*

150 15 0
                                    

Art
თავი 22
Ella's POV
უკვე შუაღამე იყო, ოთახში ფიქრებში გართულმა რომ გავიგე ეზოდან მანქანის ხმა და მივხვდი, რომ ნინა დაბრუნდა. ტელეფონი კომოდიდან ავიღე, რომ შემემოწმებინა ჩემი გამოტოვებული ზარები და შეტყობინებები. ძირითადად ატელიეს გოგონები იყვნენ. ახალ კოლექციაზე ვმუშაობთ და რაღაცეებს მეკითხებოდნენ, მე კი ახლა მივწერე ყველას პასუხი. გამოტოვებულ ზარებში ძირითადად დედას ნომერი მხვდებოდა. სენსორზე მის სახელს დავაჭირე თითი და გადავურეკე.
-დე -როგორც კი ტელეფონი აიღო, მაშინვე ამოვიღე ხმა. -დღეს რატომ არ მოხვედი? გელოდებოდი.
-მამაშენი ნასვამი მოვიდა და მარტო ვერ დავტოვე. -ხმამაღლა ამოიოხრა -როგორ ჩაიარა ყველაფერმა?
-ნორმალურად -ჩემივე პასუხზე გამეცინა. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი და დღევანდელ ამბებს არ მოყვება. თანაც, არ მინდა რომ ვანერვიულო. -შენ როგორ ხარ? რა ხდება სახლში ან ბებო როგორ არის? -ამდენი ხნის განმავლობაში, პირველად მივხვდი, რომ ჩემი ოჯახი მენატრება. განსაკუთრებით დედასთან გულწრფელი საუბრები მაკლია.
-ყველაფერი ძველებურად. შენ იბერები? -მივხვდი რომ გაიცინა.
-ჰო, სულ ოდნავ მეტყობა მუცელი -მეც გამეცინა -უკვე მეოთხე თვეში ვარ და ალბათ მალე უფრო წამომეზრდება.
-წამოგეზრდება კიდეც და ფრედი მოძრაობასაც დაიწყებს  -ამის წარმოდგენაზეც კი დიდზე გამეღიმა. ვაპირებდი რომ რაღაც მეთქვა, მაგრამ ისევ დედამ დამასწრო. -ელა, მამაშენი მეძახის და უნდა წავიდე. მოგვიანებით შეგეხმიანები. ნინა მომიკითე. -დედას დავემშვიდობე და ტელეფონი საწოლზე მივაგდე.
-ელა, წერილია შენს სახელზე მოსული -ქვევიდან ნინამ შემომძახა. ოთახიდან გავედი და კიბეები სწრაფად ჩავირბინე. ზეინიც აქ იყო, თუმცა ყურადღება არ მივაქციე. მასთან საქმე მაქვს. ჰარის ნათქვამი ''ჩემი ძმაკაცებიდან ყველა იმას მაფრთხილებს, რომ იქნებ შენი შვილი არ არისო'', ყოველ წამს გონებაში მიტრიალებს და მაინტერესებს მის ყველა ძმაკაცში ზეინიც თუ შედის. ალბათ საბოლოოდ გავტყდები, რომ გავიგო, რომ ზეინიც მაგას ეუბნებოდა ჩემს ზურგს უკან ჰარის.
ნინას წერილი გამოვართვი, კურიერს კი ფურცელზე ხელი მოვუწერე, რომ წერილი ნამდვილად ჩავიბარე, შემდეგ კი მისაღებში შევედი და კონვერტი გავხსენი. ელი სააბის ჩვენების მოსაწვევებია, ორი ცალი. ელი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სახეა მოდის ინდუსტრიაში. მისი შთაგონების წყარო ბუნების გამორჩეული პეიზაჟებია, ამიტომაც მისი ყველა კოლექცია ნამდვილი საოცრებაა. დიდი ხანია მინდა მის ჩვენებაზე მისვლა და ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი პირადად ელი თუ გამომიგზავნიდა მოსაწვევს. ეს მოდის კვირეული ჩემთვის ნამდვილად კარგად მიდის. რათქმაუნდა უარის თქმას არ ვაპირებ იქ წასვლაზე.
