*(6 წლის შემდეგ)*
ექვსი წელი.
ექვსი წყეული წელი ჯიმინის გარეშე.
იუნგის გული ტკივა.
განადგურებულია.
საკუთარ თავს ვერაფრით ეხმარება.
მხოლოდ ჯიმინი შეძლებდა მის შველას.
მაგრამ ის აქ აღარ არის.
იუნგი საწოლიდან დგება.
9 საათია.
ჯეიმსი სამსახურშია.
იუნგი მარტოა.
როგორც ყოველთვის.
რა ხდება?
რა ემართება?
აღარ უნდა გაღვიძება.
არც ძილი მოსწონს.
რა ემართება ამ ახალგაზრდა, ლამაზ ადამიანს?
პატარა იუნგი.
რა თქმა უნდა, გტკივა.
რადგან, გულის ნაწილი დაკარგე.
სულის ნაწილი.
სიყვარულის ნაწილი.
სამუდამოდ დაკარგე.
ყველაფერი რთულადაა.
იუნგის ენატრება თავის ძმა.
რეიც ენატრება.
ჰო მართლა, რეი.
ნეტავ ჯიმინი მასზე მაინც თუ ზრუნავს?
რა თქმა უნდა.
ის ხომ მისი საყვარელი სათამაშოა.
რაც არ უნდა მოხდეს
ჯიმინი არ დაუშვებს, მას რომ რაიმე დაემართოს.
მას უყვარს რეი.
არასოდეს მიატოვებდა.
მაგრამ იუნგი ხომ მიატოვა.
იუნგი სევდიანია.
მარტოა.
ძალიან ენატრება თავის ძმა.
რთული იყო მისთვის.
ძალიან რთული იყო.
და შემდეგ,
ეს მოხდა.
მისი ტელეფონი რეკავს.
უცხო ნომერია.
იუნგს აინტერესებს.
რა ხდება?
ვინ არის?
"გისმენთ?"
"გამარჯობა. იუნგის ვესაუბრები?"
"დიახ, მე ვარ."
იუნგი სკამზე ჯდება.
ნერვიულობს.
რა ხდება?
ვინ არის ეს ბიჭი?
"მე ოფიცერი პოლი ვარ. მამათქვენი მანქანაში გარდაცვლილი იპოვნეს."
იუნგი ჩერდება.
"დარწმუნებული ხართ, რომ ისაა?"
"დიახ, დარწმუნებულები ვართ. თქვენს ძმასაც დავურეკეთ და უკვე გზაშია."
იუნგი ნერწყვს მძიმედ ყლაპავს.
მამამისი მკვდარია.
მონსტრი.
მაინც მონსტრი იყო.
არ ადარდებს.
წასვლა არ უნდა.
არ უნდა, რომ დაემშვიდობოს.
არც ჯიმინის ნახვა უნდა.
ძალიან ენატრება.
მაგრამ მზად არ არის.