თავი 11

902 77 22
                                    

დილით ადრე გავიღვიძე და სკოლაში წასასვლელად მოვემზადე.  წასვლის დიდი სურვილი არ მქონდა იმ შემთხვევისშემდეგ მაგრამ ჯობს თუ სკოლას არ გავაცდენ.

კიბებბზე ჩავედი და დედა როგორც ყოველთვის სამზარეულოში დამხვდა.
- დილამშვიდობის.- მივესალმე დედას.
- დილამშვიდობის ჰანა.. მოდი ისაუზმე
  მაგიდასთან დავჯექი და გემრიელად შევექეცი ჩემს სენდვიჩს.
- ჰანა გინდა სკოლაში წაგიყვან.
- არა დე. ემილი მომაკითხავს.
მალე ემილისან შეტყობინება მომდის რომ უკვე მელოდება.
მეც სასწრაფოდ გავდივარ გარეთ და ემილის ვესალმები. დღეს ჩემი დაქალი კარგად გამოიყურება. თეთრი მაისური, შორტი, თხელი მოსაცმელი და თეთრი კედები აცვია.. შორტებზე გიჟდება.. მგონი მსოფლიოში ყველაზე მეტი შერტი ამ ადამიანს აქვს.

მანქანაში ჩავჯექით და  სკოლისკენ წავედით.. რატომღაც ხმას არცერთი არ ვიღებდით ეს კი ჩვენთვის უჩვეულოა.. ამიტომ ემილიმ თავისი ერთ- ერთი საყვარელი სიმღერა ჩართო  "запах моей женшины" ზოგჯერ მეც ვუსმენ ამ სიმღერას.
  საბოლოოდ მაინც ემილიმ დაიწყო საუბარი.
- ჰანა  წვეულებაზე რა მოხდა??.- როგორც ჩანს ცნობისმოყვარეობამ სძლია. მთელი კვირა დღე სახლიდან არ გავსულვარ, წიგნებში ვიყავი ჩაფლული ,ამიტომ ემილისთანაც არ მისაუბრია.
- ისეთი არაფერი.- ვუპასუხე.
- ჰანა!!. მითხარი სასწრაფოდ.
- ჰო კარგი. შენ  რომ დამირეკე წვეულება არის და მოდიო მაშინ დილანი იყო ჩემთან სახლში. შენს ზარამდე კი მითხრა რომ მოვწონდი მე კი ვუთხარი არ მომწონხართქო.. შემდეგ კი წვეულებაზე მელისას კოცნიდა... საზიზღარია..
- ჰანა კარგი რა.. შენ კიდევ დილანზე ბრაზობ. გითქვია არ მომწონხარო და აბა რას იზამდა...უნდოდა რომ გეეჭვიანა.. - მითხრა და სიცილი დაიწყო.
- ემილი გეყოს!! არ მაინტერესებს დილანი..- ემილის ჯეისონთან მომხდარზეც მოვიყევი, ამაზე კი სულ გადაირია..
- ჰანა დილანი მართალია..
- ემილი შენ დილანის მეგობარი ხარ თუ ჩემი?!.- ვუთხარი და ბავშვივით გავიბუტე.
 
  სკოლაში მალევე მივედით. მე ინგლისური მქონდა ამიტომ კაბინეტისკენ წავედი და ჩემი ადგილი დავიკავე.
როცა ვფიქრობდი რომ დილანს თავი ავარიდე სწორედ მაშინ შემოვიდა კლასში და ჩემს გვედით დაჯდა. მალევე მასწავლებელიც მოვიდა.
  - ჰეი.. მზის სხივოო..
- გეყოს. ეგრე ნუ მეძახი.
- როგორც ჩანს ჩემზე ისევ ბრაზობ..
- მე არ ვბრაზობ..
- არ ბრაზობ და არ ეჭვიანობ ხო??
- დილან გაჩერდი. კლასიდან გაგვყრიან და მერე ნამდვილად მოგკლავ.- ვუთხარი და თან დავუბღვირე.
ჩემდა გასაკვირად დილანი გაჩუმდა და ხმაც კი არ ამოუღია..
  გაკვეთილის დასრულების შემდეგ დერეფანში ჯეისონს შევხვდი..
- ჰჰმმ.. ჰეი ჯეისონ.
-ჰეი ჰანა..
- როგორ ხარ??
- კარგად  შენ?
-მეც კარგად.. ჰმმ.. მისმინე ის რაც წვეულებაზე მოხდა..- წინადადების დასრულებაც არ მაცადა თვითინ თქვა.
- ვიცი ეს რატომაც გააკეთე. დილანზე იყავი გაბრაზებული.
- მაპატიე.. შენ არ უნდა გამომეყენებინე.
- არაუშავს ჰანა.. ყველაფერი რიგზეა..- მითხრა და ჩამეხუტა. მართლა  ძალიან კარგი მეგობარია.

My LoveWhere stories live. Discover now