-ელი სააბის ჩვენების მოსაწვევებია, ორი ცალი -ნინას ავხედე -ხომ წამოხვალ ჩემთან ერთად?
-ჰარის არ წაიყვან? -მაგიდიდან ჩიფსების შეკვრა აიღო, რომელიც ახლაღა შევამჩნიე.
-არა, დღეს ვიკამათეთ და თან მაგას დიდად არც აინტერესებს პოდიუმები, დარწმუნებული ვარ. -მხრები აიჩეჩე. ჰარისთან ნაჩხუბარი რომ არ ვიყო, ზუსტად ვიცი რომ მაინც ნინას წავიყვანდი, რადგან ელი სააბი ნინასთვისაც ერთ-ერთი გამორჩეული სახეა ყველა დიზაინერს შორის.
-რატომ იკამათეთ? -ზეინმა მკითხა
-რაღაცას გკითხავ და ძალიან გთხოვ, გულწრფელად მიპასუხე -მისი კითხვა დავაიგნორე და პირდაპირ იმ საკითხე გადავედი, რომელიც მაწუხებდა.
-გისმენ -თავი დამიქნია.
-ჰარის ყველა იმ ძმაკაცში შედიხარ, რომელიც ჩემზე აფრთხილებდნენ, რომ იქნებ შენი შვილი არ არის და ეგ გოგო გაბოლებსო? -ნინას ჩიფსების შეკვრიდან რამდენიმე ამოვიღე და პირში გავიქანე.
-რა? -ზეინი ფეხზე წამოიჭრა -დაიცადე, ახლა არ თქვა, რომ ჰარიმ ეგეთი სირობა გითხრა -ხელი თმებში შეიცურა და გულიდან უზარმაზარი ლოდი მემშვა, როდესაც მივხვდი, რომ ზეინი ისეთი ნაბიჭვარი არ აღმოჩნდა, როგორიც ჰარი.
-რა მნიშნველობა აქვს რა მითხრა -მხრები ავიჩეჩე -მთავარია, რომ იმის თქმა გაბედა, რასაც აქამდე ვერ ამბობდა და გულში ჰქონდა შენახული.
-დაიცადე, ანუ გამოდის, რომ ჰარიმ მაგარი იტრაკა? -გაკვირვებულმა იკითხა ნინამ და ჩიფსების მთელი მუჭა ჩაიყარა პირში.
-არ ვთვლი რომ იტრაკა, თქვა ის, რაც აწუხებდა. უბრალოდ ძალიან ცუდი გზით გადაწყვიტა ამის თქმა. -მხრები ავიჩეჩე და კიბეებისკენ წავედი -ნინა, ხვალ დილითვე მოემზადე. შუადღისთვის იწყება ჩვენება. -ნინამ თავი დამიქნია, ზეინმა კი გავიგე როგორ შეიკურთხა. უკვე ოთახში ვაპირებდი შესვლას, როდესაც გავიგე, რომ ნინას დაემშვიდობა და უთხრა, რომ ჰარისთან სალაპარაკო ჰქონდა.
ოთახის კარი შევხსენი და საწოლზე წამოვწექი. კომოდიდან ტელეფონის ეკრანი ანათებდა. ხელი გადავწიე რომ ტელეფონი ამეღო. თვალები გადავატრიალე ჰარის ნომრის დანახვაზე. ამას იმედი აქვს, რომ ვუპასუხებ? ძალიან შემცდარა. მობილური ისევ კომოდზე გადავდე.
ყველანაირად ვცდილობდი ჰარიზე არ მეფიქრა, იმისდა მიუხედავად, რომ ჩემი გონება მისკენ მიიწევდა. არ მინდა მასზე ჩაფიქრების დრო მქონდეს. ვიცი, რომ გული მეტკინება. მასზე ფიქრის ნაცვლად, ხვალინდელ ჩვენებაზე დავფიქრდი. რას ვაპირებ, რომ ჩავიცვა? საერთოდაც, მინდა რომ ერთი დღით მთლიანად შევიცვალო. იქნებ თმა ქერად შევიღებო? ისეთი საღებავით, რომელიც ერთი დაბანის შემდეგ თვითონვე ჩამოდის თმიდან. რატომღაც ძალიან მინდა.
