*

179 18 3
                                    


დაავოუთეთ და დააკომნტარეთ❤❤

Art
თავი 12
Ella's POV
-ნინა, გელოდებით -სიცილით ვუთხარი, როდესაც მისი ფიქრი დიდხანს გაგრძელდა. ეს თამაში არ არის, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მე და ნინა კარგად გავერთობით. -თან ცალ-ცალკე რომ არ ვთქვათ, ყველამ ხუთ-ხუთი დავასახელოთ, ასე უფრო მარტივი იქნება. -ჩემს იდეას დაეთანხმნენ. სიგარეტს მოვუკიდე, შემდეგ კი ნინას შევხედე.
-კარგი, პირველი ემინემი იყოს, რათქმაუნდა -ზუსტად ვიცოდი, რომ მას დაასახელებდა. -მეორე ბრედლი კუპერი, ძალიან მიზიდავს ეს კაცი -მანაც აიღო სიგარეტი და კიდევ დაფიქრდა. -მესამე ალბათ ლეონარდო დიკაპრიო. -ტუჩი მოიკვნიტა, თითქოს მის წინ ყოფილიყოს.
-აუ ეგ ისე მომწონს, მაგაზე უარს არც მე ვიტყოდი -სიგარეტს ერთი ნაპასი დავარტყი, თან ჩამეცინა. ბიჭებიც იცინოდნენ, თან გულის ყურით უსმენდნენ ნინას და ალბათ ამბობდნენ, ეს რა ძუკნებში მოვხვდითო. სიურპრიზიიი ბიჭებოო! ეს ჩვენ ვართ და არასოდეს შევიცვლებით. თანაც მგონი ძალიან კარგები ვართ. უბრალოდ კარგები კი არა, ძალიან კარგები. -მეოთხე ვინ, ნინა?
-მაგაზე ვფიქრობ -თავი მოიქავა, სიგარეტს ბოლო ნაპასი დაარტყა და საფერფლეში ჩააგდო. -მეოთხე ადამ ლევინი.
-კარგი, მეხუთეც თქვი, თორემ მე უკვე მოვიფიქრე და დამავიწყდება -ჰარიმ უთხრა, თან ჩემი საფერფლე აიღო და სიგარეტს მოუკიდა.
-მეხუთე ბენედიქტ ქამბერბაჩი იყოს, სხვას ვერ ვფიქრობ ჯერ-ჯერობით -ნინას თავი დავუქნიეთ და ჰარის მივუტრიალდი.
-მიდი, თქვი შენ რომ არ დაგავიწყდეს -ჩუმად გაეცინა, შემდეგ კი თავი დამიქნია.
-პირველი რიანა -თითებზე დაიწყო ჩამოთვლა. სიგარეტი ტუჩებს შორის ჰქონდა მოქცეული და თან ეწეოდა.
-აუ ვგიჟდები რიანაზე, მაგარი ქალია -ზეინმა წამოიძახა
-კარგი, შემდეგი თორე მეც დამავიწყდება -სიცილით ვთქვი, თან ვცდილობდი იმ ბიჭების სახელები არ დამვიწყებოდა, ვინც რამდენიმე წუთის წინ მოვიფიქრე.
-მეორე ახალგაზრდა გოგო რომ არის მომღერალი, ჰალზი (Halsey), ეს. -მეორე თითი ჩამოწია და სიგარეტი საფერფლეში ჩააგდო.
-ისე ამბობ, ჰალზისთანო, თითქოს ამ კოაჩელაზე კედელზე არ გყავდა აყუდებული დილაუთენია -სიცილით თქვა ზეინმა და თავი გააქნია. ყველას გაგვეცინა.
-ეს ვაჟიშვილი ბიჭი ნახეთ, რა დღეში ყოფილა! -ტაში დავუკარი, თან ვიცინოდი. ჰარისაც ჩაეცინა. თავი ქვევით ჩამოწია, თმები აიბურდა და უკან გადაიყარა. მალე მისი თმა მე დამეწევა სიგრძეში, თუმცა უნდა ვაღიარო, ძალიან კარგი თმა აქვს.
-მესამე ვიქტორიას მოდელი რომ არის, ლილი ალდრიჯი -მესამე თითიც ჩამოწია და ცოტახანს ჩაფიქრდა. -აუ, კინაღამ დამავიწყდა, ქენდის სვეინპოლი. -მეოთხე თითიც მიაყოლა და თავი მოიქავა.
