*

207 20 2
                                    

Art
თავი 9
Ella's POV
დღეს დილით ნინა კოლეჯში წავიდა, თუმცა ვიცი, რომ ყველა გაკვეთილზე დარჩენას არ აპირებს. კოლეჯის შემდეგ კი სახლში აპირებდა წასვლას, რადგან მთელი ორი კვირაა ჩვენები არ გვინახავს არცერთს, თუმცა მე წუხელ შევურბინე ცოტახანს მშობლებს. რაც შეეხება ჩემს დას, ჩემთან ატელიეშიც ვნახავ, ან აქ გამოვა როცა მოიცლის. დილით ყავა მოვიდუღე, თან სიგარეტს ვეწეოდი, როდესაც კარზე ზარი გავიგე. სწრაფად გავიქეცი, შემდეგ კი გავხსენი.
-ლუიიი! -ხმამაღლა დავიყვირე, როდესაც ზღრუბლთან აწეწილ თმიანი ლუი დავინახე, შემდეგ კი მოვეხვიე.
-ელაა -ხელები მომხვია -როგორ ხარ?
-მე კარგად, შენ როგორ ხარ? -თავით ვანიშნე, რომ სახლში შემოსულიყო. კარი გადავკეტე და მისაღებში ლუის შევყევი.
-კარგად, რა მიჭირს. დღეს მაღაზიაში მინდოდა წასვლა, ბავშვისთვის რაღაცეების ყიდვა მინდა და ნინას უნდა ვთხოვო, რომ გამომყვეს. -დივანზე მოკალათდა და ჩემი კოლოფიდან სიგარეტი ამოაძვრინა. საფერფლე ხელში დავიჭირე, დივანზე მის გვერდით დავჯექი და საფერფლე ფეხზე დავიდე.
-ნინა სახლში წამოვიდა, მაგრამ მალე მოვა. -სიგარეტი ჩავაქვრე და თმა კოსად ავიწიე -ისე, ჯერ რა დროს ტანსაცმელია. ჯერ ხომ არ იცით ბიჭია თუ გოგო
-ბიჭია, ექოსკოპიაზე ვიყავით უკვე -ამაყად თქვა, რაზეც გამეცინა.
-ანუ ბიჭების კეთება შეგძლებია -თვალი ჩავუკარი. მიუხედავად იმისა, რომ მასთან სექსი მქონდა, ამის გამო არანაირ კომპლექსს არ ვგრძნობ. პირიქით, უფრო გახსნილიც კი ვარ. მიხარია, რომ ასეთი უაზრო რაღაცეები ჩვენს შორის არაფერს არ ცვლის და დარწმუნებული ვარ, რომ არც არასოდეს არ შეცვლის. ჩვენ არ ვგავართ უაზრო თინეიჯერებს, რომლებსაც ერთად დაწოლის შემდეგ ერთმანეთი უყვარდებათ ან ერთმანეთის დანახვაზე წითლდებიან.
-შემძლებია -სიცილით თქვა მანაც, შემდეგ კი ფეხზე წამოდგა -წამოდი რა, სანამ ნინა მოვა ყავა გამიმზადე, თან საჭმელიც გექნებათ რამე
-აქ სულ დამშეული როგორ მოდიხარ -სიცილით ვუთხარი. ფეხზე ავდექი და სამზარეულოში გავედით. ყავა ორივესთვის გავამზადე, ხოლო მე რომელსაც ვსვამდი გადავღვარე, რადგან უკვე გაციებული იყო.
-შენც თუ არ გაქვს რამე გეგმები, წავიდეთ ერთად შოპინგზე, არაფერი არ გჭირდებათ? -სკამზე დაჯდა, ცალი ფეხი კი მეორე სკამზე შემოდო.
-არაფერი არ მჭირდება, მაგრამ მაინც გამოგყვებით. შეიძლება უნივერმაღში დამჭირდეს შესვლა. -ყავა რომ ადუღდა, ჭიქებში გავანაწილე. მაცივრიდან ნამცხვარი და შოკოლადები გამოვიღე.
-ტამპონები და ამბები? -ლუის თავი დავუქნიე
-სიგარეტიც, ასანთებიც და კიდევ რაღაცეები გვჭირდება სახლისთვის. -მაგიდაზე შემოვჯექი და ყავა მოვსვი. ლუიმაც მოსვა, თან სიცილი დაიწყო.
-კიდევ არ აგიდუღებია?
-ხუმრობ? გეფიცები ავადუღე, ბუშტუკები ამოსდიოდა! -მტკიცება დავუწყე, რომ ყავა ნამდვილად ადუღებული იყო. ჩემს ხმამაღალ, ნერვულ საუბარზე უარესად აუვარდა სიცილი.
