*

364 29 1
                                    


Ella's POV
რა უნდა ადამიანს ბედნიერებისთვის არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი რა არის ჩემთვის ბედნიერება. დალევა, გართობა და ხარისხიანი მუსიკა, რომელიც ყველანაირ პრობლემას შორს მოისვრის და ბოლომდე აგიყოლიებს. ენერგიას დაგახარჯვინებს და იმის ძალას მოგცემს რომ მთელი ღამე ფეხების საშინელი ტკივილის მიუხედავად მაღლებზე იცეკვო. აი ეს არის ჩემთვის სრულყოფილი ბედნიერება. კლუბში დალევის და სიმპატიური ბიჭის გამოჭერის შემდეგ კი სახლში დაბრუნება და ისეთი სექსი, რომელიც საერთოდ თავს დაგაკარგვინებს.
ზუსტად ეს გავაკეთეთ მეც და ნინამაც. თავიდან დიჯეის წინ ისე ცეკვავდა, ვიფიქრე რომ მისი მსხვერპლი უკვე გამოჭერილი ყავდა, თუმცა შევცდი, რადგან კლუბი ჩემზე ადრე დატოვა, თანაც ისეთ ტიპთან ერთად, რომელისთვისაც მთელი ღამის განმავლობაში თვალი არ მომიკრავს. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ საოცრად სიმპატიური იყო. კარგად ვერ ვხედავდი, რადგან ჩემს პარტნიორთან ერთად ვცეკვავდი, თუმცა თეთრ ამოღებულ მაისურშიც კარგად ეტყობოდა ტატუები, რომელიც მთელს ყელს უფარავდა.
კლუბში ცეკვით დაღლილი მივედი ბართან და კიდევ ერთი ჭიქა არაყი შევუკვეთე. არ ვიცი მერამდენე ჭიქას ვსვამ, თუმცა არ მადარდებს. მე მაინც არ ვიხდი. ყოველთვის ასე ხდება. როდესაც კლუბში ვინმე ბიჭთან ერთად ვარ, ის მპატიჟებს სასმელზე. მხოლოდ ჩემზე არ მაქვს საუბარი, ნინასთანაც ხშირად ასე ხდება. კულულა ბარმენმა თვალი ჩამიკრა, შემდეგ კი წინ არყის მოზრდილი ჭიქა დამიდო. სწრაფად ჩავცალე, შემდეგ კი იმ ბიჭს მივუტრიალდი, რომელიც უკნიდან მედგა და ყელში ისე მკოცნიდა, რომ გონებას მაკარგვინებდა. სასმლის საფასური მთლიანად გადაიხადა ''ჩემმა ბიჭმა'', შემდეგ კი კლუბი ერთად დავტოვეთ.
***
დილით როდესაც თავი საწოლიდან წამოვწიე, გვერდით ვიღაც ბიჭის სხეული დამხვდა, რომელიც ხმამაღლა სუნთქავდა და გათიშულს ეძინა. წუხანდელი ღამე გამახსენდა ნასიამოვნებს ჩამეღიმა. კარგად მახსოვს, რომ ერთად წამოვედით სახლში, თუმცა ის აღარ მახსოვს შემდეგ რაც მოხდა, მაგრამ რთული მისახვედრიც არ უნდა იყოს. საწოლი საშინლად იყო არეული. აბაზანაში შევედი, ტანზე სპორტულები ჩავიცვი, შემდეგ კი ჩემს საწოლთან მივედი და ბიჭს, რომლის სახლიც არ ვიცოდი, გაღვიძება დავუწყე. რა წამსაც თვალები გაახილა, მისი ტანსაცმელი საწოლზე დავუდე.
-გაემზადე და შეგიძლია წახვიდე -შემდეგ კი ისე, რომ მისი პასუხი აღარ მომისმენია, ოთახიდან გამოვბრუნდი. სამზარეულოში ნინა დამხვდა. ყავას სვამდა, თან თავზე ხელები ჰქონდა შემოწყობილი.
-ელა თავი მისკდება -შემომჩივლა და ყავა მოსვა.
-ტკივილგამაყუჩებელი დალიე? -მისი ჭიქა მოვიპარე, ერთი ყლუპი მოვსვი და მაშინვე სიგარეტს მოვუკიდე. ნინამ თავი დამიქნია, შემდეგ კი კოლოფიდან ერთი ღერი სიგარეტი მანაც ამოაძვრინა.
-წუხანდელი ღამის გამო ღირს ამ ტკივილის ატანა -ერთი ნაპასის შემდეგ მითხრა და მხრებში გასწორდა. სკამზე შემოვჯექი, ფეხები კი მაგიდაზე შემოვაწყე.
-შენი ბიჭი წავიდა? -ნინამ თავი დამიქნია. სიგარეტი საფერფლეში ჩააქრო და ფეხზე წამოდგა -დღეს ატელიეში უნდა წავიდე. საბოლოო შტრიხები უნდა მოვაგვაროთ. შენ რას აპირებ?
