*

170 14 2
                                    

Art
თავი 17
Ella's POV
ხშირად დავფიქრებულვარ იმაზე, არის თუ არა ხელოვნება ის, რასაც ვაკეთებ. საერთოდ, რა არის ხელოვნება? ჩემი აზრით ეს ნიშნავს ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის უნარის ფურცელზე გადმოტანას, შემდეგ კი ნამდვილი სახის მიცემას. ანუ, თავიდან მონახაზები ყოველთვის ფურცელზე კეთდება, შემდეგ კი, როდესაც დასრულდება ყველაფერი, ნაჭრისგან ვცდილობ შევქმნა ის, რაც ფურცელზე მაქვს დახატული. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების დარგებში დიზაინერობა არ შედის, მაინც ვთვლი რომ ხელოვანი ვარ. შთაგონების გარეშე ვერაფერს შევძლებდი და შთაგონება ისევე როგორც ხატვას, ცეკვას, მუსიკას, დეკორატიული ხელოვნებას, ფერწერას და ასე შემდეგ, სჭირდება, ისევე მჭირდება მეც, ანუ დიზაინერს. თუ ბუნებაში არ გავედი, არ ვუყურე მშვენიერ ცას და არ მოვუსმინე მუსიკას. თუ არ ვგრძნობ ჩემს შიგნიდან რაღაცას, რაც მაიძულებს რომ შევქმნა კოლექცია, უბრალოდ, სახლში ჯდომით არანაირი აზრი ან შთაგონება მექნება. ზუსტად ეს არის იმის მიზეზი, რის გამოც ვთვლი, რომ ჩემი პროფესიაც ძალიან ბევრი კრიტერიუმის მიხედვით, ხელოვნებად ითვლება.
ეს თემა იმიტომ გამახსენდა, რომ გუშინ ჩვენებაზე ერთმა გოგომ მკითხა, თუ რა იყო ჩემთვის ის საქმე, რასაც ვაკეთებდი. ზუსტად ის პასუხი გავეცი, რაც რამდენიმე წამის წინ აქ ვილაპარაკე. შემდეგ ინტერვიუ აიღეს ჩემგან და მკითხეს თუ რა არის ჩემთვის სექსი, ამ კითხვაზე პასუხი კი მხოლოდ ერთი სიტყვით შემიძლია ვთქვა. სექსი ხელოვნებაა. ხელოვნება, რომლიდანაც უდიდეს სიამოვნებას და მილიონობით გრძნობებს იწვევს, რომელიც შენში ერთიანად ირევა. სექსი საოცრებაა. საცორება, რომელიც მუცელში მიზის. განა ასე არ არის?
-ელაააა -მეორე სართულიდან კიბეებზე სირბილით ნინა ჩამოვიდა, თან ხელში ჩემი ლეპტოპი ეჭირა, რომელიც რამდენიმე დღის უკან ვათხოვე.
-რა ხდება? -დივანზე ფეხები მოვხარე, თან მისკენ გავიხედე.
-იცი ვინ მომწერა? -იმდენად აღფრთოვანებული ლაპარაკობდა, რომ თვალები ანათებდნენ.
-ვინ? -დაინტერესებულმა ვკითხე, თან ლეპტოპში გადავიხედე, რომ მენახა რატომ იყო ასეთი გახარებული.
-დონატელა ვერსაჩემ! -ხმამაღლა წამოიყვირა მისი სახელი, თან ეკრანი მოატრიალა. სიხარულისგან გული სწრაფად ამიჩქარდა -მითხრა, რომ ძალიან მოვეწონე ჩვენებაზე და ჩემი დახმარება უნდა მის ერთ კოლექციაზე.
-ხუმრობ? ნინა, ეს უდიდესი წინსვლაა შენთვის. სხვა თუ არაფერი ხალხი გიცნობს და შენს მაღაზიას იმაზე მეტი კლიენტი ეყოლება, ვიდრე წარმოვიდგენთ! -ტაში შემოვკარი, თან ნინას ჩავეხუტე.
