თავი 2

1.4K 88 5
                                    

დილით მაღვიძარამ გამაღვიძა. სკოლის პირველი დღეა, ამიტომ სწრაფად ავდექი, სააბაზანოში შევედი და შხაპი მივიღე. შემდეგ გარდერობთან დავდექი და ვცდილობდი რაიმე შემერჩია. საბოლოოდ არჩევანი შავ ჯინსის შარვალზე და თეთრ მოკლე მაისურზე შევარჩიე.

 საბოლოოდ არჩევანი შავ ჯინსის შარვალზე და თეთრ მოკლე მაისურზე შევარჩიე

Ups! Gambar ini tidak mengikuti Pedoman Konten kami. Untuk melanjutkan publikasi, hapuslah gambar ini atau unggah gambar lain.

თმა ჩამოვივარცხნე და გაშლილი დავტოვე. გაშლილ თმებში თავს უფრო კონფორტულად ვგრძნობ.
ტუჩსაცხი წავისვი და ქვემოთ ჩავედი. სამზარეულოში დედა საუზმეს ამზადებდა, ჩემი ძმა კი მაგიდასთან იჯდა. როგორც ყოველთვის საუზმეს მოუთმენლად ელოდა😂.
- დილამშვიდობისა.
- დილამშვიდობისა ძვირფასო- მეუბენება დედა.
- რა სასიამოვნო სურნელია.. დედა რას ამზადებ?
- ომლეტს ჩემო ლამაზო.
- ჰჰმმმ.... როგორ მიყვარს.
- შენ რა არ გიყვარს ის მითხარი- მეუბნება ჩემი ძამიკო და თან იცინის, მე კი მას ენას ვუგდებ, შემდეგ კი მაგიდასთან ვთავსდები, და ჩემს ომლეტს გემრიელად შევექცევი. მალევე ემილისგან შეტყობინება მომდის.
- ჰეი.. მზად ხარ? მე უკვე გამოვედი სახლიდან.
- კი უკვე მზად ვარ გელოდები.
ამას დედაც ამჩნევს და მეუბნება
- პატარა ქალბატონო რაზე შევთანხმდით?- მე კი მის სიტყვებს ღიმილით ვპასუხობ.
- გპირდები ეს ბოლოა.
ამ დროს ემილიც მოვიდა გარეთ გავედი და ჩემს საუკეთესო მეგობარს გადავეხვიე.
- ჰეი. წავედით?
- წავედით- ვპასუხობ. მანქანაში ვსხდებით და სკოლის გზას ვადგებით.
სუმართლე გითხრათ სკოლა მომენატრა. შენობაში შევედით, მე პირველი ინგლისური მქონდა ემილის კი ბიოლოგია ამიტომ დროებით დაშორება მოგვიწია😁.
მალევე დავინახე მაღალი და სიპმატიური ბიჭი მუქი თმით და თაფლისფერი თვალებით. ეს დილან მანერსია. მართალია ძალიან სიმპატიურია მაგრამ, არა კარგი. მასზე ჭორები დადის, ამბობენ ბინძურ საქმეებშია გარეულიო, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ რომ ამ ტიპისგან თავი შორს დავიჭირო. როდესაც, კლასისკენ მივდიოდი მოულოდნელად ვიღაც დამეჯახა და წიგნები ძირს დამიცვივდა.
- დიდი ბოდიში, მაპატიე წინ არ ვიყურებოდი.
- არაუშავს ჩემი ბრალიცაა, მეც წინ უნდა გამეხედა- ვეუბნები. როდესაც წიგნები ავიღე და ზევით ავიხედე ჩემს წინ იდგა მომხიბვლელი, ქერა, ცისფერთვალება ყმაწვილი.
-ჰეი მე მეთი მქვია. სკოლაში ახალი ვარ ამიტომ, ცოტას ვნერვიულობ- მეუბნება.
- ჰეი მე კი ჰანა მქვია, ჰანა მანერსი.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა ჰანა.- მეუბნება და თან ნაზად მიღიმის.
- ჩემთვისაც..ჰჰმმ.. მეთ არ მინდა ინგლისურის გაკვეთილზე დავაგვიანო, ამიტომ უნდა წავიდე.
- მეც ინგლისური მაქვს, ამიტომ კლასში ერთად წავიდეთ, კარგი?
-კარგი.
კლასში შევედით და ადგილები დავიკავეთ. მალევე მასწავლებელი შემოვიდა წარმატებები გვისურვა და სწორედ ამ დროს დაგვიანებულმა მოსწავლემ კარები შემოაღო და კლასში შემოვიდა. რათქმაუნდა ეს დილან მანერსი იყო ცუდი ბიჭი სკოლაში.
როდესაც გაკვეთილები დასრულდა,გარეთ გავედი მეთიც ჩემთან ერთად იყო. ნომრები გავცვალეთ, მე კი სახლში დავბრუნდი.


My LoveTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang