*

280 21 15
                                    

Art
თავი 26 - ∞
Nina's POV
ტკივილი ჩემს შიგნით ყვიროდა. არაადამიანურ სიცარიელეს ვგრძნობდი სხეულში. თითქოს საშინელ სიზმარში ვიყავი, როდესაც ვუყურებდი როგორ აყრიდნენ მიწას ელას და ჰარის. იმ ორ ადამიანს, რომლებიც ჩემთვის ძალიან ძვირფასები იყვნენ. ჰარის რამდენიმე თვეა ვიცნობ, ელა კი ამდენი წელი ჩემს გვერდით იყო, ახლა კი, მომიწევს იმასთან შეგუება, რომ მას ვეღარასდროს ვნახავ. მინდა გავიღვიძო და მივხვდე, რომ ეს სიზმარია. სიზმარი, რომელიც რეალურად არ მომხდარა, მაგრამ ვაი, რომ მღვიძავს და მიწევს ამ ტკივილს გავუმკლავდე. ტკივილს, რომელიც იმაზე ძლიერი ყოფილა, ვიდრე ამის წარმოდგენა შემეძლო. დამიკარგავს ბევრი ნათესავი. დამინახავს, როგორც აყრიდნენ მიწას უბრალო მწუხარება მიგრძვნია მათ მიმართ, მაგრამ ელა ჩემთვის ნათესავზე მეტი იყო. თითქოს თავიდანვე ვგრნობდი, რომ ჩემთვის ძვირფასი ადამიანი გახდებოდა. მახსოვს, როდესაც გადავწყვიტეთ, რომ ერთად გადმოვსულიყავით სახლში, რამდენად ბედნიერი იყო. ჩემთვის ამ რამდენიმე წელიწადში, ის არაბიოლოგიურ დად იქცა. არ ვიცი ოდესმე თუ შევძლებ იმ წამების დავიწყებას, რომელიც ელასთან ერთად მაქვს გატარებული. ერთად წავედით პირველად კლუბში, ერთად დავლიეთ პირველად და ერთ ღამეს დავკარგეთ ქალიშვილობა. ორივე ერთად მივხვდით, რომ ჰარის და ზეინის გაცნობის შემდეგ ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლებოდა და ასეც მოხდა. ცხოვრებაში არ მინახავს ელა, რომელიც ბიჭის გამო ტიროდა ან ელა, რომელსაც თვალები უბრწყინდებოდა, იმ ადამიანის დანახვის შემდეგ, ვინც მისთვის ძვირფასი იყო. არ ვიცი რატომ მოხდა ეს. აქამდე არ მჯეროდა, რომ სამოთხე არსებობდა, მაგრამ ახლა მინდა მჯეროდეს, რადგან სხვანაირად არ შეიძლება რომ სამი ულამაზესი ადამიანის სული სხვაგან იყოს. ღმერთო, როგორ ელოდებოდა, რომ მალე შვილს გააჩენდა. უკვე სახელიც კი ჰქონდა მოფიქრებული. მუცელს როდესაც ეფერებოდა, მის პატარა ბიჭს სახელით მიმართავდა ხოლმე.
