*

144 14 0
                                    

Art
თავი 20
Ella's POV
ყოველთვის, მხოლოდ ერთადერთი, რაზეც სექსის დროს ვფიქრობდი, ეს იყო რომ მალე მიმეღწია პიკისთვის, ხოლო ჰარისთან ყველაფერი შეიცვალა. მასთან სექსი უცნობ და საოცარ შეგრძნებებს აღვიძებს ჩემში, რომლის განცდაც აქამდე წარმოუდგენლად მიმაჩნდა. ჰარისთან ურთიერთობა ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპია. ეტაპი, სადაც მივხვდი, რომ გართობაზე მნიშვნელოვანი შენთვს ის ადამიანი ხდება, ვინც თავს სხვა სამყაროში გაგრძნობინებს. თავს დაგაკარგვინებს და ეს კაიფი ყველანაირ კაიფს სჯობს, ელ-ეს-დეთი დაწყებული და მარიხუანათი დამთავრებული.
ეს გრძნობები, რომელსაც არანაირ სახელს არ ვარქმევ, თუმცა იმაზე მეტია, ვიდრე რეალობა. იმაზე ძვირფასი გახდა, ვიდრე საკუთარი ცხოვრება.
საბოლოოდ, ჩემს თავს გამოვუტყდი, რომ როდესაც ჰარი მეფერება, ან საერთოდ მეხება, მუცელზე განსხვავებული გრძნობები ფრედის ღუტუნის გამო კი არა, იმის გამოა, რომ ჰარი მეხება. მისი შეხება ჩემთვის ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი გახდა, რომლის გარეშეც გაძლება არ შემიძლია.
როდესაც ვერ ვხედავ, ერთიანად აფორიაქებული ვარ. თითქოს ჩემში უზარმაზარი ოკეანე იფეთქებს ხოლმე. ადიდებული ოკეანე, რომლის უზარმაზარი ტალღები ჩემს მთელს სხეულს შიგნიდან ეხეთქებიან და ერთიანად მაფორიაქებენ, მანამ, სანამ მის სახეს არ დავინახავ. როდესაც ის გამოჩნდება, ჩემს შიგნით აღელვებული ოკეანე წყნარდება და მეც ვმშვიდდები.
ალბათ იფიქრებთ, შეუყვარდაო. არა. ეს სიყვარული არ არის. სიყვარული ჩვენს დროში ბანალური გახდა. ეს უფრო სხვა განზომილებაა. განზომილება, სადაც ხვდები, რომ გონებაში ერთი ადამიანის სახე, ხმა, სიცილი და შეხება გიტრიალებს. განზომილება, სადაც ხვდები, რომ ამ სამყაროში მხოლოდ შენ და ის რომ იყოთ, დანარჩენი ხალხის გარეშე, მაინც ბედნიერი იქნებოდი. განზომილება, სადაც პირველად გრძნობ, რომ ნერვიულობ მასზე. ნერვიულობ იმაზე, თუ რას აკეთებს, როგორაა, სად არის. ნერვიულობ იმაზე, რომ შენთან არ არის.
განზომილება, სადაც ხვდები, რომ ინტერესდები იმით, ის თუ ფიქრობს შენზე ღამის ხუთ საათზე. და ბოლოს: განზომილება, სადაც ხვდები, რომ ყველაფერი ბანალურია, იმ რაღაც უზარმაზარის გარდა, რასაც მის მიმართ გრძნობ.
-დიდი ხანია გღვიძავს? -ჰარის ბოხმა, აღალგაღვიძებულმა ხმამ მომიყვანა აზრზე.
-არც ისე -მისკენ მივტრიალდი. კულულები აჩეჩილი ჰქონდა, სახეზე კი ჩემი საყვარელი ღიმილი ჰქონდა აკრული. ხელი ამოწია, სახეზე მომეფერა, შემდეგ კი ახლოს მოიწია და ტუჩებზე მაკოცა.
-რომელი საათია? ბარბექიუსთვის რაღაცეები გვაქვს მე და ზეინს გასამზადებელი. შენ და ნინამაც ხომ უნდა გაამზადოთ რაღაცეები -საწოლზე წამოჯდა და კედელზე დაკიდებულ საათს შეხედა. უკვე თორმეტი სრულდებოდა.
-რა გაქვთ გასაკეთებელი შენ და ზეინს? -საწოლიდან წამოვდექი. ერთიანად შიშველი ვიყავი. მის მზერას ვგრძნობდი, თუმცა არ შევიმჩნიე. ჩემი ზონარი (ტანგა) ამოვიცვი, ზევიდან ჰარის მაისური ჩავიცვი, ქვევით კი მოკლე შორტი, რომელსაც მისი მაისური მიფარავდა.
