*

140 15 0
                                    

Art
თავი 19
Ella's POV
შუაღამე იყო, თუმცა ვერ დავიძინე. საწოლში ვტრიალებდი და ვცდილობდი, რომ მომესვენა, თუმცა ეს თითქმის შეუძლებელი იყო. წყნარი სიმღერებიც კი მქონდა ჩართული, იქნებ ჩამეძინოს მეთქი, მაგრამ სულ ტყუილად. როდესაც მივხვდი, რომ ჩემი ჩაძინების მცდელობა სისულელე იყო, ტელეფონი ავიღე და ჰარისთან დავრეკე. პირველივე ზარზე მიპასუხა.
-რატომ არ გძინავს? -კითხვა მომახალა.
-ვერ დავიძინე, შენ რატომ არ გძინავს? -საწოლზე წამოვჯექი, პლედი კი კარგად მოვიფარე. ფანჯარა ოდნავ ღია იყო და ღამის სუსხი მაინც აღწევდა შიგნით.
-შენზე ვფიქრობდი -მიუხედავად იმისა, რომ მის სახეს ვერ ვხედავდი, ზუსტად ვიცოდი, რომ იღიმოდა, თან თმას ისწორებდა, როგორც ჩვევია.
-აუ ჰარი, მომბეზრდა სახლში ყოფნა -წუწუნი დავიწყე და როდესაც მივხვდი, რომ შემცივდა, საწოლში ჩავიფუთნე. -რაიმე სიგიჟე მინდა გავაკეთო.
-მაინც რა სიგიჟე? -გაეცინა.
-არ ვიცი -მხრები ისე ავიჩეჩე, თითქოს მხედავდაო.
-ჯობია დაიძინო, გვიანია და ხვალ ადრე ვერ ადგები -წყნარად მირჩია.
-ვერ ვიძინებ -გაბრაზებულმა ვუთხარი -შენ თუ გინდა რომ დაიძინო მითხარი და გაგითიშავ -ტიპური ორსული გოგო. ტელეფონი გავუთიშე, შემდეგ კი გვერდზე მივაგდე. ვიფიქრე, რომ ისევ დარეკავდა, მაგრამ სულ ტყუილად. ის ხომ ჰარია.
დაახლოებით ნახევარ საათში ფანჯარაში რომ გავიხედე, ვიღაცის ჩრდილი დავინახე და სიმართლე გითხრათ, შემეშინდა. თავი საბანში დავმალე და ცალი თვალით ვიყურებოდი ფანჯარაში, როდესაც ვიღაცამ ფეხი გადმოყო და ოთახში შემოვიდა. ზურგიდან ვიცანი ვინც იყო და ის ჰაერი ამოვუშვი პირიდან, რომელსაც თურმე ვიკავებდი. საბანი გადავიხადე და ფეხზე წამოვხტი.
-იდიოტო, გული გამისკდა -ხელი მხარზე მივარტყი, შემდეგ კი მოვეხვიე. მის კულულა თმას ხილის, ბანანის და ტროპიკული ციტრუსის სურნელი ასდიოდა. გეფიცებით, გოგო ვარ მაგრამ მისი თმის მშურს, რადგან ეს სურნელი ბუნებრივად აქვს თმაზე და არა შამპუნების დახმარებით.
-მაპატიე -ყურში ჩამჩურჩულა, თან იცინოდა. ხელი წელზე მომხვია, სახე ამაწევინა და ნაზად მაკოცა.
-სახლის გასაღები ხომ გაქვს, ფანჯრიდან რატომ ამოძვერი? -სახეზე არ შემიხედავს, თავი ისევ მის მკერდზე მქონდა მიდებული და ისე ველაპარაკებოდი.