-ეი -როგორც ყოველთვის, დაუკაკუნებლად შემოხსნა ნინამ კარი. -რას შვრები?
-ხვალინდელ ჩვენებაზე ვფიქრობ. არ გინდა ერთი დღით თმის ფერები გავცვალოთ? -საწოლზე ჩავიწიე, რომ დამჯდარიყო, თუმცა დაჯდომის ნაცვლად საწოლში შემომიწვა.
-ღამე აქ დავიძინებ და იცოდე ჰარიში არ აგერიო -წარბების თამაშით მითხრა, თან იცინოდა.
-სრული იდიოტი ხარ -მეც გამეცინა და თავში ხელი წამოვარტყი. -ჰა, თქვი რას ფიქრობ ერთი დღით თმის ფერის შეცვლაზე?
-კარგი იდეაა -მხრები აიჩეჩა -შენ ქერა გინდა?
-ჰო, რაღაც სხვა მინდა რომ ვცადო და ვფიქრობ ქერა კარგი ვარიანტია -ჩემი ტელეფონი ისევ ანათებდა, თუმცა ყურადღება არ მივაქციე.
-ძალიან კარგი, თანახმა ვარ -თავი დამიქნია და საწოლზე წამოჯდა. -ჰარიმ რა გითხრა? მომიყევი, რა.
-რა ვიცი რომ მუცელში სხვისი ნაბიჭვარი არ გიზის და მე მტენიო -ამ მტკინვეულ სიტყვებზე მუცელში რაღაცამ გამკრა და გული შემეკუმშა. -არ ვამტყუნებ იმაში, რომ შეიძლება თავიდან ეჭვი შეეტანა ამ ყველაფერში, მაგრამ იცი რას ვერ ვიგებ? თუ თავიდანვე აწუხებდა ეგ აზრები, არ შეეძლო ეთქვა და აქამდე არ მოვსულიყავით?
-რაც არ უნდა იყოს, ახვრულად მოიქცა, იმიტომ რომ თავიდან აიღო პასუხისმგებლობა და ახლა ეგ არ უნდა ეთქვა -ზუსტად ის თქვა ნინამ, რასაც მე ვფიქრობდი. როგორც ყოველთვის.
-თან, კოაჩელას მერე, ანუ, იმის მერე რაც ჰარისთან ვიწექი, ბარში ვიყავი იმ სირთან, დღეს რომ იჩხუბეს და მერე ლუისთან. ორივე თავს იცავდა. ჩემთვის ძალიან დიდი შეურაწყოფაა ის, რაც ჰარიმ მითხრა -მხრები ავიჩეჩე და მეც წამოვჯექი საწოლზე.
-მეც ვფიქრობ რომ ეგ არ უნდა ეკადრა. -ამოიოხრა -კი, შეიძლება ეჭვი გასჩენოდა, მაგაზე არაფერს ვამბობ. ჯანდაბა, თავიდან მეც გამიჩნდებოდა ეჭვი, მაგრამ რახან მიიღო ის ბავშვი და ვალდებულება დაიკისრა, უნდა ენამუსა, რომ ბოლომდე კაცურად მოგყოლოდა. შენ თუ არა, ბავშვს მაინც.
-ზუსტად ისაა, რასაც მე ვფიქრობ. არ ვიცი ნინა, გაგიჟებული ვარ მართლა -ხელები ჰაერში ავიქნიე -შეიძლება ძუკნა ვარ, უკანასკნელი ბოზი, მაგრამ ნუთუ ვერ ხედავდა, რომ მის გამო ჩემი ბევრი მანვე ჩვევა დავთმე?
-ეი, ეი -ნინამ გაიცინა -როდიდან გახდი ასეთი სენტიმეტალური იდიოტი?
-არ ვიცი, მაგრამ ცოტაც მაკლია, რომ ჭკუიდან არ გადავიდე. დღევანდელი საღამო ჩემთვის ჯოჯოხეთი იყო -ამოვიოხრე და ისევ საწოლში ჩავწექი. -აღარ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი რა, გთხოვ.
-სალაპარაკო აღარც არის არაფერი მგონი -ნინაც ჩაწვა და პლედი მოიფარა.
