*

139 16 0
                                    

Art
თავი 14
Ella's POV
ფილმის ყურებისას იმდენი ვიტირე, რომ თვალები დასიებული მქონდა იმ დროისთვის, როდესაც ჩვენი მეგობრები სახლში შემოვიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი მართლაც გულზე მომხვდა, ჩემი ერთადერთი სადარდებელი ახლა ის იყო, რომ ორსულად ვიყავი. ღმერთო, ეს სიტყვაც კი იმდენად შორს არის ჩემგან, რომ მაშინებს ეს ყველაფერი, თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცი. რათქმაუნდა სიგარეტს შევეშვები, მაგრამ კლუბებში და ბარსი გართობაზე უარს ვერ ვიტყვი, ეს შეუძლებელია. თანაც, დავფიქრდი და გადავწყვიტე, რომ ჩემს მშობლებს ჯერ არაფერს არ ვეტყვი. ჩემს დას მივწერე, რომ ჩემთან გამოსულიყო და ღამე აქ დარჩენილიყო. მითხრა, რომ კოლეჯის გაკვეთილებს გააკეთებდა და გვიან გამოვიდოდა. იმედია ისიც ჭკუიდან არ გადავა, როდესაც გაიგებს რომ დეიდა უნდა გახდეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ჰარი აბორტს არ მომთხოვს, რადგან შანსი არ არის, ამის გაკეთების. მკვლელი არ ვარ, რომ ეს გავაკეთო. ვიცი აბორტი რომ გავიკეთო, მთელი ცხოვრება სანანებელი გამიხდება, ამიტომ ამაზე ფიქრიც კი არ მინდა.
ნინა ბავშებთან ერთად კინოთეატრში ჩავიდა. მართალია დიდი კინოთეატრი არ გვაქვს, მაგრამ ხშირად იქ ვართ ხოლმე, რადგან ყველაზე მყუდრო ადგილია მთელს სახლში, სადაც ყველა ერთად ვეტევით, ვხუმრობთ და ვცანცარებთ. ამის ხასიათზე არ ვიყავი, ამიტომ ბავშვებს ვუთხარი, რომ მოგვიანებით შევიდოდი მათთან. ჩემი ასეთი ხასიათი გაუკვირდათ, თუმცა არაფერი არ უთქვამთ. 1 თვეში ჩვენება უნდა მქონდეს, სადაც ჩემი კოლექცია მსოფლიოს ყველაზე ცნობილ დიზაინერების კოლექციასთან ერთად იქნება წარმოდგენილი. ახლა ჩემი ფეხმძიმობის დრო ნამდვილად არ იყო.
ჩემი ფიქრები კარის ხმამ გამაწყვეტინა. სწრაფად წამოვდექი ფეხზე, შემდეგ კი კარი გავხსენი. ცივმა ოფლმა დამასხა, როდესაც კარს მიღმა ზეინი და ჰარი დავინახე. ორივე შიგნით შემოვიდნენ, ჰარიმ კი ტუჩებზე იმაზე სწრაფად მაკოცა, სანამ რაიმეს გავიაზრებდი. ხელის გულები ერთიანად გამიოფლიანდა. კარი დავკეტე და ბიჭებს მისაღებში შევყევი.
-სად არიან დანარჩენები? -ზეინმა იკითხა. ალბათ რეალურად რისი კითხვაც უნდოდა, ეს არის ''სად არის ნინა?''
-ჰოლს გაუყევი და ხმას გაიგებ, მეორე კარში არიან, პატარა კინოთეატრში -ზეინმა თავი დამიქნია და ჩემს ინსტრუქციას მიყვა, ჰარი კი აქ დარჩა.
-შენ არ მოდიხარ? -თავი გავაქნიე, რადგან მის საუბარზე ხმა ჩამივარდა. როგორ ვაპირებ, რომ სიმართლე ვუთხრა? ტუჩები დავისისხლიანე ნერვიულობისგან. დივანს მივეყრდენი და მას შევხედე. -კარგად ხარ? ფერი არ გადევს სახეზე.
