*

147 15 0
                                    

Art
თავი 24
Ella's POV
ცხოვრებაში არასოდეს არ მიგრძვნია ისეთი მონატრება, რომელსაც ახლა, ამ წამს ვგრძნობდი. ღია ფანჯრის წინ ვიჯექი. სავსე მთვარეს შევცქეროდი და ციდან წამოსულ ლამაზ წვიმის წვეთებს ვაკვირდებოდი, რომლების პირდაპირ ჩემი ფანჯრის რაფაზე ეცემოდნენ. თითოეულ წვიმის წვეთში, ცრემლის ნაპერწკალს ვგრძნობდი. თითქოს ისინიც მისტიროდნენ რაღაცას. რაღაცას, რაც მათთვის ღირებული იყო ერთ დროს და ახლა დაკარგეს. ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ ღრუბლები არ ტირიან. სისულელეა. ზუსტადაც, რომ ისინიც ტირიან, როდესაც რაღაც სტკივათ. განა წვიმის წვეთები ამის დასტური არ არის?  შეიძლება ზუსტად ვერ ვთქვა, რა აწუხებს ღრუბლებს, მაგრამ იქნებ ისინიც ჩემსავით მონატრებით ტირიან? ან იქნებ მათაც გული ატკინეს? არ ვიცი, მაგრამ იმას დაზუსტებით გეტყვით, რომ წვიმის პატარა წვეთები, ღრუბლის ცრემლებია.
ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ოდესმე ვიღაც ბიჭის მონატრების გამო ვიტირებდი, თუმცა აი მეც. ვზივარ და სულელივით ვტირი. დღეს, როდესაც ჰარის მეილბოქსში წერილი დავუტოვე, ყველაფერი მტკიოდა შიგნიდან. არ ვიცი რა რეაქცია ექნება ჰარის, როდესაც წაიკითხავს და ნახავს, რომ ფრედი მისი შვილია? აშკარად ჯერაც არ უნახავს, რადგან მისგან არანაირი შეტყობინება მიმიღია. ალბათ ბარშია, არ ვიცი.
ცრემლები მოვიწმინდე და ფანჯრის რაფიდან ჩამოვხტი. დასტურს, რომელიც ჰარის დავუტოვე, ფურცელზე მივაწერე: ''მაინც არ დაიჯერო, რა იცი, იქნებ ძუკნა გოგომ ექიმს ფული გადაუხადა, რომ ეს პასუხები დადებითი ყოფილიყო. : ).'' არ ვიცი რა ჯანდაბად გავაკეთე ეგ, მაგრამ მინდოდა, რომ რაღაცნაირად ცოტა მწარედ მეთქვა რაიმე და რადგანაც პირისპირ არ შევხვედრილვარ, გადავწყვიტე, რომ მაგ გზით მეთქვა ჩემი სათქმელი.
-ელა, გძინავს? -თავისი ოთახიდან ნინამ დამიყვირა. ჩემი ნახატი, რომელიც საწოლზე მედო, უჯრაში ჩავდე. ვცდილობდი კონცეტრაცია ხატვაზე გადამეტანა, მაგრამ მწვანე თვალების და ვარდისფერი, ლამაზი ტუჩების გარდა სხვა ვერაფერს ვხატავდი. როდესაც ნახატს დავაკვირდი, ჰარი მყავდა დახატული, რამაც ნერვები მომიშალა.
-არა -მეც გავძახე. საბნის ზევიდან წამოვწექი. ტელეფონი ავიღე და ნინას გვერდზე შევედი. იქნებ აქ მაინც გადამეტანა ყურადღება. რამდენიმე წამში ჩემი ოთახის კარი შემოიხსნა და თავის ღამის პერანგში გამოწყობილი ნინა საწოლზე დახტა.
-რა გჭირს, იტირე? -როგორც კი სახეზე შემომხედა, მაშინვე დამწვა.
-ცოტა -მხრები ავიჩეჩე. აშკარად ისევ უხასიათოდ ვიყავი.
-რა ჯანდაბა დაგემართა? -საწოლზე წამოჯდა, თან სასაცილო სახეებს იღებდა. ჩვეულებრივი კლოუნია. გამეცინა და თავი გავაქნიე.
-არაფერი, ჰარიზე ვფიქრობდი -თმა კოსად ავიწიე და ბალიში კალთაში ჩავიდე.
-მოგენატრა? -ვიფიქრე, რომ დამცინებდა, თუმცა ძალიან ჩვეულებრივი ხმით მკითხა. ხმა არ ამომიღია, უბრალოდ თავი დავუქნიე. თავში ერთი აზრი მიტრიალებდა, თუმცა არ ვიცოდი რა ჯანდაბა უნდა გამეკეთებინა.
-ლუის ძმაკაცი, კამერონი, გახსოვს? -შეპარვით ვკითხე ნინას. ზუსტად ვიცი, რომ ემახსოვრება. თუმე პატარა რომ იყო, სულ ეპრანჭებოდა ხოლმე. თანაც, საკმაოდ სიმპატიური ბიჭია. მეც ვიცნობ, ლუიმ გამაცნო. ვერ დავიკვეხნი, საუკეთესო მეგობრები ვართ-მეთქი, მაგრამ საკმაოდ კარგად ვართ ერთმანეთთან.