-ფეისბუქზე, ოფიციალურ გვერდზე ლაიქების რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია. ეს ყველაფერი კი ერთ თვეში მოხდა ელა. არ მჯერა, რომ ეს მართლა ხდება -სიცილით თქვა, თან დონატელას მოწერილს გაოცებული უყურებდა.
-ძალიან ბედნიერი ვარ შენს გამო -თმა ავუჩეჩე, თან გავიცინე -ვერსაჩე ალბათ ბლომად გადაგიხდის და საბოლოო შტრიხებსაც მოაგვარებ მაღაზიაში, რომ საბოლოოდ დაამთავრო.
-ხო და თან ვალებსაც გადავიხდი -მხრები აიჩეჩა -ორი ბანკიდან გვაქვს გამოტანილი თანხა, ხომ გახსოვს.
-გუშინდელი ჩვენების თანხა დამერიცხა და დღეს დავფარე ყველა ვალი, მაგაზე არ იდარდო -ფეხზე წამოვდექი, როდესაც კარის ხმა გავიგე. -ეგ მაღაზია ჩემი იდეა იყო და ისიც გითხარი, რომ ძირითად გადასახადებს ჩემზე ვიღებდი, ასე რომ არ იდარდო. -ჩემს საუკეთესო მეგობარს აღარაფერი არ უთქვამს. მხოლოდ თავი დამიქნია, თუმცა თვალებშივე ეტყობოდა, რომ მადლობას მიხდიდა. ჩემი დის მერე ნინა ჩემთვის მეორე და არის. თავიდან მე მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ეს მაღაზია გამეხსნა მისთვის. მე რომ მის ადგილას ვყოფილიყავი, ზუსტად ვიცი, რომ იგივეს გააკეთებდა ჩემთვის, უფრო მეტს თუ არა.
კარისკენ სწრაფად წავედი და როდესაც ზეინი და ჰარი დავინახე, გამღიმა. ზეინს გადავეხვიე. მანაც ლოყაზე მაკოცა, შემდეგ კი შიგნით შევიდა, ჰარიმ კი ხელი ნაზად მომხვია წელზე, დაიხარა და სწრაფად მაკოცა.
-როგორ ხართ შენ და ფრედი? -გამეცინა და მხრები ავიჩეჩე.
-საჭმელს ვერ ვჭამ, გული მერევა, ისე კარგად. ცოტა ცელქი ბიჭი ჩანს -ჰარის გაეცინა. ხელი წელზე მომხვია, თან თავზე მკოცნიდა. მისაღებში შევედით, სადაც ნინა და ზეინი ერთმანეთს კოცნიდნენ. მე და ჰარიმ ჩავახველეთ, თან ვიცინოდით, შემდეგ კი მათ წინ, დივანზე დავსხედით. უფრო სწორად, ჰარი დივანზე დაჯდა, მე კი კალთაში ჩამისვა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი დიდი მაისური მეცვა, შიგნიდან კი მხოლოდ ტრუსი.
-სახელოსნოში ჩავალ, ზეინს ჩემი ექაუნთისთვის დიზაინს შევაქმნევინებ -ნინა ფეხზე წამოდგა, თან ზეინს ხელი ჩაკიდა, რომ წამოეყენებინა. მისაღებში მალევე გაუჩინარდნენ, თან მეორე ოთახიდან ნინას სიცილის ხმა ისმოდა.
-ეგ ორსულობისთვის დამახასიათებელია, რომ ვერ ჭამ? -ჰარიმ მკითხა, თან ხელი მაისურში შემისრიალა და მუცელზე ნაზად მომეფერა. მუცელში პეპლები ისევ ფრედის ღუტუნს დავაბრალე. ჰარის თავი დავუქნიე. მის კალთაში ოდნავ ქვევით ჩავიწიე, რომ თავი მკერდზე დამედო. რა წამსაც ეს გავაკეთე, კულულა ბიჭმა თავისი ცელქი ხელი უფრო ზემოთ ამოასრიალა და შიშველ მკერდზე მომიჭირა, რამაც ჩემი კვნესა გამოიწვია.
