*

155 15 0
                                    

Art
თავი 15
Nina's POV
გუშინდელი ჩვენმა კლუბში ყოფნამ ძალიან გაგვახალისა ყველა. ძალიან კარგი დრო ვატარეთ. ზეინი ერთი საათით იყო მხოლოდ დიჯეი, შემდეგ კი ვიღაც ბიჭმა შეცვალა და ჩვენთან მოვიდა. ჰარიმ ბევრი გვაცინა, ელას ორსულობის შესახებ, ზეინი კი გაკვირვებული გვიურებდა, სანამ არ ავუხსენით რაც ხდებოდა. ვერ ვიტყვი, რომ ბავშვის ამბავმა ძალიან გაახარა, თუმცა ელასაც და მის ძმაკაცსაც მიულოცა, თან თქვა, იმედია ბიჭია, რომ ჩვენნაირი გადარეული გავზარდოთო. რათქმაუნდა ელამ არ გაატარა ეს და თქვა, რომ შვილი მას უნდა დამსგავსებოდა. მოკლედ, საღამო ძალიან სასიამოვნო იყო. რადგანაც ელა სასმელს არ სვამდა, ჰარიმ რაღაც საოცარი კოქტეილი მოუმზადა, უალკოჰოლო, რომელიც იმდენად გემრიელი იყო რომ სამი ჭიქა დავლიე. თანაც, არ იყო პატარა ჭიქები. ხილის და კიდევ რაღაც უცხო გემო იყო არეული კოქტეილში, რომელიც საოცრად უცხო, მაგრამ სასიამოვნო არომატს აძლევდა მას. ჰარიმ თქვა, რომ ამ კოქტეილს ''სექსი ქალიშვილთანს'' არქმევდა, რაზეც მართლა გულიანად ვიცინეთ.
საბოლოოდ, კლუბიდან გამთენიისას წამოვედით. ზეინმა იმდენი დალია, რომ გაითიშა. უგონოდ მთვრალი ვიყავი მეც, ამიტომ მახსოვს ჰარიმ როგორ ჩაგვსვა მანქანაში. ჯერ ზეინი დავტოვეთ, რადგან სანამ ჩვენთან მოვიდოდით ზეინის სახლი იყო. შემდეგ მე ამიტანა ჰარიმ ოთახში. სიმართლე გითხრათ, მთვრალზე მეტად დაღლილი ვიყავი ცეკვისგან და ამის გამო უფრო მომეკიდა სასმელი. როდესაც ელაც დაწვა, ჰარი მასთან შევიდა. ველოდებოდი როდის წავიდოდა, რომ ოთახიდან გავსულიყავი და სახელოსნოში ჩავსულიყავი. დაახლოებით თხუთმეტი წუთის შემდეგ გავიგე ელას ოთახის კარის ხმა და ფეხის ხმაზე ვიცანი, რომ ელა არ ყოფილა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჰარი წავიდა.
ხუთი წუთით კიდევ დაველოდე. შემოსასვლელი კარის ხმაზე კი ოთახიდან გავედი, კიბეებზე ფეხაკრეფით ჩავედი და სახელოსნოს კარი გავხსენი.
როდესაც აქ შემოვდივარ, საღებავების სურნელიც კი მაბედნიერებს. უბრალო ფურცელი ავიღე, წინ დავიდე და ფანქრები მოვიმარაგე. რატომღაც დღეს ფანქრებით ხატვის ხასიათზე ვარ. ჩემს ლეპტოპში, რომელიც ყოველთვის აქ მაქვს, სიმღერა ჩავრთე, შემდეგ კი ხატვა დავიწყე. პირველივე წამს, როდესაც ფანქარი ფურცელს შეეხო, ვიგრძენი რამდენად ბედნიერი ვიყავი, რომ ხატვით შემეძლო იმის გადმოცემა, რასაც შიგნიდან ვგრძნობდი. დაუმთავრებელ მონახაზს რომ ვუყურებდი, აშკარად მივხვდი, რომ ბიჭის და გოგოს ხატვას ვცდილობდი. ბიჭის თმა შავ ფერში გადავწყვიტე. გოგონას ქერა თმა ზევით კოსად ჰქონდა აწეული,  როგორც ხშირ შემთხვევაში მე მაქვს. გოგონა ბიჭის სხეულს იყო აკრული, ბიჭს ის ხელში ჰყავდა აყვანილი, თან კოცნიდა. ინსტიქტურად მივახატე ბიჭს ხელზე უამრავი ტატუ, შემდეგ კი ტანსაცმელს მივეცი ფერი.
