კარგი?"
"კარგი. ნახვამდის."
იუნგი ხელს უქნევს.
ძალიან ღელავს.
ენატრება თავის ძმა.
ის კი ქორწინდება.
და
იუნგის გულ ნატკენს ტოვებს.
იუნგი ღრმად სუნთქავს და დიდ შენობაში შედის.
ღმერთო
არაჩვეულებრივი სასტუმროა.
კარგად გაფორმებული.
მწვანე და წითელი ფერი ჭარბობს.
უზარმაზარი ტორტიც აქვეა.