-ოთახი თუ დივანი? -წარბების თამაშით მკითხა ჰარიმ, თან უკვე ფეხზე დგებოდა. ხელები ჩემს უკანალზე ჰქონდა ძლიერად მოჭერილი, მე კი ხელები მის კისერზე მქონდა დასვენებული.
-იქნებ სააბაზანო? -მაცდური წინადადება შევთავაზე, თან მაისური აქვე გავიხადე. ზუსტად ვიცი, რომ ნინა და ზეინი ჯერ კარგა ხანს იქიდან არ ამოვლენ.
-არის მე'ემ -თავი დამიკრა, თან მეორე სართულზე სწრაფად ავიდა. -ისე გაგჟიმავ, როგორც მომავალ მამას და ჯენლტმენს შეეფერება -მის სიტყვებზე სიცილი ამივარდა, თან ყელში ნაზად ვკოცნიდი. ზუსტად ვიცი, ჩემი ნაზი შეხებები ჭკუას აკარგვინებს. ეს მის სახეზეც აშკარად ჩანს.
ჰარიმ სწრაფად შეხსნა სააბაზანოს კარი და ძირს დამსვა. ტანზე თავისით გაიხადა, იქამდე ჯაკუზში ნახევრად ავსებული წყალი მთლიანად გადავავსე, თან ქაფი ჩავასხი, რომ ის, რასაც ვაპირებდით უფრო სახალისო და ვნებიანი ყოფილიყო. როდესაც ჰარიმ ტანზე მთლიანად გაიხადა, უკნიდან დამიდგა, თან კისერზე ენას მისვამდა. ზუსტად იცის რასაც აკეთებს. ზუსტად იცის, რომ ჭკუიდან გადავყავარ. ოდნავ შორიდანაც კი ვგრძნობდი მის ერექციას, რაც გულს მიჩქარებდა. ხელები ჯაკუზის კიდეებს ჩავკიდე, როდესაც ჰარის ხელი წელზე ჩამომისრიალდა, შემდეგ კი წინ, სასქესო ორგანოზე მომიჭირა. თვალები დავხუჭე, რა წამსაც ვიგრძენი მისი თითი როგორ შემოსრიალდა ჩემში. თავი მხარზე დავადე, თან ერთიანად მოვდუნდი. ჰარი ყელში ნაზად მკოცნიდა, თან ვგრძნობდი როგორ ამოძრავებდა თითებს ჩემს შიგნით.
-ფრთხილად იყავი, არ წაიქცე -ყურში ჩამჩურჩულა. თავი დავუქნიე, თუმცა თვალები არ გამიხელია. ხელი გამიშვა და ვიგრძენი როგორც ჩაიმუხლა ჩემს წინ. ფეხები გამაშლევინა, ხელები კი წინ უფრო ძლიერად მომაკიდებინა. რა წამსაც მისი ცხელი ენა ვიგრძენი ბარძაყის შიდა არეში, ხმამაღლა ამოვიკვნესე. მისი ენა და თითები იმდენად კარგად მუშაობდნენ ერთად, რომ ვიცოდი, მალე პიკს მივაღწევდი. მინდოდა მეთქვა, რომ თუ სექსი უნდოდა გაჩერებულიყო, თუმცა არაფრის თქმა არ მომიწია, რადგან თვითონ გაჩერდა. ჯაკუზში ჩაჯდა, ხელი მომკიდა და მის ზევიდან ნელა დამსვა მის პენისზე.
დაახლოებით ათ წუთში ორივეს ბაგეებს ხმამაღალი კვნესის ხმა სწყდებოდა. ეს ორგაზმი ყველაზე სწრაფი და საოცარი რამ იყო, ვიდრე მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე.