-მე გავალ დღეს სადმე, ჩემი ფოტოაპარატით. გვიან მოხვალ? -ბოლო ნაპასი დავარტყი სიგარეტს, საფერფლეში ჩავაგდე და მეც ფეხზე წამოვდექი
-არ ვიცი, გააჩნია როგორ ვიმუშავებთ. -პირიდან კვამლი გამოვუშვი - შაბათ-კვირას არ ვყოფილვარ და დღეს ალბათ სამუშაოც დაგროვდა.
-ჩვენება როდის გაქვს? -დაინტერესებულმა მკითხა, თან მისაღებში გადიოდა. მეც მას გავყევი
-ორ კვირაში ჩვენება არის. ისე, შენც მოგიწევს ამ დღეებში მოსვლა რომ კაბა მოიზომო და მაკიაჟი შეგირჩიოთ -ნინამ თავი დამიქნია და გამოსაცვლელად ოთახში ავიდა. ცოტახანში მეც ჩემს ოთახში ავედი. კარადა გამოვხსენი და ფიქრი დავიწყე, თუ რა უნდა ჩამეცვა. საბოლოოდ შავი, ნაჭრის შარვალი ავარჩიე, რომლის სტილიც ძალიან მომწონდა. გუჩის ახალი კოლექციიდანაა. ზემოდან თეთრი ვერსაჩეს ტოპი, რომელიც თითქმის მხოლოდ მკერდთან იყო დაფარული. სახეზე ძალიან მკრთალი მაკიაჟი გავიკეთე და ზევიდან ნინას მოსაცმელი ავიღე, რომელიც რამოდენიმე დღის უკან ოთახში დარჩა. ამჟამინდელ ჩემს ლუქს მისი ეს ჟაკეტი უხდება, ამიტომაც ტანზე მოვირგე. ტელეფონი ჩანთაში ჩავიდე და ქვევით ჩავედი.
-ნინა! -ხმამაღლა დავიძახე -წავედი მე და სანამ სახლში მოვალ შეგეხმიანები -უკვე კარში უნდა გავსულიყავი, როდესაც ოთახიდან ტრუსების ამარა გამოიქცა.
-სახლში რომ მოხვალ საჭმელი და სიგარეტი მოაყოლე. მე შეიძლება დღეს არ მოვიდე და ჩემებთან დავრჩე. -ნინას თავი დავუქნიე, ხელი დავუქნიე და გარეთ გავედი. მანქანაში ჩავჯექი და ჩემი ატელიესკენ გავემართე.
მანქანა გავჩერე, როდესაც ჩემი მაღაზია გამოჩნდა და სიამაყის გრძნობამაც იმატა ჩემში. ბედნიერი ვარ, რადგან ეს შევძელი. ახლა ჩემი სადარდებელი ნინას მაღაზიის გახსნა და ჩემი ჩვენებაა. ყველანაირად უნდა ვეცადო, რომ ისე გამოვიდეს ყველაფერი, როგორც გვქონდა დაგეგმილი.
მანქანიდან გადმოვედი და სწრაფი ნაბიჯით ატელიეში შევედი. ჩემი გოგოები კაბებს დაფუსფუსებდნენ.
-ჰეი, როგორ გაატარეთ ვიქენდი? -ჰეილი და კლარა გადავკოცნე, მოშორებით კარას კი ხელი დავუქნიე. მანაც იგივე გაიმეორა.
-კარგად, შენ როგორ გაატარე ვიკენდი? -ჰეილიმ მკითხა, თან მაგიდაზე შემოჯდა.
-როგორც ყოველთვის -სიცილით ვუთხარი. -გოგოებო, ჩვენი მოდელები არ აპირებენ მოსვლას?
-კი, მალე მოვლენ. დღეს დაგვირეკეს პოდიუმის შესახებ და გვთხოვეს რომ ჩვენება 1 კვირით გადმოგვეწია, რადგან ტელევიზიებს უნდათ მოსვლა და სიუჟეტის გაკეთება.
-ხუმრობ? -გახარებულმა წამოვიძახე. ეს ხომ საოცარი ნიუსია! ტელევიზიით კიდევ უფრო ცნობილი გახდება ჩემი კუსკუსა ატელიე.
-არა -თავი გააქნია კლარამ და ისიც მაგიდაზე შემოჯდა -თანაც სანერვიულოც არ გექნება იმის გამო, რომ რაიმე მზად არ გვაქვს, იმიტომ რომ ყველაფერი მწყობრშია. დღეს საბოლოოდ გავაკეთებთ ყველაფერს და ფეხი-ფეხზე გადადებული დაველოდებით როდის გავა ეს კვირა.
-დარწმუნებული ხართ, რომ გამოვა? -ტანიდან ჟაკეტი მოვიშორე და ჩემს სკამზე გადავკიდე. ჩემში ნერვიულობამ იმატა.
-რათქმაუნდა გამოვა -ორივემ დამიქნიეს თავი. -სანერვიულო არაფერი არ გაქვს, მთავარია მოსაწვევები სწრაფად დავარიგოთ.
-მაგას პოლი მიხედავს. უკვე ყველა მოსაწვევი მზად არის. -ხელები ერთმანეთს გავუსვი და ხმამაღლა ამოვიოხრე. ღმერთო, იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის, თორემ უკვე საშინლად ვნერვიულობ.
