*

161 17 5
                                    

Art
თავი 13
Ella's POV
დილით ადრე გამეღვიძა. საათს რომ დავხედე რვა სრულდებოდა. ცოტა თავის ტკივილი მაწუხებდა, თუმცა ყურადღება არ მივაქციე. ტელეფონი ტუმბოდან ავიღე და ინსტაგრამზე შევედი. შეტყობინებებში ვნახე, რომ დონატელა ვერსაჩე მაფოლოვებდა. საწოლიდან კინაღამ ყვირილით წამოვხტი, თუმცა როდესაც გამახსენდა, რომ ნინას ეძინა, უხმოდ წამოვიწიე საწოლზე და ხტუნაობა დავიწყე.
-არ მჯერა, შანსი არ არის -ხელი პირზე ავიფარე და წამსვე მიმავიწყდა ჩემი თავის ტკივილი. რამდენიმე წამიანი საწოლზე ხტუნაობის შემდეგ, ჩემს თბილ საბანს დავუბრუნდი და შეტყობინებებს ჩამოვყევი. ჩემს ყველა სურათზე უამრავი მოწონება თუ კომენტარი იყო. ასევე ფოლოუერებს შორის აღმოვაჩინე "ვოგის" ლეგენდა - ანა ვინტური. ღმერთო, ეს ნამდვილად მე ვარ? ეს ნამდვილად ჩემს თავს ხდება?
ჩემს სტიქიაში ვიყავი, როდესაც კარზე მსუბუქი დაკაკუნება გავიგე. თვიდან ნინა მეგონა და გამიკვირდა კიდეც, რადგან ის არასოდეს არ აკაკუნებს ჩემს კარზე. უნდა დამეყვირა, შემოდით მეთქი. ზუსტად ამ დროს გაიხსნა კარი და ჰარიმ შემოყო თავი. ტანზე ისევ არაფერი ეცვა, მხოლოდ ტრუსის ამარა იყო.
-რა ხდება? -ტელეფონი გვერდით გადავდე და საწოლზე ოდნავ წამოვიწიე.
-დივანზე წელი მეტკინა -მხრები აიჩეჩა, შემდეგ კი საწოლზე ჩამოჯდა. -ასე ადრე რატომ გღვიძავს?
-არ ვიცი, თავს რაღაც უცნაურად ვგრძნობ, თავი მტკივა ძალიან. -საბანი ავწიე, რომ შიგნით შემომძვრალიყო. როგორც ყოველთვის, ახლაც მხოლოდ ტრუსი მეცვა, თუმცა არ მადარდებს. შიშველი ისედაც ნანახი ვყავარ. ჰარი საბანში შემომიძვრა. ისიც ჩემს მსგავსად დაჯდა, თან მისმენდა. -შეიძლება მარიხუანას ზემოქმედება მეორე დღემდე გაგრძელდეს?
-არა, არ არსებობს -თავი გააქნია, თან თმა კოსად აიწია -უძილობისგან ხომ არ დაგემართა?
-არა, უძილობას ნამდვილად არ ვუჩივი -ამოვიოხრე და ქვევით ჩავცურდი, რომ კომფორტულად დავწოლილიყავი. ჰარიც ჩამოიწია ქვევით. ხელი წელზე მომხვია, შემდეგ კი ჩემს ზემოდან მოექცა. ხელები მხრებზე დავალაგე, თან ლოყებზე არსებულ ფოსოებზე ვეფერებოდი, როდესაც თავი დახარა და ნაზად მაკოცა.
-ვფიქრობ, ვიცი როგორ უნდა ვუშველოთ მაგ თავის ტკივილს -ყურში ჩამჩურჩულა, შემდეგ კი გაიცინა. ამის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, ამიტომ თავი დავუქნიე და მკერდზე ვაკოცე. ახლა სექსი ის არის, რაც ნამდვილად მჭირდება და ვინ უნდა იყოს საოცარი პარტნიორი, თუ არა ჰარი?
***
Nina's POV
როდესაც გავიღვიძე, ზეინი ჩემს გვერდით იწვა, თუმცა არ ეძინა. ტელეფონში თამაშობდა.
-დილამშვიდობისა -როგორც კი დამინახა, რომ თვალები გავახილე, მაშინვე დადო ტელეფონი, შემდეგ კი ტუჩებზე სწრაფად მაკოცა.
