*

180 19 7
                                    

Art
თავი 11
Nina's POV
გუშინ ელა როდესაც დაბრუნდა შეხვედრიდან, შემპირდა, რომ დღეს ჩემი მაღაზიის სანახავად გამომყვებოდა. ნელ-ნელა ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ მალე დასრულდეს მისი დიზაინის მოფიქრება. ერთი სული მაქვს, როდის დავინახავ მთლიანად დასრულებულ საკუთარ ხელოვნების სამფლობელოს.
მიუხედავად იმისა, რომ ელას ეძინა, ამას ხელი არ შეუშლია ჩემთვის, რომ მისი ოთახის კარი შემეხსნა. საწოლზე გაშლილი იწვა, რათქმაუნდა, როგორც სჩვევია, მხოლოდ ტრუსის ამარა. ხელი ბალიშის ქვეშ ჰქონდა ამოდებული და რაღაც საოცარ პოზაში იწვა. ჩუმად მივივიპარე საწოლთან, ყურიდან თმა გადავუწიე და შიგნით ჩავბერე. წამში წამოხტა საწოლზე. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ბომბი აუფეთქესო. სიცილი ამივარდა და მის საწოლზე გადავყირავდი.
-აუ რა ბოზი ხარ -თვალები აატრიალა და თავი მუცელზე დამადო -რა გინდა, რას მაღვიძებ
-ხომ არ დაგავიწყდა დღეს რომ უნდა გამომყვე მაღაზიაში? საღებავები უნდა ვიყიდოთ ინტერიერისთვის და მერე მე მოვხატავ. -დავეკრიჭე. გაიცინა და თავი გააქნია.
-ისე, გარეთაც შენ რომ მოხატო შენი ნაწილი, ძალიან ორიგინალური იქნება. არ გიფიქრია მაგაზე? -საწოლიდან წამოდგა და ტანზე სპორტულები ჩაიცვა.
-კი მიფიქრია, მაგრამ ის არ ვიცი რა დავხატო. რაიმე ძალიან ორიგინალური მინდა. ამაზე ჯერ კიდევ ვფიქრობ. -ვაპირებდი მეთქვა, რომ ტანზე ჩაეცვა და წავსულიყავით, როდესაც ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა. ზეინი იყო. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა მისგან მესიჯი.
''დღეს საღამოს კარგ ივენთზე დაგპატიჯებ, თუ გცალია'' -მესიჯი გადავიკითხა და ამოვიოხრე. არამგონია დღეს ივენთისთვის დრო დამრჩეს, რადგან მთელი დღე ვაპირებ რომ ჩემი მაღაზიისათვის საჭირო ნივთების ყიდვას დავუთმო.
''დღეს მთელი დღე შოპინგს ვუთმობ, ჩემი მაღაზიისათვის. სხვა დროს იყო.'' -პასუხი დავუბრუნე და ფეხზე წამოვდექი. ელა აბაზანაში შევიდა, მე კი ოთახში გავედი, რომ ტანზე გამომეცვალა. რა წამსაც ოთახში შევედი, მაშინვე აბზუილდა ჩემი ტელეფონი.
''თუ წინააღმდეგი არ იქნები ჩემი მოტოციკლით წაგიყვან. დღეს შევიძინე, ნამდვილი საოცრებაა!'' -მოტოციკლი? ღმერთო, ეს ბიჭი ასეთი სრულყოფილია ყველაფრით? სიარულის მანერა, პირსინგები, ახლა მოტოციკლი..
''კარგი, მაშინ ნახევარ საათში ჩემს სახლთან დაგელოდები'' -არ შემიძლია მოტოციკლით გასეირნებაზე უარის თქმა.
სანამ ტანზე გამოვიცვლიდი, ისევ ელასთან შევედი.
-ელა, შეგიძლია დარჩე სახლში, არ გინდა წამოსვლა. ზეინი წამიყვანს მოტოციკლიით! -აბაზანაში შევძახე.
-რაა? -სწრაფად გამოვიდა, თან ტანზე პირსახოცი ჰქონდა მოხვეული -ხუმრობ? აბა რა ჯანდაბად გამაღვიძე?
-არ ვიცოდი -სიცილით ვუთხარი -ახლახანს მომწერა, ახალი მოტოციკლი შევიძინე და მე წაგიყვანო -მხრები ავიჩეჩე და ტუჩი გადმოვატრიალე, თითქოს მე არაფერ შუაში არ ვიყავი. ელას გაეცინა და საწოლზე გადაწვა.