აბაზანაში ცოტა ხანს გავჩერდით. ერთმანეთს ქაფს ვუსვამდით სახეზე, თან ვიცინოდით, თუმცა მეტი სიცხე აღარ შემეძლო, ამიტომ ვალდებული ვიყავი, რომ აქედან გავსულიყავი, თორემ გულის წასვლას ვერ გადავურჩებოდი. ოთახში როდესაც გავედით, მე ტანგა ამოვიცვი, ჰარი კი თმას იმშრალებდა. ზევიდან სპორტული ლიფი ჩავიცვი, რომელიც ჩვეულებრივი ტოპი იყო. შარვალიც ასევე სპორტული ჩავიცვი და საწოლზე წამოვწექი.
-ჩემი სპორტულები წინაზე რომ აქ დავტოვე, სად არის? -ჰარიმ ტრუსი ამოიცვა, თან მე მიყურებდა. ხელით ვუჩვენე, რომ კარადაში იყო. მისი სპორტული შავი შარვალი ამოიცვა, შიგნიდან თეთრი პატარა მაისური, ზევიდან კი შავი სვიტერი. ფეხზე ბოტასები მოირგო და გვერდით მომიწვა, თან ყელში მაკოცა. -პინგ-პონგის სათამაშოდ წავიდეთ, არ გინდა? თან გავისეირნოთ.
-წავიდეთ და მერე ატელიეშიც გამომყევი, ჩემი გოგოები მაინტერესებს რას შვებიან. -ჰარიმ თავი დამიქნია, საწოლიდან წამოდგა და ხელი გამომიწოდა, რომ წამოვეყენებინე.
-სახლში საჭმელი გაქვთ? -მხრები ავიჩეჩე.
-არ ვიცი, ნინას უნდა ამოეტანა წესით, მე საერთოდ ვერ ვჭამ -საჭმლის ხსენებაზეც კი ცუდად ვხდები.
-რას ქვია ვერ ჭამ? ელა, ხომ იცი რომ აუცილებელია. ახლა MCში მივდივართ და იქამდე არ წამოვალთ იქიდან, სანამ ნორმალურად არ შეჭამ.
-ჰარი -თვალები ავატრიალე.
- არ უნდა მაგას ჰარი. -წინ დამიდგა და ხელები წელზე მომხვია. ვიფიქრე, რომ ტუჩებზე უნდოდა კოცნა, მაგრამ სრულიად გამაოცა, როდესაც შუბლზე შემეხო მისი ცხელი ტუჩები. ოხ ფრედი, რომ გამოხვალ მუცლიდან, მაგ ღუტუნის გამო იმდენს გიღუტუნებ რომ...
-წავიდეთ? -ჩუმად ვკითხე. ჰარიმ თავი დამიქნია. ოთახიდან გავედით, სადაც ნინა და ზეინი დაგვხვდნენ. ნინას კისერზე ფოტოაპარატი ჰქონდა ჩამოკიდებული, ზეინი კი კურტკას იცვამდა. მე და ჰარი იქვე გავჩერდით. კულულა ბიჭი გვერდით მედგა, ხელები მხრებზე ჰქონდა მოხვეული, თან ტუჩთან ახლოს, ლოყაზე მკოცნიდა, რაზეც მეცინებოდა, თუმცა არაფერი არ მითქვამს.
-სად მიდიხართ? -გვრიტებს ვკითხე.
-ჯერ ჩემთან, მაღაზიაში, შემდეგ ზეინს თავის სახლში მივყავარ და დღეს ღამე აქ არ ვიქნები -ნინამ კურტკა მოიცვა, თან ციფრული გახსნა. -არ გინძრეთ, ძალიან კარგად ხართ ეგრე -გამეცინა და თავი დავუქნიე, ჰარი კი კოცნას არ წყვეტდა, თან ეცინებოდა და ნინას უყურებდა. როდესაც ჩემმა მეგობარმა სურათი გადაიღო, ტაში შემოკრა.
-თქვენ ორნი ჩემი შთაგონება ხართ -ჩვენსკენ გამოიქცა და სურათი გვანახა. უნდა ვაღიარო, რომ მართლაც საოცარი სურათი იყო. ძალიან საყვარელი და მხიარული.