-ვაპირებ რომ ჩემი გოგო გიჟური თავგადასავლისთვის მოვამზადო -მხრები აიჩეჩა. მაშინ გავაანალიზე, რომ მხოლოდ ტრუსის ამარა ვიყავი, როდესაც ჰარიმ თავი დახარა და მკერდზე ენა გადამატარა. თავი უკან გადავწიე და მივეცი საშუალება, რაც უნდოდა ის გაეკეთებინა, თუმცა მალევე მომშორდა. -არა, ახლა ამის დრო არ არის. მიდი, ტანზე ჩაიცვი და წავიდეთ. -ჰარის თავი დავუქნიე, ტუჩებზე ვაკოცე, შემედგ კი ქვედა ტუჩზე ოდნავ ვუკბინე, რაზეც გაეცინა. სწრაფად მოვშორდი მას, თუმცა მაინც მოასწრო, რომ უკანალზე ხელი წამოერტყა. ტანზე სწრაფად ჩავიცვი. ამჯერად სავი სპორტული შარვალი ჩავიცვი, ზევიდან კი შავი, გრძელმკლავიანი მაისური, რომელიდანაც ჭიპი მიჩანდა.
-მზად ვარ მე -ტელეფონი ჰარის მოსაცმელის ჯიბეში ჩავადებინე და კარისკენ წავედი, მაგრამ ხელით დამიჭირა და უკან მიმატრიალა.
-არა, დღეს კარიდან არ გავალთ -ეშმაკურად გაიცინა და ფანჯრისკენ მიმანიშნა.
-არ არსებობს -სიცილი ამივარდა. ხელები კისერზე მოვხვიე და სველი ტუჩებით ვაკოცე. ვიგრძენი როგორ დაუარა ტანში ჟრუანტელმა.
-ჯერ მე ჩავალ და მერე შენ ჩამოდი, რომ დაგიჭირო -ჩემს კულულას თავი დავუქნიე და ფანჯრისკენ წავედით. სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან მაღალი არ არის, მაგრამ მაინც, მეორე სართულია და ცოტა არ იყოს მეშინია აქდან გადახტომის. იმიტომ კი არა, რომ წავიქცევი, პირიქით, იმიტომ რომ მეშინია ფრედს რამე არ დავუშავო. ჩემი პატარა ვაჟკაცი მენდობა და იცის, რომ მე რაიმე სისულელეს არ გავაკეთებ, რაც მას ატკენს.
ჰარი რამდენიმე წუთში ჩავიდა და ქვევიდან ამომეხედა.
-ახლა მისმინე, მოაჯირს დაეყრდენი და როდესაც ჩამოსვლას დაიწყებ ფეხი რკინის ბოძს დაადგი, შემდეგ კი მე ჩამოგიყვან -ჰარის ინსტრუქციას მივყევი და შვებით ამოვისუნთქე, როდესაც ფეხებზე მისი შეხება ვიგრძენი. მიწაზე ფრთხილად დამსვა, ლოყაზე ცერა თითით მომეფერა და ხელი ჩამკიდა.
-მზად ხარ? -თავი დავუქნიე, თუმცა მივხვდი, რომ გარეთ საკმაოდ მციოდა.
-მზად ვარ, მაგრამ უცებ სახლში ავალ და ჟაკეტს ჩავიცვამ, თორემ მცივა და მოცმა დამავიწყდა.
-აუ, არ ახვიდე -თვითონ გაიხადა თავისი ღუნღულა კურტკა და ჩამაცვა -მე მაინც არ შემცივდება, თბილად ჩავიცვი. შენნაირი გიჟი კი არ ვარ -ენა გამომიყო. გამეცინა და ენაზე სწრაფად მივადე ენა, თან ოდნავ ვუკბინე, რაზეც სიცილი აუტყდა. -არ ხარ ნორმალური
-ზუსტად მაგიტომ ხარ ჩემთან, რომ ნორმალური არ ვარ. ხომ ასეა? -თვალი ჩავუკარი. მისი კურტკა ჩავიცვი, თუმცა არ შემიკრვრია. მომწონს, ვფიქრობ კარგად გამოვიყურების მის უზარმაზარ მოსაცმელში. ჰარის ისევ გაეცინა. ხელი ჩამკიდა და გზაზე გადავედით. მივხვდი, რომ მანქანით არ იყო მოსული და იმედია ბევრს არ მარბენინებს, რადგან ჩემთვის არ შეიძლება. მერე მუცლის ტკივილები მეწყება.
