ბოლოს ყველაფერი გათეთრდა და გონება დავკარგე....
ავტორის POV
ლისამ გონება დაკარგა. როცა ეს სეჰუნმა და ჯისომ დაინახეს ორივე მას მივარდა.
-ჯისო სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ... სასწრაფოდ მანქანა დაქოქე.
ჯისომ მანქანა მოამზადა, სეჰუნმა ლისა აიყვანა ხელში, მანქანაში ჩასვა და საავადმყოფოში წაიყვანა. 10 წუთში საავადმყოფოში იყვნენ. ექიმი რომელთანაც ლისა ხშირად დადიოდა სააავადმყოფოში იყო, ამიტომ ლისას საქმე თავის თავზე აიღო. მან ლისას მდგომარეობა კარგად იცოდა. ლისა პალატაში შეიყვანეს, გადასხმა დაუდგეს და ანალიზები აუღეს. სანამ ლისა გონს მოვიდა ანალიზის პასუხები მოსული იყო. სეჰუნს ძალიან აინტერესებდა ლისას მდგომარეობა თან ძალიან ნერვიულობდა. ექიმის გამოსვლისთანავე სეჰუნი მას ეცა.
-ექიმო ლისა როგორაა? (სეჰუნი)
-გთხოვთ ჩემს კაბინეტში შემოდით. (ექიმი)
სეჰუნი ძალიან შეშინდა და მაშინვე ექიმის კაბინეტში შევიდა, ჯისო აფთიაქში იყო...
-ბატონო სეჰუნ, დიდი ხანია ლისას ექიმი ვარ. მას ნერვული აშლილობა აქვს რომლის კონტროლიც ჩვენდა საბედნიეროდ შევძელით. დიდი ხანია შეტევა აღარ ჰქონია, მაგრამ როგორც ჩანს გუშინ მართლა ძალიან ინერვიულა... ძალიან გთხოვთ ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მას აუცილებლად უნდა გაუფრთხილდეთ. მისი ნერვიულობა არ შეიძლება! გაითვალისწინეთ. გონს რომ მოვა შეგიძლიათ სახლში წაიყვანოთ.
-რა თქმა უნდა ექიმო მას გავუფრთხილდებით... დანიშნულება ექთანს გამოატანეთ მე ლისასთან შევალ.
სეჰუნის POV
ლისაზე რომ გავიგე ძალიან ვინერვიულე და განვიცადე... მის პალატაში შევედი, მას კვლავ უგონოდ ეძინა. მასთან მივედი და შუბლზე ვაკოცე, შემდეგ ხელი ხელზე მოვკიდე, ვარ აღგიწერთ რა გრძნობა დამეუფლა... სადღაც 15 წუთი ასე ვიყავი. მერე ლისაც მოვიდა გონს. რომ დამინახა თავიდა გაუხარდა, მაგრამ სახის მიმიკა მალე შეიცვალა.
VOUS LISEZ
შემიყვარე ან მომკალი
Actionეს ფიკი არის დებზე, რომლებიც მამის გარდაცვალების შემდეგ მაფიის ერთ-ერთი მოწინავე დაჯგუფების ბოსები ხდებიან