-ჰაროლდ, ვიქტორიაში დაგრჩა ვინმე, ვინც არ გაგიჟიმავს? -ზეინმა სიცილით ჰკითხა, თან ლუდი მოსვა. ჰარიმ შუა თითი აუწია, თან ჩაიცინა.
-ზეინ, ისე ლაპარაკობ ამ ვაჟიშვილ ბიჭზე, რომ ასე მგონია მთელი მოდელები გაჟიმული ჰყავს -სიცილით ვუთხარი, თან თმა კოსად ავიწიე, თორემ დამცხა და ნერვებს მიშლიდა. ზეინს უბრალოდ ჩაეცინა და ჰარის უჩვენა, გააგრძელეო.
-მეხუთე სარა სამპაიო და ბარემ მეექვსესაც მოვაყოლებ, ფრიდა აასენი -მასზე ისევ გამეცინა და ზეინს ვუჩვენე, მას დაეწყო, თუმცა მითხრა, რომ მე მითმობდა ასპარეზს, ამიტომ მეც დავიწყე ჩამოთვლა.
-პირველი ჯონი დეპი -ეს კაცი ისე მიყვარს, სადმე რომ ვნახო ალბათ გიჟივით მივვარდები და აქეთ გავაუპატიურებ.
-ზუსტად ვიცოდი, რომ ჯონის იტყოდი -სიცილით მითხრა ნინამ, თან ლუდი მოსვა. მეც მას მივბაძე, ლუდი მოვსვი და ჩავფიქრდი.
-მეორე ჩანინგ ტატუმი იყოს, ძალიან მიზიდავს ეგ ბიჭი -ფეხები დივანზე ამოვწიე და ერთმანეთზე გადავიჯვარედინე. -ჰმმ.. მესამე კრისტოფერ მეისონი, ქერა, ცოტა გრძელთმიანი მოდელი რომ არის.
-შენ რა შვილიან კაცებს გადაეკიდე -სიცილით თქვა ჰარიმ, თან ფეხზე წამოდგა და შარვალი გაისწორა. მის ნათქვამზე მეც გამეცინა. ისე მართლა, სამივე ჩემი დასახელებული კაციდან, ყველას შვილი ჰყავს. როგორ ვახერხებ რომ სულ ასეთი კაცები მომწონს შორიდან? ყოჩაღ ელა, ამასაც ნიჭი უნდა.
-მეოთხე ვინ იქნება ელა? -ნინამ მკითხა.
-მეოთხე იყოს ჰიტ ლეჯერი -ამ კაცის სიკვდილი ჩემს სიკვდილს უდრიდა, გეფიცებით. როდესაც გავიგე, რომ გარდაიცვალა მთელი ერთი კვირა ვგლოვობდი. ჩემთვის საოცარი მსახიობია. -და მეხუთე coldplay-ს სოლისტი, კრის მარტინი. სერიოზულად, ვგიჟდები კრისზე! -როდესაც მისი ღიმილი მახსენდება, ცუდად ვხდები. არ ვიცი რა აქვს გასაოცარი, მაგრამ ძალიან მიზიდავს. -ხოდა ბარემ მეც ვიტყვი მეექვსეს, ოღონდ გოგოს. ერთადერთი ქალია, რომელსაც ოდესმე მივცემდი, რუბი როუზი! ვგიჟდები, ჩვეულებრივი ქალღმერთია.
-ჩემი ახლო მეგობარია -ზეინმა თქვა, თან დივანზე კარგად მოკალათდა.
-ხოდა ერთ დღეს აუცილებლად გამაცნობ -თვალი ჩავუკარი და გავუცინე. ზეინმა ხელი თავთან მიიტანა, როგორც პოლიციელები აკეთებენ ხოლმე, თან იცინოდა.
-არის ქალბატონო! -მეც გამეცინა, შემდეგ კი ვუთხარით, რომ მას დაეწყო ჩამოთვლა. ჰარის გემოვნება უკვე გავიგე, ახლა მისი მაინტერესებს.
-პირველი კრისტენ სტიუარტი, ოღონდ ახლანდელი სტილით. -ოჰო, ეს უკვე მომწონს. -მეორე, მიუხედავად იმისა, რომ ჰარი ამასთანაც იყო, ასტრიდ ბერჯესი.
-მაგარი გოგო არის ძალიან -ჰარიმ ცერა თითი ასწია და ცალი თვალით შევხედე. საღოლ ჰაროლდს.