რა წამსაც ნახატს დავხედე, მივხვდი, რომ ეს ორი ადამიანი ჩემთვის უცხოები არ იყვნენ. ეს შავი, კურპივით ბიჭი ზეინს გავდა, ქერა კი მე ვიყავი. ზუსტად ასეთ სიტუაციაში ვიყავით კოაჩელას დასრულების წინა დღეს. ზუსტად ამ ტანის სამოსით. მას მოკლე მაისური ეცვა, მე კი ღია ფერის შორტი და ასევე ღია შეფერილობის ტოპი. საკუთარ ნახატზე ჩამეღიმა. თითქოს არაფერი, მაგრამ მაინც ეს ნახატი ამ რამდენიმე ხანში ძალიან საყვარელი გახდა ჩემთვის. ალბათ იმიტომ, რომ, კოაჩელაზე გატარებულ წამებს ასახავს. კოაჩელა კი ჩემთვის უდიდეს სიამოვნებასთან ასოცირდება, რათქმაუნდა ზეინის დახმარებით. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრ ბიჭთან მქონია ურთიერთობა, ის სხვანაირია. თავის თავში დარწმუნებული. ზუსტად იცის, რომ კარგი ტიპია და სხვასაც აგრძნობინებს იმას, რომ ყველასგან განსხვავდება. წარმოგიდგენიათ? ერთადერთი ბიჭი იყო, ვინც სექსის მერე არ მკითხა კიდევ თუ შევხვდებოდით, უბრალოდ მომავალ შეხვედრამდე დამემშვიდობა და წავიდა. არ შემიძლია მის სტილზე არ ვისაუბრო. თითქმის მთელ ამერიკას შავი ჯინსი და მოკლე მაისური აცვია, მაგრამ მასზე ეს ყველაფერი იმდენად სხვანაირად ჩანს, რომ მეც კი მიკვირს. თითქოს ყველანაირად დახვეწილია. საუბრის მანერაც კი გასაოცარი აქვს, მის სიცილზე და გახვრეტილ ენაზე რომ არაფერი არ ვთქვა. როდესაც მკოცნის და მისი ენა პირში მხვდება, ჭკუიდან გადავდივარ. კოცნა ყოველთვის თბილია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ენით კოცნი შენს პარტნიორს, მაგრამ ცეცხლი მეკიდება, როდესაც თბილი, ნაზი კოცნის დროს პირში მის ცივ პირსინგს ვგრძნობ. ამის წარმოდგენაზეც კი ჭკუიდან გადავდივარ, რომ არაფერი არ ვთქვა მასთან სექსზე.
ზეინზე ფიქრში ჩემი მაღაზია გამახსენდა და ერთი იდეაც მომივიდა თავში. სასწრაფოდ ავიღე ჩემი ტელეფონი და ჩემს რამდენიმე ნახატს სურათები გადავუღე, შემდეგ ლეპტოპის წინ დავჯექი. ჩემი Facebookი გავხსენი და გვერდის გაკეთება დავიწყე. სახელი რათქმაუნდა Nina's art დავაწერე, ისე რომ არც მიფიქრია, შემდეგ კი ჩემი 5000 მეგობარი მოვიწვიე, რომ მოეწონებინათ. მთავარ ფოტოდ ჩემი სურათი დავაყენე, რომელიც ელამ გადამიღო ერთი თვის წინ. ტრუსის ამარა ვიჯექი სახელოსნოში, ფეხები სკამზე მქონდა დალაგებული, ზევიდან კი ჩემი ძმის მაისური მეცვა, თან ვიცინოდი, თან ფუნჯით ვხატავდი. უკანა ფონზე კი ჩემი სახელოსნოს სურათი დავდე. ვფიქრობ, უნდა გაამართლოს ამ იდეამ. თაიმლაინზე დაახლოებით ათი ჩემი ნახატის სურათი დავდე, თავისი სათაურებით და კომპიუტერი გამოვრთე.
ოთახში დილით, 7 საათზე ავედი. ჩემთან უნდა შევსულიყავი, როდესაც ელას ხმა შემომესმა. კარი ისე შევხსენი, რომ არ დამიკაკუნებია. საწოლზე იყო წამომჯდარი, მუცელზე იჭერდა ხელს და თვალები ცრემლიანი ჰქონდა.
-რა დაგემართა? -სწრაფად წავედი მისკენ. ძალიან ავნერვიულდი მის ასეთ მდგომარეობაზე. ხელს მუცელზე იჭერდა თან ცრემლები მოსდიოდა თვალებიდან.
