*

1.1K 45 2
                                    

სამზარეულოში, მაცივრის წინ ვიდექი. ხელი მაცივრის კარზე მქონდა ჩამოდებული და შიგნით ვიყურებოდი. მგზნებარე ღამის შემდეგ დილით გემრიელად წახემსება არ მაწყენდა. წუხანდელი ღამის გამო თავი საშინლად მტკიოდა, თუმცა დამღლელი კვირის შემდეგ, შაბათ დღეს კარგად გართობაზე უარს ვერასოდეს ვიტყვი. რა ჯობია კუნთიან, ტატუებით სავსე, ენაზე ან თუნდაც ტუჩზე პირსინგიან ბიჭებს, რომლებმაც ზუსტად იციან როგორ უნდა ასიამოვნონ ქალს. როდესაც მაცივარში ვერაფერი ვნახე, კარი მივხურე და სამზარეულოდან გავედი, სადაც ნინა შემომეჩეხა. თმები აბურდული ჰქონდა, უკან კი ვიღაც ბიჭი მოსდევდა, ტრუსის ამარა. საოცრად დაკუნთული სხეული ჰქონდა და მის ტანზე რამდენიმე ტატუც კი შევამჩნიე.
-სად მიდიხარ? -მთქნარებით მკითხა ჩემმა ერთერთმა საუკეთესო დაქალმა, ვის გარეშეც ალბათ ვერასოდეს გავძლებ.
-ოთახში ვაპირებდი ასვლას. საჭმელი არაფერი არ გვაქვს -მხრები ავიჩეჩე -ეს ტიპი გაუშვი და ჩავიდეთ მარკეტში რამე ვიყიდოთ.
-შენ ჩადი რა, მე მეზარება. ეს კიდევ მალე წავა -თავი დავუქნიე, შემდეგ კი ოთახში ავედი. ჩემი და ნინას მეგობრობა იმდენად უცნაურად დაიწყო, რომ ახლაც კი მიკვირს. ერთ დღეს Facebookზე უაზროდ ვიჯექი და ყალბი ექაუნთიდან ბავშვებს ვწერდი, როდესაც ის გავიცანი. მასაც არ ეწერა ნამდვილი სახელი და გვარი. ერთმანეთს დიდხანს ვეკონტაქტებოდით დაფარული სახელებით. ვუზიარებდით ჩვენს გეგმებს და ოცნებებს. შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხზე. ნელნელა აღმოვაჩინე რომ ამ ''უცნობთან'' იმდენად ბევრი საერთო მქონდა, რომ შეხვედრა გადავწყვიტეთ. ძალიან იშვიათია ისეთი ადამიანის პოვნა, ვისაც შენნაირი აზრები და მიზნები აქვს. დაახლოებით ოთხი წელია, რაც ერთმანეთს ვიცნობთ, ხოლო 1 თვე იქნება რაც ერთად ვიქირავეთ სახლი და აქ გადმოვედით. ნინა ფოტოხელოვანია. თავისებური დამოკიდებულება აქვს ფოტოაპარატთან და ხშირად ხუმრობს კიდეც, ჩემს პროფესიონალს, რომელსაც საკმაოდ დიდი ობიექტივი აქვს, არის ბიჭების პენისი. როდესაც სურათს ვიღებ, ობიექტივი იზრდება და მის მაქსიმუმ სიგრძეს აღწევს, ისევე როგორც მაშინ, როდესაც ბიჭებს სიამოვნებას ვანიჭებ. მათი პენისიც უზარმაზარი ხდება. ნუ, იშვიათ შემთხვევაში უზარმაზარი ზედმეტად გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ ხშირად ასე არისო. ალბათ აქედან მაინც დაასკვნით რამდენად არანორმალურია, ჩემს მსგავსად. რაც შემეხება მე, დიზაინერი ვარ. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. მიყვარს, როდესაც ჩემს სამოსს დადებითად აფასებენ და ეს ყველაფერი მიბიძგებს იმისკენ, რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო. არაერთი ცნობილი მომღერალი თუ მსახიობი არის ჩემი პირადი კლიენტი, რაც ძალიან მახარებს და იმედს მიტოვებს იმისას, რომ კიდევ უფრო წარმატებული გავხდები.
მოდით, მე ჩემზე ვილაპარაკებ, ნინა კი თავად მოგიყვებათ თავის შესახებ.
გარეგნულად თხელი, უბრალო გოგონა ვარ. წაბლისფერი თმით და თაფლის ფერი თვალებით. მკრთალი, არც ისე პატარა ტუჩები მაქვს, რომლებმაც იციან როგორ მოიზიდონ ბიჭები. ასაკით 19 წლის გახლავართ. ალბათ მიხვდებოდით, რომ ჩემს ცხოვრებაში გართობას და ბიჭებს ძალიან დიდი ადგილი უკავია. სანამ ახალგაზრდა ვარ მინდა რომ იქამდე გავაკეთო და მოვასწრო ის, რასაც მოხუცობის ჟამს ვერ შევძლებ. მეუბნებიან რომ ვერასოდეს გავთხოვდები ჩემი ცინიკური საუბრის გამო და სიმართლე გითხრათ ეს დიდად არც მადარდებს. ჩემი მიზანი ცხოვრებაში გათხოვება სულაც არ არის. დიდად არც სიყვარულის მჯერა. შეუძლებელია სიყვარულის დაჯერება მაშინ, როდესაც შენს ირგვლივ ათი კაციდან ცხრა ან ცოლს ღალატობს, ან შორდება. მოკლედ, სიყვარული და რომანები ჩემგან შორს არის, თუმცა როცა დრო მოვა ძალიან მინდა პატარა, ჩემნაირი გოგონა, რომელსაც ზუსტად ისეთს გავზრდი, როგორიც მე ვარ, ამისთვის კი გათხოვება სულაც არ არის საჭირო.
მაქვს საკუთარი ატელიე, Ella's Style, სადაც ჩემთვის ყველაზე საყვარელ სამოსს ვქმნი და მინდა გითხრათ, რომ ნინა უამრავ რამეში მეხმარება. ანალოგიურად ვარ მე მასთან. ხშირად მარძლევს რჩევებს და მიმანიშნებს თუ რომელი მატერია ან ნაკერი იქნება უკეთესი ამა თუ იმ დიზაინისთვის და რათქმაუნდა არა მხოლოდ ამ საკითში. უამრავი რამ არის, რაც მისი დახმარების გარეშე არ გამომივიდოდა, ამიტომ ამ ყველაფრის აქ დაწერა სრული სისულელე იქნება.
როდესაც ტანზე ჩავიცვი, სარკეში ჩავიხედე. შავი ელასტიკი, მოკლე სერისფერი ტოპიკი და ზემოდან შეხსნილი კუბოკრული პერანგი. თმა კოსად ავიწიე, ყელზე შავი, ჩემი საყვარელი ყელსაბამი გავიკეთე, რომელიც ჩემს სტილს ნამდვილად უხდებოდა, ტელეფონი, საფულე და მანქანის გასაღები ავიღე, შემდეგ კი პირველ სართულზე ჩავედი. ფეხზე ჩემი ახალი ბოტასები ჩავიცვი, რომელიც ჩემი გემოვნებით არის შექმნილი და ისე გავედი კარიდან, რომ ნინასთვის აღარაფერი არ მითქვამს.

ART (completed)Where stories live. Discover now