-მაგ ტიპს აშკარად მოწონხარ -მხრები აიჩეჩა -ფრთხილად იყავი იცოდე.
-კარგი რა -თვალები ავატრიალე და საწოლზე მივუჯექი -მასთან კარგი სექსი მაქვს. კარგი ტიპია და მისი ენა მომწონს. რატო ფიქრობ რომ ამაზე მეტი იქნება მასთან ?
-სხვა დროს არ შეხვედრილხარ არავის, სექსის შემდეგ -საწოლზე წამოჯდა და მეც მას მივბაძე. ფეხები ზემოთ ამოვწიე და ფეხმორთხმით დავჯექი.
-მართალი ხარ, მაგრამ ზეინი ყველაზე კარგი პარტნიორია მათ შორის, ვინც ოდესმე მყოლია -მხრები ავიჩეჩე -კარგი, ახლა წავედი, ჩავიცვამ თორემ ნახევარ საათში აქ უნდა იყოს.
-კარგად გაერთე -კარში რომ გავდიოდი მომაძახა. თავი დავუქნიე, შემდეგ კი ოთახში გავედი. დიდად გაპრანჭვას არ ვაპირებდი, ამიტომ ტანზე ტყავის ელასტიკი ჩავიცვი, ზევიდან სავი, ოდნავ ამოღებული მაისური და მის ზემოდან ასევე ტყავის კურტკა მოვიცვი. ფეხზე თავიდან ბოტასები მოვირგე, მაგრამ არ მომეწონა, ამიტომ ვარდისფერი მაღლები გადავწყვიტე. სახეზე მაკიაჟი არ მინდოდა, მხოლოდ კანის დამატენიანებელი წავისვი, შემდეგ კი გარეთ გავედი. ზუსტად მაგ დროს მოვიდა ზეინიც. შავი, ულამაზესი მოტოციკლი იყო. როდესაც ჩემს წინ გააჩერა, დავინახე, რომ დასაჯდომი ტყავის იყო. რომ ვთქვა, რომ კარგად ვერკვევი მოტოციკლებში და ვიცი მათი რაიმე, მოვიტყუები, მაგრამ გარედანაც ეტყობოდა, რომ ძალიან სერიოზული და ძვირადღირებული ბაიკი იყო.
-როგორ ხარ? -ბაიკიდან გადმოვიდა და გადამკოცნა.
-კარგად, შენ როგორ ხარ? -მითხრა, რომ ისიც კარგად იყო, შემდეგ კი ბაიკზე დაჯდა და თავით მიჩვენა, რომ უკან დავმჯდარიყავი. ასეც მოვიქეცი, უკნიდან მივუჯექი და ხელები წელზე მოვხვიე. როგორც ყოველთვის, დღესაც ძალიან გემოვნებიანად ეცვა. შავი ჯინსი, ასევე შავი მაისური და ფეხზე კედები.
როდესაც ბაიკი დაიძრა, მაშინვე ღიმილი მომეფინა სახეზე. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მთელი ცხოვრების განმავლობაში ამაზე ვოცნებობდი. თითქოს შიგნიდან ვგრძნობდი, რომ ბაიკზე ჯდომა ჩემთვის ყელაზე დიდი ბედნიერება იყო. ჩემთვის ეს გრძნობა უდრის იმას, როდესაც ღამით კლუბიდან დაბრუნებული, სახლში უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, სხვადასხვა ბიჭებისგან. შეიძლება ბაიკი ამაზე უფრო დიდი სიამოვნება არის, არ ვიცი. მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან მომწონს.
ზეინმა პირდაპირ იმ მაღაზიასთან გააჩერა, სადაც მოსვლას მთელი დღეა ვგეგმავ. აქ საუკეთესო საღებავებია. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ძვირია, მაინც ღირს მათი შეძენა, რადგან უმაღლესი ხარისხისაა. ამას გარდა, ყველანაირ ფერს იშოვი, როგორიც არ უნდა გინდოდეს.
ბაიკიდან სწრაფად გადმოვედი, შემდეგ კი ერთად შევედით მაღაზიაში.
-საიდან იცი ეს მაღაზია? -როგორც კი ფეხი შიგნით შევდგით, ვკითხე.
