*

267 22 1
                                    

Art
თავი 5
Nina's POV
ზოგადად ბედნიერების მცნების არ მჯერა. ისიც დროებითია, როგროც ყველაფერი ამ სამყაროში. ადამიანებიც კი დროებით ვართ გაჩენილები და რა გასაკვირია თუ ბედნიერება იქნება დროებითი? უბრალოდ მთავარი ის არის, რომ ადამიანი ზუსტად ჩაწვდეს ამ სიტყვის არსს და მიხვდეს რა არის მისთვის ბედნიერება. ახლა, ამ წამს, მწვანე ბალახზე წამოწოლილი, როდესაც ცაში მოფარფატე ფრინველებს ვუღებ სურათებს. როდესაც ხელში ჩემი ფოტოაპარატი მიჭირავს, ვხვდები რა არის ჩემთვის ბედნიერება. იცით? პირველი სექსის დროსაც კი არ მინერვიულია ისე, როდესაც ჩემი ფოტოაპარატი მიჭირავს ხელში. ამ დროს ზუსტად ვიცი, რომ ის კადრები, რომლებსაც დავაფიქსირებ, აუცილებლად უნიკალური უნდა იყოს.
ხშირად მიფიქრია, რა უნდა ადამიანს ბედნიერებისთვის. მე და ელასაც ძალიან ხშირად გვაქვს ამაზე საუბარი და საბოლოოდ ერთ დასკვნამდე მივდივართ. ჩვენთვის ბედნიერება თავისუფლებაა. თავისუფლება იმის, რომ ვაკეთებთ რაც გვინდა. თავისუფლება იმის, რომ ყოველთვის იმას ვამბობთ რაც თავში აზრად მოგვდის და ამას არასოდეს ვინანებთ. თავისუფლება იმის, რომ ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენს სახეზე გულწრფელ ღიმილს იწვევს.
სახლში უკვე გვიანი იყო რომ დავბრუნდი. არ მინდოდა ჩემებთან მისვლა და დედაჩემის უაზრო ლექციების მოსმენა, იმის შესახებ, რომ კოლეჯში უნდა ვიარო, ვისწავლო და წესიერად მოვიქცე. ჯიბიდან გასაღები ამოვიღე, კარი გავხსენი და მისაღებში შევედი. ელა დივანზე იჯდა, სიგარეტს ეწეოდა, თან ტელევიზორში Orange is the new black-ს უყურებდა.
-ჰეიი, მოვედი მე -ჩანთა იქვე მივაგდე და სიგარეტის კოლოფს მოვკიდე ხელი.
-მეგონა არ მოხვიდოდი -მხრები აიჩეჩა, თან სერიალი დროებით გააჩერა. -რა ხდება, როგორ მოიარე ქალაქი
-პარკში ვიყავი და ახალი სურათები გადავიღე. -სიგარეტს ერთი ღრმა ნაპასი დავარტყი და კვამლი ჰაერში გავუშვი -არა რა. სასწრაფოდ უნდა წავიდე სადმე. მოვლილი ამერიკას, რომ ახალი შთაგონება მქონდეს.
-ჩემთან კარგი ამბებია -სიგარეტი საფერფლეში ჩააგდო და ფეხები საწოლზე აკეცა, ხელები კი მუხლებს მოხვია -ჩემს ჩვენებაზე ტელევიზიებიც იქნებიან.
-ხუმრობ? -გულწრფელად გახარებულმა ვკითხე. ეს მისთვის ძალიან მაგარია.
-არა -გაიცინა -ხოდა კიდევ, ხვალ ერთად მივდივართ, რომ შენი საკუთარი ხელოვნების მაღაზია, Nina's artისთვის ადგილი ვიქირაოთ.
-ხუმრობ? -კიდევ ერთხელ წამოვიძახე. სიგარეტი საფერფლეში ჩავაგდე და ფეხზე წამოვხტი. -ელა, ხუმრობ ხომ?
