როგორც კი სახლში შევედით ემილიმ მაშინვე მითხრა.
- წავალ სასმელს მოვიტან, ხომ დალევ?
- კი დავლევ.
ემილის წასვლისთანავე მეთი მაშინვე შევნიშნე და მისკენ წავედი.
- მეთ, მიხარია რომ მოხვედი.
- მეც- მიპასუხა და ნაზად გაიღიმა. ამ დროს კი ემილი დავინახე სასმელით ხელში, მაგრამ მეთის დანახვისთანავე ერთ ადგილზე გაშეშდა. მე ეს შევნიშნე ამიტომ მეთს ვუთხარი.
- მეთ მალე დავბრუნდები.
- კარგი ჰანა.
ჩემი მეგობართან წავედი და ძლივს გამოვაფხიზლე.
-ჰეიიი.. ემილი რა გჭირს, კარგად ხარ?
- ჰჰჰმმმ.. კი ,კი კარგად ვარ. და ის ბიჭი ვინ იყო შენს გვერდით რომ იდგა?- დაინტერესებულმა მკითხა.
- ის მეთია ,მე რომ გიყვებოდი.
- აჰამ. გასაგებია. ჰანა... ძალიან სიმპატიურია და არ გამაცნობ?- ეს რომ მითხრა გაიცინა და ლეკვის თვალებით შემომხედა, ძალიან საყვარელი იყო😂.
- კი როგორ არა წამოდი.
მეთთან მივედით და მას ჩემი მეგობარი წარვუდგინე, როგორც ჩანს ემილით მოინუსხა.ერთმანეთს შეეფერებიან, იმედია ერთ დღეს ერთადაც იქნებიან.
- მეთ გინდა ვიცეკვოთ?-კითხა იმილიმ.
- სიამოვნებით.
ერთად მართლა საყვარლები არიან. მე გადავწყვიტე ჩემს სასმელთან ერთად გარეთ გავსულიყავი, არ მინდოდა მათთვის ხელი შემეშალა. მაგრამ მალევე უკან დავბრუნდი, ემილი კი იქვე კედელთან იდგა.
- ემილი, მეთი სად არის?.
- სასმლის მოსატანად წავიდა და მალე მოვა.
- კარგი. ხომ არ იცი საპირფარეშო სად არის?.
- მეორე სართულზე ადი, მარჯვნივ შეუხვიე და შენს პირდაპირ კარს დაინახავ.
- მადლობა.- ვუთხარი და მეორე სართულზე ავედი, მარჯვნივ გავუხვიე და როცა საპირფარეშოში შევდიოდი უეცრად კარი გაიღო, ვიღაცამ ხელი მტაცა და ოთახში შემიყვანა ,კედელზე მიმაკრა და ძლიერად მაკოცა. როდესაც მიმშორდა მაშინ თქვა.
-ამდენხანს რატომ დაიგვიანე მელისა?
ამ ხმის გაგონებისთანაცე შევრკთი.. ეს .. ეს დილანი იყო.. მე დილანს ვაკოცე.. უფროსწორად მან მაკოცა. არაფერი მითქვამს მაშინვე ოთახიდან გამოვარდი და კიბეებზე მელისა შემხვდა. ესაღა მაკლდა, მელისას ვერასდროს ვიტანდი და მასაც ნამდვილად არ ვეხატებოდი გულზე. სკოლაში ყველაზე საზიზღარი გოგოა და ამავდროულად დილანის შეყვარებული. თუ ამ კოცნის შესახებ გაიგებდა ნამდვილად შუაზე გამგლეჯდა.
- ოოჰჰჰ.. უყურეთ აქ ვინ გვყავს?. პატარა გიკი.. აქ რას აკეთებ იმ ოთახში იყავი?- როგორც კი ეს კითხვა გავიგე თავი ცუდად ვიგრძენი, მაგრამ თავს ამის უფლევბას ვერ მივცემდი. მელისას ეჭვი არ უნდა გასჩენოდა.
- რომელ ოთახში? მე საპირფარეშოში ვიყავი... და კიდევ გიკს ნუ მეძახი...
- ოოჰჰჰ ძალიან შემაშინე. მადლობა თქვი ,რომ ახლა შენთვის არ მცალია. გამატარე!!.. - დამიყვრიდა და ხელი მკრა. მალევე ქვევით ჩავედი ემილის და მეთს ვუთხარი რომ მივდიოდი. მეთს ვთხოვე ემილისთვის ყურადღება მიექცია და სახლში წაეყვანა. რათქმაუნდა მეთს უარი არ უთქვამს. მე კი მაშინვე სახლში წავედი. ჩემი აზრით დღეისთვის თავგადასავლები საკმარისი იყო..
ESTÁS LEYENDO
My Love
Romanceამბავი მოგვითხრობს 17 წლის ჰანა დეივისზე,რომელიც ცხოვრობს ჰოლანდიის ქალაქში,ამსტერდამში. მისი ცხოვრება არაფრით არ არის გამორჩეული.იგი ერთ-ერთი საუკეთესოა თავის კლასში.ფრიადოსანია და სტიპენდიის კანდიდატი,მაგრამ ყველაფერს ერთი ღამე შეცვლის. მის ცხოვრე...