დილით სახეზე ხელის შეხება მაღვიძებს. თვალებს დიდი გაჭირვებით ვახელ და მომღიმარ დილანს ვხედავ.. სახეზე თითებით მეფერება და თან მიღიმის..
- რამდენი ხანია რაც ასე მიყურებ?
- ჰჰმმ.. მოიცა დავფიქრდე- ამბობს და ხელს ნიკაპზე იდებს.. თითქოს ფიქრობს.- არ ვიცი- ისევ მიღიმის- ძალიან ლამაზი და საყვარელი ხარ როცა გძინავს..
- მოიცა ისე არ ვარ საყვარელი?- ვეკითხები ღიმილით..
- მთელ მსოფლიოში ყველაზე საყვარელი ხარ- ამბობს. თავის დიდ მკლავებს მხვევს და მკერდზე მიხუტებს...
ცოტახნით ასე ვართ მაგრამ დილანი სიჩუმეს არღვევს..
- გინდა დღეს სადმე წავიდეთ..
- მაგალითად სად?- ვეკითხები დიდი ინტერესით.
- ჰჰმმ.. შეგვიძლია კინოში წავიდეთ.. მერე კი რამეს მოვიფიქრებთ..
- კარგი წავიდეთ მაგრამ..ჯერ სახლში უნდა წავიდე და მოვემზადო..
- კარგი..საწოლიდან ვდგები და ჩემს ტანსაცმელს ვიღებ... უნდა ჩამეცვა როცა შევამჩნიე, რომ დილანი ისევ ოთახში იყო..
- დილანნ...
- რა?- მეუბნება და სახეზე ეშმაკურ ღიმილს იკრავს, რაზევ მეღიმება..
- გადი ოთახიდან..
- რაა? რატომ?..- მეკითხება გაკვირვებული სახით.
- იმიტომ ,რომ უნდა ჩავიცვა..
- კარგი რაა ჰანა.... ჩემი ოთახიდან მაგდებ??
- დიახ გაგდებ..- ვუთხარი და გავიცინე..
- ოოჰჰ- მიპასუხა.. მომიახლოვდა და მისი ძლიერი ხელებით მის მკერდზე ამაკრო..- ანუ მაგდებ- ისევ თქვა. ჩემსეკნ მოიწიაა და ჩემს ბაგეებს დააცხრა.. მეც ავყევი.. ერთმანეთს მოვშორდით , დილანი დიდი წვალების შემდეგ გარეთ გავაგდე.. ოთახიდან გასვლა ნამდვილად არ ესიამოვდა მაგრამ " ბოდიში დილან"..😂..ის ჩავიცვი რაც წვეულებაზე მეცვა.. ერთი სული მაქვს სახლში როდის მივალ , რომ ეს ტანსაცმელი სხეულიდან მოვიშორო... ოთახიდან გავდივარ მაგრამ დილანი მისაღებში არ მხვდება.. მაგრამ მისი პოვნას მაინც ვახერხებ.. სამზარეულოში იყო და ყავას სვამდა..
- დილან.. ჯერ არც გისაუზმია შენ კი მაშინვე ყავას სვამ..
- კარგი არ გაბრაზდე.- მომიახლოვდა ჯერ ლოყაზე მიჩქმიტა შემდეგ კი იმავე ადგილზე მაკოცა.. უცებ კი კარებზე ზარის ხმა ისმის..
-მე გავაღებ..-ვეუბნები დილანს და კარებს ვუახლოვდები. ვაღებ თუ არა გაკვირვებისგან პირი ღია მრჩება..
მელისა??
აქ რა ჯანდაბა უნდა?
ვერ ვიტან...
- აქ რა გინდა?- სწრაფად ვეკითხები.
- ოოჰჰ.. შენც აქ ხარ?.. უკეთესია..- ხელით გამწია და პირდაპირი მნიშვენელობით სახლში შემოიჭრა..
- გუშინდელი საუბარი ვერ დავასრულეთ..
-მელისა არაფრის მოსმენა მინდა.. წადი!..
- ნუთუ არ გინდა სიმართლე გაიგო?
- რა სისულეებს ამბობ?!- უკვე საშინლად ვბრაზდები... მინდა , რომ წავიდესს.. მისი დანახვა არ მსიამოვნებს..
- მე ყველაფერი დილანისგან გავიგე.. მან მითხრა ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მენდობოდა.. მაგრამ ამ საიდუმლოს ვეღარ შევინახავ.. სიმართლე უნდა ვთქვა..
- რას ამბობ?!- ძალიან დავიბენი.. რა საიდუმლო აქვს დილანს რაც მელისამ იცის.. საერთოდ მელისამ რატომ იცის ეს საიდუმლო??
- არ გაინტერესებს მამაშენის მკვლელი ვინ არის?.- რაო??.. მან.. მან საიდან იცის..
- რ-რა?.. რაზე საუბრობ?? შენ როგორ გაიგე?? ან საიდან უნდა ვიცოდე, რომ სიმართლეს ამბობ? რატომ უნდა დაგიჯერო??
-ნელა.. ნელა.. ამდენ კითხვას ნუ მაყრი. მაცადე და ყველაფერს გეტყვი..
YOU ARE READING
My Love
Romanceამბავი მოგვითხრობს 17 წლის ჰანა დეივისზე,რომელიც ცხოვრობს ჰოლანდიის ქალაქში,ამსტერდამში. მისი ცხოვრება არაფრით არ არის გამორჩეული.იგი ერთ-ერთი საუკეთესოა თავის კლასში.ფრიადოსანია და სტიპენდიის კანდიდატი,მაგრამ ყველაფერს ერთი ღამე შეცვლის. მის ცხოვრე...