-დილამშვიდობისა -გავუღიმე -რომელი საათია?
-თორმეტი დაიწყო -ფეხზე წამოდგა და შარვალი ამოიცვა. ჯოჯოხეთურად სექსუალური იყო მხოლოდ შავი ჯინსის ამარა. ზევიდან თავისი მაისური გადაიცვა და სარკეში ჩაიხედა. -მალე ჩამოვა ეს საღებავი?
-არ ვიცი რომელი იყიდეს. თუ მუდმივი არ არის ერთი-ორი დაბანის შემდეგ უნდა მოგშორდეს წესით -მხრები ავიჩეჩე და საწოლიდან მეც წამოვდექი. მოკლე შორტი ჩავიცვი, ზევიდან ტოპი მოვირგე და თმა კოსად ავიწიე. აბაზანაში თავი მოვიწესრიგე, შემდეგ კი ოთახში დავბრუნდი.
-დღეს საღამოს რაიმე გეგმები გაქვს? -ოთახიდან გასვლისას მკითხა ზეინმა.
-არ ვიცი ელა რას მოიფიქრებს, დღეს კოლეჯში არ წავედი. თუ ისიც არ წავა ატელიეში შეიძლება კლუბში წავიდეთ ან სადმე ბარში -მხრები ავიჩეჩე -თან ჩვენი მეგობრებიც არ გვინახავს კოაჩელას შემდეგ და შეიძლება ისინი მოვიდნენ ჩვენთან. მოკლედ, ჯერ არ ვიცი -გავიცინე. ზეინსაც ჩაეცინა. კიბეები ორივემ სწრაფად ჩავირბინეთ და სამზარეულოში გავედით.
-შეგატყობინებ რას ვიზამთ და თუ აქ შევიკრიბებით საღამოს, შენ და ჰარიც ამოდით. -ზეინმა თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. ყავა მოვადუღე, როდესაც ოთახში ელა შემოვიდა. ხელის აწევით მოგვესალმა და მაცივარში შეიხედა.
-ჰარი წავიდა უკვე? -ზეინმა იკითხა.
-ნახევარი საათის წინ გავიდა. ასე მითხრა ბარიდან დამირეკეს, ახალი სასმელები შემოიტანეს და საღამომდე უნდა დავახარისხოთო -მხრები აიჩეჩა და ფორთოხლის წვენი გადმოიღო.
-მეც უნდა წავიდე ახლა. საღამოს გაგვაგებინეთ რას მოიფიქრებთ -თავი დავუქნიე, ელამ კი მას შეხედა.
-საღამოს რა ხდება? -გაკვირვებულმა იკითხა, თან წვენს სვამდა.
-კლუბში ან სადმე წავიდეთო -ზეინის ნაცვლად ვუპასუხე, თან ყავა ჭიქებში გავანაწილე.
-შეიძლება ჩვენი მეგობრები ამოვიდნენ ჩვენთან და თქვენ თუ მოიცლით აქ ამოდით -ზუსტად ის უთხრა ზეინს, რაც მე - რამდენიმე წამის წინ. ზეინს გაეცინა, თავი დაგვიქნია, დროებით დაგვემშვიდობა და წავიდა.
-უხასიათოდ ხარ? რა გჭირს? -როდესაც გავიგე, რომ ზეინი გავიდა, წამსვე ელას მივუტრიალდი.
-თავი მტკივა და თავბრუ მეხვევა. -მხრები აიჩეჩა. წარბები შევკარი. სიგარეტი ავიღე და მოვუკიდე, თან ყავა მოვსვი.
-ექიმთან ვართ წასასვლელები, აბებთან დაკავშირებით, შემოწმებაზე. -შევახსენე.
-ეგ საერთოდ ამომივარდა თავიდან -ხელი თავზე მიირტყა და დაიყვირა, რადგან ისედაც მტკივან თავზე ხელები ძლიერად შემოირტყა.
-რაღაც ძალიან არეული ხარ. ციკლი ხომ არ გადაგიცდა? -შეპარვით ვკითხე, რადგან რაღაც აზრები გამიჩნდა მის ასე უხასიათოდ ყოფნაზე, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ვცდები.
-კი -თავი დამიქნია -არადა უკვე დრო მაქვს.
-იქნებ ტესტი იყიდო? -ფეხზე წამოვდექი და ჭიქა ნიჟარაში ჩავდე. ხასიათი შემეცვალა და ყავის დალევის სურვილი გამიქრა.