-შენთან სალაპარაკო მაქვს -საბოლოოდ ამოვიღე ხმა. ჰარიმ თავი დამიქნია, მე კი ყველანაირად ვცდილობდი, რომ არ მეტირა. ისიც არ ვიცოდი, ოთახში ამეყვანა თუ აქვე მეთქვა. მეშინია ყველაფერი არ დაამტვრიოს. ისიც ჩემნაირია, მასაც გართობა უყვარს და დარწმუნებული ვარ, რომ ჭკუიდან გადავა როდესაც ამ ყველაფერს გაიგებს.
-ელა, სანამ დავილაპარაკებთ იქნებ ცივი წყალი დალიო? -ხელი ჩამკიდა და სამზარეულოში ისე გამიყვანა, რომ ჩემს პასუხს არ დალოდებია. ფაქტიურად აზროვნების უნარი დავკარგე. გული  ყელში მებჯინებოდა და ცოტაღა მეკლდა, რომ არ მეტირა. ჰარიმ სკამი გამომიწია, რომ დავესვი, შემდეგ კი ონკანიდან წყალი დიდ ჭიქაში ჩამისხა და მომაწოდა. მადლობა გადავუხადე, ჭიქა კი ერთი ამოსუნთქვით დავცალე. ჰარი ჩემს წინ ჩაიმუხლა და თითი ბარძაყზე მომისვა, თან თვალებში მიყურებდა. ფაქტი იყო, რომ ძალიან ნერვიულობდა.
-თუ გინდა მოგვიანებით მითხარი, როდესაც დაწყნარდები -ჩუმად მითხრა, თუმცა თავი გავაქნიე და ღრმად ამოვიოხრე.
-მოკლედ.. არაფრის ახსნას არ დაგიწყებ -ლაპარაკი დავიწყე, თან ფეხზე წამოვდექი. ჰარიც ადგა და ჩემს წინ დადგა. -დღეს ორსულობის ტესტი გავიკეთე და ხუთივემ დადებითი მიჩვენა. შენს შემდეგ ორ კაცთან მქონდა ურთიერთობა -ლუი ახლაღა გამახსენდა, თუმცა ისიც თავს იცავდა. არ მინდა კიდევ ბავშვის გაკეთებაო. უკვე დაშინებული იყო. -ორივე თავს იცავდა. თუ არ მენდობი, შეგიძლია.. -ცრემლები წამომივიდა და ხელი მაგიდას მივარტყი. ჩვეულებრივი ბოზივით ვლაპარაკობ.
-ეი, ეი -ცრემლები მომწმინდა. წარბები შეკრული ჰქონდა, თუმცა რათქმაუნდა არ ველოდი, რომ სიხარულით შეხვდებოდა ამ ამბავს. არ მინდა იფიქროს, რომ შვილის გამო მას ვეტენები ან რაიმე მაგდაგვარი.
-მაპატიე რა -ჩუმად ვუთხარი და სახიდან ხელი მოვაშორებინე.
-ხუმრობ? ნუ ტირი, გეყოს. -თმა ნერვულად გადაიწია სახიდან -რომ გითხრა, რომ ამ ახალმა ამბავმა გამახარა, მოგატყუებ, თუმცა ახლავე გეტყვი, რომ აბორტის სასტიკი წინააღმდეგი ვარ. იმედია ამ სისულელეზე არც გიფიქრია. რადგან ორსულად დარჩი, ორივე ვალდებულები ვართ, რომ იმ არსებაზე, რომელმაც შენს მუცელში გაჩნდა და რომელიც არაფერში არ არის დამნაშავე, მასზე ვიზრუნოთ. ამის გამო ნერვიულობა უკვე გვიანია. -მისგან ყველანაირ რეაქციას მოველოდი, თუმცა ასე წყნარად ყოფნას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. მეგონა, რომ ყველაფერს დაამტვრევდა, იყვირებდა ან რაიმე მაგდაგვარი, თუმცა ამის ნაცვლად აქ დგას და წყნარად მეუბნება, რომ იმ ბავშვს, რომელიც მუცელში მიზის, ორივე ერთად მოვუვლით.