-მიყვარს ხატვა და აქ მოვდივარ ყოველთვის საღებავების საყიდლად -მხრები აიჩეჩა. ყველანაირ დადებით თვისებასთან ერთად, თურმე ხატავს კიდეც. ზეინს უბრალოდ გავუღიმე, შემდეგ კი ერთად ვარჩევდით საუკეთესო საღებავებს. თითქმის ყველა ფერი ავიღეთ, რომელიც მჭირდებოდა. მაღაზიაში ასევე ვნახე სხვადასხვა ფორმის სტიკერები. მიუხედავად იმისა, რომ ჩემით ვაპირებ კედლების მორთვას, ვფიქრობ დახლებისთვის ცუდი არ იქნება საყვარელი სტიკერები. დაახლოებით ასამდე წებოვანი სტიკერიც ჩავდეთ პარკში. ზეინი იმდენად სერიოზულად უდგებოდა ამ საქმეს, რომ ცოტათი შემეშინდა კიდეც, თუმცა შემდეგ ხუმრობდა, აქ როდესაც ვარ ყოველთვის როლში ვიკარგები და მგონია, რომ ჩემს სახელოსნოში ვარო. მესმის მისი, რადგან ხშირად მეც დამმართნია ასე. ნავაჭრის თანხა ზეინმა გადაიხადა, რის გამოც გავუბრაზდი. არ მიყვარს როდესაც ჩემს გამო ვინმე ზედმეტად იხარჯება, მითუმეტეს ისეთი ბიჭი, ვინც ჩემთვის თითქმის უცნობია. ზეინმა ჩემს გაბრაზებაზე უბრალოდ გაიცინა და მითხრა, რომ ჩემთან დამეპატიჟებინა სანაცვლოდ ლუდზე. თავი დავუქნიე, შემდეგ კი გარეთ გავედით. ნავაჭრი ზედმეტად ბევრი იყო, ამიტომ ბაიკზე ვერ დაეტეოდა.
-ჰარის დავურეკავ და ვეტყვი, რომ მანქანით გამოაროს ამ მაღაზიაში, შენი სახლის მისამართს ვეტყვი და იქ მოიტანს. რაიმე პრობლემა ხომ არ იქნება?
-არა, რათქმაუნდა არა. -ზეინმა თავი დამიქნია და ტელეფონი ამოიღო. გვერდით გავიდა და რაღაცას ლაპარაკობდა. ცალი ხელი ჯიბეში ჰქონდა ჩადებული, მეორე ხელში კი ტელეფონი ეჭირა. იმდენად სერიოზულად ლაპარაკობდა, ვიღაც იფიქრებდა სამკვდრო-სასიცოცხლო თემაზე საუბრობსო. ლაპარაკი როდესაც დაასრულა, ჩემთან მოვიდა.
-მაღაზიაში შევალ, ჩვენს საღებავებს მათ ჩავაბარებ და შენთან წავიდეთ, ჰარიც იქ მოიტანს ყველაფერს -ზეინს თავი დავუქნიე. მაღაზიაში სწრაფად შევიდა და მალევე გამოვიდა, შემდეგ კი სახლში წავედით.
როდესაც კარი შევხსენი, კურტკა გავიხადე და იქვე დავკიდე, შემდეგ კი ზეინს გამოვართვი და კარადაში დავდე. მისაღებში შემოვიპატიჟე, როდესაც პირველი სართულის ერთ-ერთი ოთახიდან ელას ხმამაღალი კვნესა ისმოდა. ჯანდაბა, როდის მოასწრო ამ გოგომ ვინმეს ნახვა.
სანამ ზეინი რაიმეს გაიგებდა, სამზარეულოში გავიყვანე, თუმცა სახეზე ისეთი ღიმილი ჰქონდა აკრული, მივხვდი, რომ ყველაფერი გაიგო.
-არ გშია? -მაცივარი გამოვხსენი. ფეხი ფეხზე გადავიჯვარედინე და შიგნით ვიყურებოდი. ზეინს პასუხი არ გაუცია, თუმცა ვიგრძენი როგორ მომიჭირა ხელი უკანალზე, რაზეც მხოლოდ ჩამეცინა. მაცივრის კარი მივხურე და მისკენ მივტრიალდი. სანამ რაიმეს იტყოდა, მის ტუჩებს ვეცი. ხელი თმებზე მოვკიდე და ძლიერად მოვქაჩე, რაზეც ამოიოხრა. ხელები უკანალზე მომკიდა, ხელში ამიყვანა, შემდეგ კი მაგიდაზე დამსვა. ჰმ. სამზარეულოში სექსი? ცუდი არ უნდა იყოს.
