თავი 7

1K 78 11
                                    

Dylan's POV
  სახლში მისვლისთანავე ემილისგან შეტყობინება მომდის ,რომ სკოლასთან ახლოს მყოფ პარკში შევხვდე. ამ გოგოს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ წასვლა მაინც გადავწყვიტე.
  როდესაც პარკში მივედი ემილი და ჰანა დავინახე, ვყოყმანობდი, ვერ გადამეწყვიტა მივსულიყავი თუ არა.. საბოლოოდ მივედი და სწორედ ამ დროს გავიგე ჰანას სიტყვები..  გავშეშდი, ვერ  დავიჯერე რომ  ჰანა ის იყოო... ის გოგო...გამიხარდა მართლა გამიხარდა.. ჰანას კარგად არ ვიცნობ ყოველთვის შორიდან ვადევნებდი თვალს.. სულ მომწონდა.. ის ხომ ძალიან ლამაზია... მისი თვალები, ტუჩები ყველაფერი მკლავს და მაბნევს...
    როდესაც მიხვდა რომ ყველაფერი გავიგე, უკან არ ტრიალდებოდა. ხელი მოვკიდე , ჩემკენ შემოვაბრუნე და თვალებში ჩავხედე... ისეთი საყვარელი იყოო.. დაბნეული მიყურებდა არ იცოდა რა ეთქვა.. მე კი მისი შემხედვარე უბრალოდ ღიმილს ვერ ვიკავებდი...
  საუბარი მე დავიწყე, ნამდვილად არ ვიცოდი რა მეთქვა, როდესაც ვიფიქრე, რომ შედარებით კარგად მაინც ვსაუბრობდი სწორედ ამ დროს უბრალოდ წავიდა, მე კი იქ დამტოვა.. არ გავბრაზებულვარ... ის მაინც ძალიან საყვარელი იყო💖...
  სახლში დავბრუნდი და მასზე ვფიქრობდი, გულში ვამბობდი  ხვალ მაინც ვერ გამექცევა😂💖..
 
  Hanna's POV
   ადრე ავდექი და სკოლისთვის გავემზადე.

  როდესაც სკოლაში მივედი მაშინვე ემილის ძებნა დავიწყე

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

  როდესაც სკოლაში მივედი მაშინვე ემილის ძებნა დავიწყე.
- ემილი.....
- ჰანაა.. ჩემო ძვირფასო.. მომენატრეე.. როგორ ხაარრ.??- ყოველთვის ასე იცის, როცა რაიმეს აშავებს.
- კარგად ვარ, შენ? ალბად კარგად ხარ, გუშინ ხომ კარგად გაერთე?
-მეე?? არა რას ამბობ...... ჰჰჰმმ.. გთხოვვ ,, გთხოვ არ გამიბრაზდე...
-ჰაჰ.. ვითომ რატომ?? ეს როგორ გამიკეთე?. იმ საზიზღარ ბიჭზე გამცვალე ხო?- ვუთხარი და თან პატარა ბავშვივით ავბუზღუნდი.
- კარგი რაა რას ბოდავ.... კარგი წყვილი ხართ... -მითხრა და  თან ეშმაკურად თვალი ჩამიკრა. მე ამაზე გავბრაზდი და ხელი ვკარი..
- კარგი გვეყოს..
- ანუ მპატიობ ხო???.
- ოოოჰჰ... კარგი გაპატიებ მაგრამ ერთი პირობით.. ასეთ რაღაცეებს შეეშვი..
- კარგი გპირდები- მითხრა და მაკოცა.. ამ დროს კი დილანი დავინახე სკოლაში შემოვიდა და ჩემსკენ წამოვიდა.....ემილის მივუბრუნდი და ვუთხარი.
- ვერ დამმალავ??
- რაა??- დაბნეული ჩანდა. ამ დროს დილანი დაინახა და გონება გაუნათდა.- აჰამ.. გასაგებია, იმ მაღალ და საოცრად სიმპატიურს ემალები ხოო??😂.. არ ჩემო კარგო, არც იოცნებო, არ დაგმალავ.. პირიქით...

