*

448 31 0
                                    

Art
თავი 2
Ella's POV
სანამ ნინა თავის ას ფურცლიან დავალებას წაიკითხავდა, იქამდე ჩემთვის ვიჯექი და ახალი დიზაინის სამოსის მონახაზებს ვაკეთებდი. მინდა რომ ეს კოლექცია განსაკუთრებული ყოფილიყო, რადგან ვაპირებ რომ სერიოზული ჩვენება გავაკეთო, სადაც რათქმაუნდა ნინაც დამეხმარება და ერთი დღით ჩემი მოდელის როლს მოირგებს. ჯერ არ მითხოვია, მაგრამ ვიცი რომ უარს არ მეტყვის. ამ წელს ძირითადად მუქი წითელი და ღია ფერები ჭარბობს, ამიტომ მინდა რომ გაზაფხული-ზაფხულის კოლექციისთვის მოვასწრო ყველაფერი, ამისთვის კი საშინლად რთული პერიოდის გავლა მომიწევს. მართალია, 6 კოსტიუმი უკვე დასრულებულია და გოგონებზეც არის განაწილებული, მაგრამ იმისთვის, რომ სრულყოფილი იყოს ყველაფერი ჩემთვის, 10 კოსტიუმი მჭირდება. ვფიქრობ არ უნდა გამიჭირდეს 4 საზაფხულო კაბის შექმნა, რომელიც ქალს ყველგან გამოადგება. თანაც კოაჩელა ახლოვდება და თავისუფალი სტილის, ფერადი სამოსი მაგ პერიოდში ძალიან გაყიდვადი იქნება. მე კი ამ ყველაფრისთვის ზუსტად 9 დღე მაქვს! ჩემი გოგონების დახმარებით, რომლებიც ატელიეში ნამდვილად ძალიან მეხმარებიან, ალბათ მოვასწრებ ამ ყველაფერს.
როდესაც ფურცელზე ყურებისას თვალები ამეწვა, ჩემი სამუშაო რვული დავხურე და მაგიდიდან სიგარეტი ავიღე.
-გადმომიგდე რა -ნინამ გამომძახა. საფერფლე ავიღე, ასანთი და სიგარეტი ზედ დავადე, შემდეგ კი მისკენ წავედი. დივანზე მოვთავსდი, ფეხები მოვკეცე და მის კონსპექტებში ჩავიხედე.
-ბევრი დაგრჩა? -როდესაც სიგარეტს მოვუკიდე, ვკითხე. მანაც მოუკიდა, შემდეგ კი ღრმა ნაპასი დაარტყა და პირიდან რგოლები გამოუშვა. რამდენი ხანია რაც ვეწევი და ამას ვერ ვაკეთებ. ის ნაპასის დარტყმითაც კი აკეთებს და უნაპასოდაც კი ვერ ვუშვებ რგოლებს.
-არა, გადავიკითხე უკვე. თვალები ძალიან დამეწვა -ამოიოხრა და ტელეფონს დახედა, რომელიც ანათებდა.
-ჩემი ძმა არის -სანამ ვკითხავდი იქამდე მითხრა, შემდეგ კი ტელეფონს უპასუხა. სიგარეტის ბოლო ნაპასი დაარტყა, საფერფლეში ჩააქრო, შემდეგ კი ლაპარაკით სამზარეულოში გავიდა. დღეს იმდენად უაზროდ ვიყავი, რომ არც კი ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. წუხელ იმდენად კარგად გავერთეთ, რომ სიტყვებით ვერც ავღწერ. ძალიან ნასვამი ვიყავი. ბევრი ვიცეკვე, შემდეგ კი ვიღაც ბიჭთან ერთად სახლში წამოვედი, თუმცა მის სახეს ვერაფრით ვიხსენებ. მოკლე თმა ჰქონდა და ენაზე პირსინგი. ის მახსოვს, რომ სანამ უგონოდ დავთვრებოდი იქამდე ვუყურებდი ამ ბიჭს და თან რამდენჯერმე თვალიც ჩავუკარი. ნუ, როგორც არ უნდა იყოს, მთავარი ის არის რომ საბოლოოდ ორივე ნასიამოვნები დავრჩით. თუმცა ამ ყველაფრის შემდეგ ისიც უნდა ვაღიარო, რომ არ მახსოვს ის როდის წავიდა სახლიდან. იმდენად გაგუდულს მეძინა, რომ არაფერი მესმოდა.
