*

162 15 0
                                    

Art
თავი 18
Nina's POV
ხანდახან მგონია, რომ დრო საერთოდ არ არსებობს და უსასრულობაში ვარ. მომენტებში კი წამები წუთებს ისე ეწევა, რომ ვერც კი ვიაზრებ ასე სწრაფად როგორ მირბიან საათის ისრები.
თვეები ისე გაიპარა, რომ ვერც კი ვიგრძენი, თუმცა იმას ვერ ვიტყვი, არაფერი მომხდარა მეთქი. ჩემთვის ეს თვე წარმატების, თავის გამოვლენის და აღმოჩენების თვე იყო. წარმატების იმიტომ, რომ დონატელა ვერსაჩეს ჩვენება გავხსენი და დავხურე, რამაც ჩემი სახელი უფრო მოთხოვნადი გახადა, თუმცა მე მოდელი არ ვარ. არ ვთვლი, რომ ეს საქმე კარგად გამომდის. ჩემთვის ხელოვნებაა ყველაფერი და დონატელასაც მხოლოდ იმიტომ დავთანხმდი, რომ დიდ თანხას ვიღებდი, ფული კი იმ მომენტში ძალიან მჭირდებოდა. მაღაზიაში ყველაფერი დავასრულე. ზეინის დახმარებით ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორზეც არც კი მიოცნებია. წინ, შესასვლელში, სამ განზომილებიანი გრაფიკული დიზაინით ნახატი გადავწყვიტეთ. მინდოდა მაღაზიის სახელი, Nina's Art დაგვეწერა კედელზე, თუმცა ზეინმა მირჩია, რომ სისულელე იქნებოდა, რადგან ეს სახელი მაღაზიის თავზე ისედაც არის, ამიტომ Mind Of Mine გადავწყვიტეთ. რეალურად, მართლაც ასე არის. მაღაზიაში ისეთი ნახატები და სურათები იყიდება, რომელიც ჩემი გონებით არის მოფიქრებული. ნამუშევრები, რომელიც აღწერს ჩემს გონებას და იმას, რაც გულში მაქვს.
რაც შეეხება ჩემს აღმოჩენებს.. დრო გავიდა და ამ დროსთან ერთად ისეთი გრძნობებით ავივსე, რაც აქამდე არასოდეს განმიცდია.. პირველ რიგში, ჩემი აღმოჩენა ზეინია. ის რომ არა, დანარჩენი საოცრებების აღმოჩენა ჩემთვის უბრალოდ რთული კი არა, შეუძლებელი იქნებოდა. ჩემთვის ახალია ის გრძნობა, რომელსაც მასთან ყოფნის დროს განვიცდი. ზეინთან ერთად არ არსებულ განზომილებაში ვარ, სადაც ვგრძნობ უზარმაზარ რაღაცას, რასაც თინეიჯერულ ახირებაზე ბევრად მაღლა დგას. თითქოს, რაც დრო გავიდა, ვისწავლე იმის დაფასება, რაც მაქვს. ვისწავლე, რომ ჩემს ირგვლივ ყველა მეგობარი ვერ იქნება, თუმცა ვინც ნამდვილია, ის ყოველთვის ჩემს გვერდითაა. ელა ჩემთვის დასავით არის, ჰარი კი ჩემი მეორე ძმა გახდა.
