*

196 19 2
                                    

Art
თავი 10
Ella's POV
დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. თავი ისე მტკიოდა, რომ ადგომა არ მინდოდა. ჩანთა დივანზე დევს, ტელეფონი კი ჩანთაშია. როდესაც ზარები არ შეწყდა, მომიწია რომ ფეხზე ავმდგარიყავი. როგორც კი დივნამდე მივაღწიე და მობილური ხელში დავიჭირე, შევიგინე. დედაჩემი იყო.
-ამ დილაუთენია რა ხდება -მთქნარებით ვუპასუხე, თან ტანზე ხალათი მოვიცვი და საწოლის მეორე მხარეს დავიხედე, სადაც ვიღაც უცხო ბიჭი იწვა, კლუბიდან.
-მე და მამაშენი დღეს საყიდლებზე ვიყავით. ახლა გზაში ვართ და შენთან მოვდივართ, რაიმე ხომ არ მოგიყოლოთ? -რა? აქ მოდიან? ღმერთო ჩემო!
-არა, არაფერი მინდა, ყველაფერი არის სახლში, მადლობა -ტელეფონი სწრაფად გავთიშე და მაშინვე უცნობს მივახტი. -ეი, ეი გაიღვიძე სწრაფად! -ხელებს ვურტყამდი, რომ გონს მოსულიყო. როდესაც თვალები გაახილა საბანი გადავხადე
-რა ხდება? -ჩახლეჩილი ხმით იკითხა. ისეთი სასაცილო ხმის ტემბრი ჰქონდა, რომ ასე რომ არ მეჩქარებოდეს, ალბათ სიცილიც ამივარდებოდა
-დროზე ადექი და წადი. გთხოვ, სწრაფად! -მისი ტანსაცმელი ზედ მივაყარე, თან ოთახის მილაგება დავიწყე. მანაც მორჩილად დაიწყო ტანზე ჩაცმა. იმედია ჯერ არ მოვლენ. ღმერთო, ქვევით სიგარეტის ნამწვავები და კოლოფებია. როდესაც ერთღამიანმა ბიჭმა ტანისსამოსი ჩაიცვა, ჩემსკენ წამოვიდა. ხელები წელზე მომხვია და ყელში მაკოცა
-ხომ კიდევ შევხვდებით? -ღმერთო, ყელში ამომივიდა ეს კითხვა
-კი, კი, აუცილებლად -თავი დავუქნიე და მისი მკლავებიდან გამოვძვერი -ოღონდ ახლა სწრაფად წადი, გთხოვ.
-კარგი, მაშინ ჩემს სავიზიტო ბარათს დაგიტოვებ და როდესაც მოიცლი დამირეკე -მობეზრებულმა თავი დავუქნიე. საწოლისკენ წავედი, რომ ამელაგებინა. გავიგე როგორ გავიდა ოთახიდან და ღრმად ამოვისუნთქე. ოთახი სწრაფად მივალაგე. გასარეცხი ტანსაცმელი სარეცხის მანქანაში შევყარე და ტუმბოზე დატოვებული სავიზიტო ბარათი ავიღე.
-ნინა -მის კართან დავდექი, თან ვაკაკუნებდი. რამდენჯერმე დავუძახე, თუმცა ხმა არ გამცა. კარი შევხსენი და ცარიელი იყო. როგორც ჩანს კოლეჯში წავიდა უკვე.
პირველ სართულზე ჩავედი. მაგიდიდან სიგარეტის კოლოფები ავიღე და უჯრაში შევყარე, შემდეგ კი სამზარეულოში გავედი. იმ ბიჭის სავიზიტო ბარათი ნაგვის ყუთში მოვისროლე ისე, რომ ზედ არც დამიხედია, შემდეგ კი თვალი მოვავლე აქაურობას. ყველაფერი თავის ადგილას იყო, ხოლო ნიჟარაში გასარეცხი ჭურჭელი განგებ არ გავრეცხე, რადგან დედა უეჭველად მიხვდებოდა, რომ ყველაფერი საეჭვოდ კარგად მქონდა მილაგებული.
როდესაც მივხვდი, რომ ყველაფერი რიგზე იყო, ღრმად ამოვისუნთქე და კარისკენ წავედი, რადგან ზარის ხმა გავიგე. კარის გახსნისას იქ დედა, მამა და ჩემი და დამხვდნენ. ყველა გადავკოცნე, შემდეგ კი სახლში შემოვიპატიჟე. მათ უკან მივყვებოდი, თან თვალებით მაინც ვათვალიერებდი, რაიმე ხომ არ დამრჩა ისეთი, რაც არ მინდა რომ ნახონ ჩემებმა. საბოლოოდ დავწყნარდი, როცა არაფერი არ ყოფილა საგანგაშო.