-ორსულობის? -სიცილით მკითხა -შანსი არ არის რომ დარჩენილი ვიყო.
-აბა დაფიქრდი -მის წინ დავდექი -ზუსტად მაშინ, როდესაც კოაჩელაზე წავედით, დასრულებული გქონდა ციკლი. იქ ჰარის შეხვდი, რომელთანაც დარწმუნებული ვარ თავი არ დაიცავი. მასთან რამდენჯერმე გქონდა სექსი, თანაც ისე, რომ აბების დალევა გადაგვიცდა. ამის შემდეგ ახლა უკვე დრო გაქვს, რომ მოგივიდეს, მაგრამ არ მოგდის. სხვასთან გქონდა ურთიერთობა კოაჩელას შემდეგ? ჰარის გარდა.
-კი, კლუბიდან რომ წამოხვედი შენ ზეინთან ერთად, მე სხვასთან ვიყავი, მაგრამ ის თვითონაც იცავდა თავს, რადგან არ მენდო, როდესაც ვუთხარი აბებს ვიღებ მეთქი. ამის შემდეგ ისევ ჰარისთან ვიყავი და სხვა არავისთან -მხრები აიჩეჩა, თან თავი მოიქექა. -შანსი არ არის, რომ ორსულად ვიყო. -მივხვდი, რომ უკვე ხმა აუკანკალდა.
-შანსი ძალიან დიდი არის, რომ სტაილსმა შვილი გააკეთა შენთან -მისი შეშინება არ მინდოდა, თუმცა ეს სიმართლესთან ზედმეტად ახლოს არის და ვალდებული ვარ, რომ ეს მასაც ვუთხრა. -სახლში იყავი და ბევრი წყალი დალიე. მე აფთიაქში ჩავალ, რომ ტესტები ვიყიდო. რამოდენიმეს წამოვიღებ, რომ შეცდომაში არ შევიდეთ, თუარადა მერე ექიმთან წავიდეთ. -ელამ თავი დამიქნია. ტანზე არ გამომიცვლია, ფეხზე ვანსები ჩავიცვი და სწრაფად ჩავედი აფთიაქში. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, ეგეთი რაიმე არ მემუქრება, ყოველი შემთხვევისთვის ჩემთვისაც ვიყიდე ტესტი, რადგან ელას მსგავსად მეც არ ვყოფილვარ ჩვენს გინეკოლოგთან და აბები არ მიმიღია. ამიტომ, მირჩევნია წინასწარ დავმშვიდდე და ვნახო, რომ ორსულად არ ვარ.
ტესტების შეძენის შემდეგ, მაშინვე სახლში ავედი. ელა სახლში აქეთ-იქით ნერვულად დადიოდა, თან ხელში ბოთლი ეჭირა და წყალს სვამდა.
-იყიდე? -რა წამსაც დამინახა, მაშინვე მკითხა. თავი დავუქნიე და პარკიდან ყველა მას მივეცი, ორის გარდა. ეს ორი მე მჭირდება.
-მიდი, სწრაფად შედი აბაზანაში და გამაგებინე პასუხი, თორემ მეც საშინლად ვნერვიულობ -ელამ თავი დამიქნია. ტესტები გამომართვა და პირველივე სართულზე, საჭირო ოთახში შევიდა. მეც მოუსვენრად ველოდებოდი მას, რადგან ვიცი რამდენად განიდიდა ახლა ის. მუხედავად იმისა, რომ ორივეს გვინდა შვილი, ჯერ ზედმეტად ადრეა ამისთვის. ორივე გართობაზე ვართ ორიენტირებული და ახლა მისი ორსულობა ბევრ რამეში დაგვწევს უკან.
დაახლოებით თხუთმეტ წუთში ელა ჩაწითლებული თვალებით გამოვიდა აბაზანიდან.
-ხუთივემ დადებითი მიჩვენა -ხმის კანკალით მითხრა და მოწყვეტით დაეცა დივანზე. -წარმოგიდგენია? ორსულად ვარ. -თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა. თავი უკან გადაწია და დივანს დაადო.
-ნერვიულობას აზრი არ აქვს ელა -გვერდით მივუჯექი და მისი ხელი ჩემს ხელში მოვიქციე -მთავარია, რომ ჰარის სწრაფად უთხრა.