-ხვალ რას აპირებ ჩვენების შემდეგ? -თვალები დავხუჭე და ისე ვკითხე.
-ზეინს აქვს დაგეგმილი ხვალინდელი საღამო. რა ხდება?
-გინეკოლოგთან უნდა წავიდე. ის ბოთლი შევინახე, საიდანაც ჰარი არაყს სვამდა. დე-ენ-ემი უნდა გავაკეთო. მგონი შეიძლება მუცლად ყოფნის პერიოდში მაგის გაკეთება. -დიდი იმედი მაქვს, რომ შეიძლება. მინდა ჰარის დავუმტკიცო, რომ ძალიან შეცდა.
-ელა, ოცდამეერთე საუკუნეა, რობოტებიც კი გამოიგონეს და დარწმუნებული იყავი, რომ ეგ არანაირი პრობლემა იქნება -გაიცინა -გადავდო ხვალ ზეინთან შეხვედრა?
-არა, არა. ჩემს დას გავიყოლებ -ნინამ ერთი ''კარგი'' ამოიბურტყუნა და მიეძინა. მასთან ერთად მეც დავიძინე.
დილით, ათი ხდებოდა რომ ორივე ფეხზე წამოვხტით. ღამე ფარდების გადაწევა დამვიწყებია და მზის სხივები თვალებში მანათებდნენ. ჩემთან ერთად ნინაც წამოდგა. აბაზანიდან როდესაც გამოვედით, ორივე მოლში ჩავედით. საღებავები ვიყიდეთ, შემდეგ კი სახლში დავბრუნდით. პირველმა ნინამ შეიღება, შემდეგ კი მე შემიღება. ნახევარსაათიანი ცდის შემდეგ, ორივე აბაზანაში გავიქეცით, რომ თმა ჩამოგვებანა. სარკეში როდესაც ჩავიხედე, ხმამაღლა დავიყვირე.
-ნინააა! ძალიან მომწოოონს! -ვიცი, რომ გაიგონებს, რადგან ისიც დახტოდა.
-მგონი მეეც -მისი ოთახიდან გამომძახა, შემდეგ კი თმის საშრობი ჩართო. მეც მას მივბაძე. თმა გავიშრე და ჩამოვივარცხნე. ღმერთო, მგონი ქერად დავიტოვებ თმას.
საბოლოოდ შევავლე ჩემს თავს თვალი სარკეში და ოთახიდან გავედი. ზუსტად ამ დროს ნინაც გამოვიდა და პირი დავაღე. ღმერთო, მისი თვალის ფერი უფრო მეტად გამოკვეთა მუქმა ფერმა და ნამდვილად ძალიან საოცრად გამოიყურებოდა მასზე ეს ფერი.
-ვაუ -ორივემ ერთად ვთქვით და სიცილი აგვივარდა. ხელი ავწიე, ნინამაც ზედ მომარტყა. ეს იმისთვის, რომ ჩვენი მოლოდინი გამართლდა.
ჩვენი დილა საუბარში გავლიეთ და ორი საათი ისე მოგვიახლოვდა, რომ ვერც კი ვიგრძენი. სასწრაფოდ ჩვენს ოთახებში გადავნაწილდით და თან შევთანხმდით, რომ ერთნაირ ღია ფერებს ჩავიცვამდით. რეალურად ასეთი რაღაცეები არ გვიყვარს, მაგრამ დღეს რატომღაც ასე მოგვინდა.
კარადა გამოვხსენი და შიგნით შევიხედე. ღია ფერის კაბა გადმოვიღე, რომელიც მუხლს ზევით იყო. ერთიანობაში ძალიან კარგი რაღაც იყო. გაგიკვირდებათ და ჩემი ბოლო კოლექციიდან არის. ნინას გავძახე, რომ მასაც ჩემი კოლექციიდან ჩაეცვა მაგდაგვარი რამე, რაზეც დამთანხმდა. ფეხზეც ღია ფერის მაღლები ავირჩიე, დაბლები კი მანქანაში ჩასადებად გადავდე, რომ არ დამვიწყებოდა. დიდხანს ვერ დავდივარ მაღლებზე, მერე მუცელი ჯოჯოხეთურად მტკივდებდა. სანამ ხალიჩაზე სურათების გადაღება იქნება, იქამდე ავიტან, რომ მეცვას მაღალი ფეხსაცმელი, შემდეგ კი გამოვიცვლი. იმასაც გააჩნია, რამდენი ხნით გაგრძელდება ჩვენება და After party. ჩვენებაზე უნდა ვიჯდე და ზუსტად ვიცი, რომ After partyზე მაღლებით ვერ გავჩერდები.