-ვიცი, ვიცი, ვხუმრობ -ძლივს ამოთქვა სიცილისას და ხელები ზევით აწია, დანებების ნიშნად.
-იდიოტი ხარ -თვალები ავატრიალე, როდესაც კარის ხმა გავიგე და ნინა სიმღერით შემოვიდა სამზარეულოში.
-Superman ain't savin' shit, girl you can jump on Shady's dick -ხელით ქვევით მოიკიდა, თითქოს მართლა პენისი ჰქონოდეს. -Straight from the hip, cut to the chase, I tell a motherfuckin' slut to her face.
-არა, რეპში ემინემსაც ვერ შეედრები, ფაქტიურად -ლუიმ ტაში დაუკრა. რათქმაუნდა დასცინოდა. ნინამ თავში ხელი წამოარტყა, შემდეგ კი ლოყაზე აკოცა. ტელეფონში სიმღერას აუწია და ჩემი ჭიქა აიღო, ყავის დასალევად.
-რას შვებით აბა, რამეს ხომ არ აპირებდით და ხელი ხომ არ შეგიშალეთ? -ეშმაკურად გვკითხა. ხან მე მიყურებდა, ხანაც ლუის.
-მაგაზე არ იდარდო, თუ რამე, ოთახი მეორე სართულზე მაქვს და ავალთ -გავიცინე და ლუის თვალი ჩავუკარი. მანაც თავი დამიქნია, თითქოს მეთანხმებოდაო და თავის დას დაეკრიჭა.
-რა ხდება სახლში, როგორ არიან ჩვენები? -ლუიმ იკითხა და ცოტახანში ყველა დავსერიოზულდით.
-კარგად არიან, შენ არ ვიცოდი აქეთ თუ აპირებდი გამოსვლას -ნინა ლუის ფეხზე ჩამოჯდა და ჩემი ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დადო.
-გასული ვიყავი და ბარემ შემოვიარე, თან ჩემი ბიჭისთვის მინდა რაღაცეების ყიდვა და ვიფიქრე, რომ გამომყვებოდი. -ლუიმ მხრები აიჩეჩა, თან ნინას თმებზე თამაშობდა. მაგიდიდან ჩამოვხტი და ჭიქები ნიჟარაში ჩავალაგე.
-ბიჭუნა? სქესი გაიგეთ უკვე? -ლუიმ თავი დაუქნია. -სახელი არ მოგიფიქრებიათ?
-აუ მე ფრედი ძალიან მომწონს! საყვარელი იქნება, ფრედი ტომლინსონი, რა აზრის ხარ ლუი? -თვალები საყვარლად დავუბრიალე, რაზეც გაეცინა.
-არ ვიცი, სახელზე არ მიფიქრია. ტომს ვფიქრობდი. ტომი ტომლინსონი -მხრები აიჩეჩა.
-მე ბიჭი რომ მეყოლება აუცილებლად ფრედს დავარქმევ, ძალიან მომწონს -გულწრფელად ვთქვი. ბავშვობიდან მიყვარს ეს სახელი. ამისთვის განსაკუთრებული მიზეზი არ მაქვს, მაგრამ ბაღში ერთი ბიჭი მომწონდა, ფრედი ერქვა და მახსოვს რომ საყვარელი იყო ძალიან. ამის მერე მაქვს ეს სახელი აჩემებული.
ისე, ახლა დავფიქრდი და ჩემი თავი წარმოვიდგინე დედის ამპულაში. რომ ვთქვა ბავშვებზე ვგიჟდები მეთქი, მოვიტყუები. ყველა ბავშვს ვერ ვეფერები. თუ მე არ მომეწონა ან ლამაზი არ იყო, შანსი არ არსებობს, რომ ისე მივიდე, ჩავეხუტო ან ვაკოცო. არ აქვს მნიშვნელობა ახლობლის ბავშვია თუ ვიღაც უცხოსი. ყოფილა შემთხვევა, რომ ჩემს ნათესავს მოუყვანია თავისი შვილი ჩემთან სახლში, მაგრამ ვერ გავკარებივარ, რადგან არ მომწონებია. ამის შემდეგ კი ისეთი შემთხვევაც მქონია, როდესაც პარკში სეირნობისას ულამაზესი ბავშვი დამინახავს, სრულიად უცხო, მივსულვარ და ჩამიკოცნია. თანაც იმდენად არანორმალური ვარ, რომ თუ ბავშვი არ ვატირე მოფერებისას, ვერ ვხდები რომ ვეფერები. როდესაც ტირის, მერე ვმშვიდდები ხოლმე. შეიძლება ძალიან ცუდი თვისება მაქვს, ბავშვების ამორჩევა, თუმცა რა ვქნა. არ მიყვარს მოუვლელი, ცხვირმოუხოცავი ბავშვები.
