*

147 15 0
                                    

Art
თავი 16
Ella's POV
მართალია, რომ ამბობენ, დრო მირბისო. ერთმა თვემ იმდენად სწრაფად ჩაიქროლა, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი. სიმართლე რომ გითხრათ, ისეთი არაფერი მომხდარა, რაც დაგაინტერესებთ. ერთი კარგი სიახლე ის არის, რომ, გუშინ გავიგე მუცელში პატარა ფრედი მიზის. ვინ წარმოიდგენდა თუ ბიჭი მეყოლებოდა?! მართალია ჯერ შვილის ყოლა ზედმეტად ადრე იყო, მაგრამ რადგან ეს უკვე მოხდა და ვეღარაფერს ვერ შევცვლით, ბავშვობის ოცნებას ავისრულებ და ჩემს ბიჭს ფრედს დავარქმევ. ჰარიმ როდესაც ბავშვის გულის ცემას მოუსმინა, ხელი, რომელიც ჩემზე ჰქონდა ჩაჭიდული, აუკანკალდა. მეც თვალები ცრემლებით ამევსო. განსხვავებული გრძნობაა, როდესაც იცი, რომ შენს სხეულში შენი გულის გარდა კიდევ ერთი ადამიანის გული ცემს. წარმოგიდგენიათ? ორი გული ერთ სხეულში, რომელიც საბოლოოდ ერთ დიდ მთლიანობას ქმნის.
ამ ყველაფრის გარდა, იმისდა მიუხედავად, რომ ტონუსი მაქვს მომატებული, კლუბებზე და გართობაზე უარს არ ვამბობ. მართალია ყოველდღე ვერ ვახერხებდი წასვლას, რადგან ატელიეში ვიყავი თითქმის მთელი დღეები, მაგრამ შაბათ-კვირას ჰარის მივყავდი. ამ ბავშვმა ჰარის დამოკიდებულება ჩემდამი, ძალიან შეცვალა. რათქმაუნდა უკეთესისკენ. ატელიეში მაკითხავდა და ჩემთვის საკვები მოჰქონდა, შესვენებებზე კი სასადილოდ გავყავდი. მასთან და ზეინთან საოცარი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა მეც და ნინასაც. ზეინი ჩემთან ძმასავით არის. რამდენჯერმე ჰარიმ ვერ მოახერხა ჩემი ექიმთან წაყვანა, ამიტომ ზეინმა წამიყვანა. ანალოგიურად არის ნინასთანაც. ჰარი მისთვის მეორე ძმა გახდა. ნუ, ზეინი რათქმაუნდა მეგობარზე და ძმაზე ბევრად მაღლა დგას, ისევე როგორც ჰარი ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ არაერთ ბიჭთან ვყოფილვარ, ვერცერთმა ვერ შეძლო ჩემთვის ისეთი სიამოვნების მონიჭება, როგორიც ჰარიმ. ამას გარდა, აქ მხოლოდ სექსზე არ არის საუბარი. მასთან შემიძლია ვისაუბრე ნებისმიერ თემაზე ისე, რომ თავი უხერხულად არ ვიგრძნო. შემიძლია სექსის შემდეგ დავჯდე და მასთან ერთად ვუყურო მინიონებს ან მაშას და დათვს, ისე, როგორც გუშინ. ჩემთვის მთავარია ადამიანთან თავს კომფორტულად ვგრძნობდე, ჰარი კი ზუსტად ის ადამიანია, ვინც თავს ნამდვილად კარგად მაგრძნობინებს.