ვისწავლე, რომ სიყვარული არ არსებობს. ეს რაღაც უაზრო მცნება, ჩვენი დროინდელი ბავშვების გამოგონილი უაზრობაა, რომლითაც სექსით კავდებიან. ანუ, როდესაც გოგო ბიჭს ეტყვის, რომ ''უყვარს'', გოგონაც ტყუვდება, ან უნდა რომ მოტყუვდეს და ''სიყვარულით'' აქვთ სექსი. კიდევ თუ ვერ მივხვდით რას ვგულისხმობ, გეტყვით. ბევრ გოგონას უჭირს იმ ნაბიჯის გადადგმა, რომელსაც სექსით დაკავება ჰქვია. ურჩევნიათ, რომ ბიჭისგან მოისმინონ თინეიჯერების ყოველდღიური ტყუილი, რომ ის უყვართ, ამ სიტყვის შემდეგ კი გამბედაობა ემატებათ, რომ ის გააკეთონ, რაც გულით უნდათ, თუმცა იქამდე ვერ ბედავდნენ. მოკლედ, სიყვარული სისულელეა, ყოველშემთხვევაში ჩვენს დროში, თუმცა ის, რასაც მე ვგრძნობ ზეინის მიმათ, რაღაც არარეალურია. ყველა გრძნობა და ემოცია ერთში არის არეული და საბოლოოდ უზარმაზარ ერთიანობას ქმნის. ერთიანობას, რომელიც ვიცი, რომ არასოდეს დასრულდება.
ახლა ჩემს მაღაზიას, ნახატებს და სურათებს დავუბრუნდები. ამ ეტაპზე ჩემი ყველაზე დიდი შთაგონების წყარო ელა და ჰარი არიან. მათი ურთიერთობა რაღაც არაამქვეყნიურია. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს სულ ამწარებენ, ბოლოს ან ერთმანეთის კოცნით ამთავრებენ. უმეტეს შემთხვევაში კოცნას გაგრძელებაც მოყვება ხოლმე: ან ოთახში, ან მანქანაში, როგორც გუშინ. როდესაც ეს ორი ჩემი კამერის წინ დგას, უამრავი გრძნობა იფეთქებს ხოლმე ჩემში. არასოდეს მქონია შემთხვევა, რომ ჩემი გადაღებული სურათის შემდეგ, თავი ბედნიერად მეგრძნო. არასოდეს მქონია შემთხვევა, რომ ჩემი ობიექტისთვის გადამეღო სურათი და როდესაც ზედ დავხედავდი, სურათიდანვე დამენახა ის ბედნიერება, რომელსაც ის ადამიანები გრძნობდნენ, რომელიც ჩემს კადრში იყვნენ. ჰარი და ელა ამას ახერხებდნენ და ზუსტად ამიტომ არიან ჩემთვის განსაკუთრებულები. როდესაც მათ განსხვავებულ ურთიერთობას ვუყურებ, ვხვდები, რომ დედამიწაზე სრულყოფილება არსებობს. რამდენიმე დღის უკან ელამ მითხრა, რომ მე და ზეინი ვიყავით მისთვის სრულყოფილი წყვილი, მე კი ვთვლი, რომ ის და ჰარი არიან სრულყოფილები. ჩემს მაღაზიაში, ნახატების უმრავლებოდაზე ზუსტად ისინი არიან გამოსახულები და უნდა ვაღიარო, რომ საოცრად იყიდება.
ამ დღეებში ერთ-ერთ გამოფენაზე ვარ მიპატიჟებული. ვერსაჩეს პოდუმზე გავლის შემდეგ, მე და ელა გუჩის ჩვენებაზე ვიყავით მიწვეულები, სადაც თანამედროვე ბრიტანელი მხატვარი, ჟოზეფინა უოლი გავიცანი. ქალბატონი 69 წლისაა და როდესაც მისი ასაკი გავიგონე კინაღამ სიცილით მოვკვდი, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ საოცარი ადამიანია. როდესაც ვისაუბრეთ და ვუთხარი, რომ ხატვა ჩემი სული იყო, მის გამოფენაზე მიმიპატიჟა, თან მთხოვა, რომ ჩემი გადაღებული სურათები და ნახატები წამეღო. რათქმაუნდა ამაზე უარს ვერ ვიტყოდი. როდესაც მისი შესრულებული ნახატები ვნახე, ვერ დავიჯერე, რომ ის ყველაფერი ადამიანის ხელით იყო შესრულებული. რაღაც არარეალურად მშვენიერი ფერწერული ნახატები ჰქონდა. ჩემს მსგავსად, ისიც თურმე ბავშვობაში, ვარსკვალების, ზოდიაქოს ნიშნების და მითოლოგიური პერსონაჟების ხატვით იყო დაკავებული. როდესაც ჩემი საყვარელი ფერი მკითხა, ალბათ ელოდა რომ ვეტყოდი ან ლურჯს, ან მწვანეს ან რაიმე ისეთ ფერს, რომელსაც ყოველდღიურად ვხვდებით ცხოვრებაში, თუმცა ჩემი პასუხით, როდესაც ვუთხარი, რომ ულტრამარინისფერი იყო ჩემი საყვარელი ფერი, პირი დააღო, გულში ჩამიხუტა და მითხრა, რომ ამომავალი ვარსკვლავი ვიყავი, რომელსაც წინ დიდი მომავალი ჰქონდა. სიმართლე რომ გითხრათ, მხატვრის ჩვენებაზე ნახვამ გამაკვირვა, თუმცა გაირკვა რომ მოდის სამყაროსთან ის ძალიან იყო დაკავშირებული. მოკლედ, ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, ეს თვე ჩემთვის ზედმეტად კარგადაც კი წავიდა..