მიყვარს თავისუფლება. ვთვლი რომ ყველა ადამიანი უნდა აკეთებდეს იმას, რაც თავად სურს. ვერასოდეს ავიტან რომ მიმითითონ რა უნდა გავაკეთო და რა არა. ეს ყველაფერი ძალიან მაკომპლექსებს. როდესაც აქ მე და ჩემი დაქალი ერთად ვართ, თავის მოჩვენება არ მიწევს იმად, ვინც ჩემს მშობლებთან ერთად მიწევს ვიყო. ვაღმერთებ თავისუფლებას, გართობას. ეს ვარ ნამდვილი მე და არა ის ელა, რომელიც ნაზად იღიმება მშობლების თანდასწრებით ბიჭების დანახვაზე, პატარა, მორცხვი ქალიშვილი გოგოს მსგავსად. ზუსტად ეს არის იმის მიზეზიც, რატომაც გადმოვედით აქ მე და ნინა. სახლის საქმეებს იმისდა მიხედვით ვაკეთებთ, რომელსაც სცალია. თუ მე ვარ მონახაზებით დაკავებული, ის ალაგებს, ხოლო თუ ის სწავლობს მე ვითვისებ ამ საქმეს. რაც შეეხება სამზარეულოს, რომელსაც სურვილი გვაქვს ის ვაკეთებთ გემრიელობებს.
-დღეს ლუი გამოვა აქ -დივანზე დაჯდა, შემდეგ კი ამოიოხრა -მგონი ისევ რაღაც შარში გაეხვია ეგ იდიოტი, სერიოზული საქმე მაქვს შენთანო, მითხრა.
-იმედია ისევ არ იჩხუბა -გამეცინა, როდესაც გამახსენდა როგორი ნაცემი ვნახეთ ლუი. ამბობდა რომ მასზე მეტი მეორე ნაბიჭვარს მოხვდა, რომელმაც ჩხუბის დასრულების შემდეგ ლუის დაარტყა და სახიდან სისხლი ადინა. არაფერი სერიოზული არ სჭირდა, ტუჩი ჰქონდა ოდნავ გახეული, თუმცა ახლა არაფერი აღარ ეტყობა.
-მეც მაგის იმედი მაქვს -ნინამაც გაიცინა და თავისი კონსპექტები ერთ-ერთ თაროზე შემოაწყო.
-ჩემი რვეული აიღე და ნახე ახალი მონახაზები კაბების რა -ვთხოვე. მინდა, რომ მისი აზრი გავიგო იმ კაბების შესახებ, რომელიც იქ ჩავხატე. ნინამ რვეული აიღო, შემდეგ კი ისევ გვერდზე მომიჯდა და პირველი გვერდი გადაფურცლა. გულწრფელი ინტერესით ათვალიერებდა შიგნით ჩახატულ კაბებს. როდესაც ბოლოში გავიდა, რვეული დაკეცა და მე მომიტრიალდა.
-მართლა ძალიან კარგებია, მაგრამ ვფიქრობ ის ოთხი კაბა, რომელიც ბოლოს მიამატე, დანარჩენ ექვს კაბასთან არ გამოჩნდება ლამაზად. -როგორც ჩვევია, რჩევების მოცემა დაიწყო, რაც ახლა ნამდვილად მჭირდება. -წინაზე რომ დახატე, ტანზე გამოყვანილი, საღამოს მოკლე კაბები, ეგენი დაამატო ამ ყველაფერს ეგ ჯობია.
-კოაჩელასთვის ვფიქრობდი მაგ ოთხ ახალ კაბას -ავუხსენი
-ვიცი, მაგრამ კოაჩელასთვის წინა შენი კოლექციაც წავა, ძალიან მაგარი არის ის სტილი, ხომ იცი -ნინას თავი დავუქნიე. ახლა რომ დავფიქრდი, მას ნამდვილად ვეთანხმებოდი. საღამოს კაბებთან კოაჩელას სტილი ცოტა სულელურად მომეჩვენა ახლა.
-ის ოთხი კაბა უკვე მზად არის, რომლებზეც შენ მეუბნები -რვეული იქვე, ტუმბოზე დავდე და ტელევიზორში სიმღერები ჩავრთე.
-ხოდა მით უკეთესი. -მხრები აიჩეჩა -არც დროის დაკარგვა მოგიწევს და ენერგიასაც დაზოგავ.
-რაღაც უნდა გთხოვო -ცოტახანში დავეკრიჭე და ტელეფონს დავხედე. ჩემი და მწერდა, რომ გამოსვლას აპირებდა. დღეს ოჯახური შეკრებაა, რა მშვენიერია. მე ჩემი და მომენატრა, ნინას კი მისი ძმა. კარგად გავერთობით იმედია.
-რა უნდა მთხოვო? -ტელეფონში ჩაიჭყიტა და როდესაც დაინახა რომ ჩემს დას ვწერდი, თავის ადგილს დაუბრუნდა.
