Lisa pov
მე და ჯენი ბალახზე წამოვწექით, მაგრამ არავინ გვაცადა დასვენება.
კარზე ზარის ხმა გაისმა.
- ჯენი მიდი გააღე რაა (მე)
- შენ გააღე (ჯენი)
- აიშშ ვთქვი და კარებისკენ წავედი.
- მოხვედით გოგოებოო ვთქვი კარის გაღების დროს, მაგრამ გოგოები არ იყვნენ. შავებში ჩაცმული ორი მამაკაცი იდგა ჩემს წინ.
- შეიძლება? იკითხა ერთ-ერთმა
- დიახ მობრძანდით ვთქვი და გაკვირვებული მზერა ვსტყორცნე ორივეს.
- ქალბატონი ჯენი აქ არის? თუ შეიძლება მასაც დაუძახეთ.
- კარგით ახლავე ვთქვი და უკანა ეზოში გავედი.
- ჯენი შეგიძლია მისაღებ ოთახში გამოხვიდე?
ჯენი ჩემსკენ წამოვიდა და ორივე ერთად შევედით სასტუმრო ოთახში.
- ესენი ვინ არიან? გადამომჩურჩულა ჯენიმ.
- არ ვიცი (მე)
- თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს. დაიწყო ერთ-ერთმა.
- გ..გისმენთ (ჯენი)
- მამათქვენი გარდაიცვალა, ძალიან ვწუხვართ.
ამ სიტყვების გაგონებაზე ლამის გონება დავკარგე. მამაჩემი ძალიან მიყვარდა მიუხედავად იმისა რომ ჩემზე წინ ყოველთვის ჯენის აყენებდა. ჯენის ყოველთვის აქებდა, მე კი მტუქსავდა. არაფერი შევიმჩნიე და საუბარი განვაგრძე. ჯენი ვერ იჯერებდა ამ ამბავს და ტირილს ვერ წყვეტდა.
- სამწუხაროა (მე)
- მამათქვენი მა..... კაცს სიტყვა ტელეფონის ხმამ გააწყევტინა.
- გისმენთ ბატონო ჩენ. კარგით ახლა ვაპირებდი, კიდევ კარგი დარეკეთ. თქვენ როდის ჩემოხვალთ? ერთ კვირაში? კარგით ნახვამდის.
- რის თქმას აპირებდით? (მე)
- ისეთი არაფერია, თქვენც იცით რომ მამათქვენის ქონება თქვენ გრჩებათ. ნახვამდის და ვიზიარებ თქვენს მწუხარებას.
- ნახვამდის ორივე გავაცილე და ჯენისთან მივედი რომელიც ისევ ტიროდა.
- დაწყნარდი ჯენი, ყველაფერი კარგად იქნება ჩვენ ამას ერთად გადავიტანთ.
- ლისა არ განიცდი? საერთოდ არ განიცდი?
მის კითხვას პასუხი არ გავეცი.
- პასუხი გამეცი არ განიცდი ხო? როგორ შეიძლება ასეთი გულქვა იყო? როგორ არ განიცდი მამის სიკვდილს? მიყვიროდა ჯენი.
- და ვინ გითხრა რომ არ განვიცდი? შენ მამა ყოველთვის გაქებდა და შენზე უფრო მეტად ზრუნავდა ვიდრე ჩემზე. მამა ყოველთვის მტუქსავდა და იშვიათად თუ გამოხატავდა ჩემს მიმართ სითბოს. შენ კი ყოველთვის გეფერებოდა. ჩემი ბრალი არ არის დედაჩემი ჩემზე მშობიარობას რომ გადაჰყვა. ის სწორედ ამიტომ გამოხატავდა ჩემს მიმართ ნაკლებ სიყვარულს და მიუხედავად ამ ყველაფრისა მე მაინც განვიცდი, მაგრამ შენსავით ვერ დავიწყებ ტირილს, მე მყარად ვიდგები და არ დავეცემი. დავუყვირე ჯენის და ჩემს ოთახში ავედი.
ვერც კი წარმოიდგენთ როგორ განვიცდიდი ამ ყველაფერს, გული საშინლად მტკივა. ვიცი ჯენიმ არ იცოდა რას აკეთებდა. მამაჩემი ჩემთვის სამაგალითო ადამიანი იყო. ის ყოველთვის ძლიერი იყო, მინდა მისნაირად ძლიერი ვიყო.
BINABASA MO ANG
შემიყვარე ან მომკალი
Actionეს ფიკი არის დებზე, რომლებიც მამის გარდაცვალების შემდეგ მაფიის ერთ-ერთი მოწინავე დაჯგუფების ბოსები ხდებიან