ახლა კი მთავარზე უნდა გადავიდე. დღეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. დღე, როდესაც მსოფლიოს ბრენდ ტანისსამოსს შორის ჩემი კოლექციაც მოხვდება. დღე, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს შეცვლის სამომავლოდ. ამ ჩვენებაზე მოსაწვევები დედაჩემს და ჩემს დასაც გავუგზავნე. უი, კინაღამ დამავიწყდა თქმა! ჩემს ოჯახს გავაგებინე ჩემი ორსულობის ამბავი. მართალია მამაჩემი კინაღამ გაგიჟდა, მაგრამ გადაიტანს. დედაჩემი უფრო მშვიდად შეხვდა ამ ამბავს, ჩემი და კი გიჟივით დახტოდა, დეიდა გავხდებიო. მოკლედ, ახლა ამის დრო არ არის. ნინა უკვე წასულია, რადგან ის ჩემი მოდელების სიაში მყავს შეყვანილი დროებით. ჩემთვის საყვარელ და საუკეთესო სამოსს მხოლოდ მას ვანდობ.
ახლა კარადის წინ ვიდექი და ვერ გადამეწყვიტა რა უნდა ჩამეცვა. რათქმაუნდა ჩემი კოლექციიდან ვიცვამ ტანის სამოსს, თუმცა ჯერაც არ ვიცი რა სტილი მოვირგო. ვაპირებდი ერთ-ერთი კაბა გადმომეღო, როდესაც კარზე ზარი გავიგე. ალბათ ჰარი არის. ჩვენების ორგანიზატორებმა მხოლოდ ათი მოსაწვევი მომცეს და რათქმაუნდა აქედან ერთი ჰარის ერგო. ორი დედაჩემს და ჩემს დას. ლუი და მისი შეყვარებული, დანიელიც დავპატიჟე. ძალიან საყვარელი გოგონა არის. რაც მთავარია ლუის შეეფერება, თანაც ჩვენც ძალიან დაგვიახლოვდა. ნინას მშობლებსაც ვერ დავტოვებდი მოსაწვევების გარეშე. ერთი კი, რათქმაუნდა მე დავიტოვე.
კიბეები სწრაფად ჩავირბინე, თან ატლასის ხალათი მოვიხვიე. ვაი და ჰარი არ იყოს, შიშველი ხომ არ გავუხსნიდი კარს. როდესაც თვალში გავიხედე და კულულები დავინახე, გამეღიმა. მაშინვე გადავატრიალე საკეტი. რა წამსაც ჰარიმ დამინახა, ხელები ხალათში შემისრიალა, წელზე მომხვია და ნაზად მაკოცა. ხელები კისერზე მოვხვიე, თან კარ მივხურე. მიკეტი კარს ამაკრა, ჩვენს შორის მანძილი კი უფრო შეამცირა, თუმცა წამითაც არ გაუწყვეტია ჩვენს შორის კავშირი. თვალები დახუჭული მქონდა, თან კულულებს ვეფერებოდი, რა წამსაც მისი ენა ვიგრძენი პირში და ხმამაღლა ამოვიკვნესე.
-ამის დრო არ გვაქვს, მგონი ვიგვიანებთ -ნაზად გამოვიწიე მისგან, თან ბოლოჯერ ვაკოცე ტუჩებზე.
-მხოლოდ ხუთი წუთი მჭირდება, რომ იქამდე ნასიამოვნები, მოდულებული და რაც მთავარია კარგ ფორმაში მიხვიდე -თვალი ჩამიკრა და ისევ მის მკერდს ამაკრო. მისგან თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელი იყო, ამიტომ მის ნებას დავყევი და უფლება მივეცი, რომ ჩვენს დივანზე მოენიჭებინა ის სიამოვნება, რომელიც უკმაყოფილოს არასოდეს მტოვებს.
***
-ჰარი, გთხოვ უბრალოდ მოიზომე -თვალები გადავატრიალე და უკვე მემილიონედ შევეხვეწე, გუჩის მამაკაცის კოლექციიდან ყველაზე ელეგანტური სამოსი ჩაეცვა. მესმის, რომ მისი სტილი არ არის, თუმცა იქ დახეული ჯინსებით და უბრალო მაისურით მისვლა სირცხვილია. მიუხედავად იმისა, რომ მის სტილს ვაღმერთებ, მაინც საჭიროა რომ ჩემი არჩეული სამოსი ჩაიცვას.
-არ მომიხდება -ამოიოხრა და საწოლზე დადებულ შავ შარვალ-კოსტიუმს დახედა, რომელსაც წითელი ზოლები ამშვენებდა.