-ერთ-ერთ საუკეთესო კაბას, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და ვერავის ვერ ვანდობ, მინდა რომ შენ წარადგინო პოდიუმზე -ტუჩები მოვპრუწე მისი პასუხის მოლოდინში. ჯერ წარბები შეკრა, რაღაცაზე დავიფქრდა, მე კი ნელნელა სახიდან ფერი გადამდიოდა. იქნევ სულაც არ აწყობს? სულელი ვარ!
-რა სახე მიიღე -რამდენიმე წამში ვულკანმა იფეთქა. დივანზე გადავარდა და ბოლო ხმაზე იცინოდა, თან ფეხებს იქნევდა -მაგაზე უარს როგორ გეტყვი, შენ იდიოტო -ისევ იცინოდა, თან მუცელზე ხელს იჭერდა. მეც გამეცინა და თავი გავაქნიე.
სიცილი შევწყვიტე, როდესაც კარზე ზარი გავიგე. ალბათ ჩემი და მოვიდა, ან ლუი იქნება. სწრაფად წამოვდექი ფეხზე და კარისკენ გავიქეცი. გასვლისას დივანს წამოვკარი ფეხი და იმხელა ხმაზე ვიყვირე, რომ ჩემი ხმის თავად შემეშინდა, ხოლო ისედაც ჩაბჟირებული ნინა, უარესად გადაბჟირდა.
როგორც იქნა კარი გავხსენი. ლუი იდგა. თმები გვერდზე ჰქონდა გადაწეული, სახეზე ეშმაკური ღიმილით. ფეხზე როგორც ყოველთვის ვანსები, შავი აკეცილი ჯინსი და ზევიდან კაპიშონიანი მაისური.
-ეჰ, ელა -როდესაც დამინახა, შიგნით შემოვიდა, მომეხვია, შემდეგ კი მისაღებში გავიდა.
-მეგონა ისევ დასისხლიანებული გვესტუმრებოდი -სიცილით ვუთხარი და მისაღების დაბალ მაგიდაზე შემოვჯექი, დივნის წინ, სადაც ნინა იჯდა. ლუის დანახვაზე ფეხზე წამოდგა და მის ძმას ჩაეხუტა. ლუის ტრაკზე ხელი წამოვარტყი და დავეკრიჭე
-არა რა, შენი ტრაკის და თვალების რომ მშურს ისე არასოდეს არაფრის შემშურებია -ლუიმ გადაიხარხარა და თვალი ჩამიკრა, შემდეგ კი ნინას მიუჯდა გვერდით.
-რას შვებით აბა, რა ხდება ახალი -ნინამ მხრები აიჩეჩა -ვსწავლობ და ვარ. შენ რას შვები? რა ხდება შენს თავს, რა უნდა გეთქვა? -სიგარეტის კოლოფი აიღო, ერთი ღერი ამოაძვრინა იქიდან და მოუკიდა, მუხლზე კი საფერფლე დაიდო.
-იმხელა მძღრენში ვარ, რომ ვერც წარმოიდგენთ -წამში დასერიოზულდა და მანაც სიგარეტს მოუკიდა. ფეხზე წამოვდექი და მეორე საფერფლეც მოვიტანე ჩემთვის. წინ დავიდე და ლუის სიგარეტი მოვპარე, თან გავუცინე.
-დაიცადე, სანამ გეტყვით იქამდე ყავა მინდა რა -სიგარეტს მოუკიდა და წამში გავეხვიეთ კვამლში.
-მოვადუღებ, იქამდე არაფერი არ თქვა -ფეხზე წამოვდექი, როდესაც ლუის სიცილი აუვარდა
-არა, შენი მოდუღებული არ მინდა, ისევ მირჩევნია ნინამ მოადუღოს -ნინასაც გაეცინა და ფეხზე წამოდგა, თან სიგარეტი ჰქონდა ტუჩებს შორის მოქცეული და დამცინავი მზერით მიყურებდა.
-კარგით რა, ერთხელ შემეშალა, როდემდე უნდა დამცინოთ -ამოვიოხრე და დივანზე დავეხეთქე, საფერფლე კი ბალიშზე დავდე. რამდენიმე კვირის უკან, აი მაშინ, ლუი ტუჩგახეთხილი რომ მოვიდა სახლში, გვთხოვა, რომ ყავა მოგვედუღებინა. ნინა მაშინვე გავიდა ყავის მოსადუღებლად, შემდეგ კი ტელეფონზე დაურეკეს და მთხოვა რომ მე მიმეხედა გაზზე დადგმული მადუღარასთვის. როდესაც ყავას ჩავხედე უკვე დუღდა, მეც ავდექი და გადმოვასხი ჭიქაში. ხოლო როდესაც ლუიმ ერთი ყლუპი მოსვა სიცილი აუვარდა. ყავა თურმე ცივი ყოფილა. ნინას ახალი დადგმული ჰქონდა გაზზე, წუსტად იმ წამის, როდესაც მე იქ მივედი, მე კი პირდაპირ ცივი, აუდუღარი ყავა ჩავუსხი ლუის. ამის შემდეგ დამცინიან, მაგრამ ვფიცავ ჩემი თვალით დავინახე როგორ ამოდიოდა ყავიდან ბუშტუკები!