ნიუ-იორკის შუა ქუჩებში დამატარებდა, თან მის ტელეფონში რაღაც მისამართს ამოწმებდა, როდესაც საციგურაო მოედანს მივადექით.
-ჰარი, დაკეტილია -ამოვიოხრე, რაზეც წარბები აათამაშა. რაღაც მავთული მოძებნა და კარის გაღებას ცდილობდა. საბოლოოდ, როდესაც იმედი გადამეწურა და ვიფიქრე, რომ ეს კარი არასოდეს არ გაიხსნებოდა, ზუსტად მაშინ შეხსნა ჰარიმ, თან კმაყოფილი იღიმოდა.
-შეიძლება მთლად გიჟური თავგადასავალი არ იყოს, მაგრამ ორსულისთვის ნორმალურია -სიცილით მითხრა და შიგნით შემიყვანა. მის სიტყვებზე მეც გამეცინა და თავი გავაქნიე. მინდოდა მეთქვა, რომ მასთან ერთად ყოფნა ჩემთვის ყველაზე დიდი და სასიამოვნო თავგადასავალია, თუმცა არაფერი ვუთხარი. ვფიქრობ, ჩემი თქმის გარეშეც იცის ეს.
ჰარიმ სკამზე მიმანიშნა, დაჯექიო, შემდეგ კი ჩემი ფეხის ზომა მკითხა. როდესაც ჩემი ზომის ციგურები აიღო, ფეხზე ბოტასები გამხადა და ის ჩამაცვა, შემდეგ კი შემიკრა. ჩემი ციგურები თეთრი იყო, ჰარიმ კი, რათქმაუნდა, შავი აირჩია.
-ისე, არც კი მიკითხავს. იცი ამაზე დგომა, ხომ? -ციგურებზე მკითხა. არაფერი ვუპასუხე, მხოლოდ გამეცინა. ბავშვობაში მე და ჩემი და დავდიოდით ციგურულ სრიალზე.
-შენ იცი? -კითხვა შევუტრიალე, თან ყინულისკენ წავედით.
-რათქმაუნდა -თავი ამაყად დამიქნია, თუმცა ყინულზე ფეხი არ გვქონდა ნორმალურად დადგმული, რომ ეს სულელი აყირავდა, რაზეც რათქმაუნდა ისტერიული სიცილი ამივარდა. -უბრალოდ ფეხი ამისრიალდა. მეტჯერ წაქცევას აღარ ვარპირებ. -თავი იმართლა. მის სიტყვებზე უარესად გამეცინა.
-რას ლაპარაკობ, ყინულზე ფეხი აგისრიალდა? არ არსებობს! -თავი უკან გადავაგდე და უარესად ავხარხარდი. როგორც კი ყინულზე გავსრიალდი, მაშინვე ვიგრძენი ის მონატრება, რომელიც დიდი ხანია მეკლდა. ბავშვობას ვგულისხმობ. თითქოს გუშინ იყოს, რომ მე და ჩემი და ყინულზე ვსრიალებდით, ახლა კი? ახლა ორსულად ვარ და ჩემი მომავალი შვილის მამასთან ერთად ვსრიალებ აქ. ირონიულია, არა? დრო კი არ გარბის, მიფრინავს.
-ელა გაიწიე -უკნიდან ჰარის ყვირილი შემომესვა. ბატივით იდგა, ფეხები და ხელები გაშლილი, წელში მოხრილი და აშკარად ვეღარ ჩერდებოდა. ოდნავ მოვერიდე და რა წამსაც გავიწიე, მაშინვე ძირს წაიქცა და ყინულზე კოტრიალობა დაიწყო.
-რამდენიმე წუთის წინ ვიღაც წაქცევას აღარ აპირებდა -სიცილით მივედი და ხელი გავუწოდე, რომ წამომეყენებინა, თუმცა ხელი ჩამკიდა და მის ზევიდან დამაგდო. თმა სახიდან გადავუწიე, რადგან მთელი კულულები უფარავდა მის მშვენიერ სახეს, შემდეგ კი დავიხარე და ტუჩებზე ვაკოცე. რა წამსაც ჩემი ბაგე მისას შეეხო, ჰარიმ პირი გახსნა, რომ კოცნა გაეღრმავებინა. ხელები მაშინვე უკანალზე მომიჭირა, მე კი გამახსენდა როგორი სახით სრიალებდა და სიცილი ამივარდა.