-ნინა, მაიგნორებ? -სიცილით ამიქნია წინ ხელი ზეინმა, თან უცნაური გამომეტყველება ჰქონდა აკრული. წინ ფურცელი და ფანქრები მედო, რომელიც იქვე გადავდე, შემდეგ კი ზეინს ვაკოცე.
-მაპატიე, ვერ შეგნიშნე, ფიქრში ვიყავი გართული. -ზეინს დავეკრიჭე, რაზეც თმაზე ხელი გადამისვა, თან იცინოდა.
-აშკარად სხვა სამყაროში მოგზაურობდი -დივანზე დაჯდა, ფეხები მაგიდაზე შემოაწყო და სიგარეტი ამოიღო. ელას გამო ხშირად არ ვეწევი, რომ არ მოუნდეს, თუმცა ახლა მომინდა, რომ მომეწია, თან ელაც არ არის აქ, ამიტომ ზეინს კოლოფიდან ერთი ღერი ამოვაცალე.
-სად არის შენი ძმაკაცი -ჰარიზე ვკითხე, თან ზეინის კალთაში ჩავდე თავი და საფერფლე იქვე დავიდე.
-ეგ და ელა გავიდნენ, მგონი ექიმთან -მივხვდი, რომ მხრები აიჩეჩა. -არ გინდა ჩვენ გავიდეთ სადმე?
-აუ, არ ვიცი -სიგარეტს ერთი ნაპასი დავარტყი და წამოვჯექი -იქნებ რამე გავაკეთოთ აქ? ანუ, ჩვენთან, ეზოში ვგულისხმობ.
-ბარბექიუზე რა აზრის ხარ? შენი ძმა და მისი შეყვარებული დაპატიჟე, თუ გინდა მშობლებიც..
-დედაჩემი აქ არ არის, მაგრამ შეიძლება მამაჩემი დავპატიჟო -თავი დავუქნიე.
-ელაც ეტყვის თავის მშობლებს და მის დას. ხორცს ვიყიდით მე და ჰაროლდი და გრილზე შევწვათ -იდეა მომეწონა, ამიტომ თავი დავუქნიე.
-მაშინ ჰარი და ელა რომ მოვლენ ვუთხრათ. ჩემს ძმასაც დავურეკავ, ის გოგო, შვილს ვინც აჩენს, არც კი ვიცნობ. ვფიქრობ მისი მოპატიჟებაც არ იქნება ცუდი. თან სირცხვილია. გამოდის რომ ჩემმა ძმამ იხმარა და მიაგდო -მხრები ავიჩეჩე. მიუხედავად იმისა, რომ არაფერს არ აკლებს, მაინც ვთვლი, რომ მალე უნდა გავიცნოთ. თანაც მუცელი უკვე საკმაოდ გაბერილი ექნება. არა მგონია, რომ ცუდი გოგო იყოს.