რაც შეეხება ზეინს - ერთიანად განადგურებულია. ჰარი მისთვის ძმაზე მეტი იყო, ისევე როგორც ჩემთვის ელა. როდესაც ის საშინელი ახალი ამბავი გავიგეთ, ერთად ვიყავით და ვაპირებდით, რომ სანაპიროზე გაგვესეირნა. ტელეფონში პოლიციის თანამშრომელმა როდესაც მითხრა ავარიის შესახებ, არ დავიჯერე. ვუთხარი კიდეც, იქნებ გეშლებათ მეთქი, თუმცა არა. საუბედუროდ არ შემცდარან. ელას მშობლები და მისი და ახალი ამბით ერთიანად შოკირებულები იყვნენ, რომ არაფერი აღარ ვთქვა ჰარის ოჯახზე. დაკრძალვის დღეს მე და ნინა, ელას და, ცუდად გავხდით. ნინას გული წაუვიდა, მე კი ფეხებში ძალას ვკარგავდი, ამიტომ ზეინმა ორივე სახლში წამოგვიყვანა. ცხოვრებაში არაფრის გამო მიტირია, თუმცა ერთი კვირის წინ იმდენი ვიტირე, რომ მგონი მთელი ჩემი ცრემლების მარაგი ერთ დღეში დავხარჯე. ელას და ჰარის დასაფლავებაზე ისეთი ადამიანები იყვნენ მოსულები, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი. დონატელა ვერსაჩესაც კი შევნიშნე, როგორ წამოუვიდა ცრემლები თვალებიდან. ტელევიზიებმა წამში აიტაცეს ეს ამბავი. მთელი კვირის განმავლობაში საუბრობდნენ ორ ახალგაზრდა წყვილზე, რომლებიც იმ ბაიკს შეეწირნენ, რომლის ძრავიც არ იყო გამართული და მუხრუჭები არ ჰქონდა კარგ მდგომარეობაში. პირდაპირ ეთერში ელას საყვარელი დიზაინერები ალაპარაკეს, სადაც კრისტიან დიორმა თქვა, რომ მსოფლიოს ხელიდან ელას სახით საოცარი დიზაინერი გამოეცალა. ის მართლაც საოცარი იყო თავის საქმეში და ყველა გამოჩენილმა ხელოვანმა, ერთხმად აღიარეს, რომ ელაც იყო ხელოვანი იმ კაბების შექმნისთვის, რომლებისთვისაც ღამეებს თეთრად ათენებდა. მისთვის ხელოვნება იყო ის, რასაც აკეთებდა და ყოველთვის იმაზე წყდებოდა გული, რომ დიზაინერებს ხელოვანებად არ აღიარებდნენ, თუმცა ვთვლი, რომ ეს შეცდომა უკვე მოგვარდა, რადგან ის ყველაზე საოცარი ხელოვანი იყო დედამიწაზე. როგორ შეიძლება მის შექმნილ კაბებს უყურო და არ იფიქრო, რომ ეს ყველაფერი ჩვეულებრივმა ადამიანმა შექმნა? მათ ეტყობათ, რომ ყველაფერი ხელოვანის ნამოქმედარია.
ჩემი ძმაც იყო დაკრძალვაზე მოსული. ლუის ელა ძალიან უყვარდა. ვერ ვიტყვი, მისთვის დასავით იყო მეთქი, რადგან და-ძმა ერთმანეთთან სექსით არ კავდებიან, თუმცა ლუის ძალიან უყვარდა მასთან ერთად დროის ტარება. ბრაიანამ კი ნერვიულობისგან, ნაადრევად გააჩინა ბავშვი. ლუი შუა დასაფლავებიდან გაიქცა, რადგან ბრაიანას დედამ დაურეკა და უთხრა, რომ მისი შვილის დედა უკვე სამშობიაროში იწვა, მწვავე ტკივილებით. დანიელი ჩვენთან დარჩა. რამდენიმე საათში ლუიმ შეგვატყობინა, რომ ამ ქვეყანას პატარა ფრედი ტომლინსონი მოევლინა. როდესაც ბავშვის სახელი გავიგე, ისტერიკული ტირილი ამივარდა. ლუიმ თქვა, რომ ელას საპატივცემულოდ დაარქვა მის პირველ შვილს ეს სახელი. მახსოვს, როგორ იკამათეს ლუიმ და ელამ ამ სახელზე, რადგან ელას მოსწონდა, ლუის კი არა. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, მის შვილს თუ ფრედს დაარქმევდა.