არა.. ემილის იმედი ვერ მექნებოდა ამტომ პირდაპირ ლიტერატურის კაბინეტში გავემართე... ოოჰჰ ახლა გადავრჩი მაგრამ მერე რა ვქნა..  თავის გადარჩენით გახარებული ვიყავი, როცა დილანი კლასში შემოვიდა და ჩემს გვერდით დაჯდა..  უბრალოდ იჯდა და ჩემს შეშინებულ  სახეს უყურებდა.
- კარგიი ნუ გეშინია არ შეგჭამ-მითხრა სიცილით.
- აქ რა გინდა?
- მე ლიტერატურა მაქვს და აქ განათლების მისაღებად მოვედი.
- შენ და განათლება??
- ჰეი,, შეურაწყოფას ნუ მაყენებ- მითხრა და გამიცინა. მხოლოდ ახლაღა შევამჩნიე, რომ სიცილის დროს ღრმულები უჩნდება.. ღმერთოო როგორი საყვარელია💖.. ოოჰჰ კარგი რა ჰანა რას ბოდავვ!!არ არის საყვარელი!!. საბოლოოდ ჩემს თავთან ჩხუბი დილანის ხმამ შემაწყვეტინა.
- თუ შენს თავთან კამათი დაასრულე იქნებ კარგად საუბარი გვეცადა..იქნებ სადმე წავიდეთ.
-არა..
-რას ქვია არა?
- იმას რომ არ წამოვალ.
- და რატომ?
- იმიტომ რომ არ მინდა..
- არა წამოხვალ!
- არ წამოვალ!
- კი.
- არა.
-მის დეივის და მისტერ მანერს თუ კამათი დაასრულეთ, იქნებ ყურადღება გაკვეთილზე გადაიტანოთ- გვითხრა მისტერ სმიტმა.
ძალიან შემრცხვა ასეთ სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ.
- გიხდება წითელი ლოყები, მზის სხივო💖... 
მოიცა მან რა მიწოდა?. მზის სხივი?? ოოჰჰ ამ ბიჭს ვერაფერს გაუგებ..
  როგორც იქნა ლიტერატურა დამთავრდა. ჩემი ნივთები სწრაფად ავიღე და კლასიდან გამოვარდი... კორიდორში ემილი დავინახე და მისკენ წავედი.
- ემილი ახლა რა გაკვეთილი გაქვს?
- ბიოლოგია შენ?
- ინგლისური.
- აბა რა მოხდა?- მკითხა ინტერესიანი სახით.
- რას გულისხმობ?
- ოოჰჰ კარგი რა. დავინახე დილანი უკან როგორ შემოგყვა.
- ისეთი არაფერი... მთელი გაკვეთილის განმავლობაში ტვინი გამიბურღა..
- უეჭველი მოწონხარ.. დამიჯერე..
- კარგი რა.. მოდი არ გვინდა ამაზე საუბრარი...
-ოოჰ კარგი,  კარგი.. დღეს თუ გცალია იქნებ გავისეირნოთ.- დათანხმებას ვაპირებდი, როდესაც საუბარში დილანი ჩაერთო.
- ბოდიში ჩემო კარგო, მაგრამ დღეს ჰანას არ ცალია, ჩემთან ერთან იქნება..
- მოიცაა რაა?? ჰანააა.. რატომ არ მითხარიიი.  ერთად ხართ??- ღმერთო, მგონი ჩემი დაქალი ნამდვილად ცუდადააა... ისეთი სახე მიიღო ამ სიტყვების შემდეგ არ მეგონა ნორმალურ მდგომარეობას თუ დაუბრუნდებოდა.
- არა ემილი.. ერთად  არ ვართ- ეს სიტყვები უფრო გამოკვეთლად ვთქვი.
- არაუშავს მზის სხივო, ახლა შეიძლება არა მაგრამ მომავალში ვიქნებით..- შემდეგ ემილის მიუბრუნდა- ხო მართლა შენთვის მადლობა არ გადამიხდია. შენ რომ არა ,ალბად ჰანა არასდორს მეტყოდა სიმართლეს.- თქვა ,შემდეგ კი მისკენ მიმწია და ჩემს ბაგეებს დააცხრა.. შემდეგ კი მითხრა.
- დღეს 6 საათზე  მზად დამხვდი....- მითხრა და გამიღიმა.. ოოჰჰ ისევ ის ღრმულები.. ღიმილის დროს ძალიან საყვარელია 💖..
ფიქრებიდან ემილის ხმას გამოვყავარ.
- ჰაანნააა.. ხომ გითხარი მოწონხართქო..  მოიცა დღეს პაემანი გაქვთ???- მგონი ჩემზე მეტად ნერვიულობდა..
- არა რა პაემანი..
- შეიძლება ის ასე არ ფიქრობს..
- კარგი ემილი უნდა წავიდე..- წასვლის დროს ემილიმ მომაძახა.
- მზის სხივი კარგი ზედმეტსახელია...
   
  ძალიან დავიბენი.. ნუთუ მართლა მოვწონვარ?.. მხოლოდ ეს კითხვა მიტრიალებდა თავში..

----------------------------------------------------- იმედია მოგეწონათ💖😊.. მიყვარხართ💖💖

My LoveWhere stories live. Discover now