მაისური სწრაფად გადავიძრე და მასაც გავხადე, შემდეგ კი მის შარვალს ვეწვალებოდი, თან მკერდზე სველ კოცნებს ვუტოვებდი. კიდევ კარგი მაისურის შიგნიდან ლიფი არ ჩამიცვამს დღეს. მისი დიდი ხელის გულები მაშინვე მკერდზე ვიგრძენი. ხელს მიჭერდა, თან ყელში მკოცნიდა. შარვალი როდესაც გავუხსენი, ტრუსიც ჩავხადე, მე კი ფეხზე წამოვდექი, რომ ელასტიკი გამეხადა. ზეინმა მაგიდაზე გადამწვინა, თვითონ კი ქვევიდან გამხადა, ფეხსაცმელი კი ისევ ჩამაცვა.
-ასე უფრო სექსუალურია -თვალი ჩამიკრა, მე კი მის სიტყვებზე გამეცინა. ფეხები წელზე მოვხვიე და ხელით პენისზე ვეფერებოდი, თუმცა ხელი გამაშვებინა და ისე სწრაფად შემოვიდა ჩემში, რომ პირზე ხელების აფარება ვერ მოვასწარი, ხმამაღლა დავიყვირე. წამსვე მას შევხედე. თვალები დახუჭული ჰქონდა და იმდენად სწრაფად მოძრაობდა, რომ თვალების გახელა არც მინდოდა. ასე უფრო საოცარი შეგრძნება იყო, როდესაც ვგრძნობდი როგორ მოძრაობდა ჩემს შიგნით. ხელით მკერდზე ვიჭერდი, თან ხმამაღლა ვკვნესოდი. ჯანდაბა, ასეთი სიამოვნება მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არ მიმიღია. საოცრება იყო, თუ როგორ ზუსტად შეეძლო ამ ბიჭს ჩემთვის ასეთი სიამოვნების მონიჭება.
კიდევ რამდენიმე ძლიერი ბიძგის შემდეგ ვიგრძენი, რომ ფეხები ამიკანკალდა. ზეინი მიჭერდა, თან მოძრაობებს არ ანელებდა, რასაც ჭკუიდან გადავყავდი. ვიგრძენი როგორ გაათავა ჩემს შიგნით და მასთან ერთად მეც მივაღწიე პიკს. ამის შემდეგ კი რამდენიმე ნელა ჩემში შემოსვლის შემდეგ, მთლიანად გამოვიდა ჩემგან. თავი დახარა და როდესაც სასქესო ორგანოზე მისი ცხელი სუნთქვა ვიგრძენი, ყველა კუნთი დამეჭინა. ენა გამოყო და ნაზად გადამისვა ზედ, შემდეგ კი ფეხზე წამოდგა და შარვალი აიწია. მისი ენა ზედმეტად ცხელი იყო, თუმცა ენაზე არსებული მეტალი მთლიანად მაგიჟებდა. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ერთი წამით შემეხო იქ.
რამდენიმე წუთი მაგიდაზე ვიწექი, რადგან ადგომის თავი არ მქონდა. ბოლოს კი მაინც წამოვდექი, ტანზე ჩავიცვი და იქვე დავჯექი.
-რატომ იღიმი? -ცოტახანში ვკითხე, როდესაც სახიდან ეშმაკური ღიმილი არ მოშორებია.
-ვფიქრობ, ლუდზე კარგი საჩუქარი მივიღე, მაგრამ მაინც, ლუდი გააქვს? -მის ნათქვამზე გამეცინა. მაცივარი გამოვხსენი და ლუდის ბოთლი მივაწოდე. თავი დამიქნია, მადლობის ნიშნად.
საღამომდე ზეინი აქ იყო. გავარკვიე, რომ ელასთან ჩემი ძმა იყო, თუმცა არც კი მინახავს ის. სანამ მე და ზეინი სამზარეულოში ვიჯექით, ის წასულა. მე, ელა და ზეინი კი კარტს ვთამაშობდით, სურვილებზე, სადაც ელა აგებდა. კარგის თამაში კარგად იცის, მაგრამ როდესაც მე ვთამაშობ, მაშინ უძლურია. პირველზე ზეინი გადიოდა, მეორეზე კი - მე.
