*

261 29 10
                                    


10 ვოუთზე !!!
Art
თავი 6
Ella's POV
გუშინ ჩემმა ჩვენებამ კარგად ჩაიარა. უფრო სწორად - საოცრად. უამრავი ტელევიზია იყო დაინტერესებული ამ ყველაფრით და ეს იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ ჩვენების დასრულების შემდეგ ცრემლებს ვერ ვიკავებდი. ორი წლის ბავშვივით ვიდექი და ვტიროდი. გუშინ თავი უბედნიერეს ადამიანად ვიგრძენი და მივხვდი, რომ ჩემი მუშაობა და წვალება ამ ყველაფრად ღირდა. მთელი ღამის განმავლობაში რომელ არხზეც არ უნდა გადამერთო, ყველგან ჩემი ჩვენების კადრებს აჩვენებდნენ. ეს ყველაფერი ჩემთვის იმაზე ემოციური და შოკის მომგვრელი იყო, რომ დღემდე არ მჯერა. ნინამ იმდენად კარგად წარმოადგინა თავისი კოსტიუმი, რომ იმაზე დავფიქრდი, ჩემს მოდელების სიაში ხომ არ შევიყვანო. ამაზე სერიოზულად უნდა ველაპარაკო, თუმცა ვიცი რომ უარს მეტყვის. ყოველთვის ამბობდა, რომ სამოდელო კარიერა მისი მოწოდება არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის შესანიშნავი აღნაგობა აქვს.
ჩემი ჩვენების გარდა, ნინას მაღაზიის სანახავადაც ვიყავით რამდენიმე დღის უკან. საკმაოდ დიდი ფართია და ადგილიც მოგვეწონა, ამიტომ ლუიმ მის დას საჩუქარი გაუკეთა და ის ადგილი აჩუქა. მის მოწყობას კი მას შემდეგ დავიწყებთ, როდესაც კოაჩელა დასრულდება. დღეს კალიფორნიაში ჩამოვედით. გადატვირთული სამუშაოს შემდეგ ნამდვილად მოგვიხდება ასეთი გატვირთვა, თანაც ეს მუსიკალური ფესტივალი წელიწადში ერთადერთხელ ხდება კალიფორნიის უდაბნოში, სადაც ახალგაზრდები იყრიან თავს. ეწევიან მარიხუანას, სვამენ აბებს და იმ სამყაროში გადადიან, სადაც სრულ თავისუფლებას გრძნობენ.
როდესაც ტაქსით მე და ნინა ჩვენს დათქმულ ადგილას მივედით, გულში თითქოს მილიონობით პეპელა აფრინდა. საბოლოოდ იქ ვართ, სადაც მთელი ცხოვრებაა გვინდა მოხვედრა. იქ, სადაც სიცოცხლე ჩქეფს. იქ, სადაც მთელი ახალგაზრდობა იყრის თავს! იქ, სადაც გრძნობ, რომ ცოცხალი ხარ. ტაქსის მძღოლს ფული გადავუხადეთ, შემდეგ კი უზარმაზარ თინეიჯერების გუნდს შევუერთდით, რომლებიც შესასვლელში იდგნენ და ნელ-ნელა მიიწევდნენ შიგნით. ყველანაირ ადამიანს ნახავდით აქ. ზოგს თავისი შეყვარებული ყავდა წამოყვანილი, ზოგი კი მის სამეგობროსთან ერთად იყო წამოსული, რომ გართობა ბოლომდე შეეგრძნო. არც მე და ნინა ვართ მარტო. აქ ჩვენი მეგობრები დაგვხვდებიან, რომლებიც რამდენიმე დღით ადრე წამოვიდნენ, რომ კარვები საუკეთესო ადგილას განეთავსებინათ, სცენებთან ახლოს.
მწვანე ბალახზე დაბალი, ღია სანდლებით დავდიოდით, თან ტელეფონზე ვურეკავდით ჩვენს მეგობრებს, რომ მიმართულება ეთქვათ, საით იყვნენ. როდესაც კარამ გვიპასუხა, პასუხიც მივიღეთ და პირდაპირ ჩვენი მეგობრებისკენ წავედით, თან უზარმაზარ სცენებს ვაკვირდებოდით. ამ ორი კვირის განმავლობაში, რაც აქ ვიქნებით, ჩვენი ერთადერთი პრობლემა ის იქნება, რომ ამოვირჩიოთ 6 საუკეთესო შემსრულებლებს შორის რომლის ლაივ შესრულებას დავესწროთ. ზუსტად კოაჩელაზეა ყველა ის ჟანრი, რომლებზეც ვგიჟდები. როკი, ინდი, ჰიპ-ჰოპი, ელექტრო მუსიკა.. ეს ხომ სამოთხეა!  ეს კი არა, ჩემი საყვარელი DJ, რუბი როუზიც კი აქ არის და მის შოუს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოვტოვებ. მე და ნინა უკვე შევთანხმდით, რომ მის შოუზე ერთად წავალთ, შემდეგ კი არჩევანს თვითონ გააკეთებს და მას გავყვები.
როდესაც ჩვენი დიდი სამეგობრო დავინახეთ, ბედნიერები გავიქეცით მათკენ. ყველას გადავეხვიეთ, მივესალმეთ და ჩვენი უზარმაზარი ჩანთები, რომლებიც ზურგზე გვეკიდა, ძირს დავდეთ. ჯერ კიდევ არ მჯეროდა, რომ ჩემი ამდენი ხნის ოცნება ავისრულე და კოაჩელაზე მოვხვდი, ეს ხომ საოცრებაა!
ბავშვებმა კარვები გავშალეთ, შიგნით ჩანთები მივალაგეთ, შემდეგ კი დღევანდელ კონცერტების გრაფიკს გადავხედეთ. აღმოჩნდა, რომ რუბი როუზი გახსნის დღევანდელ შოუს, რაც რათქმაუნდა, საოცარი სიახლეა ჩემთვის.
უკვე მოსაღამოვებული იყო, როდესაც ჩვენს წინ უზარმაზარი სცენა განათდა. მთელი დღის განმავლობაში ისმოდა სიმღერების ხმა, თუმცა რათქმაუნდა აუდიო და არა ლაივ შესრულება. ნინა უამრავ სურათს გვიღებდა, მე კი აქაურობას ვათვალიერებდი. ძალიან გაგვიმართლა, რადგან პირდაპირ სცენის წინ ვიდექით, მე კი ყვირილის შეკავება ვერ შევძელი, როდესაც სცენაზე რუბი გამოვიდა. ერთადერთი ქალია, რომლის შეყვარებულობაზეც უარს არ ვიტყოდი. საოცრად მიყვარს.

ART (completed)Where stories live. Discover now