დილით დიდი გაჭირვებით ვცდილობ, რომ თბილ საწოლს და რბილ ბალიშს მოვწყდე.. საბოლოოდ საწოლიდან ავდექი და სააბაზანოში შევედი.. სკოლაში წასვლა დღესაც არ მინდოდა მაგრამ სხვა გზა არ იყო.. მოვემზადე და ქვევით სასაუზმოდ ჩავედი..
- დილამშვიდობისა- მივესალმე დედას და მაიკლს ჩემს ძმას..
- დილამშვიდობისა პუდინგო💜😊.
- ოოჰჰ ისევ?- ვუთხარი და გავუღიმე.
- რათქმა უნდა ისევ- მანაც გამიღიმა.
- ბავშვებო მოდით ისაუზმეთ- გვითხრა დედამ და ჩვენც სასწრაფოდ მაგიდისკენ წავედით.
საუზმის დასრულებისთანავე ყველას დავემშვიდობე და გარეთ გავედი.. იქვე დილანი დავინახე რომელიც მანქანას ეყრდნობოდა და მე მელოდა. მისი დანახვა ძალიან მესიამოვნა.. გააზრება ვერც კი მოვახერხე, ამ ბიჭმა ისე სწრაფად შემოაღწია ჩემს გულსა და ცხოვრებაში ახლა კი მის გარეშე წამის გატარებაც კი არ მინდა.
- დილამშვიდობის- მითხრა და ნაზად მეამბორა.
- დილამშვიდობის-ვუთხარი.
- მიდი მანქანაში ჩაჯექი და წავიდეთ.- მითხრა მეც თავი დავუქნიე და მანქანაში ჩავჯექი.
- პატარავ- მითხრა დილანმა- ეგრე გაცივდები ძალიან თხლად გაცვია..- მის სიტყვებზე იმედგაცრუებული თვალებით შევხედე და ქვედა ტუჩი გადმოვაგდე..
- რა? - გაოცებული მზერა მომაბყრო.
- მეგონა სხვა სახელს დამიძახებდი- ვუთხარი და თვალები დავხარე. სიცილს კი ძლივს ვიკავებდი. მან ხარხარი დაიწყო და მითხრა.
- ჩემო პაწაწინა და საყვარელო მზის სხივო- ნაზად გამიღიმა და ცხვირზე მაკოცა-ეგრე გაცივდები ამიტომ ეს ჩაიცვი- მითხრა და მისი მოსაცმელი მომაწოდა.
მეც გამოვართვი და კმაყოფილმა შევხედე.
BẠN ĐANG ĐỌC
My Love
Lãng mạnამბავი მოგვითხრობს 17 წლის ჰანა დეივისზე,რომელიც ცხოვრობს ჰოლანდიის ქალაქში,ამსტერდამში. მისი ცხოვრება არაფრით არ არის გამორჩეული.იგი ერთ-ერთი საუკეთესოა თავის კლასში.ფრიადოსანია და სტიპენდიის კანდიდატი,მაგრამ ყველაფერს ერთი ღამე შეცვლის. მის ცხოვრე...