ჯიმინი იუნგის ეხუტება.
თავის პატარა ბიჭის სხეული, მკლავებში აქვს მოქცეული.
იუნგი ამდენი წლის შემდეგ, როგორც იქნა ბედნიერია.
"მე-მეგონა ისევ დამტოვე."
ამბობს იუნგი და ჯიმინის თმის სურნელს შეიგრძნობს.
როგორც ყოველთვის, იდეალურია.
"ძალიან ვწუხვარ, ვიცი დიდი დრო გავიდა. უბრალოდ არ მინდოდა შენც რამე დაგმართნოდა. ელისონის მამა ძალიან გაბრაზებულია."
ჯიმინი მკერდით ეკვრის იუნგის მკერდს.
ერთმანეთის გულის ცემას გრძნობენ.
არაჩვეულებრივი გრძნობაა.
ღმერთო.
იუნგი ბედნიერად წევს, უფროსი ძმის მკლავებში.
კარგი გრძნობაა.
სწორია.
ჯიმინის საძინებელში არიან.
ფელიქსმა უთხრა, რომ ფანებისგან თავი შორს დაეჭირათ.
ამიტომ, სახლში წავიდნენ.
ჯიმინის სახლში.
მისი სახლი დიდია.
ლამაზად მოწყობილი.
იუნგი თავს უცნაურად გრძნობს.
უფრო სწორად, დამნაშავედ.
ჯიმინის სახლი მოსწონს.
აქ თავს დაცულად გრძნობს.
ისევე, როგორც ჯიმინის მკლავებში.
ორივენი ჯიმინის საწოლზე სხედან და ერთმანეთის სხეულებს ეხვევიან.
ძალიან მაგრად ეხვევიან
და
საუბრობენ.
ყველაფერზე საუგრობენ.
განსაკუთრებით, ქორწილის ღამეზე.
იუნგის არ უნდა, რომ ჯიმინს რაიმე დაემართოს.
"ელისონის მამამ რამე რომ დაგიშაოს? შეიძლება ჩანაწერებს უყურეს. შეიძლება ყველამ ნახა."