მე როდესაც დედა გავხდები, ჩემი შვილი ყოველთვის მოწესრიგბული იქნება. ამაზე თავს დავდებ. რაც სხვაში არ მიყვარს, იმას მე არ გავაკეთებ და ჩემს შვილს ყველანაირად მოვუვლი. შეიძლება ადამიანს არ ჰქონდეს შესაძლებლობა და ბრედნული ტანის სამოსი ვერ ჩააცვას, მაგრამ ბავშვის დაბანა არავისთვის არ უნდა იყოს პრობლემა.
-ეი -ლუიმ ცხვირ წინ ამიქნია ხელი -მივდივართ მეთქი და წამოხვალ?
-ჰო, ჰო -თავი დავუქნიე და ჩემი ფიქრები გავწყვიტე ბავშვის თაობაზე. ჯერ ძალიან ადრეა ჩემთვის ბავშვზე ფიქრი. უცებ გავიქეცი ოთახში, ტანზე ნაცრისფერი სპორტულები ჩავიცვი და ისევ ქვევით ჩავედით. ორივე მზად იყო უკვე. ტელეფონი ჯიბეში ჩავიგდე და გარეთ გავედით. რადგან ლუის მანქანა აქ იყო, იმით გადავწყვიტეთ წასვლა. ნინა წინ მოთავსდა, მე კი უკან დავჯექი.
გზაში ხმამაღლა ვყვებოდით ყველა სიმღერას, რომელიც ლუის ფლეილისტში იყო. არ აქვს მნიშვნელობა, ვიცოდით თუ არა ტექსტი.
ასევე გიჟურად ჩაიარა შოპინგმაც. შუა მოლში ბოლო ხმაზე ვყვიროდით რაღაც სისულელეებს. ხან ნინა მახტებოდა ზურგზე, ხანაც მე ვახტებოდი ლუის და გასახედნი ცხენივით დარბოდა. მთელი მაღაზია ჩვენ გვიყურებდა, მაგრამ ვის ადარდებს?! როდესაც ვხვდებოდით, რომ ყველა ჩვენზე იყო მოშტერებული, უარეს რაღაცეებს ვაკეთებდით. ეგ კი არა, ბავშვების სექციაში პატარებიც ავიყოლიეთ და ვაცეკვებდით.
საბოლოოდ მაღაზიიდან პარკებით დატვირთულები გამოვედით. რა აღარ ვუყიდეთ მომავალ ტომლინსონს. პატარა ვანსები, ჯინსები, ზოლიანი მაისურები.. სასაცილო კოსტიუმები.. მე კი ლუის საჩუქარი გავუკეთე, უცებ გავიქეცი აფთიაქში გავიქეცი, პრეზერვატივების შეკვრა ვუყიდე და ვაჩუქე. ამ პატარა რაღაცაზე კი იმდენი ვიცინეთ, რომ მანქანაში ჩაჯდომისას, 15 წუთი სიდენიებზე უბრალოდ ვიჯექით და ბოლო ხმაზე ვიცინოდით.
ბოლოს კი, როდესაც ჩვენი პატარა ცანცარი დავასრულეთ, ლუიმ მანქანა დაძრა და ჩვენს სახლთან ახლოს, უნივერმაღთან გამიჩერა. მალევე გადავედი, საჭირო ნივთები ვიყიდე და მანქანაში დავბრუნდი. სახლის კარი როგორც კი შევხსენი, მაშინვე დივანზე დავეხეთქე. მაშინ ვიგრძენი როგორ ვიყავი დაღლილი, თანაც უკვე გვიანი იყო, ათი სრულდებოდა. ლუი მალევე წავიდა, ბავშვის ტანსაცმელი კი დროებით ჩვენთან დატოვა.
-აუ, კლუბში მინდა წასვლა -ნინამ ფეხები კალთაში ჩამიდო -წამო რა, წავიდეთ.
-ძალიან ვარ დაღლილი -სიგარეტი ამოვიღე ჯიბიდან და წამსვე მოვუკიდე -გოგოებს უთხარი და ისინიც წამოვლენ
-ეე, ელა, კარგი რა. ჩვენ ორივე ერთად უფრო ვერთობით, ხომ იცი -ტუჩი გადმოატრიალა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს ტირილს აპირებსო.
-კარგი, ხო -გავიცინე -მაგრამ მაღლებზე არ ვიცვამ, წინასწარ იცოდე -თვალი ჩავუკარი.
