- ნაადრევად ნუ ტირიხარ. ის კარგად არის. დაახლოებით ერთ კვირაში მოვა გონზე.
- სერიოზულად? ვაიმეე უბედნიერესი ვარ. ჩემი სეჰუნი ცოცხალია? ვკიოდი ბოლო ხმაზე.
- *ჩახველება* შენი სეჰუნი? იცინოდა ჯისო.
- რა? ეგ როდის ვთქვი? მოჩვენებები დაგეწყო შენ. (მე)
- ხო, ხო ალბათ ჩაიცინა ჯისომ.
- უნდა წავიდე, საავადმყოფოში უნდა წავიდე, მაგრამ ჩანიოლს არა მას თვალებში ვერ შევხედავ ვერ დავენახები. სეჰუნი ის ჩემს გამოა ამ დღეში. მხოლოდ ჩემს გამო, როსეც ჩემს გამო მოკვდა. ყველასთვის უბედურება მომაქვს. ჯობია ყველას გავეცალო და წავიდე აქედან. ვტიროდი.
- ოო ნეტა არ ბოდავდე რაღაცეებს რაა აატრიალა თვალები ჯისომ.
- ჯისო ნუთუ მართალს არ ვამბობ. (მე)
- არა არ ამბობ მართალს. (ჯისო)
- შეიძლება დღეს შენთან დავრჩე? ხვალ წავალ გპირდები. ლეკვის თვალებით ავხედე ჯისოს.
- რათქმაუნდა შეგიძლია. მე დივანზე დავიძინებ შენ კი ჩემს ოთახში დაიძინე. (ჯისო)
- არა, არაა საჭირო მე დავიძინებ აქ (მე)
- რასაც გეუბნები ის გააკეთე (ჯისო)
- კარგი მადლობა (მე)
ჯისოს ოთახში ავედი და საწოლზე დავწექი. მომხდარზე ვფიქრობდი.
სეჰუნის ბოლო სიტყვებზე. მან მითხრა რომ ეს ყველაფერი ჩემს გამო გააკეთა, მე კი მოვკალი. კიდევ მითხრა რომ ცუდია როცა საყვარელი ადამიანი გკლავსო. მოიცა რა? საყვარელი ადამიანი? მას მე... ვუ..ყვარვარ. აჰჰ არა ეს სისულელეა. მე კი ახლა ვხვდები რომ მის მიმართ რაღაცას ვგრძნობ. ამ ფიქრებში ჩამეძინა.
როცა გავიღვიძე ბნელოდა. საათს დავხედე, ღამის 3 საათი იყო. ვეღარ დავიძინე, აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ამიტომ გადავწყვიტე სეჰუნთან წავსულიყავი. ტანსაცმლით მეძინა, აბა აქ საღამურები არ მქონდა და რა მექნა. თმები მოვიწესრიგე და წავედი. ჩემს იისფერ მანქანაში ჩავჯექი და წავედი. საავადმყოფოში როცა მივედი, ექთანს ვკითხე რომელ პალატაში იყო სეჰუნი. მან მიპასუხა რომ მეორე სართულზე იყო 207 პალატაში. მეც მაშინვე ავედი მეორე სართულზე. ექიმმა არ შემიშვა და ძალიან გავბრაზდი. მომუშავე პერსონალის ფორმა მოვიპარე, პირბადე გავიკეთე და თავისუფლად შევედი სეჰუნის პალატაში. სეჰუნის დანახვაზე გული შემეკუმშა. მის წინ ჩავიმუხლე და ხელი ხელზე დავადე.
YOU ARE READING
შემიყვარე ან მომკალი
Actionეს ფიკი არის დებზე, რომლებიც მამის გარდაცვალების შემდეგ მაფიის ერთ-ერთი მოწინავე დაჯგუფების ბოსები ხდებიან