-არ ვიცი, ძალიან უცნაური შეგრძნება მაქვს, თითქოს შიგნიდან ბავშვი მთელს საშვილოსნოს ხელში იჭერს და ძლიერად ჭიმავს -სლუკუნით ამოთქვა. რა ჯანდაბა უნდა გავაკეთო?
-მისმინე, მე ჯერ ისევ ნასვამი ვარ, თან მთელი ღამე გავათენე და მანქანას ვერ გავატარებ, ორი წამით დაიცადე, ტაქსის გამოვიძახებ -ელამ თავი დამიქნია. ჩემს ოთახში გავვარდი, რომ ტელეფონი ამეღო. იმედია რაიმე სერიოზული არ არის. გული საშინლად ამიჩქარდა შეშინებულს. ცოტაც და ალბათ მეც ვიტირებდი. ტელეფონი როდესაც ხელში ჩავიგდე, მაშინვე დავრეკე ტაქსის ცენტრში. მითხრეს, რომ უახლოესი ტაქსი ჩვენს სახლთან 5 წუთის სავალ გზაზე იყო, ამიტომ დავლოდებოდით. როდესაც ახალი ამბავი გავიგე, მაშინვე ელასთან შევედი.
-ხუთ წუთში აქ იქნება ტაქსი, სწრაფად ადექი -ფეხებთან სახლის ჩუსტები მივუტანე, რომ უცებ ჩაეცვა, ტანზე კი სარაფანა გადავაცვი. რათქმაუნდა შიშველი იყო და ასე შიშველს ვერ წავიყვანდი ექიმთან. ვაპირებდი, რომ ოთახში გავსულიყავი, ფეხზე ჩასაცმელად, თუმცა ვერ მოვასწარი, რადგან ტაქსის მძღოლმა დამირეკა. უკვე ჩვენი სახლის წინ იყო. ელას ოთახში სახლის ჩუსტები ჩემთვისაც ვიპოვე, სწრაფად ჩავიცვი და ჩემს მეგობარს კიბეზე ჩასვლაში დავეხმარე.
ტაქსის მძღოლი ახალგაზრდა ბიჭი იყო. მადლობა ღმერთს სწრაფად ატარებდა მანქანას და კუსავით ნელა არ მივყავდით. მისი წყალობით თხუთმეტ წუთში საავადმყოფოს წინ ვიდექით.
-ჯანდაბა, ფული აქ არ მაქვს. -როდესაც ჯიბეები მოვიჩხრიკე, შევიკურთხე -ძალიან გთხოვ დაგველოდე, სახლშიც შენ წაგვიყვანე და დამატებით გადაგიხდით -ბიჭს ჩაეცინა.
-არ არის პრობლემა, შენს დას მიხედე -ელაზე მიჩვენა. მანქანის კარი დავკეტე და სწრაფად წავედით შიგნით შესასვლელად. სიარულში ნელ-ნელა გადაურა და ისეთი ტკივილი აღარ ჰქონდა, მაგრამ მაინც გრძნობდა შიგნიდან დაჭიმულობას.
მიმღებში ახალგაზრდა გოგონამ ვიღაც კაცთან გაგვანაწილა, მეორე სართულზე. ლიფტი გამოვიძახეთ და როდესაც მისი კაბინეტი მოვძებნეთ, კარზე მივუკაკუნეთ. შიგნიდან მოხუცი მამაკაცის ხმა გავიგეთ, რომელმაც გვითხრა, რომ შევსულიყავით. იქ შესულებს გაჭაღარავებული მამაკაცი დაგვხვდა, ლამაზი ღიმილით. მეც და ელაც სკამებზე გადავნაწილდით, მამაკაცის წინ. ელამ უთხრა რაც აწუხებდა, ექიმმა კი, როგორც გავიგე მისი სახელი, ჯეიმსმა, რაღაც კითხვები დაუსვა.
