მე ჰანა დეივისი ვარ 17 წლის, ვცხოვრობ ამსტერდამში დედასთან და უფროს ძმასთან ერთად. მამა, ჯონი რამდენიმე წლის წინ დავკარგე. დილით სახლიდან სამსახურში მიდიოდა, ამ დროს თავს დაესხნენ და მოკლეს, დღემდე ვერ იპოვეს მამაჩემის მკვლელი.
როდესაც ამაზე ვფიქრობ ყოველთვის ცუდ ხასიათზე ვდგები და ტირილი მინდება.
ჩემი ძმა მაიკლი მხიარული და შრომისმოყვარეა. ხშირად ძალიან მაბრაზებს მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს💖.
რაც შეეხება დედაჩემს ელისს ის ექიმია. დილით ადრე მიდის სახლიდან, მაგრამ ხშირად როდესაც სკოლიდან ვბრუნდები სახლში მხვდება. ყოველთვის ცდილობს რომ ჩვენს გვერდით იყოს.
ახლა კი ცოტა ჩემზეც ვისაუბროდ. კარგი მოსწავლე ვარ, ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა , უფრო სათავგადასავლო ჟანრის. თავისუფალ დროს ვუყურებ ფილმებს, ჩემი საყვარელი ფილმებია " every day" და " to all the boys I've loved before".
მყავს საუკეთესო მეგობარი ემილი ,როცა ერთად ვართ ყოველთვის ვერთობით. როდესაც ცუდად ვარ, ის ცდილობს გამამხიარულოს.
ძალიან ბედნიერი და კარგი ცხოვრება მაქვს რადგან ჩემთვის ძვირფასი ადამიანები ჩემს გვერდით არიან და ჩემზე ზრუნავენ, მართალია მამა დავკარგე, მაგრამ ვიცი რომ მას მაინც არ მივუტოვებივარ, ვიცი რომ ჩვენ ის ზეციდან დაგვყურებს.
YOU ARE READING
My Love
Romanceამბავი მოგვითხრობს 17 წლის ჰანა დეივისზე,რომელიც ცხოვრობს ჰოლანდიის ქალაქში,ამსტერდამში. მისი ცხოვრება არაფრით არ არის გამორჩეული.იგი ერთ-ერთი საუკეთესოა თავის კლასში.ფრიადოსანია და სტიპენდიის კანდიდატი,მაგრამ ყველაფერს ერთი ღამე შეცვლის. მის ცხოვრე...