-რა მოხდა? -მანაც სიცილით მკითხა, თან სახეზე მეფერებოდა. თავი გავაქნიე და ყელში ვაკოცე. -მაპატიე რომანტიკას რომ გინგრევ, მაგრამ ახლა რომ არ მოვფსა გავსკდები -ყურში ჩამჩურჩულა, თან გადაიხარხარა. მისი სიცილის ხმა ყველანაირ სიმღერას მირჩვენია, რადგან საოცრად ბუნებრივი და ლამაზი სიცილი აქვს ამ კულულა იდიოტს.
-ადექი, შეგცივდება. -სიცილით წამოვდეი მისი მკერდიდან ისიც ადგა. უკან სულ თოვლიანი იყო, ამიტომ ჩამოვფერთხე და მხარზე ვაკოცე. -სად აპირებ მოსაქმებას? აქ არ არის საჭირო ოთახი.
-მაშინ გავიდეთ და რამე ვნახოთ. ყინულზე ხომ არ დავაფსამ -მხრები აიჩეჩა, თან წინ ხელს იჭერდა. როგორც ჩანს მართლა ძალიან უნდა. ჰარი კარისკენ წავიდა და მეც მას გავყევი. ფეხზე გავიხადეთ და ჩვენი ბოტასები ჩავიცვით, შემდეგ კი გარეთ გავვარდით. ჰარი აქეთ-იქით იყურებოდა, თუმცა ვერაფერი ვერ დაინახა, სადაც შეძლებდა შესვლას. ბოლოს, როგორც ჩანს თავში რაღაც იდეამ დაარტყა და ერთ-ერთი მანქანისკენ წავიდა. ჰარიმ შარვალი შეიხსნა და მანქანას ბენზინის ბაკს თავზე მოხსნა. ისტერიული სიცილი ამივარდა, როდესაც მივხვდი, რომ შიგნით ჩააფსა. იმდენი ვიცინე, რომ მუცელი მტკიოდა და თვალებიდან ცრემლები მომდიოდა.
-ჩვეულებრივი იდიოტი ხარ -როდესაც ამოვისუნთქე, მაშინ ვუთხარი და იქვე ჩამოვჯექი. მუცელი უკვე ზედემტად მქონდა დაჭიმული ამდენი სიცილისგან.
-ბაკი გავუვსე, ცუდი ხომ არაფერი მიქნია -შარვლის ელვა შეიკრა და ჩემსკენ წამოვიდა, თან თვითონაც ეცინებოდა. აპირებდა, რომ სახეზე მომფერებოდა, მაგრამ ხელი გავაწევინე.
-ეგ ხელი არ შემახო -სიცილით ვუთხარი, თუმცა რის ჰარია, რაიმე უკუღმა თუ არ გააკეთა. წინ დამიდგა და იმისდა მიუხედავად, რომ სახე ხელებში დავიმალე, მაინც მოახერხა ხელების მოშორება ჩემი სახიდან, თუმცა არაფერი უქნია, მხოლოდ ცხვირზე ჩამომკრა თითი.
-კიდევ წავიდეთ სადმე? -როდესაც დავისვენეთ, მკითხა.
-არა -თავი გავაქნიე. -მუცელი დამეჭიმა. ვფიქრობ ჩემს ოთახშიც კარგი თავგადასავალი გველის -წარბები ავათამაშე და ფეხზე წამოვდექი. როგორც ჩანს ჩემს სექსის მანიაკს მოეწონა ეს იდეა, ამიტომ ჰარიმ ტაქსი გააჩერა და ჩემთან წავედით.
ხვალინდელ ბარბექიუს უფრო მეტი ხალისით შევხვდები. აბა რა!

ART (completed)Where stories live. Discover now