თავი 17

699 62 19
                                    

როგორც იქნა გონზე მოვდივარ , ვცდილობ თავლები გავახილო, მიუხედავად იმისა , რომ საშინლას არ მინდა ამის გაკეთება.. თავბრუ მეხვევა და თავს საშინლად სუსტად ვგრძნობ..
ვგრძნობ , რომ საშინლად ცივა..  თვალებს ვახელ და იმ გარემოს ვათვალიერებ სადაც ვიმყოფები.. პატარა ბნელი საწყობია , სადაც საშინლად ცივა.. სკამზე მსუბუქად ვარ მიბმული.. განძრევის თავიც არ მაქვს , იმდენად ვარ გაბრუებული.. 

ხმაურის ხმა მესმის და ამ პატარა საწყობში ვიღაც ბიჭი შემოდის.. შევხედე თუ არა შიშის გრძნობა დამეუფლა..
მაღალი , შავგრემანი და ტატუებით დაფარული ბიჭია.. თან გამყინავი მზერა აქვს..

მომიახლოვნა ირონიული სიცილით..
- როგორ ხარ პატარავ?- მითხრა და ისევ გაიცინა..
- მე შენი პატარა არ ვარ!!- კბილებში გამოვცერი..
- ოოჰჰ როგორი ბრაზიანი ყოფილხარ პატარავ..- ისევ ის სიცილი , რომელიც საშინლად მაღიზიანებს..
- გეყოს!!.
   ჩემი სიტყვების საპასუხოდ ისევ გაიცინა და სილა გამაწნა.. საშინლად ამეწვა სახე.. მინდოდა მთელი გულით მეტირა მაგრამ არა.. ახლა და აქ არა! არ შეიძლება!. მას არ ვაჩვენებ , რომ სუსტი ვარ... არ ვაჩვენებ თუ , როგორ ცუდად ვგრძნობ ახლა თავს!.. ტუჩზე ვიკბინე იმისთვის , რომ როგორმე თავი შემეკავებინა და მაშინვე ვიგრძენი სისხლის გემო.
 
გარეთ გავიდა... მეზიზღება!! საშინლად მეზიზღება..

ვცდილობდი ,  რომ როგორმე ხელები შემეხსნა მაგრამ ჩემი ცდა ამაო აღმოჩნდა..
  ძალიან გამოფიტული ვიყავი იმისთვის , რომ აქედან გავქცეულიყავი..  ამიტომ დავნებდი..
როდესაც ძალას  მოვიკრებ ,  მაშინ განვახორციელებ ჩემს ჩანაფიქრს..
თავში უამრავი კითხვა მიტრიალებს.. ჩემგან რა უნდათ?? რა დავაშავე?.. ან ის საშიში ბიჭი ვინ არის?.. 
  სავსებით შესაძლებელია , რომ ეს მამაჩემის ბრალი იყო.. ის ხომ " ცუდ" საქმეებში იყო გარეული , ამიტომ შეიძლება ესე ვიფიქრო. მაგრა ერთი კითხვა ჩნდება ამ თეორიის წამოყენების დროს..  ახლა?.. ახლა რატომ გადაწვიტეს შურისძიება?? ამდენი ხანი რას ელოდნენ??..  2 წელი გავიდა..

My LoveWhere stories live. Discover now