*(4 წლის და 1 საათის შემდეგ)*
იუნგი დიდ შენობას უახლოვდება.
ჩვეულებრივად აცვია, ისე როგორც ყოველთვის.
თავს ცუდად გრძნობს.
მისთვის ასეთი ადგილები უცხოა.
"თქვენ ჯეიმსი უნდა იყოთ. მობრძანდით ბატონო. თქვენი ინტერვიუ 10 წუთში დაიწყება."
"არა, არა. მე იუნგი ვარ. ჯეიმსის მაგივრად მოვედი აქ. მას საქმე გამოუჩნდა."
"წამომყევი იუნგი. მე ფელიქსი ვარ, მაინც რომ იცოდე."
იუნგი ნერვიულობს.
არ იცის რატომ, მაგრამ თავს ცუდად გრძნობს.
სახლში უნდა.
არ უნდა ჯეიმსის მაგივრად ინტერვიუს აღება.
"მე.. ამის გაკეთება არ მინდა. ბოდიშით, მაგრამ უნდა წავიდე."
"მოგიწევთ."
"მაგრამ.."
"ეს მნიშვნელოვანია, იუნგი."
"მე-"
"უბრალოდ წამომყევით."
იუნგის უნდა ფელიქსს დაარტყას.
"კარგი, ჯანდაბას."
იუნგი ბიჭს მიჰყვება.
შიშს გრძნობს.
ცრემლი მოსდის.
"აქ."
ამბობს ფელიქსი.
"მხოლოდ ხუთი კითხვა, კარგი?"
"კარგით."
ფელიქსი ზურგზე უსვამს ხელს.
იუნგი თავს სულელა გრძნობს.
ნამდვილ სულელად.
ღრმად სუნთქავს, დიდ და ულამაზეს ოთახში შედის.
არაჩვეულებრივი ოთახია.
თუ ოფისი, რა მნიშვნელობა აქვს?
ძალიან მდიდრული.
არაფერი იცის.
ფელიქსი კარს ხურავს.
ოთახში ბიჭი დგას, კარს არ უყურებს.
ფანჯრიდან იხედება.