-რაც არის, არის -ცოტახნიანი დუმილის შემდეგ ხმა ამოვიღე -შენთვის პირველი შვილია და მგონი უნდა მოგილოცო -მხრები ავიჩეჩე და თვალებიდან ცრემლები მოვიწმინდე.
-თუ ეგრეა მეც გილოცავ -მსუბუქად გაიცინა, თან ლოყაზე მომეფერა. მიუხედავად მისი სიცილისა, აშკარად ეტყობოდა სახეზე ის დაბნეულობა და შოკი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მიიღო ახალი ამბის გაგებისას.
ცოტახანში მაცივარი გამოვხსენი, რომ წვენი გამომეღო. შიგნით ჰარიმაც შეიჭყიტა, შოკოლადის ნამცხვარი დაინახა და წამსვე გამოიღო. წვენი ჭიქებში ჩამოვასხი, შემდეგ კი ჰარის წინ, სკამზე მოვთავსდი.
-დარწმუნებული ვარ, ახლა იმას განიცდი, კლუბებში როგორ ვივლიო -ჰარიმ ნამცხვარი ჩამოიჭრა, თან მელაპარაკებოდა.
-კლუბებში მაინც ვივლი, გავგიჟდები აბა მთელი 9 თვე სახლში -წვენი მოვსვი და ფეხები სკამზე შემოვალაგე.
-ჩემს თავზე ვიღებ შენს გართობას, გპირდები -თვალი ჩამიკრა -და დღეს მოვიფიქრებ ისეთ კოქტეილს, რომელსაც დალევ ხოლმე, ალკოჰოლის გარეშე.
-ჰარი -მასზე გამეცინა. მხრები აიჩეჩა, თითქოს არაფერი არ უთქვამს, შემდეგ კი ნამცხვრის ჭამა გააგრძელა.
არ ვიცი აქ რამდენ ხანს ვიჯექით და ვსაუბრობდით. ძირითადად ჩემს ორსულობაზე. ყველაფერს მეკითხებოდა, თუ რამხელა ვიყავი, როგორი გრძნობა იყო როდესაც მეორე სხეული იჯდა ჩემს შიგნით, თავს როგორ ვგრძნობდი.. თუმცა ჩემი პასუხი თითქმის ყველა კითხვაზე იყო ''არ ვიცი''. ჯერ მართლა არ ვიცი რა გრძნობაა, როდესაც შიგნით მეორე გულიც ცემს, რადგან ვერც კი ვიაზრებ, რომ ეს რეალურად ხდება.
ჩვენი მეგობრები გვიან წავიდნენ. ყველას დავემშვიდობე და დღევანდელი ჩემი უხასიათობის გამო ბოდიში მოვიხადე. ნინა და ზეინი მისაღებში გაჩერდნენ, ამიტომ მეც და ჰარიც მათთან გავედით. ნინამ თვალებით მანიშნა, თუ ვუთხარი, რაზეც თავი დავუქნიე. ახლა შედარებით გამომიკეთდა ხასიათი, რადგან ჰარიმ უკვე იცოდა ახალი ამბავი და ჭურჭლის მსხვრევით არ დასრულდა ეს ყველაფერი.
-ჰარი, დენიელმა დარეკა. წასასვლელები ვართ, რომ ღამის ივენთისთვის მოვემზადოთ -ჰარიმ თავი დაუქნია და ფეხზე წამოდგა. -გოგოებო, თქვენ გელოდებით, ხომ იცით. -ზეინმა თავისი ტყავის კურტკა მოიცვა, თან კარისკენ წავიდა. ნინა ფეხზე წამოდგა, რომ დამშვიდობებოდა.
-თავს გაუფრთხილდი და გვიან მე მოგაკითხავთ, რომ წაგიყვანოთ -ჰარი დაიხარა, შუბლზე მაკოცა, შემდეგ კი თავისი კურტკა ჩაიცვა. დავინახე ნინა როგორ იყურებოდა კედლის კუთხიდან და გამეცინა. ჰარის თავი დავუქნიე, შემდეგ კი დივანზე დავწექი. სანამ წავიდოდა ტუჩებზე კოცნა დამიტოვა და დროებით დამემშვიდობა. გავიგე როგორ დაიკეტა კარი, ნინა კი სწრაფად შემოვარდა ოთახში, ჩემს წინ დაჯდა და ბალიში მესროლა
-ეს რა იყო, ბოზო! -სიცილი ამივარდა მის რეაქციაზე -არა, დაინახე როგორ გაკოცა ნაზად შუბლზე? ''თავს გაუფრთხილდი'' -ჰარის გააჯავრა და თან იცინოდა.
