სეჰუნი გარეთ გავიდა და აივანზე ჩამოჯდა, ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. სახლი ძალიან კარგად ადგილას იყო. მთებს თითქმის ზევიდან გადმოყურებდა.
სეჰუნი ამ სანახაობის ყურებით ტკბებოდა. მთები მწვანე ხავერდით იყო შემოსილი, ცა ლაჟვარდის ფერი იყო, გარეთ ციოდა, მაგრამ სეჰუნი მაინც იჯდა და მის წინ გადაშლილი ხედის ყურებით სიამოვნებას იღებდა.
- რატომ? რატომ ვერ შევძელი იმ გოგოს გაუბედურება? სეჰუნს ეს კითხვები ძალიან აწუხებდა. კიდევ გააგრძელებდა ფიქრს, მაგრამ გაახსენდა რომ ლისას მთელი დღის განმავლობაში არაფერი უჭამია, სამზარეულოში შევიდა და საჭმლის მომზადება დაიწყო.ჯენის pov
უკვე ორი დღეა საწოლზე ვარ მიბმული, ძალიან მომბეზრდა ეს ყველაფერი, სიცოცხლეც მალე მომბეზრდება ალბათ. ჭრილობა ისე ძალიან აღარ მაწუხებს. ნეტა ლისა როგორ არის? იმედია კარგადაა. ან სად არის საერთოდ? თუ სეჰუნთან არის მაგარი დარხეული აქვს. ჩანიოლი კი მივლის მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე ჩამაძაღლებს. ასე ყოფნას მირჩევნია სიცოცხლეს გამომასალმოს. ჯანდაბა აქედან უნდა გავაღწიო როგორმე. ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც ჩანიოლი შემოვიდა.
- ვიღაცას გაუღვიძიააა. (ჩანიოლი)
- შეიძლება რაღაც გკითხო? (მე)
- გისმენ (ჩანიოლი)
- ლისა სად არის? ან როგორ არის? (მე)
ჩანიოლს ჩემს სიტყვებზე ჩაეცინა.
- ოო ის ძალიან კარგად არის, წეღან შევედი მის ოთახში, მაგრამ მას და სეჰუნს რაღაც შევაწყვეტინე და მალევე გამოვედი. ჩაიღიმა გველურად.
- იცოდე არ მითხრა რომ სეჰუნმა ლისა გააუ....
(მე)
- რომ გითხრა არაფერი მომხდარა მეთქი მოგატყუებ (ჩანიოლი)
- ფუიი ეგ ნაბიჭვარი (მე)
- მოკეტე რაა (ჩანიოლი)
- რომ არა? (მე)
- შენც ლისასავით დაგემართება. (ჩანიოლი)
ამ სიტყვების მერე ხმა არ ამომიღია. ძალიან მეძინებოდა. მალე ჩამთვლიმა. უცებ სახეზე რაღაც შემეხო. სავარაუდოდ ჩანიოლი მეფერებოდა. მოიცაა რააა? ჩანიოლი მეფერებოდა? რა ხდება? აუ რა გავაკეთო? ეხლა თვალები რომ ვჭყიტო ორივე უხერხულ მდგომარეობაში ვიქნებით. ჯობია ისევ ასეთ მდგომარეობაში დავრჩე. ჩანიოლის თბილი ხელების შეხება ცოტათი მსიამოვნებდა. მე ის მსიამოვნებს რომ ჩანიოლი მეფერება? ვაიმეე ნეტა რაღაცეებს არ ვბოდავდე რაა. მალე კარების ხმა მომესმა.
- რას აკეთებ ძმაო? (სეჰუნი)
- არაფერს რას უნდა ვაკეთებდე (ჩანიოლი)
- არ დაგავიწყდეს რომ მის მოკვლას აპირებ. (სეჰუნი)
- არ დამვიწყებია თქვა ჩანიოლმა. მალე ოთახში სიჩუმემ დაისადგურა. ალბათ გავიდა ოთახიდან, გავიფიქრე და თვალები ნელა გავახილე, ოთახში ჩანიოლი აღარ იყო.
ისინი ჩემი და ლისას მოკვლას აპირებენ? ამას არ დავუშვებ.
YOU ARE READING
შემიყვარე ან მომკალი
Actionეს ფიკი არის დებზე, რომლებიც მამის გარდაცვალების შემდეგ მაფიის ერთ-ერთი მოწინავე დაჯგუფების ბოსები ხდებიან