-არც მე, სხვათაშორის. ამ სპორტულებით მოვდივარ -მის ნათქვამზე სიცილი ამივარდა. ისეთი გიჟია, შეიძლება მართლა ასე წამოვიდეს.
-ნუ ხუმრობ -ფეხზე წამოვდექი და ოთახში ავედი, რომ გამომეცვალა. ნინაც შემომყვა.
-არ გამოიცვალო, სერიოზულად გეუბნები. დაიკიდე რა. პროსტა ერთი-ორი ჭიქა დავლიოთ და უკან წამოვიდეთ. -ღრმად ამოვიოხრე, თავი დავუქნიე და გარეთ გავედი. არ ვართ ნორმალურები. აბა ვის გაუგია კლუბში სპორტულებით წასვლა? მაგრამ ეს ხომ ჩვენ ვართ!
ნინამ მანქანა გამოიყვანა ავტოფარეხიდან. წინ დავჯექი და ნახევარ საათში ჩვენს საყვარელ კლუბსაც მივუახლოვდით. როგორც ყოველთვის, გარეთ შემოწმება გავიარეთ, შემდეგ კი შიგნით შევედით. რა წამსაც სხვადასხვა ფერის ნათებები მომხვდა თვალში და ხმამაღალი მუსიკის ხმა გავიგე, ყველანაირი დაღლილობა მომეშვა. ნინა მაშინვე ბართან მივიდა. როდესაც იქ ჰარი დავინახე, თვალები ავატრიალე, შემდეგ კი მაღალ სკამზე შემოვჯექი. რომ დამინახა გაიცინა. შორიდან ჩამიკრა თვალი და როდესაც კლიენტები გაისტუმრა ჩვენსკენ წამოვიდა.
-ოჰ, ქალიშვილო -ზუსტად იმ დროს თქვა ჰარიმ, რა დროსაც მე ვთქვი -გამარჯობა, ვაჟიშვილო. -ორივეს სიცილი აგვიტყდა. ნინამ სთხოვა, რომ მხოლოდ არყის ბოთლი და ერთი ჭიქა მიეცა. ჰარიმაც შეასრულა ნინას თხოვნა და ისევ მე მომიტრიალდა.
-რას დალევ? -თავისი საფირმო კითხვა დამისვა.
-ჰმ.. შენ რას შემომთავაზებ? -კითხვა შევუტრიალე.
-ახალი კოქტეილი შემოვიღე მენიუში, სექსი კოაჩელაზე. გასინჯავ? -წარბები აათამაშა. გამეცინა. -კარგი, სერიოზულად. შემიძლია მოხიტო შემოგთავაზო
-არა, მოხიტო არ მინდა -ტუჩები დავპრუწე და დიდ დახლს გადავხედე, რომ ამერჩია რა მინდოდა.
-კარგი, შემიძლია პირადად შენთვის "ცეცხლოვანი კოქტეილი" გავაკეთო, გინდა? -სახელმა მომხიბლა, ამიტომ თავი დავუქნიე და დაველოდე როდის გამზადდებოდა "ცეცხლოვანი კოქტეილი".
-აქამდე გასინჯული გაქვს ეს სასმელი? -სანამ თავის საქმეს აკეთებდა, თან რაღაცეებს მეკითხებოდა.
-არა, სახელიც კი პირველად გავიგე -მხრები ავიჩეჩე
-იმიტომ რომ ახლა შემოვიდა ბაზარზე -გაეცინა. ჭიქაში არაყი და რაღაცეები ჩაასხა, შემდეგ კი ცეცხლი მოუკიდა. ვაუ. მეგონა მხოლოდ სიტყვა იყო ცეცხლოვანი და თურმე პირდაპირი მნიშვნელობით უთქვამს. როდესაც გავსინჯე, ცერა თითი ავუწიე მოწონების ნიშნად და ბოლომდე დავლიე, შემდეგ კი ნინას მოსაძებნად გავიხედე, რომ მენახა სად გაქრა. დავინახე, რომ იმ შავ ბიჭთან ერთად ცეკვავდა. ზეინი ერქვა თუ არ ვცდები.
-ფართის შემდეგ შემიძლია უფრო მაგარ ადგილას დაგპატიჟო -ჰარიმ მითხრა, როდესაც რამდენიმე კლიენტი გაისტუმრა და ჩემთან დაბრუნდა.
-არა, მადლობა. წვეულების შემდეგ გეგმები მაქვს -წარბები ავათამაშე და ერთი სიმპატიური ბიჭისკენ წავედი, რომელიც მარტო იდგა და ცეკვავდა.

ART (completed)Where stories live. Discover now