-ჰარი, მთელი ჰოლივუდი ნახმარი გყავს? -სიცილით ჰკითხა ნინამ.
-ჯერ მთელი არა, მაგრამ გამოვასწორებ -სიცილით ჩაუკრა თვალი, თან ჯიბიდან მარიხუანა ამოიღო. -ხომ მოწევთ?
-მე კი -წამოვიძახე. ძალიან მომენატრა ის განზომილება, რომელშიც მარიხუანამ გადამიყვანა, როდესაც კოაჩელაზე ვიყავით.
-მეც მოვწევ -ნინამ თავი დაუქნია, ზეინმა კი უბრალოდ ხელით ანიშნა, მეც აქ ვარო. ანუ ოთხივე მოვწევდით.
-კარგი ზეინ, ახლა განაგრძე, მესამეს ჯერია -ნინამ შეახსენა. როგორც ჩანს ძალიან არის დაინტერესებული ისიც.
-მესამე ბარბარა პალვინი -თან ეშმაკურად ჩაეცინა. -მეოთხე ბიანკა ბალტი -ამის თქმა იყო და ჰარიმ გადაიხარხარა.
-ბიანკა დაახლოებით სამჯერ მაინც ყავს გაჟიმული, გეფიცებით -თან მარიხუანას აკეთებდა, თან იცინოდა.
-მერე რა, საკაიფო იყო -ზეინსაც ჩაეცინა. -და ბოლოს ადრიანა ლიმა.
-კარგი გემოვნება გაქვთ -სიცილით თქვა ნინამ, თან ფეხზე წამოდგა და ლუდის ბოთლები ხელში აიღო. -კიდევ გინდათ?
-მე მინდა -ხელი ავწიე, თან ფეხზე წამოვდექი და საფერფლეები ავიღე, რომ გამესუფთავებინა. ჰარიმაც თავი დაუქნია ნინას.
-მეც გამომიყოლეთ მაშინ -ზეინმაც თქვა. ბიჭებს თავი დაუქნია ნინამ და სამზარეულოში გავიდა. მეც მას გავყევი, საფერფლეები დავცალე, თან ლუდისთვის მიწის თხილი, ჩიფსები და სასუსნავები გავიტანე. როდესაც ჩემს ადგილას დავჯექი, ნინაც გამოვიდა. სამივეს მოგვცა ლუდი, შემდეგ კი ისიც თავის ადგილს მიუჯდა.
-აუ, რომ მოვწევთ სიმართლე და მოქმედება ვითამაშოთ, ოღონდ სირული და ბავშვური რაღაცეები არ იყოს -ჰარიმ თქვა, თან ერთი მარიხუანას შეკეთებული ღერი ზეინს მისცა, ერთი კი თვითონ დაიტოვა, თან მოუკიდა -ხოდა კიდევ, ნებისმიერი მოქმედება უნდა ასრულდეს.
-არაა პრობლემა -მაშინვე დავეთანხმე. მე და ნინას ეს თამაში იმდეჯერ გვითამაშია, რომ ეს ორი ბიჭი ვერაფრით გაგვაოცებენ.
როდესაც ჰარიმ რამდენიმე ნაპასი დაარტყა, მარიხუანა მე გამომიწოდა. პირველ ნაფასზევე უდიდესი სიამოვნება ვიგრძენი შიგნიდან. თითქოს მთელი ფილტვები კვამლით კი არა, სხვა, უფრო კარგი რამით დაიფარა. ერთ ნაფაზს მეორე მოყვა, მეორეს კი მესამე. დავინახე ნინამაც რამდენჯერმე რომ დაარტყნა ნაფაზი, შემდეგ კი ზეინს გადაუწოდა დარჩენილი ნაწილი.
დაახლოებით 15 წუთში ოთხივე იმდენად კარგ ხასიათზე დავდექით, რომ უაზროდ გვეცინებოდა. ზეინი ფეხზე წამოდგა, ცარიელი ბოთლი მოიტანა და ძირს მოთავსდა.
-იატაკზე გადმოინაცვლეთ რა, უფრო ადვილად დავატრიალებთ ბოთლს და ბევრად მოსახერხებელიც არის. -მას დავეთანხმეთ. სამივე ფეხზე წამოვდექით, შემდეგ კი ძირს დავჯექით, ოღონდ ერთმანეთისგან ცოტა მოშორებით, რადგან მხოლოდ ოთხნი ვიყავით და სხვანაირად ვერ ვითამაშებდით.