-არა -ისევ გაიცინა -მე და ლუიმ ვილაპარაკეთ დღეს მაგაზე და ვნახეთ კიდეც უკვე კარგი ადგილი, ქალაქის ცენტრში, თაიმ სქვერთან.
-ღმერთო! -ბედნიერს აღმომხდა. მისკენ წავედი და მთელი ძალით მოვეხვიე. მიუხედავად იმისა, რომ ჩახუტებები ჩვენი საყვარელი საქმე არ არის და არ გვიყვარს ასეთი რაღაცეები, თავი ვეღარ შევიკავე. ღმერთო, ბედნიერი ვარ! ელამაც მომხვია ხელები, თან იცინოდა. მალევე მოვშორდი და გვერდით მივუჯექი. წარმოგიდგენიათ?! ჩემი, საკუთარი მაღაზია, სადაც ჩემს ნახატებს თუ ფოტოებს გავყიდი. ეს ხომ ერთი უდიდესი ნაბიჯია საკუთარ გამოფენამდე. როდესაც ცოტა ჩავწყნარდი, მისი სიტყვები გამახსენდა, ლუის შესახებ.
-ჩემი ძმა აქ იყო? -საინტერესებულმა ვკითხე.
-ჰო, სანამ მოხვიდოდი იქამდე წავიდა. ნახევარი საათის წინ დაახლოებით -მხრები აიჩეჩა, შემდეგ კი ჩემსკენ მოტრიალდა. -რაღაც უნდა გითხრა. -ტუჩებს იკვნეტდა, თან თითებს ძლიერად უჭერდა ერთმანეთს.
-რა მოხდა? -ისე ნერვიულობს, ასე მგონია, რომ რაღაც ძალიან საშინელება მოხდა, ამიტომ მეც ავნერვიულდი.
-ლუისთან სექსი მქონდა. დღეს. -სრულიად სერიოზულად თქვა. წარბები შევკარი და მას შევხედე.
-მერე? -და მერე რა რომ სექსი ჰქონდათ? რაიმე სერიოზული დაშავდა ამით თუ რაიმე არასწორად გავიგე?
-არ მიბრაზდები? -ცოტახანში მოეშვა და ბედნიერმა მკითხა.
-არა, რატომ უნდა გაგიბრაზდე? -სიცილი ამივარდა -ელა, ზრდასრული გოგო ხარ და მე ვერ გადავწყვეტ ვისთან დაწვე და ვისთან არა. თანაც არანაირი პრობლემა მაქვს ამ ფაქტთან დაკავშირებით. ორივეს აქვს იმის უფლება, რაც უნდათ ის გააკეთონ. არასოდეს ჩავრეულვარ ჩემი ძმის ცხოვრებაში და ამას ახლაც არ ვაპირებ.
-რავი -მხრები აიჩეჩა -მეგონა არ გესიამოვნებოდა.
-შენს ადგილას რომ ვიყო ლუის მეც მივცემდი, დამშივდდი -გამეცინა და მხარზე ხელი მივარტყი. -ვნებიანი ძმა მყავს, ხომ? -მისი გაჯავრების ხასიათზე მოვედი.
-არის რა -გაიცინა და მხრები აიჩეჩა.
-ოო, სერიოზულად გეკითხები -ხელი თავში წამოვარტყი, თან ვიცინოდი.
-საკმაოდ კარგი არის სექსში -თავი დამიქნია. დივანზე წამოწვა და ფეხები კალთაში ჩამილაგა. -ზუსტად ისეთი, როგორებიც მე მიზიდავს. ზედმეტს არ ლაპარაკობს და თავის საქმეს აკეთებს.