-დღეს კლუბის ხასიათზე ხარ? -ვეცადე თემა შემეცვალა.
-თემას ნუ ცვლი -გაიცინა -შენც იცი რომ კლუბში წავალთ, მაგრამ შენ ის მითხარი რა გითხრა, როდესაც უთხარი, რომ მისგან ორსულად იყავი.
-ჩვეულებრივ მიიღო და თქვა, რომ ერთად უნდა მოვუაროთ ბავშვს -მხრები ავიჩეჩე -არადა სანამ ვეტყოდი იმდენი ვინერვიულე, კინაღამ ხელებში ჩავაკვდი.
-მიხარია, რომ კარგად მიიღო -ცოტახანში ნინაც დასერიოზულდა -ვიფიქრე, რომ ჭკუიდან გადავიდოდა, მაგრამ ნახე რა დღეშია ბიჭი?! უკვე ზრუნავს მომავალ შვილზე.- აი ტიპური ნინა.
-კარგი, გეყოს მისი დაცივნა -მეც გავიცინე და დივანზე წამოვჯექი. -რას იცვამ კლუბში?
-არ ვიცი -მხრები აიჩეჩა -კაბას ჩავიცვამ ალბათ, შენ?
-არც მე არ ვიცი ჯერ, წამოდი, ამოვარჩიოთ რამე. უკვე პირველი დაიწყო და წესით მალე მოვა ჰარიც -მხრები ავიჩეჩე. იმედი მაქვს ახლა კლუბში წასვლა დღევანდელ სტრესს მომიხსნის.
მე და ნინა ოთახში ავედით. მან ზედმეტად სექსუალური, მოკლე კაბა ამოირჩია, რომელიც მის სავსე ადგილებს, ძალიან ლამაზად აჩენდა. კაბა მთლიანი იყო, მუქ მწვანე გაფორმებებში გაწყობილი. საოცრად მომეწონა. ჩემთვის კი თეთრი, ტანზე მომდგარი კაბა ავირჩიე, რომელიც ასევე მუხლს ზემოთ იყო. იმის გამო, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი, ფეხზე დაბლები ჩავიცვი.
-ძლიან ცუდია დაბლები? -ნინას ვკითხე, თან სარკეში უკმაყოფილოდ ვიყურებოდი. არ მომწონს ეს ბალეტკები, ამ კაბას მაღლები უხდება. ისე რომ მის პასუხს არ დაველოდე, ფეხზე გამოვიცვალე და კრემისფერი ლაბუწინები ჩავიცვი. აი ეს უკვე სულ სხვაა. ზევიდან ღია ფერის პალტო მოვიცვი და ზუსტად ამ დროს ჰარიც მოვიდა. საერთოდაც, ვერ მივხვდი თუ ისევ უნდა დაბრუნებულიყო რატომ წავიდა? თუმცა მახსოვს, რომ მითხრა. ის და ზეინი ერთი მანქანით იყვნენ მოსულები. ალბათ ზეინი მიიყვანა კლუბამდე და შემდეგ ისევ აქ დაბრუნდა.
მე და ნინა სწრაფად ჩავედით პირველ სართულზე. ჰარი კიდევ ერთხელ მოგვესალმა და სახლიდან გავედით.
საკმაოდ კარგი მანქანა ყავს. თუ არ ვცდები მერსედესია, ამ სიბნელეში კარგად არ ჩანს. ჰარიმ კარი გახსნა. მე წინ დავჯექი, ნინა კი უკან მოკალათდა. როდესაც ჰარიც მოთავსდა საჭესთან, მანქანა დაძრა და კლუბის გზას დავადექით.

ART (completed)Where stories live. Discover now