პირველი ზეინმა დაატრიალა და ჩემთან მოვიდა.
-სიმართლე თუ მოქმედება? -მან მკითხა. თავიდან ყოველთვის სიმართლით ვიწყებ, ამიტომ ახლაც არ დამირღვევია ჩემი წეს-ჩვეულება და სიმართლე ავირჩიე, თან მის კითხვას დაველოდე. -კარგი.. მოდი მითხარი როდის დაკარგე ქალიშვილობა. ჯერ მარტივით დავიწყოთ -მის ნათქვამზე ჩაგვეცინა.
-18 წლის რომ ვიყავი მაშინ -ზეინმა თავი დამიკრა, შემდეგ კი ბოთლი მე დავატრიალე. ახლა ჰარი და ზეინი ამოვიდნენ. ორივეს სიცილი აუტყდა.
-სიმართლე თუ მოქმედება, ძმაო? -ჰარიმ ჰკითხა, თან ორივე იცინოდნენ.
-მოქმედება -ჰარიმ თავი დაუკრა, თან ლუდს სვამდა.
-გოგოები ახლა თუ ჩავლენ მაღაზიაში და ვარდისფერ საღებავს ამოიტანენ, დიდი სიამოვნებით ვნახავდი შენზე ვარდისფერ თმას -სიცილით თქვა ჰარიმ, რაზეც მეც გამეცინა.
-მე ჩავალ! -მაშინვე წამოვიძახე, თან ფეხზე ავდექი. მომწონს ეს თამაში, რადგან უარის თქმა და რაიმეს არ შესრულება უბრალოდ ძალიან მაგრად ტეხავს.
ჰარიმ ჯიბიდან საფულე ამოიღო და კარტა მომაწოდა.
-აი, აქედან იყიდე და თუ გინდა კიდევ წამოაყოლე რამე -კარტა არ გამოვართვი.
-მეც მაქვს ფული, არ არის პრობლემა. -გავუცინე -მოიფიქრეთ კიდევ რაიმე ხომ არ გინდათ?
-გოგო, სიგარეტი არ გვაქვს და ეგეც ამოაყოლე -ნინას თავი დავუქნიე და ჟაკეტი მოვიცვი. -აუ, აუ, ლუდიც არ არის და სასუსნავებიც გაგვითავდა.
-აუ, ამდენ რაღაცას მართლა ვერ ამოვიტან და გამომყევით რა რომელიმე -ჰარი წამოდგა ფეხზე და იატაკიდან თავისი საფულე აიღო.
-წამოდი, მე გამოგყვები. ზეინს ჯერ ისევ დაწითლებული აქვს თვალები და მე ცოტა მოვედი აზრზე -ჰარის თავი დავუქნიე და კარისკენ წავედით. ღმერთო რა სიგიჟეა. მაღაზიაში ჩავდივართ ვარდისფერი საღებავის საყიდლად. ნუ, არამარტო მაგისთვის, მაგრამ მთავარი ხომ ეგ არის.
-კიდევ მოიფიქრეთ, რამე ხომ არ გინდათ, მერე რომ არ მოგვიწიოს ჩაბრუნება -ჰარიმ საბოლოო შანსი მისცა ზეინს და ნინას, თუმცა ორივემ თავი გააქნია, უარის ნიშნად და ჩვენც გარეთ გავედით.
-ცოტა თავბრუ მეხვევა -როდესაც გზაზე გავედით, მაშინ ვთქვი.
-ეგრე იცის ამ მარიხუანამ. უკვე ფხიზლდები ნელ-ნელა და ამიტომ -ჰარიმ გაიცინა, თან ტროტუარზე გადავედით. კიდევ კარგი მაღაზია სახლთან ძალიან ახლოს არის, თორემ შორს წასვლის თავი ნამდვილად არ მქონდა.
მარკეტთან მალევე მივედით. ჰარიმ კარი გახსნა და მანიშნა, რომ შევსულიყავი
-მხოლოდ ქალიშვილების შემდეგ -სიცილით თქვა, თან კარს იჭერდა. ჩვენს უაზრო ხუმრობაზე და მიმართვებზე ძალიან მეცინება. მარკეტში შევედი და პატარა კალათა დავიჭირე.
