*(1 კვირის შემდეგ)*
"არა, კარგად ვარ."
ამბობს იუნგი.
"საშინლად გამოიყურები."
"მადლობა. შეგიძლია წახვიდე."
"ძმაო, ძალიან ვღელავ. იტყვი რა მოხდა?"
ჯეიმსი მასთან საუბარს ცდილობს.
მაგრამ იუნგის არ უნდა.
უკვე 28 წლისაა მაგრამ, ჯერ კიდევ მტირალაა.
ჯიმინს თავიდან ვერ იგდებს.
მის შეხებას.
მის ტუჩებს.
მის ხელებს.
მის სურნელს.
"გთხოვ ჯეიმს, წადი."
ჯეიმსი ღრმად სუნთქავს.
თავს უქნევს
და მიდის.
იუნგი მოწყენილია და ამავდროულად გაურკვევლობა სჭამს.
რა მოხდა?
რატომ არ დაბრუნდა ჯიმინი?
რაღაც უნდა მომხდარიყო,
თორემ, ჯიმინი არ დატოვებდა მის პატარას.
ხომ ასეა?
არა ამას არ იზამდა.
იუნგიმ იცის, რომ ასე არ მოექცეოდა.
მაგრამ, მაშინ სად არის ჯიმინი?
იუნგი ცრემლებს იწმენდს.
გული სტკივა.
ჯიმინთან უნდა.