რაც შეეხება ზეინს, როდესაც სასაფლაოდან მე და ნინა სახლში მიგვიყვანა, დამამშვიდებელი დაგვალევინა ორივეს, მოგვიანებით კი თვითონ გახდა ცუდად. ამხელა ბიჭი გულამოსკვნილი ტიროდა, თან იხსენებდა ძველ დროს, თუ როგორ დამეგობრდნენ ის და ჰარი. ისინიც, ჩემი და ნინას მსგავსად, პირველად ერთად ყოფილამ გოგონებთან, კლუბში. ერთად გაუკეთებიათ პირველი ტატუ.. ერთად აუშენებიათ ის ბარი, სადაც ჰარი ბარმენად მუშაობდა, ზეინი კი დიჯეი იყო. თურმე, თავიდან მოყოლებული, ბოლომდე ერთად იყვნენ. ზეინმა დროებით ბარიც კი დაკეტა, რადგან თქვა, რომ ვერ აიტანდა ენახა, როგორ იყო ჰარის ადგილი ცარიელი. თქვა ისიც, რომ მისნაირ ბარმენს ვერასოდეს მოძებნიდა.
დღეს ზუსტად ერთი კვირა გავიდა იმ საშინელი დღისგან და მე ისევ ზომბს ვგავდი. წესით, ბედნიერი უნდა ვიყო, რადგან ამ დღეს ჩემი პირველი გამოფენა უნდა იყოს, თუმცა ნამდვილ ზომბს ვგევარ. თავიდან უარი ვთქვი ამ გამოფენაზე, მაგრამ შემდეგ ახალი იდეა მომივიდა თავში აზრად და ქალბატონ ჟოზეფინა უოლს ვთხოვე, რომ ჩემს ნახატებს სხვა სურათებითა და ნამუშერებით შევცვლიდი. როდესაც ვუთხარი რას ვაპირებდი, ბედნიერი დამთანხმდა.
როგორც უკვე იცით, ელა და ჰარი ჩემთვის ორი ახალგაზრდა წყვილი იყო, რომლებიც ჩემს შთაგონების წყაროდ ძალიან მოკლე დროში იქცნენ. მათი უამრავი ნახატი და სურათი მაქვს. მინდა, რომ ჩემი პირველი გამოფენა ზუსტად მათ მივუძღვნა, რადგან სხვანაირად არ შემიძლია. ელა რომ არ ყოფილიყო ამდენ რამეს ვერ შევძლებდი. მინდა, რომ აქედან დავანახო, რამდენად ძვირფასი იყო ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს ვიყავი თბილი, ყოველთვის ხვდებოდა იმ დამოკიდებულებას, რომელიც მის მიმართ მქონდა. ელა ჩემი ნაწილი იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ ეს ნაწილი მან თან წაიღო და ჩემს სხეულში ენით აუღწერელი ტკივილი დატოვა.
დილით საწოლიდან უხალისოდ წამოვდექი. ტანზე შავი, ტანზე მომდგარი მთლიანი კაბა ჩავიცვი. სახეზე ძალიან მკრთალი მაკიაჟი გავიკეთე, თითებზე კი ელას საყვარელი ბეჭედი, რომელიც რამდენიმე თვის უკან წავართვი. ფეხზე მაღლები ამოვიცვი. ვაპირებდი, რომ ზეინისთვის დამერეკა, თუმცა მან დამასწრო და მითხრა, რომ მელოდებოდა. ზევიდან ტყავის კურტკა მოვიცვი, შემდეგ კი გარეთ გავედი. ზეინი მანქანაზე მიყუდებული დამხვდა. მასაც შავები ეცვა. როდესაც დამინახა, ჩემსკენ წამოვიდა. ხელი წელზე მომხვია, შემდეგ კი ნაზად მაკოცა.
-ამ დღეს მაინც უნდა იყო ბედნიერი. ელა შენით იამაყებდა -ყურში ჩამჩურჩულა და ლოყაზე ნაზად მეამბორა. მისი სახელის ხსენებაზე ყელში უზარმაზარი ბუშტი მომაწვა. ის დღეს ჩემს გვერდით უნდა იყოს! ზეინს თავი დავუქნიე, შემდეგ კი მანქანაში ჩავჯექი. გამოფენაზე ყველა ის ადამიანი დავპატიჟე, ვისთანაც ოდნავ მაინც მქონდა კონტაქტი. ჩემი კურსელებით და მასწავლებლებით დაწყებული, ვერსაჩეს, დიორის, დოლჩე და გაბანას და კიდევ უამრავი ცნობილი სახით დამთავრებული, რომ აღარაფერი აღარ ვთქვა ტელევიზიებზე.