-მოდი, ბარემ სახლში რაც გჭირდება ავიტანოთ რომ მერე სარბენი არ გაგიხდეთ -ჰარის თავი დავუქნიე. პატარა კალათა მანაც აიღო და განყოფილებებს შორის დავიწყეთ სიარული. მე ყოველდღიურ საკვებს ვიღებდი. რძე, ყველი, პური და ასე შემდეგ. ჰარი კი ტკბილეულობას არჩევდა, თან ხილს და ციტრუსებსაც ამარაგებდა.
-ჰარი, ნუტელა არ გინდა, გუშინ 5 კილოიანი ბანკით ვიყიდე -ჰარიმ მხრები აიჩეჩა, მერე რაო და გზა გააგრძელა. გამეცინა და საღებავების სექციაში გავედი. ვარდისფერი საღებავი ავიღე, თან ჰარის ვათვალიერებდი, რომელიც ჩემს გვერდით აღარ დადიოდა. ალბათ ქვევით ჩაყვა სექციას.
სალაროსკენ როდესაც წავედი, დავინახე რომ ისიც იქ იდგა, თან კალათიდან ნავაჭრს ალაგებდა. მეც მასთან მივედი და ჯიბიდან საფულე ამოვიღე, მაგრამ ჰარიმ მიჩვენა, რომ მისი ბარათი უკვე მიწოდებული ჰქონდა ახალგაზრდა გოგონასთვის. ჯერ ზეინი, ახლა ჰარი. ეს ძმაკაცები ერთმანეთში თამაშს თამაშობენ, სახელად ''ვინ დაასწრებს გადახდას?''. ამოვიოხრე და საფულე უკან ჩავიდე, თან მეც დავიწყე შეძენილის გადმოლაგება.
საბოლოოდ, სახლში მალევე დავბრუნდით. მე მაშინვე სამზარეულოში გავედი, საღებავის მოსამზადებლად, ჰარი კი დროებით დივანზე დაჯდა, მოსაწევად. ნინა და ზეინი საუბრობდნენ, თან რაღაცაზე იცინოდნენ, როდესაც სახლში შემოვედით.
საღებავი წამებში გავამზადე და ზეინს დავუძახე, რომ შემოსულიყო, თან მეცინებოდა.
-ნინაა, მე ვერ შევღბავ, მოდი შენ -ნინაც წამში დამეთანხმა და ფეხზე წამოდგა.
-თმა არ გამიფუჭოთ -სიცილით თქვა ზეინმა -შვილივით ვუვლი
-დამშვიდდი ძმაო -ჰარიმ მხარზე მიარტყა ხელი, შემდეგ კი მაგიდაზე შემოჯდა, რომ ''სეირისთვის'' ეყურებინა.
ნინამ ზეინს მხოლოდ გრძელ ადგილას დაადო საღებავი, ანუ იმ ადგილას, სადაც თმა უკვე ჰქონდა წამოზრდილი. დაახლოებით 15 წუთში ზეინმა თმა ჩამოიბანა და გაიშრო. უნდა ვაღიარო, მართლა ძალიან უხდებოდა, ასე რომ, ეს ომი ჰარიმ წააგო. თმაზე ექსპერიმენტის შემდეგ ისევ იატაკზე დავბრუნდით. ახლა ჰარი და ნინა ამოვიდნენ.
-სიმართლე თუ მოქმედება, ჰაროლდ? -ნინამ ჰკითხა, თან სახეზე ეშმაკური სიცილი ჰქონდა აკრული. ზუსტად ვიცოდი, რომ რაღაც საოცრებას გააკეთებინებდა.
-მოქმედება -ჰარიმ ლუდი მოსვა, თან მყარად მოთავსდა იატაკზე.
-კარგი, მკერდზე თმა გაქვს? -ნინამ კითხა
-ოღონდ ძალიან ცოტა, თითქმის არც ჩანს -ჰარიმ ისევ ლუდი მოსვა, თან წყნარად უპასუხა. აშკარად ვერ ხვდებოდა რას აპირებდა ჩემი საუკეთესო მეგობარი, მე კი უკვე მეცინებოდა. ნინა ფეხზე წამოდგა, მეორე სართულზე ავიდა და ცვილი ჩამოიტანა, თავისი აპარატით.
-მაისური გაიხადე -ხელით მის შავ, სპორტულ კაპიშონიან ზედაზე მიანიშნა. ჰარიმაც შეასრულა ნინას ნათქვამი.
