ოცდამეცამეტე თავი

152 19 19
                                    

ლისას pov

სეჰუნს და ჩანს მგონი ჩხუბი მოუვიდათ. ავიდე სეჰუნთან და დავაწყნარო? ჯობია ავიდე. ოთახში ავედი. სეჰუნი საწოლში იწვა და ეძინა. მის გვერძე დავწექი.

- ლისა
მომესმა სეჰუნის ხმა.

- ხო
(მე)

- .........
(სეჰუნი)

- გისმენ სეჰუნ
(მე)

- შეგიძლია ჩამეხუტო?
(სეჰუნი)

ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის.

- ლისა არ ჩამეხუტები?
(სეჰუნი)

აღარაფერი ვთქვი და სეჰუნს ჩავეხუტე. მომენატრა მასთან ჩახუტება. მანაც მომხვია ხელები.
ორივეს მალე ჩაგვეძინა.
როცა გავიღვიძე ისევ იგივე მდგომარეობაში ვიყავით.
სეჰუნს თმებზე დავუწყე თამაში.
მან მალე გაიღვიძა.

- დილამშვიდობისა.
გამიღიმა სეჰუნმა და საწოლიდან ადგა.

- დილამშვიდობისა.
მეც ღიმილით დავაჯილდოვე სეჰუნი.

- მე უნდა წავიდე. საქმეები მაქვს.
(სეჰუნი)

- კარგი. მე მოვემზადები და დაბლა ჩავალ.
(მე)

ტანსაცმელი ჩავიცვი და დაბლა ჩავედი. სახლში სიჩუმე იყო. ალბათ ისევ სძინავთ.
დივანზე მოვკალათდი და ჩემი საყვარელი დორამის ყურება დავიწყე. სეჰუნი ნახევარსაათში წავიდა.

- აიშშ როუსი მყავს ბაღში წასაყვანიი
წამოვიყვირე მე და მის ოთახში ავვარდი.

- როუსს ძვირფასო გაიღვიძე. ბაღში უნდა წახვიდე.

როუსს ძალიან უყვარს ბაღში წასვლა. მაშინვე წამოხტა და საწოლზე ხტუნაობა დაიწყო.
როუსს ტანსაცმელი ჩავაცვი და ბაღში წავიყვანე.

- აჰაა როუსი ბაღში მივიყვანე ახლა რა გავაკეთო?
გავიფიქრე ჩემთვის.
ბოლოს გადავწყვიტე ჯისოსთან წავსულიყავი. მალე მივედი მის სახლში და კარზე დავაკაკუნე.
კარი ჯისომ (ბიჭი) გააღო.

- ლისააააა როგორ მომენატრე ვერც კი წარმოიდგენ.
გადამეხვია ჯისო.

შემიყვარე ან მომკალიWo Geschichten leben. Entdecke jetzt