-კარგი რა ლუი, გეფიცები ვიცი ყავის მოდუღება -ავწუწუნდი, რაზეც უფრო ეცინებოდა. ხელი მხარზე მომხვია და მკერდზე მიმიკრა, შემდეგ კი თავზე მაკოცა, დებილი ბავშვივით. მართალია ის ნინას ძმაა, მაგრამ ჩემთვისაც ძმასავით არის. პირველივე დღიდან სიგიჟემდე მიყვარს. ზუსტად ჩვენნაირია. გადარეული, მხიარული, გართობის მოყვარული. ეგ კი არა, პირველად ნინა და მე ლუიმ შეგვაპარა კლუბში. ძალიან სასაცილო იყო. ისე გვმალავდა, თითქოს არ ვჩანდითო, მაგრამ დაცვა მისი ახლო მეგობარი ყოფილა და აღარაფერი არ უთქვამს, უპრობლემოდ შევედით შიგნით.
როდესაც ნინამ ყავა მოუტანა, ახლა ის შემოჯდა მაგიდაზე და ახალ ღერ სიგარეტს მოუკიდა.
-დროზე თქვი რა ხდება, თორემ დავიავადმყოფე ფილტვები ნერვიულობისგან -სრულიად სერიოზულად თქვა ნინამ და საფერფლეში ჩააფერფლა.
-ხო, მე დამაბრალე ის, რომ სიგარეტის მონა ხარ -ლუიმ შეუბღვირა და მოყოლა დაიწყო.
-მოკლედ, კლუბში ვიღაც გოგო გავიცანი და სასტუმროში წავიყვანე. სექსი გვქონდა და ამბები, მოკლედ, ორივე გათიშული მთვრალი ვიყავით, თან ეს გოგო ასე თუ ისე დამევასა. კარგი პარტნიორი იყო.. -ლაპარაკი არ დავაცადე, მაშინვე ჩავეჩხირე
-აღმოჩნდა რომ კაცი იყო? -სრულიად სერიოზულად ვკითხე, რაზეც სამივეს სიცილი აგვივარდა.
-არა, ორსულადაა. -სათქმელი დაამთავრა და ნინას ხველა აუტყდა. სიგარეტს ნაპასი ჰქონდა დარტყმული როგორც ჩანს და გადასცდა.
-დაიცადე -ხველით წამოდა მაგიდიდან -ორსულადაა? ხუმრობ? -თითქმის წამოიყვირა, მე კი სრულიად გაშტერებული ვიჯექი. ლუი და მამობა? ხუმრობთ?
-ჰო რა, ორსულად დარჩა -მხრები აიჩეჩა. ისე ლაპარაკობდა, თითქოს არაფერი სერიოზული არ მომხდარა.
-პრეზერვატივი რა ხილია იცი შენ? -სრულიად სერიოზულად კითხა ნინამ, თან გაბრაზებული სახე ნელნელა უმშვიდდებოდა და ეცინებოდა.
-ისეთი მთვრალი ვიყავი, პრეზერვატივი კი არა ლუი რომ მერქვა მგონი ეგეც არ მახსოვდა -ამოიოხრა, თან გაეცინა. -კარგით, რა სახე ჩამოგტირით. პატარა ტომლინსონი გაჩნდება რა. რახან ეგ გოგო დავაორსულე ვალდებული ვარ რომ პასუხის მგებლობაც ავიღო.
-მამიდა გავხდები -სიცილით თქვა ნინამ და მაშინვე გონს მოვედი. ლუის ჩავეხუტე და მივულოცე, შემდეგ კი ნინასაც გადავეხვიე. რაც არ უნდა იყოს ბავშვს ელოდება. სამგლოვიარო მაინც არაფერი გვაქვს.
-პატარა ტომლინსონი კარგია ძმაო, მაგრამ შენს დაბადების დღეზე ერთ უზარმაზარ პრეზერვატივს გამოვაგონებინებ, ექსკლუზიურად შენთვის, რომ კლუბში ყველა გოგოსთან ვისთანაც გაივლი ბავშვები არ აკეთო -სიცილით უთხრა ნინამ, შემდეგ კი ხელმეორედ გადაეხვია მის ძმას. მეც ეჭვიანი ბაშვივით, ორივე დივანზე გადავყარე, შემდეგ კი ჯგუფური ჩახუტება მოვაწყვეთ, თან ხმამაღლა ვიცინოდით.

ART (completed)Where stories live. Discover now