-დავურეკავ ჰარის და გავიგებ როდის მოვლენ -ზეინს თავი დავუქნიე. სიგარეტი საფერფლეში ჩავაგდე და ჩემი რვეული ავიღე, რომ ნახატი დამემთავრებინა. ისევ ჰარის და ელას ვხატავდი. სხვადასხვა ფერში. ზუსტად ისეთებს, როგორებიც ისინი არიან. ფერადები. როდესაც რამდენიმე შტრიხი დავამატე, მივხვდი, რომ ნახატი მზად იყო. ხელი წინ გავწიე, რომ ზეინისთვის მენახებინა. ტელეფონზე ლაპარაკობდა, თუმცა როდესაც ნახატს შეხედა, გაეღიმა და ცერა თითი ამიწია, მოწონების ნიშნად.
-ძალიან კარგი ნახატია -როდესაც ტელეფონი დადო, დივანზე დაჯდა და ნახატი ხელში აიღო.
-მადლობა -გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე.
-ჰაროლდმა თქვა, რომ გზაში არიან. ჩვენ ხორცისთვის წავიდეთ მოგვიანებით, ისინი ნატურალურ წვენს ამოაყოლებენ და კიდევ რაღაც ინგრედიენტებს. ელაც იქ არის და ეტყვის რა დაგვჭირდება -ზეინს თავი დავუქნიე და ფეხზე წამოვდექი.
-წამოდი ბარემ, სანამ ისინი მოვლენ ხორცი ვიყიდოთ -ზეინმა თავი დამიქნია. ფეხზე კედები ჩავიცვი, ზევიდან ზეინის ჟაკეტი მოვიცვი და თმა კოსად ავიწიე. როგორც ყოველთვის, სპორტულებით ვიყავი, თუმცა არ მადარდებს. ძალიანაც მომწონს ეს სტილი, თან საოცრად მოსახერხებელია.
როდესაც ზეინიც გამოვიდა, ხელი ჩამკიდა და გზა სწრაფად გადავჭერით. როდესაც მაღაზიაში შევედით, საუკეთესო ხორცი ავარჩიეთ, ზეინმა კი რაღაც ნეკნები აიღო, თან თქვა - დელიკატესიაო. ხორცის გარდა ზეინმა კიდევ უამრავი რამ აარჩია სახლისთვის და როდესაც დარწმუნდა, რომ ყველაფერი იყიდა, ფული სალაროში გადაიხადა და გარეთ გამოვედით.
-იქნებ ამ დღეებში სადმე წავიდეთ დასასვენებლად? -ზეინმა შემომთავაზა, როდესაც სახლის კიბეებზე ავდიოდით.
-ორ დღეში გამოფენაზე ვარ მიპატიჟებული და ხომ იცი, რომ ვერ აუცილებლად უნდა წავიდე -სახლის კარი შევხსენი და ყველაზე მჩატე პარკი მაგიდაზე მოვათავსე.
-ხო, რათქმაუნდა ვიცი. გამოფენის შემდეგ ვამბობ. -ზეინმაც დააწყო პარკები. ჟაკეტი გავიხადე და სამზარეულოში გავიტანეთ ყველაფერი.
-გამოფენის შემდეგ წავიდეთ. კოლეჯში მაინც ხშირად აღარ დავდივარ. ერთ თვეში კურსს ვამთავრებ და ბოლო თვე საჭირო არ არის, რომ ვიარო. ყველა ტესტი უკვე მქონდა.
-ხოდა ძალიან კარგი -უკნიდან მომიახლოვდა, ხელები თეძოებზე მომკიდა და მაგიდაზე შემომსვა, როდესაც კარის ხმა გავიგეთ.
-რა დროს იცით ხოლმე მოსვლა რა -მაგიდიდან ჩამოვხტი და სიცილით გავძახე გვრიტებს.
-თუ ძალიან შეგიშალეთ, გავბრუნდებით -სამზარეულოში თავი ჰარიმ შემოყო, თან იკრიჭებოდა. ელა უკნიდან დაუდგა, ხელები მოხვია და მხარზე აკოცა.