-ყოჩაღ ჩემს ძმას, ვამაყობ -ელამ გაიცინა, ბალიში მესროლა, შემდეგ კი ტელევიზორში სერიალი ჩართო. შუა თითი ავუწიე, თუმცა ვერ დამინახა. ეს სერიალი არ ვიცი, მე არ ვუყურებ, ამიტომ ფეხზე წამოვდექი და სახელოსნოში ჩავედი. საღებავების სურნელი იმდენად მონატრებული მაქვს, რომ აქ შემოსვლისას თითქოს ფილტვები რაღაც სასიამოვნო სურნელით შემევსო. სურნელით, რომელიც ძალიან მქონდა მონატრებული. კარი შიგნიდან ჩავკეტე, ტელეფონში მუსიკა ჩავრთე და იმ სკამზე მოვთავსდი, რომელზეც დიდი ხანია არ ვმჯდარვარ. ხელში ფუნჯი დავიკავე და გული ისე ამიჩქარდა, რომ ერთიანად ვკანკალებდი. თეთრ ტილოზე მალევე გაჩნდა სხვადასხვა ფერები, რომლებიც იმ წამინდელ ჩემს გრძნობებს ასახავდა. გრძნობებს, რომელიც ჯერ ჩემთვისაც არ იყო გარკვეული.
უკვე შუაღამე იყო როდესაც ხატვას მოვრჩი. სასიამვნოდ დაღლილი ვიყავი, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. ძალიან მომენატრა ეს ყველაფერი. ეს არის სამოთხე ჩემთვის. ხელებიდან საღებავები მოვიშორე, ნაჭერი იქვე დავდე, შემდეგ კი ოთახიდან გამოვედი. ელა უკვე ოთახში იყო ასული. მეც მას მივბაძე და ჩემს ოთახში ავედი. წინ წიგნები დავიდე, ტელეფონში კი სოციალური ქსელები ჩავრთე და მეგობრებთან ერთად ლაპარაკს შევყევი. მეორე ოთახიდან ელაც მწერდა, თან ერთმანეთზე ვიცინოდით, ძალიან შორს ვარ და ვერ გნახავო. უკვე გათენებული იყო, რომ წიგნები გადავშალე, თუმცა მალევე დავხურე. ალბათ ახალი ამბავი არ უნდა იყოს, რომ დაქალებთან ერთად ჭორაობა და წიგნში ჩაუხედავად დაწოლა მაინც იმას ნიშნავს, რომ ნასწავლი გაქვს.
დილით ადგომა საშინლად გამიჭირდა, თუმცა კოლეჯში მაინც უნდა წავსულიყავი. ჩანთაში რვეულები ჩავილაგე, სიგარეტის კოლოფიც იქვე ჩავაგდე, შემდეგ კი პირველ სართულზე ჩავედი. ელა არსად ჩანდა. მაშინვე მივხვდი, რომ ატელიეში წავიდოდა. ჩემი ფიქრები მაგიდაზე დადებულმა წერილმაც დაადასტურა.
კოლეჯი როგორც ყოველთვის უაზრო და მოსაწყენი იყო. საშინელებაა ყოველ დღე ერთი და იგივე ხალხის ნახვა. ერთი და იგივე ყალბი ღიმილის დანახვა. მე არავინ არ მეხება ცუდად, ამის უფლებას მეც არავის მივცემ. სპირტის გაკვეთილზე კარგადაც ვერთობი ჩემს კლასელებთან, თუმცა მაინც არ მიყვარს აქ ყოფნა. თითქოს ვიხუთები. თქმა აღარ მინდა, რადგან უკვე უამრავჯერ მაქვს ნათქვამი რა მაგრძნობინებს თავს ბედნიერად და ლაღად.
**
ერთი კვირა უაზროდ გავიდა. დღეს კი ელას ჩვენებაა, სადაც მეც ვირგებ მის შეკერილ ულამაზეს კაბას. ნერვიულობა პიკს აღწევს, რადგან ეს აქამდე არ გამიკეთებია. იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის, ხოლო თუ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც დაგეგმილი გვაქვს, მაშინ ხვალ კოაჩელა გველოდება, კალიფორნიაში!!!

ART (completed)Where stories live. Discover now