ნინა ოთახიდან როდესაც გამოვიდა, ყბა ღია დამრჩა. ნელ-ნელა ვხვდები რატომ ვანდობ ხოლმე ჩემს ყველაზე განსაკუთრებულ ტანისსამოსს მას. საოცრად იხდენს ყველაფერს. ღია ფერის, ატლასის შარვალი ეცვა, რომელიც მკერდამდე ამოდიოდა, მის შიგნით კი ასევე ღია ფერის ბრეტელიანი მაისური, რომელიც შარვალზევე მაქვს მიკერებული. ასეთი სტილია. ზევიდანაც ღია ფერის მოსაცმელი და ფეხზე ''ლაბუწინები''.
-დღეს საღამოს რას აკეთებ, გოგონა? -სიცილით ვკითხე, თან ცერა თითი ავუწიე. ვანიშნე, რომ ძალიან მაგრად გამიყურებოდა.
-მე უნდა მეკითხა ეგ, ძუკნა -სიცილით მითხრა და გარეთ გავედით.
დრო მალევე გავიდა და ჩვენებაც მალე დამთავრდა. ამ ჩვენებაზე ყოფნა ჩემთვის უდიდესი სიამოვნება იყო. ასე მეგონა, რომ არარსებულად მშვენიერ სამყაროში ვიყავი. ელის პირადად გავესაუბრე და საოცრად კარგი ადამიანი აღმოჩნდა. ძალიან უშუალო, მხიარული.. გაგიკვირდებათ და თავადაც იგივე მითხრა.  ასევე, თავის სიტყვით გამოსვლისას, პერსონალური მადლობა მომიხადა, რომ დავაფასე და მოვედი მის ჩვენებაზე. ეს ჩემთვის იმდენად არარეალური იყო.. იმ დარბაზში ჩემს გარდა უამრავი უდიდესი მოდის სახეები ისხდნენ. დონატელა ვერსაჩე, გუჩი, დოლჩე და გაბანა.. სამივე გამესაუბრა, დონატელამ კი მითხრა, რომ ჩემს მომავალ კოლექციას ელოდებოდა, რაზეც ჩემი პასუხი ის იყო, რომ ამაზე ვმუშაობდი. დონატელა ნინასაც გაესაუბრა, თან რაღაცაზე იცინოდნენ, თუმცა მე მაგ დროს ელის ვესაუბრებოდი და მათთვის ყური არ დამიგდია.
მოკლედ რომ ვთქვა, დღევანდელი საღამო ნამდვილად განსაკუთრებული და ემოციებით სავსე საღამო იყო. After partyზე დიდხანს ვერ გავჩერდით. ფეხები ძალიან მტკიოდა და ამას გარდა, გინეკოლოგთან ვიყავი ჩაწერილი, ჩემი დაც მელოდებოდა.
როდესაც შენობიდან გამოვედით, გარეთ პაპარაცები გვიღედნენ, თუმცა ყურადრება არ მივაქციეთ და სწრაფად მანქანაში ჩავჯექით. ნინამ მანქანა გინეკოლოგიურ კლინიკასთან გამიჩერა, შემდეგ კი წავიდა, რადგან ჩემი დაც მისი მანქანით იყო.
როდესაც ფეხი შიგნით შევდგი, ავნერვიულდი, თუმცა ჩემს სიმართლეში დარწმუნებული ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ჰარი როდესაც პასუხებს ნახავს, ძალიან ინანებს.

როდესაც ფეხი შიგნით შევდგი, ავნერვიულდი, თუმცა ჩემს სიმართლეში დარწმუნებული ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ჰარი როდესაც პასუხებს ნახავს, ძალიან ინანებს

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
ART (completed)Where stories live. Discover now