-ჯობია, რომ საერთოდ ერთი ზედმეტი ბეწვიც აღარ გქონდეს მკერდზე -ნინამ თვალი ჩაუკრა, ზეინს კი ისტერიული სიცილი აუვარდა. აშკარად მიხვდა, რას ვაპირებდით.
-აუუუ -ჰარისაც გაეცინა და მკერდი დაიქავა -ვიცი რომ ეგ რაღაც მწარეა
-არ მოკვდები, არ იდარდო -ზეინმა დაამშვიდა, ნინამ კი გაცხელებული ცვილი მკერდზე წაუსვა, შემდეგ კი ფურცელი დააკრო ზედ. ხელს უსვამდა, რომ კარგად დაკრობოდა, ორ წამში კი სწრაფად ააფხრიწა, რასაც ჰარის ყვირილი მოყვა. ყველას სიცილი აგვივარდა.
-ამას როგორ უძლებთ გოგოები! -მკერდს იქავებდა, თან ზედ იყურებოდა. მკერდზე პატარა ადგილი დასწითლებოდა. პარკიდან ჯონსონს ბეიბის ზეთი ამოვიღე და მკერდზე, იმ ადგილას წავუსვი, საიდანაც ნინამ თმა ააფხრიწა, თან ვიცინოდი. რეალურად, მკერდზე არაფერი ჰქონია. მხოლოდ თითო-ოროლა ღია ფერის ღინღლი, მაგრამ არაუშავს.
თამაში ხალისით გავაგრძელეთ. მეც მომიწია უაზრობების გაკეთება. ზეინმა და ჰარიმ ბუქნები გამაკეთებინეს, მაგიდაზე სტრიპტიზი მაცეკვეს, გახდის გარეშე. წყალი და არაყი ერთად დამალევინეს და დადგა ის სანატრელი წამიც, როდესაც მე და ჰარი ამოვედით, რაზეც უკვე მეცინებოდა.
-სიმართლე თუ მოქმედება? -ზუსტად ვიცოდი, რომ მოქმედებას აირჩევდა.
-მოქმედება -აი, ხომ ვთქვი!
-ესეიგი, ჰაროლდ. გაიხადე ტანზე, გადი შუა ქუჩაში და ლახტზე იხტუნავე -წარბები ავათამაშე და ამის წარმოდგენაზე უკვე გამეცინა.
ზეინს ისტერიული სიცილი აუვარდა, ნინა ქვევით ხოხავდა, ჰარი კი უბრალოდ იღიმოდა. ზუსტად ვიცი, რომ ეს დავალება მისთვის არაფერს ნიშნავდა. ჰარიმ ტანზე გაიხადა, ტრუსი კი დაიტოვა, თუმცა აღარაფერი ვუთხარი, რადგან გარეთ პარკში ბავშვები იყვნენ და ამხელა მუტრიკის პენისს ხომ არ დავანახებდი ერთი ციდა ბავშვებს.
ყველა გარეთ გავედით, ჰარის ლახტი დავაჭერინე ხელში და თავით ვუჩვენე, რომ დაეწყო დავალების შესრულება. ძალიან სასაცილო იყო შუა ქუჩაში, ამხელა ბიჭი, ტატუებით სავსე, სერიოზული ტიპი, რომელიც ტრუსის ამარა იდგა და ლახტზე ხტუნაობდა. მე, ზეინი და ნინა სიცილისგან ვეღარ ვსუნთქავდით.
საბოლოოდ, ჰარიმ წაგებული ჩააბარა, შემდეგ კი სახლში ავედით. თამაშისგან მობეზრებულები ვიყავით. ჰარის ტანზე აღარ ჩაუცვია, დივანზე მიწვა და მიიძინა. ხელი თავქვეშ ჰქონდა ამოდებული და პირი გაღებული. ზეინი და ნინა ოთახში განცალკევდნენ, მე კი კიდევ ერთი ახალი იდეა მომივიდა. აბაზანაში შევედი, ახალი საპარსი ავიღე და იღლიაში თმა პენისის ფორმის გავხადე. უამრავი სურათი გადავუღე, შემდეგ კი საუკეთესო ჩემს ინსტაგრამზე დავდე. ისტერიული სიცილის შემდეგ კი მეც ოთახში ავედი დასაძინებლად, რომ მარიხუანას ზემოქმედებიდან საბოლოოდ გამოვსულიყავი.

ART (completed)Where stories live. Discover now