-გრილი გვაქვს გამოსატანი და ნაკვერჩხალი უნდა დავანთოთ -ისიც წამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ უამრავჯერ მაქვს მისი შიშველი სხეული ნანახი, მაინც არ შემიძლია უარი ვთქვა მის ყურებაზე. დავინახე როგორ აუმოძრავდა ბიცეფსის კუნთები, როდესაც მაისური გადაიცვა, შემდეგ კი მისი შავი ბოქსერები ამოიცვა.
-ხორციც დასაჭრელია მგონი -მხრები ავიჩეჩე და ტელეფონი შევამოწმე. ახალი შეტყობინებები დამხვდა, თუმცა ყურადღება არ მივაქციე. მობილური სატენზე შევაერთე და აბაზანაში შევედი. ჰარიც შემომყვა. ნიჟარასთან ორივე ერთად ვიდექით, ხელ-პირი დავიბანეთ და კბილები გამოვიხეხეთ. ამ იდიოტმა ცხვირზე კბილის პასტა წამისვა, შემდეგ თვითონვე მომაშორა, თან იცინოდა.
-ჩავალ მე ქვევით, თან ზეინსაც დავურეკავ. ხორცი საყინულეშია? -როდესაც ოთახში გავედით შარვალი ამოიცვა და კარისკენ წავიდა.
-არ ვიცი, ნინას ხმა ისმის ქვევით და შეიძლება გამოიღო ნინამ უკვე. -მხრები ავიჩეჩე -წამოდი, მეც აღარ მაქვს საქმე აქ. -მისკენ წავედი, უკნიდან მოვეხვიე და კიბეზე ასე, ჰარიზე მიწებებული ჩავედი. უკვე ზეინიც მოსული ყოფილა. სამზარეულოდან მისი და ნინას სიცილის ხმა ისმოდა.
-დილამშვიდობიიის -სამზარეულოში შესვლისთანავე მივესალმე მათ, ჰარიმ კი უბრალოდ ხელი აუწია.
-დილამშვიდობის -ზეინიც მოგვესალმა, თან ხორცს ამზადებდა.
-ხორცს შენ მიხედავ? -ჰარიმ კითხა, რაზეც ზეინმა თავი დაუქნია. -კარგი, მაშინ მე ეზოს მოვაწესრიგებ და გრილს მოვამზადებ.
-ნინა, შენები როდის მოვლენ? -მაცივრიდან სალათის იგრედიენტები გადმოვიღე და გარეცხვა დავიწყე.
-მარტო ლუი და დანიელი მოვლენ, მშობლები არა. -ხმაზე შევატყვე, რომ უხასიათოდ იყო.
-რატომ? -მისკენ მივტრიალდი. მხრები აიჩეჩა და წამსვე მივხვდი, რომ მათთან იკამათა. ღრმად ამოვიოხრე და ისევ ნიჟარას მივუტრიალდი.
-დღეს დედაშენმა დამირეკა, მითხრა რომ მხოლოდ ის მოვიდოდა მოგვაინებით. ასე მითხრა, ელა არ მპასუხობს და გადაეციო -ცოტახანში მითხრა. თავი ისე დავუქნიე, რომ მისკენ არ მიმიხედია. როდესაც ყველაფერი გავრეცხე, წინ დიდი თეფშები დავილაგე და ცეზარის გაკეთება დავიწყე.
-ბევრი შეტყობინება მქონდა და ალბათ მისი ნარეკები იყო -მხრები ავიჩეჩე. ცეზარისთვის სუხარები დავჭერი, შევანელე, ბოლოს კი როდესაც სალათის გაკეთებას მოვრჩი, მშრალ მაცივარში შევდე.