-არა, როგორ გეკადრებათ -სიცილით ვუთხარი და ზეინი სკამზე დავსვი, რომ კალთაში ჩავჯდომოდი. -უი, მართლა, რაო ექიმმა?
-ყველაფერი კარგად მიდის -ელამ პარკებში ქექვა დაიწყო, ჰარიმ კი თავისი ნაყიდი რაღაცეები შემოიტანა შიგნით და იქვე დააწყო. -ექიმმა თქვა, რომ ფრედი ჯანმრთელი ბიჭია.
-ძალიან კარგი -ზეინმა თავი დაუქნია, თან მხარზე მკოცნიდა -იმედია მამამისს არ დაემსგავსება.
-ეს სირი რა დღეშია -ჰარიმ სიცილით წამოარტყა თავში ზეინს -Fuck off -ჰარიმ შუა თითი აუწია, თან მაცივრიდან ლუდი გამოიღო.
-ჰარი, შენთან სახლში დამრჩა ჩემი ჩანთა და რაღაც ჩანახატები -ელამ შუბლზე ხელი შემოირტყა და როდესაც მიხვდა, რომ ძლიერად მოუვიდა სახე დამანჭა. ჰარის მის სისულელეზე გაეცინა, ელას მიუახლოვდა და შუბლზე აკოცა.
-არ არის პრობლემა, ხვალ გამოგიტან -ელამ თავი დაუქნია და სკამზე დაჯდა.
-მე დედაჩემს და ნინას ვეტყვი მარტო, რომ მოვიდნენ. თქვენ რას იზამთ? -ორსულმა ქალბატონმა თქვა, თან ვაშლს შეექცეოდა.
-მე მამაჩემს ვეტყვი და ჩემს ძმას თავისთავად. ბიჭებო, თქვენც ხომ ეტყვით თქვენებს?
-აუ არა -ზეინმა თავი გააქნია -ჩემები აქ არ არიან. არც ჰარის დედა არ არის ქალაქში. ერთად წავიდნენ მგონი დასასვენებლად.
-ნუ, არაუშავს -მხრები ავიჩეჩე -მაშინ მეგობრებს ვუთხრათ.
-კარგი იდეაა -ელამ თავი დამიქნია და ფეხზე წამოდგა. -მეც ვფიქრობდი მაგას.
-მოკლედ, ხვალ დიდი დღეა! -ტაში შემოვკარი და მეც ავდექი -დღეს გავამზადოთ რაღაცეები და ბიჭებიც დაგვეხმარებიან, ხომ? -ორივემ თავი დაგვიქნია. სანამ საჭმლის გაკეთებას დავიწყებდით, იქამდე ყველაფერი მივალაგეთ. უფრო სწორად, მე და ელა ვალაგებდით. ჰარი და ზეინი ბავშვებივით ურევდნენ ყველაფერს. ბალიშებით ომობდნენ და ერთმანეთს ესროდნენ, თან გულიანად იცინოდნენ, რაზეც ჩვენც გვეცინებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სახლი ნორმალურად არ დაგვალაგებინეს, მაინც მოვახერხეთ რაღაც და სამზარეულოს დავუბრუნდით. ამ საღამოს მშრალი საჭმელი გავაკეთეთ, ხოლო როდესაც დავასრულეთ, ჩვენთვის პიცა გამოვაცხეთ. ელამ ვერ ჭამა, შემდეგ ჰარი აჭმევდა ხელით, თან ეხუმრებოდა, ახლა თვითმფრინავი მოფრინდა, ახლა კი მატარებელი მოდისო. მოკლედ, ყველაზე არასერიოზული ადამიანები ვართ ჩვენ. საჭმელსაც კი სიცილ-კისკისით მივირთმევთ.
როდესაც ჩვენი დასვრილი ჭურჭელი დავრეცხე, ზეინი და ჰარი გავაცილეთ, შემდეგ კი მე და ელა მის ოთახში ავედით საჭორაოდ, ხვალინდელ დღეს კი მოუთმენლად ველოდებოდით.

ART (completed)Where stories live. Discover now