Dylan's POV
წვეულებაზე მოვიწყინე ამიტომ ოთახში ავედი და მელისას ველოდი. ფეხის ხმა გავიგე ,მეგონა ის იყო კარი გავაღე მკლავში ვწვდი, ითახში შევიყვანე და მომთხოვნად ვაკოცე. ცოტა უცნაური იყო. ამ ამბორის დროს ისეთი რამ ვიგრძენი? რაც არასდროს არ მიგრძვნია. შემდეგ კი ვკითხე დაგვიანების მიზეზი, ამ დროს კი ხელი მკრა და გარეთ გავარდა. ვერ მივხვდი რა მოხდა. პირველად ვიფიქრე იქნებ ვინმეში ამერიათქო, მაგარამ ეს ფიქრი უკუვაგდე.რამდენიმე წუთის შემდეგ კი კარი გავაღე ,ამ დროს კი ჩემს წინ მელისა დავინახე.
- ჰეი გოგონი.რატომ გაიქეცი? რა მოხდა?- მელისამ უცნაური სახით აშემომხედა.
- რას გულისხმობ დილან? რა გაქცევაზე მელაპარაკები?- სწორედ მაშინ მივხვდი რომ ის გოგონა მელისა ნამდვილად არ იყო. ქვევით ჩავედი იმ იდუმალი გოგოს ნახვა მინდოდა მაგრამ როგორ? სულ გავგიჟდი.. ამდენ ბავშვში იმ ადამიანს როგორ ვიპოვიდი რომელიც მე მსურდა.. მაგრამ ვიცოდი. მე ის უნდა მეპოვა.. მე ის მჭირდებოდა. ალბათ გიკვირთ როგორ შეიძლება ერთი კოცნით ,ვინმეს ასე მიეჯაჭვო მითუმეტეს უცნობს. მაგრამ არა მე სულ სხვა რაღაც გავიცადე მაგ დროს, რისი აღწერაც არ შემიძლია..
Hanna's POV
მთელი გზა იმ კოცნაზე ვფიქრობდი.. რამდენიმე დღის წინ ვინმეს რომ ეს ჩემთვის ეთქვა ,ალბად სიცილისგან მოვკვდებოდი მაგრამ ახლაა,, სიცილის ხასიათზე ნამდვილად არ ვარ.. ძალიან ვნერვიულობდი... თავს მხოლოდ იმით ვიმშვიდებდი რომ დილანისთვის ეს კოცნა არაფერს არ ნიშნავდა და მალე დაივიწყებდა ამავდროულად მან არ იცოდა ის "იდუმალი გოგო" ვინ იყო..
სახლში შევედი და სამზარეულოში დედა დავინახე. მას არ გამოპარვია ჩემი აღელვება და მკითხა.
- ძვირფასო რა გჭირს ხომ კარგად ხარ?
-ჰჰჰმმმ.. მე... ისააა.... დე..- ძალიან დავიბენი დედა ცხოვრებაში არასდროს არ მომიტყუებია, ახლა კი იმ იდიოტი დილანის გამო მატყუარაც გავხვდი...
- ჰანა კარგად ხარ?.
-...
- ჰანა ძვირფასო არაფერი არ დამიმალო რა ხდება?.
- დედა კარგად ვარ, უბრალოდ ძალიან დავიღალე.
- კი მაგრამ ასე დაბნეული რატომ ხარ?
- დაბნეული? ჰაჰ.. უბრალოდ შენთვის არ მითქვამს რომ წვეულებაზე მივდიოდი და თავი უხერხულად ვიგრძენი.-ვუთხრარი.
- არაუშავს ჩემო კარგო.. ახლა კი ადი შენს ოთახში და დაისვენე, ხვალ ადრე უნდა ადგე..
დედას დავემორჩილე და გეზი ჩემი საძინებლისკენ ავიღე.. დღეს მართლაც დამღლელი დღე იყოო, დასვენება კი ნამდვილად არ მაწყენდა.დილით როგორც ყოველთვის ადრე ავდექი, შხაპი მივიღე და სკოლისთვის მივემზადე.
საუზმის შემდეგ ემილისთან ერთად სკოლაში წავედი.. მთელი გზა გუშინდელ საღამოზე ვფიქრობდი, ძალიან მაინტერესებდა დილანის აზრები ამის შესახებ. ემილიმ ჩემი ეს უჩვეულო სიჩუმე შეამჩნია და მკითხა.
- ჰანა კარგად ხარ? დღეს ხმა საერთოდ არ ამოგიღია და თან ჩაფიქრებული ხარ.
- არა, კარგად ვარ უბრალოდ გუშინ გვიან დავიძინე და ცოტა გამოფიტული ვარ.- რათქმაუნდა ეს ასე არ იყო.. ისევ ტყუილებს ვამბობ. შეიძლება იფიქროთ რატომ არ ეუბნება მის საუკეთესო მეგობარს ამ ყველაფერსო, მაგრამ გულის სიღრმეში ვიცი რომ ემილიმ ეს უნდა იცოდეს, აუცილებლად ვეტყვი ოღონდ ახლა არა.
სკოლაში მისვლისთანავე ბავშვები დავინახე, რომლებიც ერთ გუნდად შეკრებილიყვნენ. ემილის ცნობისმოყვარეობამ სძლია და მათკენ გაემართა მე კი იქვე იქ გავჩერდი და ფეხიც არ მომიცვლია.
რამდენიმე წუთის შემდეგ ემილი დაბრუნდა და თან ძალიან გაოცებული ჩანდა.
- ემილი რა ხდება?- ვკითხე დაინტერესებულმა.
- რა არის? როდის მერე გახდი ასეთი ცნობისმოყვარე?
- მიდი რაა მითხარი.
- ჰო კაი.. მოკლედ... დილანი ვიღაც გოგოს ეძებს.
-რაა?? გოგოს??.
- წვეულებაზე ყოფილა თურმე მეც არ ვიცი ზუსტად. ჰანა კარგად ხარ ფერი სულ დაკარგე.
-ჰჰჰმმმ... მეეე... კიი კარგად ვარ.
- ჰანა რაღაც ხდება დილის მერე უცნაურად იქცევი- არა ვეღარ დავმალავდი ამ ყველაფერს ,ამიტომ ემილის ყველაფერი მოვუყევი.
- მოიცააა რაააა??? ჰააანნაააა... ეს მანამდე რატომ არ მითხარი??
- არ ვიცი უბრალოდ ყველაფრის დავიწყება მსურდა.
- ჩემო კარგო ეს ცოტა რთული იქნება, მითუმეტეს ახლა..
გულის სიღრმეში ვიცოდდი რომ ეს მართლა ძალიან რთული იქნებოდა. მითუმეტეს ახლა ,როდესაც დილანი არაფრის დავიწყებას არ აპირებდა...------------------------------------------------------ვიცი არ არის კარგი თავი მაგრამ ჯერ დამწყები ვარ😊😊.. იმედი მაქვს მომავალში უფრო გავაუმჯობესებ... მადლობა რომ კითხულობთ💖💖💖💖
ESTÁS LEYENDO
My Love
Romanceამბავი მოგვითხრობს 17 წლის ჰანა დეივისზე,რომელიც ცხოვრობს ჰოლანდიის ქალაქში,ამსტერდამში. მისი ცხოვრება არაფრით არ არის გამორჩეული.იგი ერთ-ერთი საუკეთესოა თავის კლასში.ფრიადოსანია და სტიპენდიის კანდიდატი,მაგრამ ყველაფერს ერთი ღამე შეცვლის. მის ცხოვრე...