დედაჩემი სამზარეულოში გავიდა, ჭურჭელი ამორეცხა, თან თავისთვის ბუტბუტებდა, ორი გოგო ხართ სახლში და ორი ცალი თეფშისთვის ვერ მოგივლიათო. რათქმაუნდა ეს საუბარი ჩემთვის არაფერს ნიშნავს, რადგან როდესაც მათთან ვიყავი, ჩემთან და ჩემს დასთანაც სულ ერთი და იგივე ჩხუბები ჰქონდა. გოგოების არაფერი გეტყობათ, სისუფთავეს ვერ შეგაჩვიეთო. როდესაც საქმე სწავლას ეხებოდა, გვეტყოდა, სწავლის გარდა არაფერი გევალებათო. სახლი დასალაგებელი რომ იყო, სახლის მილაგების გარდა ხომ არაფერს გთხოვთო. დასარეცხ ჭურჭელს რომ მოკრავდა თვალს, ამოგერეცხათ, აუცილებლად მე უნდა გითხრათ რომ ეს გააკეთოთ? ხომ იცით რომ ეს გევალებათ, რადგან გოგოები ხართო. მოკლედ, ასე რომ მივყვეთ, სწავლაც, სახლის დალაგებაც და ჭურჭლის დარეცხვაც ჩვენ გვევალებოდა, რომ არაფერი აღარ ვთქვათ სარეცხის გაფენაზე და ჩვენი ტანსაცმლის მილაგებაზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემა მხოლოდ ჩვენს სახლში არ იყო და არის დღემდე.
როდესაც დედამ სახლი მიალაგა, მალევე წავიდნენ. ნინაც მათთან ერთად წავიდა, რადგან მითხრა, რომ სასწავლი ჰქონდა და შაბათ-კვირას შემომივლიდა დასარჩენად. ჩემების წასვლა და ჩემი გადარეული დაქალის სახლში შემოვარდნა ერთი იყო.
-შემოწმება იყო? -სიცილით მკითხა, თან დივანზე დახტა. გუშინ რაც ეცვა ის სპორტულები ეცვა, რაც ნიშნავს იმას, რომ კოლეჯში არ ყოფილა.
-ხო -მეც სიცილით დავუქნიე თავი -სად იყავი ღამე, ძუკნა
-ზეინთან -ენა გამომიყო -მაგ ბიჭის პირსინგი ენაზე მაგიჟებს
-ცხვირზეც აქვს, ხომ? -თავი დამიქნია და უკან გადაწვა. -სიმპატიური ბიჭია
-იცი როგორია? აი ყოველთვის რომ მინდოდა ისეთი ტიპია. ზუსტად რომ იცის, რომ კარგი ტიპია. ხელებს ჯიბეებში იწყობს და ისე დადის -ღრმად ამიოხრა და თავზე ხელები შემოიწყო
-ფრთხილად იყავი, მასზე დამოკიდებული არ გახდე. ხომ იცი, ბოლოს მაინც ყველა მიგვაგდებს, ამიტომ ჩვენი ახლანდელი ცხოვრება ყველანაირ გასერიოზულებულ უერთიერთობას ჯობია. -ნინამ მხოლოდ თავი დამიქნია, შემდეგ კი ფეხზე წამოდგა. -რას აკეთებდით მთელი ღამე?
-სექსი გვქონდა, მერე ფილმს ვუყურეთ, მერე ისევ სექსი გვქონდა და მერე დაგვეძინა. -გამეცინა და თავი გავაქნიე. ამ გოგოს არაფერი ეშველება.
სამზარეულოში ვაპირებდი გასვლას, თუმცა ტელეფონის ზარმა შემაჩერა. ეკრანს დავხედე და ჩემთვის უცნობი ნომრის დანახვაზე წარბები შევკარი. იმედია რომელიმე ბიჭს ჩემი ნომერი არ მიმიცია. ასე არ დამილევია არასოდეს, ასეთი სისულელე რომ გამეკთებინა.
-გისმენთ -ტელეფონს ვუპასუხე და ტუჩების კვნეტით დავუცადე, როდის მეტყოდნენ მეორე ხაზიდან, თუ ვინ იყო.
-გამარჯობათ, ელა ჰენდერსონი ბრძანდებით? -ხმა აშკარად ახალგაზრდა ქალის იყო. დავიბენი.
-დიახ, ელა ვარ. -ნინა მეკითხებოდა ვინ იყო, თუმცა ხელით ვუჩვენე, რომ გაჩერებულიყო.
-ელა, თქვენი ჩვენება ორი კვირის წინ ნამდვილი საოცრება იყო. ამდენი ხნის შემდეგაც კი საუბრობენ იმ კოლექციაზე, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ. რათქმაუნდა ეს ყველაფერი ჩვენ არ გამოგვრჩენია. მოკლედ, დღეს კონფერენციაა, სადაც გვინა რომ გვესტუმროთ. აქ იქნებიან მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ნამდვილი საოცრებები და იმედი მაქვს რომ მოსვლაზე უარს არ განაცხადებთ, ეს თქვენთვის დიდი წარმატების მომტანი იქნება -ხელები კედელს მივაყრდენი და რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე. უარი? როგორ უნდა გავბედო ასეთ შანსზე უარის თქმა? ეს რეალობაა, ხომ ასეა? ხომ არ მეშლება? სიზმარში ხომ არ ვარ?
