ამ ბოლო დროს განვითარებულმა, მოვლენებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. ამიტომ სახლში ვარ და რამდენიმე დღეა სამსახურში არ წავსულვარ.
რათქმაუნდა ეს ჩემი სურვილი ნამდვილად არ ყოფილა. დენის თქმით , ჯობდა სახლში ვყოფილიყავი და დამესვენა, რადგან ეს ყველაფერი ჩემთვის რთულია.ახლა საწოლში ვწევარ და ერთ წერტილს მივშტერებივარ. ვფიქრობ.. ვფიქრობ თუ რამდენი რამ მოხდა ამ დროის განმავლობაში.. განვლილ 6 წელზე ვფიქრობ და იმაზე თუ რა გადავიტანე..
ფიქრებიდან ზარის ხმას გამოვყავარ.. ხალათს ვიცმევ და ქვევით ჩავდივარ. კარებს ვაღებ და მაშინვე ჩემთვის ძვირფასი ადამიანის სახეს ვხედავ.
- ჰანა!! როგორ მომენატრე- მითხრა და ძლიერად მომეხვია.
- ემილი აქ რა გინდა?
- როგორ თუ რა მინდა?!.. არ გაგიხარდა რომ მოვედი??
- რა სისულელეებს ამბობ.. გამიხარდა შენი მოსვლა.. უბრალოდ ცოტა გამიკვირდა.
- ჰო კაი კაი.. დამშვიდდი..- ცოტახნით ვდუმდით მაგრამ ისევ მან გააგრძელა საუბარი. თან გამიღიმა- აბაა.. არ შემომიშვებ?- მხოლოდ ახლა შევამჩნიე , რომ ამდენი ხანი კარებში ვიდექით.. რა სულელი ვარ!!
- ბოდიში ემ,, შემოდი.- კარი უფრო ფართოთ გავაღე , რომ შემოსულიყო..
- ჰანა კარგი რა..გაიღიმე.. არ მომწონს ესეთს , რომ გხედავ..- ნაღვლიანმა მითხრა. - მინდა ჩემი დაქალი დამიბრუნდეს..
- ემ, მგონი ეგ დაქალი წლების წინ მოკვდა... დილანთან ერთად..
- ჰანა გთხოვ.. გაიღიმე.-მე არაფერი ვუპასუხე ამიტომ კიბეები აირბინა შემდეგ კი ტანსაცმლით უკან დაბრუნდა..
- ემ, რა ხდება?- გაოცებულმა ვკითხე.
- მოკლედ.. გარეთ უნდა წავიდეთ. ცოტა გავისეირნოთ შენ კი გამოფხიზლდი..- მოვიდა ხელი მომკიდა და დივნიდან ამაყენა- მიდი მოემზადე.
- კი მაგრ...
- ხმა!- მითხრა და თითი დამიქნია- მე არც მიკითხია და არც არჩევნის უფლება არ მომიცია. ამიტომ ჩქარა ადექი და მოემზადე!!- თითი კიდევ ერთხელ დამიქნია შემდეგ კი მხრებში გაიმართა და გაბრაზებული თვალებით შემომხედა- ეს ბრძანებაა!! - მითხრა. მე კი მის ასეთ ქცევაზე გამეღიმა. ჩემი ღიმილის დანახვისთანავე ძველი ემილი დამიბრუნდა..
- კარგი წადი მოემზადე- სიცილით მითხრა.. მე ოთახში ავედი შხაპი მივიღე და მოვემზადე.
VOCÊ ESTÁ LENDO
My Love
Romanceამბავი მოგვითხრობს 17 წლის ჰანა დეივისზე,რომელიც ცხოვრობს ჰოლანდიის ქალაქში,ამსტერდამში. მისი ცხოვრება არაფრით არ არის გამორჩეული.იგი ერთ-ერთი საუკეთესოა თავის კლასში.ფრიადოსანია და სტიპენდიის კანდიდატი,მაგრამ ყველაფერს ერთი ღამე შეცვლის. მის ცხოვრე...