როდესაც სახლში შევედი დედა სამზარეულოში დამხვდა ,ჩემი ძმა კი ფილმს უყურებდა.
- ჰანა, ძვირფასო რა კარგია რომ მოხვედი. დღეს სტურმები გვეყოლება.- ცოტა ავნერვიულდი. დღეს ხომ დილანთან ერთად უნდა წავსულიყავი.. მართლია მასთან ერთად დროის გატარება დიდად არ მსიამოვნებს მაგრამ, გული მაინც დამწყდა. შევეცადე ეს ყველა განცდა ,ჩემს სახეზე არ აღბეჭდილიყო.
- ჰმ. მართლა? და სტუმრად ვინ გვეწვევა?.
- ხომ გახსოვს ჩემი სკოლის მეგობარი შერილ გილბერტი?. აი ის მოვა მის ვაჟთან და ქმართან ერთად.
- აჰამ.. გასაგებია. და რა დროს მოვლენ??.
- ალბად საღამოს 7 საათისთვის..- ალბად დღეს დილანთან ერთად ვერ წავიდოდი..
- დე მე ოთახში ავალ, უნდა ვიმეცადინო.
მეცადინეობა 5 საათზე დავამთავრე, საბედნიეროდ ბევრი დავალება არ მქონდა. დილანს მივწერე.
ჰანა:
"ჰეი დილან.. დღეს არამგონია რომ წამოვიდე"მალევე დილანისგან შეტყობინება მომდის.
დილანი:
" ეგრე არ გამოვა.. იცი რამდენი ვიწვალე? :("
მე არაფერი არ მიმიწერია უბრალოდ, ტელეფონი საწოლზე დავაგდე. მეგონა დილანი გაბრაზდა, ამ დროს კი ტელეფონმა დარეკა. რათქმაუნდა დილანი იყო.
- რატომ არ მოდიხარ?
- სახლში სტუმრებს ველით და ვერ წამოვალ...
- რომელ საათზე.
- 7 საათზე.
-ოოჰჰჰ. მაგ დროისთვის უკვე სახლში იქნები... გთხოვ, ძალიან გთხოვ წამოდი.- ისეთი საყვარელი ხმა ჰქონდა შემეცოდა და დავთანხმდი.
- ძალიან კარგი.. მაშინ მოემზადე ზუსტად 6 საათზე შენს სახლთან ვიქნები და გამოდი.
- კარგი.- ვუთხარი.20 წუთი კარადასთან ვიდექი.. ვერ გადამეწყვიტა რა ჩამეცვა. ამ დროს კი ჩემი თავის დატუქსვა დავიწყე. რა საჭიროა ამდენი დროის ხარჯვა ტანსაცმელზე?. შენ ის ხომ არ მოგწონს.. ამიტომ სწრაფად რამე აარჩიე!!!.
საბოლოოდ სპორტულ სტილს მივანიჭე უპირატესობა.
ასეთ სამოსში თავს კარგად ვგრძნობ.
YOU ARE READING
My Love
Romanceამბავი მოგვითხრობს 17 წლის ჰანა დეივისზე,რომელიც ცხოვრობს ჰოლანდიის ქალაქში,ამსტერდამში. მისი ცხოვრება არაფრით არ არის გამორჩეული.იგი ერთ-ერთი საუკეთესოა თავის კლასში.ფრიადოსანია და სტიპენდიის კანდიდატი,მაგრამ ყველაფერს ერთი ღამე შეცვლის. მის ცხოვრე...