-კარგით, რომელ საათზე გესტუმროთ? -ყველანაირად ვცდილობდი, რომ ჩემი აღელვება ტელეფონში არ შემემჩნია და ხმისთვის კონტროლი გამეწია.
-ტელეფონზე მოგწერთ დაწვრილებით ინფორმაციას. -ქალბატონს მადლობა გადავუხადე. ტელეფონი გავთიშე და ბოლო ხმაზე დავიწყე ყვირილი
-ჩემი წინა ჩვენება მოსწონებიათ და ახლა კონფერენციაზე მიმიპატიჟეს -ნინას დავუყვირე. -ღმერთო არ მჯერა! -ვერ ავღწერ ეს ჩემთვის რას ნიშნავდა. გეფიცებით, გული ასე მაშინაც არ ამჩქარებია, როდესაც პირველად უნდა მქონოდა სექსი. ასე არასოდეს მინერვიულია. მაშინაც კი არ ვყოფილვარ ასეთი ბედნიერი, როდესაც ჩემი ოჯახის წევრები დავითანხმე, რომ ცალკე ცხოვრება მჭირდებოდა!
ვიცი, რომ შევძლებ. ვიცი, რომ ჩემი ჩანაფიქრისკენ ეს ერთი ყველაზე დიდი ნაბიჯი იქნება.
-ღმერთო, არ მჯერა, ელა! -ნინა მომეხვია, თან ორივე ვხტუნავდით, ისე, როგორც პატარა პირველკლასელი ბავშვები. სრულიად შოკირებული ვარ. -რა სახის კონფერენცია იქნებაო?
-ზუსტად არ ვიცი, ძალიან ცნობილი ხალხი იქნება, როგორც ჩანს. -ტელეფონზე მათი შეტყობინება მომივიდა, სადაც მისამართს და შეხვედრის დროს მწერდნენ. ერთი საათი მაქვს გასამზადებლად. ჯანდაბა, ერთი საათი!
-დროზე წამოდი, ამარჩევინე რაიმე კლასიკური! -ოთახში ავათრიე, შემდეგ კი კარადების წინ დავდექით. უამრავი ტანის სამოსიდან საბოლოოდ ღია, ნაცრისფერი განიერი შარვალი ავირჩიე. ასევე ნაცრისფერი მაისური, ზევიდან კი იმავე ფერის უხელებო მოსაცმელი. მაისური ლიფის გარეშე ჩავიცვი და ზედა შარვალის ქვეშ მოვაქციე. ფეხზეც ნაცრისფერი მაღლები ჩავიცვი, თმა ავიწიე. ძალიან მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და შავი რეიბანები მოვირგე. სარკეში ჩახედვისას საკუთარი თავი ძალიან მომეწონა.
-ნინა, რას იტყვი აბა? -ნერვულად ვკითხე. ღმერთო, არ მჯერა რომ აქამდე მოვედი. ვიცი, რომ იქამდე, რაც მინდა ძალიან ბევრი მიკლია, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ ეს ჩემთვის რას ნიშნავს. როდესაც ნინასგან დადებითი შეფასებები მივიღე, მანქანის გასაღები და ტელეფონი ავიღე, შემდეგ კი გარეთ გავედი.
გზაში გული ყელში მებჯინებოდა. ვფიქრობდი რა უნდა მელაპარაკა ან საერთოდ, რა სახის კონფერენცია იქნებოდა. ხელები ნერვიულობისგან ერთიანად გაყინული მქონდა. ჩემმა ნერვიულობამ კი პიკს მიაღწია, როდესაც დანიშნულების ადგილს მივუახლოვდი. დიდი შენობის წინ დავაყენე მანქანა, შემდეგ კი ცოტახანს შიგნით გავჩერდი, რომ ღრმად ამომესუნთქა. პულსი რომ დავირეგულირე, კარი გავხსენი და სწრაფი ნაბიჯით გავუყევი გზას. კარი ვიღაც მაღალმა ბიჭმა გამიხსნა, რომელსაც დაცვის ფორმა ეცვა. თავი დავუქნიე, მადლობის ნიშნად, შემდეგ კი მიმღებში ვიკითხე თუ სად ტარდებოდა ის კონფერენცია, სადაც დაბარებული ვიყავი.
როდესაც უზარმაზარი კაბინეტის კარები შევხსენი, ცოტა ჩავწყნარდი. ახალგაზრდა ქალი შემომეგება და ჩემს ადგილას დამსვა. მალევე შეივსო ყველა ადგილი. უამრავი ცნობილი სახის დანახვაზე კინაღამ ცუდად გავხდი, თუმცა ჩემს თავს შემოვუძახე, რომ ნერვიულობა შემეწყვიტა.
კონფერენციამ იმაზე კარგად ჩაიარა, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი. უნიკალური შემოთავაზება მივიღე. 1 თვეში ნიუ-იორკის მოდის კვირეული იწყება. ამ მოდის დღესასწაულს კი გახსნიან ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: MANGO, DOLCE&GABANNA, VERSACE და მითხრეს, რომ მეოთხე პოდიუმს მე მითმობდნენ, ამითვის კი 1 თვე მაქვს.
1 თვე!

ART (completed)Where stories live. Discover now