-ალბათ გაგიჟდება -თავი გააქნია და ხელი გულზე დაიდო. -შეიძლება მომკლას კიდეც, როდესაც ვეტყვი, რომ ორსულად დავრჩი. ან შეიძლება არც დამიჯეროს!
-რას ქვია არ დაგიჯეროს? -დავიბენი.
-იმას ქვია ნინა, რომ, ზუსტად მის თვალწინ წავედი სხვა ბიჭთან ერთად სახლში. შეიძლება იფიქროს, რომ ეს ბავშვი მისი კი არა, ზუსტად იმ ბიჭისაა -ხელები ცაში აიქნია და ცრემლები მოიწმინა. ახლა ელაზე ისე ვდარდობ, როგორც არასოდეს, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ სულელი გოგო არ არის და რაიმე სისულელეს არ გააკეთებს. ამაში ვენდობი.
-ჰარი დებილი ბიჭი არ ჩანს, რომ ვერ გაგიგოს და თუ დებილია მაშინ მე აქ ვარ და შენც იცი, რომ მაგ ბავშვის გაზრდაში ყველანაირად დაგეხმარები -ცრემლები მოვწმინდე და ფეხზე წამოვდექი, როდესაც კარზე ზარის ხმა გავიგე. იმედია ელას მშობლები არ არიან, რადგან ახლა მათი თავი დარწმუნებული ვარ, რომ არ აქვს. თვალში როდესაც გავიხედე და ჩემი ძმა დავინახე, ხმამაღლა ამოვიოხრე. კარი სწრაფად გავხსენი და ლუის ჩავეხუტე. მანაც მომხვია ხელები და შუბლზე მაკოცა.
-რა იყო, რა გჭირს? -სიცილით მკითხა, თან სახლში შემოვიდა. ვიცი, რომ ელას ლუი გაახალისებს, ამიტომ მისი დანახვა ახლა, ამ მომენტში ძალიან გამიხარდა. თანაც დღეს საკმაოდ სიმპატიური იყო. ჯინსის შორტი ეცვა, ფეხზე მაღალი, შავი ვანსები. ასევე შავი მაისური, თავზე შავი ქუდი, ქვევით კი წითელი და შავი ფერებით გაწყობილი კუბოკრული პერანგი ჰქონდა შემოხვეული.
-არაფერი, არ შეიძლება ჩემს ძმას ჩავეხუტო? -მეც სიცილით ვუპასუხე და მისაღებში შევედით. ელამ როდესაც ლუი დაინახა ცრემლები მოიწმინდა და ხელი აუწია, მისალმების ნიშნად.
-რა გჭირს, რა გატირებს? -ჩემი ძმა გვერდით მიუჯდა, თან ლოყაზე აკოცა. ღმერთო, უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ელა და ლუი ერთმანეთთან ასე კარგად არიან.
-ორსულად ვარ -ისე უპასუხა, რომ დამალვა არც უცდია. ლუის სახეზე ყველა ფერმა გადაურბინა და ქუდი მოიხადა.
-გთხოვ, არ მითხრა, რომ ეგ ბავშვიც ჩემია, თორემ გეფიცებით პენისს მოვიჭრი და სანაგვეში მოვისვრი -იმდენად სერიოზულად თქვა, რომ მეც და ელასაც ისტერიული სიცილი აგვივარდა. ღმერთო, რა დარტყმულია ეს ბიჭი. ამაშიც კი ეტყობა, რომ ჩემი ძმაა. ჩვენს სიცილზე ლუისაც გაეცინა. -ანუ არ არის ჩემი?
-არა ლუი, შენი არ არის -ელამ თავი გააქნია და სიცილით მოიწმინდა თვალებიდან ცრემლები. ლუიმ ხმამაღლა ამოისუნთქა.
-ორსულად ხარ და რა გატირებს? ხომ არ კვდები? -ფეხები დივანზე შემოაწყო, თან ელას მიუტრიალდა. მე მათ წინ, მაგიდაზე შემოვჯექი.
-ჯერ დედობისთვის მზად არ ვარ -მხრები აიჩეჩა -თან ვნერვიულობ ჰარი რას იტყვის..
-ჰარი? -გაკვირვებულმა იკითხა ლუიმ.
-ბავშვის მამა -ელას ნაცვლად ვუპასუხე. ლუიმ თავი დაგვიქნია და თავი მოიქავა.