ძლივს მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს, სადაც უამრავი პაპარაცი, ჟურნალისტი თუ უცნობი სახე ირეოდა. ზეინმა მანქანის კარი გამიხსნა, იქიდან გადმოსულს კი ხელი წელზე მომხვია. ხალხის უზარმაზარი ბრბო ძლივს გავიარეთ, შემდეგ კი შიგნით შევაღწიეთ. ყველა სტუმარი ადგილზე იყო. ათვალიერებდნენ სურათებს, სადაც ორი ახალგაზრდა წყვილი იყო გამოსახული და ბედნიერი ღიმილი ჰქონდათ აკრული სახეზე.
ჩემი საყვარელი სურათის წინ რამდენიმე ადამიანს ჰქონდა თავი მოყრილი. სურათზე ჰარის და ელას ნახევარი სახეები ჩანდა. არცერთი იღიმოდა, მხოლოდ კამერისკენ იყურებოდნენ. მახსოვს ამ დღეს ერთმანეთთან იკამათეს და ეს სურათი ძლივს გადავუღე, თუმცა როგორც კი კადრი დავიჭირე, მაშინვე სიცილი აუვარდათ და ერთმანეთის კოცნით დაასრულეს მათი ბუტიაობა. ყველა იმაზე საუბრობდა, რომ ისინი სრულყოფილები იყვნენ ერთად, რაშიც ყველას ვეთანხმებოდი. თითოეული სურათის თუ ნახატის უკან, ჩემთვის მათი განსაკუთრებული ისტორია იმალებოდა, რომლებზეც შეყვარებული ვიყავი.
ეს ორი ადამიანი ცალ-ცალკე არასრულყოფილები იყვნენ, თუმცა ერთად ერთ დიდ სრულყოფილებას ქმნიდნენ და ეს ხდიდათ მათ განსაკუთრებულს.
მათი ისტორია იმ ავარიის ადგილას დასრულდა, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ზევით, ღრუბლებს მიღმა მაინც ეყოლებათ ფრედი და იცხოვრებენ ისე, როგორც ისინი იმსახურებდნენ.
მათ მაგალითზე მივხვდი, რომ ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა, იმისთვის, რომ არ ვაკეთოთ ის, რაც გულით გვინდა. ერთ წამში ცოცხალი ხარ, მეორე წამს კი შეიძლება ისე წახვიდე ამ ქვეყნიდან, რომ ვერავინ გაიგოს შენს შესახებ. მთელი ცხოვრება უნდა ეცადო, რომ შენი სახელი დაუტოვო მომავალ თაობას. დატოვო რაღაც ღირებული, რაც პატივისცემას მოგიტანს.
სიკვდილი დასასრულია მიწიერი ცხოვრების, მაგრამ სამუდამო გაგრძელება იქ არის, სადაც ჩემთვის ორი, უძვირფასესი ადამიანი იმყოფება. იმედი მაქვს, რომ ელამ დღეს ჩემით იამაყა. აქ რომ ყოფილიყო, აუცილებლად მოვიდოდა ჩემთან, თმას ამიჩეჩავდა და ''შენ ეს შეძელი, ძუკნავ!'' -მეტყოდა.
იმედი მაქვს, რომ ოდესმე, როდესაც ამ ქვეყანიდან მეც წავალ, მათთან მოვხვდები და ის, რაც აქ ვერ გავაკეთეთ, იქ მოვახერხებთ, რომ გავაკეთოთ. შეიძლება ამ ქვეყნად ჩემი და ელას მეგობრობა დასრულდა, მაგრამ ვიცი, რომ ზევით ყველაფერი ახლიდან დაიწყება.

THE END.

იმედი მაქვს ამ თავზე მაინც გაიმეტებთ კომენტარებს🤔🤔😏👌

ART (completed)Where stories live. Discover now