-კარგი, კარგი, წავედით -ჰარიმ სიცილით თქვა, თან კარისკენ გამიყვანა, მაგრამ ნინამ გააჩერა. როგორც ვიცი ჰარის სურათების გადაღება არ უყვარს. გუშინ კამერების წინაც კი ცდილობდა, რომ სახე ჩემს თმებში დაემალა.
-დაიცადე, დაიცადე -ნინა გამოგვეკიდა -მართლა საოცრად ხართ ასე, რაღაც უნდა გთხოვოთ. ხვალ, სახლში რომ მოვალ ჰარი შენც აქ იყავი და რამდენიმე სურათს გადაგიღებთ. ან ჩემს სახელოსნოში, ან სადმე გავიდეთ.
-შანსი არ არის, ამ გადარეულის გამო ჯერ გუჩის რაღაც კოსტიუმი ჩავიცვი და კამერების წინ ვიპოზიარე, ახლა შენთან პოზიორობას არ ვაპირებ -ხელები გაასავსავა, თან კარისკენ მივათრევდი. ნინას თვალი ჩავუკარი და მივახვედრე, რომ ამ საქმეს მე მივხედავდი. ვიცი, რომ კოლეჯში დავალება აქვს წყვილებს გადაუღოს სურათები. მართალია მე და ჰარი წყვილი არ ვართ, მაგრამ ამ სიტყვასთან ახლოს მაინც ხომ ვართ?! მოკლედ, ამას მე მოვაგვარებ.
-დროებით ბავშვებო -ნინას სურათისთვის მადლობა გადავუხადეთ, შემდეგ დავემშვიდობეთ და სახლიდან გავედით. ჰარიმ როგორც მითხრა, MCსთან გააჩერა და იქიდან იქამდე არ გამომიყვანა, სანამ ჰამბურგერი არ მაჭამა. საჭმლის სუნზეც კი ცუდად გავხდი, თუმცა მისი ხათრით ერთი ცალი საშუალო ზომის ჰამბურგერი მაინც შევჭამე. იქიდან მაგიდის პინგ-პონგის თამაშოდ წავედით. ადრე ჩოგბურთზე დავდიოდი და იქაური ხრიკები აქაც მეხმარებოდა, რომ ჰარისთვის მომეგო. პატარა ბავშვივით წუწუნებდა, მე როგორ მიგებო, მაგრამ რა იცის, რომ ბავშვობიდან მიყვარს აქ სიარული? მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია არ ვყოფილვარ, მაინც არ დამვიწყებია თამაში.
-თუ გინდა არ ვიტყვი, რომ წააგე -მისთან ახლოს მივიწიე და ხელები ამჯერად მე მოვხვიე წელზე -და შენ ნინასთან რამდენიმე სურათის გადაღებას დასთანხმდი -ტუჩი გადმოვატრიალე, თან მეცინებოდა.
-ჭკუიდან რატომ გადაგყავარ? -ხმამაღლა ჩამჩურჩულა ყურში და იქვე ნაზად მეამბორა. -რას მიკეთებ, ელა. -ეს იმდენად ხმადაბლა თქვა, რომ დარწმუნებული არ ვარ, სწორად გავიგე თუ არა მისი ნათქვამი.
-არ ვიცი -ჩუმად ვუპასუხე, რაზეც ორივეს გაგვეცინა. ზუსტად ეს მინდოდა. უხერხული სიტუაციები ჩემი სტილი არ არის. -აბა, თანახმა ხარ?
-ჯანდაბა -შეიკურთხა. - კარგი. იყოს ისე, როგორც მთხოვ -თავი დამიქნია, შემდეგ კი პინგ-პონგის მაგიდაზე შემომსვა და ჩემს ფეხებს შორის მოექცა. ზუსტად ვიცოდი, რომ ამ ომს მე მოვიგებდი.
-სანამ შეგხვდებოდი, იქამდეც გიჟი ვიყავი, მაგრამ ახლა, შენთან შეხვედრის შემდეგ სრულიად შეშლილი ვარ -ამოიოხრა და ჩემს ბაგეებს დაეწაფა.

ART (completed)Where stories live. Discover now