საბოლოოდ გაირკვა, რომ ელას ტონუსი ჰქონდა მომატებული, რაც მუცლის შინაგან დაჭიმვას ნიშნავს. ეს ყველაფერი კი იმან გამოიწვია, რომ მთელი ღამის მანძილზე ელა მაღლებზე იდგა და დაიძაბა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი აშკარა იყო, ჯეიმსმა მაინც გასინჯა ელა და გვითხრა, რომ ბავშვი ჯანმრთელი იყო და არაფერი არ სჭირდა, ელა კი სამი კვირის ორსულია. ანუ ზუსტად ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც კოაჩელაზე ვიყავით. იქ კი ზუსტად ვიცი, რომ სხვასთან არ ყოფილა.  შემდეგ ვიზიტზე ბავშვის სქესსაც ვიგებთ. ექიმმა ურჩია, რომ ორსულობის დროს ხშირად მაღლების ჩაცმისგან თავი შეეკავებინა. არც წოლითი რეჟიმი გამოუწერია. თქვა, რომ ხშირად უნდა ისეირნოს, თუმცა დასვენებაც აუცილებელია. ელამ მაშინვე კითხა, მისთვის სექსი თუ შეიძლებოდა, რაზეც ექიმს ჩაეცინა და უთხრა, რომ შეიძლებოდა, ოღონდ არა უხეში, არამედ ჩვეულებრივი, სტანდარტული სექსი, ყველანაირი ზედმეტობების გარეშე. რაც იმას ნიშნავს, რომ არაორდინალური პოზებისგან თავის შეკავება მოუწევს ჩემს დაქალს ცოტახნით. ეს ყველაფერი რომ გავარკვიეთ, ჯეიმსმა ყოველთვიურ შემოწმებაზე ჩაწერა ელა, თანაც უთხრა, რომ არანაირი წამლის მიღება არ შეიძლებოდა მისთვის, განსაკუთრებით ანტიბიოტიკების, ექიმის დანიშნულების გარეშე.
მისგან მალევე წამოვედით, გარეთ კი ისევ ის ბიჭი გველოდებოდა ტაქსით. მისი კარი გამოვხსენით და დავჯექით. სახლში დაბრუნებულებმა, მძღოლს ასი დოლარით ზედმეტი მივეცი, რადგან იქ დაგველოდა. უამრავი მადლობის შემდეგ კი მანქანა დაძრა და წავიდა. ელა ოთახში ავიდა და წამოწვა. მეც გვერდით მივუწექი და მუცელზე ხელი დავადე.
-კიდევ გტკივა? -შეწუხებულმა ვკითხე.
-იმდენად ძლიერად აღარ მაქვს დაჭიმული -მხრები აიჩეჩა -მაგრამ ტკივილს მაინც ვგრძნობ ყრუდ.
-თურმე მაღლების ჩაცმა არ შეიძლება და შენ მთელი ღამე 12 სანტიმეტრიანებზე იყავი შემდგარი და ხტუნაობდი -სიცილით გავაქნიე თავი და პლედი გადმოვიფარე. -მაღლებმა დაგიჭიმეს მუცელი და რა გითხრა, რა გაქვს მომატებულიო?
-ტონუსი -სიცილით მიპასუხა და საწოლში ჩაიფუთნა. -დღეს კოლეჯში მიდიხარ?
-კი, მივდივარ. მერე ლუი უნდა გამოვიდეს, თავის შეყვარებულთან ერთად. კლუბში რომ ვიყავით მაშინ მომწერა. შენ რას აპირებ?
-მე ატელიეში ვარ წასასვლელი. დრო ძალიან ცოტა მაქვს და სულ ცოტა ექვსი ახალი კაბა მაინც უნდა მქონდეს შეტანილი ამ კოლექციაში. -ელამ ღრმად ამოიოხრა და თვალები დახუჭა.
-გავალ მე, კოლეჯისთვის მოვემზადები. თავი არ გადაიღალო, რა. კარგი? -თავი დამიქნია, შემდეგ კი საწოლში ჩაიფუთნა და დროებით დამემშვიდობა.
ოთახში როდესაც გავედი, კარზე ზარის ხმა იყო. სწრაფად ჩავირბინე კიბეები და კარი ისე გავხსენი, რომ თვალში არც გამიხედია. რა წამსაც კარი გაიხსნა, ჩემს წინ ზეინის უსიმპატიურესი სილუეტი გამოჩნდა.
-დილამშვიდობის -ხელი ამიწია, შემდეგ კი შიგნით შემოვიდა. ხელი წელზე მომხვია, მის მკერდს ამაკრა და ვნებიანად მაკოცა. ახლა ეს ძალიან მჭირდება. მჭირდება, რომ ცოტა განვიტვირთო. ამ ბიჭმა ზუსტად იცის როდის უნდა გამოჩნდეს ჩემთან, თითქოს გრძნობსო.
-კოლეჯში ნახევარ საათში უნდა წავიდე, ძალიან ცოტა დრო გვაქვს -ყურში ჩავჩურჩულე და სველი კოცნა დავუტოვე.
-იმისთვის, რომ ჩემი სახელი ბოლო ხმაზე გაყვირო და უზარმაზარი სიამოვნება მოგანიჭო, მხოლოდ ათი წუთი მჭირდება -ხელები უკანალზე მომკიდა, ხელში ამიყვანა, შემდეგ კი კინოთეატრში შემიყვანა.

ART (completed)Where stories live. Discover now