-გთხოვ აღარ მახვეწნინო -დაღლილმა ვთქვი და სარკეში ჩავიხედე, რომ მაკიაჟი გამეკეთებინა. -ჩაიცვი და გპირდები რომ იქიდან როგორც კი გამოვალთ, პირდაპირ შენს მანქანაშივე საოცარ სიამოვნებას მოგანიჭებ -მაკიაჟის წასმის შემდეგ მის უკან დავდექი, ხელები მოვხვიე და ყურში ჩავჩურჩულე. წამსვე მოეშვა, ჩემსკენ მოტრიალდა, ლოყაზე მაკოცა და ტანზე გახდა დაიწყო. ისტერიული სიცილი ამივარდა ჰარის საქციელზე.
-სექსის მონა ხარ -როდესაც ფეხზე მაღლები ამოვიცვი საბოლოოდ ჩავიხედე სარკეში და უნდა ვაღიარო, რომ ჩემი თავი ნამდვილად მომეწონა. თეთრი, მთლიანი შარვალი, რომელსაც მკლავები არ ჰქონდა. თმა გაშლილი, სახეზე მსუბუქი მაკიაჟი, წითელი, გამოკვეთილი პომადით.
-კარგად გამოიყურები -თავით ჩემს თავზე მიმანიშნა, რაზეც მადლობის ნიშნად თავი დავუქნიე. ჰარიმ შარვალი ამოიცვა, ფეხზეც ჩაიცვა Saintში ჩემივე შერჩეული შავი ფეხსაცმელი, ზევიდან კი კოსტიუმი მოიცვა.
ჯანდაბა. ეს ბიჭი ასეთ სამოსშიც კი ჯოჯოხეთურად სექსუალურია. როდესაც გამიცინა, მივხვდი, რომ მუცელში რაღაცეები აფრინდნენ, თუმცა ჩემი თავი მაშინვე დავამშვიდე და გავიფიქრე, ალბათ ფრედი მიღუტუნებსმეთქი.
-საოცრად მოგიხდა -სრულიად გულწრფელად ვუთხარი, თან მისკენ მივიწიე და პიჯაკის ქვევით, შავი პერანგი შევუსწორე. თმა სახიდან გადავუწიე, ლოყაზე კოცნა დავუტოვე და ჩემი ჩანთა ავიღე.
-დიდი არაფერი -ჰარიმ ამოიფრუტუნა, ხელი ჩამკიდა და ქვევით ჩავედით. მისი გასაღები თავისი კურტკიდან ამოიღო, შემდეგ კი გარეთ გავედით. -შენ მაღლებზე რომ დგეხარ, ხომ არ შეიძლება? -როდესაც მანქანაში მოვთავსდით, შეწუხებული სახით მკითხა.
-ამ საღამოს არაუშავს. დაბლებს ვერ ჩავიცვამდი, სირცხვილია. თანაც ჯერ მუცელი არ მეტყობა და არ მინდა რომ უაზროდ ჭორაობა დაიწყონ -მხრები ავიჩეჩე. ჰარის გაეცინა. ცალი ხელით საჭეს მართავდა, მეორე ხელი კი ჩემსკენ წამოიღო და ნიკაპზე მომეფერა. ეს უბრალო, პატარა მოფერება იმდენად მოულოდნელი და სასიამოვნო იყო, რომ გამეღიმა. მისი ხელი დავიჭირე, ზედ ვაკოცე, შემდეგ კი საჭესთან დავაბრუნებინე.