გოგონებისთვის კიდევ უნდა მეკითხა რაღაცეები, როდესაც კარები შემოიხსნა და ჩვენი მოდელები მოვიდნენ. ყველა სათითაოდ გადავკოცნე, შემდეგ კი მუშაობა დავიწყეთ. თითოეულს მოვარგეთ განკუთვნილი კაბები, შევურჩიეთ მაკიაჟი და პოდიუმის ნაცვლად აქ გავიარეთ პატარა რეპეტიცია. ამ ყველაფერს კი მთელი საღამო დასჭირდა.
საათს რომ დავხედე უკვე 9 სრულდებოდა. სახლში წასვლამდე მარკეტში შევიარე, რაც საჭირო იყო ყველაფერი ვიყიდე, შემდეგ კი პირდაპირ აპარტამენტში დავბრუნდი. კარი ღია იყო და ფიქირე, რომ ნინა დაბრუნდა, თუმცა შიგნით შესულს ლუი დამხვდა დივანზე წამოწოლილი.
-ოჰ, ვაჟბატონო -პარკები მაგიდაზე დავალაგე და ისე რომ ადგომა არ დავაცადე, მუცელზე დავახტი, შემდეგ კი ლოყაზე ვაკოცე.
-სახლში წასვლა დამეზარა და აქ მოვედი, მერე საჭმელი მომინდა, მაგრამ მაცივარი ცარიელი იყო .-ხელი წელზე მომხვია და ნელა წამოდგა, რომ არ წავექციე -ჩემი და სად არის?
-ჯერ ფოტოების გადასაღებად იყო წასული, შემდეგ სახლში უნდა წამოსულიყო -მხრები ავიჩეჩე
-აუ მეზარება სახლში წასვლა, ხომ არ გამაგდებ აქ რომ დავრჩე? -დამეკრიჭა, რაზეც ისტერიული სიცილი ამიტყდა.
-ჰო ლუი, ახლავე გაგდებ -სიცილით ვუპასუხე და ფეხზე წამოვდექი -ისე, პატარა ტომლინსონი როგორ გყავს? -სამზარეულოში გავედი და ლუიც გამომყვა.
-კარგად არის მგონი. არც ვიცი -მხრები აიჩეჩა -ჯერ ვერც კი ვიაზრებ, რომ მამა უნდა გავხდე
-დაიცადე, რას ქვია არ იცი? არ მისულხარ იმ გოგოსთან? -სრულიად გაკვირვებულმა ვკითხე.
-ჯერ არა, მაგრამ ამ დღეებში ვაპირებ.
-იცოდე აუცილებლად ადი. მუცლით შენს შვილს ატარებს და სირცხვილია რომ არ მიხედო -პროდუქტი მაცივარში შევალაგე, ხოლო მაგიდაზე ისეთი ინგრედიენტები დავიტოვე, რითაც ახლა ვაპირებდი საჭმლის გამზადებას. გაზი ავანთე, ზედ კი ტაფა დავადგი. ზეთი მოვასხი და შიგნით სტეიკის მოზრდილი ნაჭერი ჩავდე, შემდეგ კი სოუსის გაკეთბა დავიწყე.
-წუხელ კარგად გაერთეთ? -ლუიმ თემა შეცვალა
-კი, კარგი იყო -გამეცინა -ხშირად მინდა იყოს ასეთი ივენთები.
-ივენთის შემდეგ იმედია ვინმე მახინჯს არ ჩაუწექი -სიცილით მითხრა და სკამზე დაჯდა, თან სიგარეტს მოუკიდა.
-არა, დამიჯერე. ნუ, შენ რომ ყოფილიყავი იმ ბიჭის ადგილას, ალბათ შენც ჩაგიწვებოდი -სრულიად სერიოზულად ვუთხარი. რახან ნინას ძმაა იმას არ ნიშნავს, რომ როგორც მამაკაცი არ მიზიდავს ის. ლუის ჩემს ნათქვამზე გაეცინა. რათქმაუნდა სერიოულად არ მიიღო.
-რით დაამტკიცებ შენს სიტყვებს? -გამომწვევი მზერა მესროლა, რაზეც სიცილი ამივარდა. მისკენ წავედი და კალთაში ცავუჯექი. წამსვე ხელები მომხვია წელზე, შემდეგ კი მკერდზე დამხედა. ხელი ნიკაპქვეშ ამოვუდე და სახე ავაწევინე. ეშმაკური მზერა არ შორდებოდა სახიდან, რაც უფრო მათამამებდა. თავი დავხარე და ვნებიანად ვაკოცე. წამსვე გახსნა პირი, ხელები კი წელიდან უკანალზე ჩამოიტანა და მომიჭირა.
-იმედია პრეზერვატივი გაქვს და არ აპირებ ჩემთანაც ბავშვის გაკეთებას -ყურში ჩავჩუჩულე და მაისური გავხადე.
დღეს კიდევ ერთი ბედნიერი დღე მელის როგორც ჩანს.

ART (completed)Where stories live. Discover now