კარტის დარიგებას ვაპირებდი, როდესაც კარზე ზარი იყო. მივხვდი, რომ ჰარი იქნებოდა, ამიტომ სწრაფად წამოვდექი ფეხზე და კარი გავხსენი. არც შევმცდარვარ, ნამდვილად ის იყო. ჩემი უზარმაზარი პარკი კისერზე ჰქონდა მოკიდებული. ჰარი გადავკოცნე, შემდეგ კი ხელით ვუჩვენე, რომ იქვე, კუთხეში დაედო.
-როგორ ხარ? -წყნარად ვკითხე. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩვენი საუკეთესო მეგორები არ არიან, ვფიქრობ ნამდვილად კარგი ტიპები არიან.
-კარგად, შენ როგორ ხარ? -ვუთხარი, რომ მეც კარგად ვიყავი, შემდეგ კი მისაღებში მოვიპატიჟე.
-ვა, ქალიშვილი გოგოც აქ ყოფილა -სიცილით აუწია ხელი ელას, რაზეც ელასაც გაეცინა.
-არ მეგონა დღეს ვაჟიშვილი ბიჭი თუ იქნებოდა ჩვენი სტუმარი -სიცილით თქვა ელამ, თან ხელი აუწია, ჰარიმ კი ზედ მიარტყა, მისალმების ნიშნად.
-რას თამაშობთ? -დივანზე, ელას გვერდით მოთავსდა, რადგან მე ზეინთან ვიჯექი.
-კარტს, სურვილებზე. -ელამ უპასუხა -და რათქმაუნდა ვაგებ.
-დაგეხმარები -სიცილით უპასუხა. მის კარტში ჩაიხედა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. ელამაც თავი დაუქნია და პირველი მაღალი კარტი მოვიდა.
მოკლედ, კარტში მაინც ელამ წააგო, იმისდა მიუხედავად, რომ ჰარიმ ბოლოს კარგად ამოაქაჩინა, წინა დარიგებებზე სულ წაგებული ჰქონდა და ვერაფერმა ვერ უშველა.
-ალბათ თქვენს სურვილს ახლავე არ მეტყვით -ელა დაიკრიჭა -რა ვითამაშოთ? -სიგარეტი აიღო მაგიდიდან და მოუკიდა. მეც მას მივბაძე. ეს ბოლო კოლოფი დაგვრჩა, მერე საყიდელი გვაქვს, რადგან მის გარეშე ვერ ვძლებთ. სიგარეტს მოვუკიდე და ერთი საფერფლე მუხლებზე დავიდე. ბიჭებმაც ჩვენ მოგვბაძეს და სიგარეტის კვამლში გავეხვიეთ ოთხივე.
-აუ, მე ვიცი რაც უნდა ვითამაშოთ! -ელამ სიცილით წამოიყვირა და სამივე მისკენ შევტრიალდით, რომ მისი იდეა მოგვესმინა. -ესეიგი, ცოტა მოსაწყენი შეიძლება იყოს, მაგრამ გავერთობით. გოგოები ვიტყვით, ვისთან დავწვებოდით, ანუ სია შევადგინოთ ან ხმამაღლა ვთქვათ რიგ-რიგობით, ბიჭებმა კი თქვან ვის გაჟიმავდნენ -მის იდეაზე ხმამაღლა გამეცინა, თუმცა რათქმაუნდა მომეწონა ეს აზრი.
-მე თანახმა ვარ -ჰარიმ სიცილით თქვა და სიგარეტი საფერფლეში ჩააგდო.
-მეც -ზეინმა თავი დაგვიქნია, თან ისე იცინოდა, როგროც სჩვევია. ენა კბილებს შორის მოქცეული და დაკრეჭილი.
-ქალბატონებმა დაიწყონ -ჯენლტმენმა ჰარიმ თქვა.
დივანზე ყველა კარგად მოვთავსდით. პირველი ბიჭის დასახელება კი ჩემზე იყო.
უკვე ვხვდები, რომ ძალიან სასაცილო საღამო გველის.

ART (completed)Where stories live. Discover now