-თუ კაცია ჩვეულებრივ მიიღებს ამ ყველაფერს. ყველანაირი გართულებების გარეშე, ხოლო თუ არაკაცია, მაშინ ასეთი ადამიანის გვერდში ყოფნა არც გჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ არც შენს შვილს უნდა არაკაცი მამა. -მხრები აიჩეჩა ჩემმა ძმამ. -ასე რომ, ვფიქრობ, სანერვიულო არაფერი არ გაქვს. მისი საქციელით მიხვდები ყველაფერს.
-მაგაში გეთანხმები -თავი დავუქნიე ჩემს ძმას -უბრალოდ ახლა, უცებ ელას ორსულობა იმდენად შოკის მომგვრელია, რომ ცოტა მეც მეშინია -ვაღიარე.
-არაფერი არ იქნება სანერვიულო და მოეშვით ბებრუხანა, დეპრესიული ბავშვებივით სლუკუნს. ელას დაც მხარში ამოგიდგებათ, მეც აქ ვარ. დიდი იმედი მაქვს, რომ ის ჰარიც კაცი აღმოჩნდება და მარტო სექსით არ შემოიფარგლება მისი კაცობა. -ლუი ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა.
-აუ ჩემი ოჯახი ხომ ცალკე პრობლემაა -ელამ ამოიოხრა და თვალები გადაატრიალა. მეც ფეხზე ავდექი და ელას ხელი ჩავკიდე, რომ ამეყენებინა.
-მაგაზე მერე იდარდე, ახლა წამოდი და ვჭამოთ, მომშივდა. -სამზარეულოში გავიყვანე. ლუიმ ხელი მხარზე მომხვია და გულში ჩამიკრა. მისგან ასეთი თბილი ჟესტები იმდენად მაქვს მონატრებული, რომ ვერც ავღწერ. ჩემი ძმა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს.
-შენ რას შვრები შენს მაღაზიაზე? -როდესაც მაგიდას შემოვუჯექით, მაშინ მკითხა. მე და ელამ მაცივრიდან საჭმელი გადმოვიღეთ. გაზს შევუნთე და კვერცხის შეწვა დავიწყე, ელამ კი თეფშები დაალაგა მაგიდაზე.
-ყველაფერი კარგად მიდის -მხრები ავიჩეჩე -გარემონტება დავიწყეთ, უკვე ყველაფერი ნაყიდი მაქვს.
-ხვალ ჩემი შეყვარებული მინდა გაგაცნოთ და მერე მეც დაგეხმარებით მაღაზიაში რაშიც დაგჭირდებათ -ლუიმ თქვა. თავი დავუქნიე, თუმცა როდესაც მისი პირველი წინადადება გამახსენდა თავი სწრაფად ავწიე.
-შეყვარებული? -ხმამაღლა წამოვიძახე, თან თვალები დავაჭყიტე.
-ის გოგო, ვინც შენგან ორსულად არის? -ელამ იკითხა ის, რისი კითხვაც მე მინდოდა.
-არა, არა. ეს სხვა არის. ძალიან საყვარელი გოგო არის, დანიელი ქვია. მოკლედ, ხვალ გაგაცნობთ -სიცილით თქვა ლუიმ და ჭიქაში წვენი ჩამოისხა. -და ხო, ბავშვისთვის რომ რაღაცეები ვიყიდე, დღეს წავიღებ. ბრაიანას უნდა შევუარო და ბარემ ავუტან ტკბილეულთან ერთად.
-დანიელმა იცის შვილის შესახებ? -ლუიმ თავი დამიქნია, შემდეგ კი საუბარში გავერთეთ, გემრიელად მივირთვით და საღამოს დაველოდეთ, რომ ჩვენი მეგობრები მოსულიყვნენ, თუმცა ელა ჯერ არ აპირებდა მათთან მისი ორსულობის შესახებ თქმას. ჯერ უნდა, რომ ჰარის უთხრას, რაშიც ასი პროცენტით ვეთანხმები. მე ზეინს მივწერე, რომ აქ ველოდებოდით. ლუის წასვლის შემდეგ კი სანამ ბავშვები ამოვიდოდნენ მე და ელა რაღაც ფილმს ჩავუჯექით, რომელსაც ''მაშველი'' ერქვა და ეშტონ კაჩერი თამაშობდა.

ART (completed)Where stories live. Discover now