***
ყველაფერმა იმდენად საოცრად ჩაიარა, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი. ნინამ თავისი სამოსი არაჩვეულებრივად წარმოადგინა. ჩემი ჩვენება მან გახსნა და დახურა, სხვანაირად არც შეიძლებოდა. ყველა იმდენად კარგად გამოიყურებოდა, რომ აღწერაც კი შეუძლებელია. დონატელა ვერსაჩე პირადად გამესაუბრა და ვფიქრობ ძალიან მოვეწონე, რადგან ხშირად მეუბნებოდა, რომ ჩემნაირი ახალგაზრდები სჭირდება დღეს ამერიკას. თანაც ჩემს ჩაცმულობას და სტილს უსვამდა ხაზს, რაც ძალიან მახარებდა. ასევე იყვნენ უამრავი ჟურნალის წარმომადგენლები, რომლებმაც ინტერვიუები აიღეს, ჰარი კი წამით არ მტოვებდა. წითელ ხალიჩაზე ჩემთან ერთად დადგა, ხელი წელზე ქონდა მოხვეული და არ მტოვებდა. მიუხედვად იმისა, რომ ვიცოდი, უხერხულად იყო, მაინც არ მაგრძნობინა ეს, რასაც ძალიან ვაფასებ. ეს კი არა, როდესაც მიხვდა, რომ ვნერვიულობდი, სურათების გადაღების დროს თავი დახარა, ჯერ თავზე მაკოცა, შემდეგ კი ყურში ჩამჩურჩულა, რომ არ მენერვიულა, რადგან ამ ყველაფრის შემდეგ ჩემს გაჟიმვას აპირებდა. მის სიტყვებზე კინაღამ ისტერიული სიცილი ამიტყდა, თუმცა მადლობა ღმერთს, რომ როგორღაც თავი შევიკავე. ასევე მინდა ხაზი გავუსვა ზეინის ჩაცმულობასაც. მასაც კლასიკურად ეცვა, თუმცა ძალიან უხდებოდა. თეთრი პერანგი, შავი შარვალი და ასევე შავი პიჯაკი.
After Partyს დასრულების შემდეგ მე და ჰარი პირდაპი მანქანისკენ წამოვედით, რადგან მაღლებმა მუცელი ცოტა დამიჭიმეს და ფეხები მატკინეს. ნინა და ზეინი კიდევ დარჩნენ, ჩვენი ოჯახის წევრები კი ჩვენების დასრულების შემდეგ დაიშალნენ და სახლში წავიდნენ.
რა წამსაც მანქანაში ჩავჯექით, ფეხზე გავიხადე, თავი ფანჯარას მივადე და ფეხები ჰარის კალთაში ჩავუდე.
-საშინლად მტკივა ფეხები -ამოვიკვნესე. ჰარის გაეცინა, თან მასაჟების გაკეთება დამიწყო. ნაზად მიზელდა ფეხებს, თან მეთამაშებოდა და თითებს მიტკაცუნებდა.
-ნამდვილი ორგაზმია -ისევ ამოვიკვნესე, რაზეც ჰარის ისტერიული სიცილი აუვარდა.
-ახლა ამიდგება -მასზე გამეცინა. ფეხები მისი კალთიდან გადმოვწიე. სიდენიაზე მუხლებით დავჯექი და ჰარისკენ გადავიწიე.
-ვფიქრობ ვიცი ამას როგორც უნდა ვუშველო -წარბები ავუთამაშე, თან ელვა გავუხსენი. ჰარიმ მანქანაში შუქი ჩააქრო, მეც უფრო მოსახერხებლად დავჯექი და რამდენიმე წუთში მთელს მანქანაში ჰარის ხმამაღალი ოხვრის ხმა ისმოდა. ხელები ჩემს თმაზე ჰქონდა მოკიდებული და მეფერებოდა, მე კი ვცდილობდი რომ უფრო ღრმად მომექცია ის ჩემს პირში. დაახლოებით ხუთ წუთში ყველაფერი დასრულდა. როდესაც ჰარის ნასიამოვნებ სახეს შევხედე, მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად იყო. ჰარიმ ტუჩებზე სწრაფად მაკოცა, შარვალი შეიკრა და მანქანა დაძრა. ეს აქამდე არასოდეს გამიკეთებია და უნდა ვაღიარო, რომ ჰარი რომ არ ყოფილიყო პირველი, ასეთი საოცრებაც არ იქნებოდა.

ART (completed)Where stories live. Discover now