დაახლოებით შუადღე იყო, როდესაც ყველაფერი დავასრულეთ. ბიჭებმა ეზოც კი დაალაგეს, მე და ნინამ კი გარეთ ლენტებით მოვრთეთ ყველაფერი. დინამიკები გამოვიტანეთ, ნინამ კი ჩვენი საყვარელი სიმღერები ხმამაღლა ჩართო. დაახლოებით სამი საათი იყო, როდესაც ჩემი ატელიიდან გოგოები მოვიდნენ. კარა თავის გოგონა მეგობართან ერთად იყო, ჰეილის კი მისი შეყვარებული ყავდა მოყვანილი. ეს ბიჭი საშინლად მეცნობოდა. ქერა თმა ჰქონდა და ძლიან მუქი ცისფერი თვალები. აჰჰ. გამახსენდა. ეს ის ბიჭია, კლუბში რომ გავიცანი და მისი სავიზიტო ბარათი დამიტოვა, დამირეკეო. ჰეილმა სხვა ვერავინ მოძებნა? თუმცა რა მისი ბრალია ან მან რა იცის მე ვისთან მქონია ურთიერთობა და ვისთან არა. როდესაც შევნიშნე, რომ ის ბიჭი მიყურებდა, თვალები ავატრიალე. ჰარისთან მივედი, სახე დავაწევინე და ვაკოცე. ეს მხოლოდ იმისთვის გავაკეთე, რომ მიმხვდარიყო, მარტო არ ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ჰარის გაუკვირდა, მაინც მოიქცია ჩემი სახე ხელებში და კოცნა გააღრმავა. წამსვე მოვეშვი. თვალები დავხუჭე და იმ შეგრძნებით ვტკბებოდი, რომელსაც ჰარი კოცნით მანიჭებდა.
-ჰეი, ჰეი. ეგ მერე -ზეინმა ჰარის თავში ხელი წამოარტყა. -სტუმრები მოვიდნენ, მიხედეთ. -ზეინს შევუბღვირე, ჰარის კიდევ ერთხელ ვაკოცე და კარისკენ გავიქეცი, რომ ლუის ჩავხუტებოდი.
-როგორ მენატრებოდი შენ ქინძის ღვეზელო! -ხმამაღლა წამოვიყვირე, როდესაც მხრებზე მოვეხვიე. ჩემს ნათქვამზე მასაც და დანიელსაც გაეცინათ. ორივეს რომ ჩავეხუტე, ლუის უკან მივიხედე და მუცელ გაბერილი, საყვარელი გოგონა დავინახე. ჰარი წამოვიდა ჩვენსკენ. ლუის ხელი ჩაურტყა და ისე მიესალმა, დანიელი გადაკოცნა, იმ გოგოს კი, თუ ზუსტად მახსოვს, ბრაიანას, ხელი დაუქნია და გაუღიმა.
-ეს ბრაიანაა -ლუიმ გაგვაცნო გოგონა, მანაც საყვარლად გაგვიღიმა. თავისი ერთი ხელი მის გაბერილ მუცელზე ედო. უკნიდან ნინას ხმა შემომესმა და ჩვენსკენ გამოიქცა, რომ სტუმრებს მისალმებოდა. ლუიმ მასაც წარუდგინა თავისი მომავალი შვილის დედა.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ძალიან მიხარია რომ მომიპატიჟეთ -წკრიალა ხმით თქვა გაბერილმა და ნაზად გაიღიმა. ძალიან საყვარელი გოგონა ჩანს.
-გვიხარია, რომ მოხვედი -ნინამ უპასუხა, შემდეგ კი შიგნით შემოვიატიჟეთ.
-ბევრ სტუმარს ელოდებით? -ლუიმ იკითხა, თან ეზოს თვალი მოავლო.
-არამგონია. ელას და უნდა მოვიდეს და კიდევ რამდენიმე მეგობარი -ჰარიმ მხრები აიჩეჩა. კულულას წინადადება ბოლომდე დამთავრებული არც ჰქონდა, რომ ეზოს კარი ჩემმა დამ შემოხსნა. სპორტულად ეცვა, თმა კი კოსაც ჰქონდა აწეული. ყველას ხელის აწევით მოგვესალმა, შემდეგ კი გვკითხა რაიმეში თუ გვინდოდა დახმარება.
-მე ნეკნების შეწვას დავიწყებ უკვე, ნაკვერჩხალი მზად არის -ჰარიმ თქვა და ხორცი მოიმარჯვა.
-დაიცადე! -ნინამ წამოიყვირა და სკამიდან წამოხტა -მოდი სანაძლეოს ჩამოვალ, რომ ისეთს ვერ შეწვავ, როგორიც უნდა იყოს და ისევ დაგეწვება. -ჰარის სიცილი აუვარდა.
-კარგი, რაზე იყოს სანაძლეო? -გამომწვევად იკითხა ჰარიმაც.
-ერთი სურვილი -ნინამ თვალი ჩაუკრა და სანაძლეოც დადეს.
ჩემი დაქალი და შეყვარებული ყველაზე გადარეული ადამიანები არიან მთელს მსოფიოში, ვისაც კი ვიცნობ. ყველაფერზე სანაძლეოს დებენ და ერთმანეთის წაგებით ხალისობენ.
წინაზე ჰარიმ მოიგო და ნინა ცივი შხაპის ქვეშ აბანავა, შუა ქუჩაში. ვნახოთ ახლა ვინ მოიგებს.

ART (completed)Where stories live. Discover now