-მაგ ბიჭს რა დამავიწყებს -სიცილით მიპასუხა, თან ცალი წარბი აწია. მიხვდა, რომ რაღაც გეგმა მქონდა.
-ახლა უნდა დავურეკო და რაღაც ვთხოვო -ტელეფონი მოვიმარჯვე, თან მისი ნომრის ძებნა დავიწყე.
-რა ჩაიფიქრე, ძუკნავ? -სიცილით მკითხა ჩემმა დაქალმა. არაფერი ვუპასუხე. კამერონის ნომერი როგორც კი ვიპოვე, მისი ნომერი ავკრიფე და ტელეფონი ყურზე მივიდე. უკვე საშინლად აღელვებული ვიყავი, იმის წარმოდგენაზე, თუ რას იზამდა ჰარი.
კამერონს ჩემი გეგმა გავაცანი, ვუთხარი რას ვაპირებდი და ვთხოვე რომ დამხმარებოდა. ზუსტად ვიცოდი, რომ უარს არ მეტყოდა. ნინა ჩემს გეგმაზე სიცილით კვდებოდა, თან ბავშვი ხარო, მიმეორებდა. ჩემს დაქალს ზეინთან მივაწერინე და გავარკვევინე რომელ ბარში იყვნენ ამ საღამოს, რადგან ვიცი, რომ მათი ბარი ამ ღამით დაკეტილია. ზეინი საოცარო ბოიფრენდია. მიხარია, რომ ნინას ბავშვობის ოცნება აუსრულა, რადგან კარგად ვიცოდი, როგორ უნდოდა ემინემთან შეხვედრა. ზეინს კიდევ ერთი, უზარმაზარი პლიუსი ჩემგან.
ზეინმა როდესაც პასუხი მოგვწერა, მაშინვე გამზადება დავიწყე. მოკლე ტოპი ჩავიცვი, რომელიც მაქმანებით იყო გაწყობილი, ქვევით კი შავი ჯინსი. დავფიქრდი, რა შეიძლება ფეხზე ჩამეცვა. მაღლებს ვერ გავბედავდი, ამიტომ შავი ფეხსაცმელი ჩავიცვი. ჩემი ახალი რეი-ბანები გავიკეთე და ნინას დაველოდე, როდის გამოიცვლიდა.
ნინამ, როგორც ყოველთვის, საოცარ სტილში ჩაიცვა. მოკლე კაბა, ტოპი, ზევიდან პალტო და ფეხზე შავი ვანსები. ძალიან ლამაზი იყო, როგორც ყოველთვის. ორივეს ჩვენი ფერის თმები დაგვიბრუნდა, რაც დიდად არ გვინდოდა არცერთს, თუმცა შეღებვას არ ვაპირებ. არ მინდა, რომ თმის ხარისხი საღებავით გავიფუჭო.
დაახლოებით ნახევარ საათში, მე და ნინა ზუსტად იმ ბარის წინ ვიდექით, სადაც ჰარი იყო. ზეინმა თქვა, რომ თვითონ ვი-აი-პი სექციაში იქნებოდა, თუმცა მე ბართან უნდა დავჯდე, სადაც კამერონი მოვა, რომ ''გამიცნოს''. ნინა რათქმაუნდა თავის სექს მანქანასთან შევა.  სანამ ბარში შევიდოდი, საკუთარ თავს ვაფრთხილებდი, რომ ემოციებს არ ავყოლოდი მის დანახვაზე. ეს არ გამომადგება. ისე უნდა მოვიქცე, თითქოს მას არც კი ვიცნობ.
რა წამსაც ბარში შევდგით ფეხი, თითქოს სული შემეხუთა. დიდი ბარის მიღმა თვალი მოვკარი იმ კულულა ბიჭს, ვისი დანახვაც სუნთქვას მიკრავდა. ნინამ ჩამჩურჩულა, რომ თავი ხელში ამეყვანა, რაზეც თავი დავუქნიე. შორიდან კამერონიც დავინახე, ხელი დამიქნია და თვალი ჩამიკრა. მეც იგივე გავიმეორე და ბართან მივედი. მაღალ სკამზე შემოვჯექი, თუმცა ჰარისთვის არ შემიხედავს, სასმელს დავუწყე ყურება. რეალურად, დალევას არ ვაპირებ, მაგრამ მინდა, რომ ჰარი გავაბრაზო. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ, ჰარი ჩემსკენ წამოვიდა. ჩემს დანახვაზე სახე გაუნათდა. აპირებდა, რომ რაღაც ეთქვა, თუმცა არ დავაცადე.
-მოხიტო, თუ შეიძლება -პირდაპირ ვახალე იმ კოქტეილის სახელი, რომელიც თავში პირველი ამომიტივტივდა. ჰარის ღიმილში ძალიან დიდი ტკივილის ამოკითხვა შეიძლებოდა, თუმცა მე მასზე მეტად მტკივა გული.
-ელა, არ შეიძლება.. ხომ იცი, ბავშვი.. -ლაპარაკი დაიწყო, თუმცა ხელი ავწიე, რომ გაჩერებულიყო. ღმერთო, ნეტავ როგორ ვიკავებ თავს. ის ტუჩი, სადაც ნინამ პირსიგი გაუკეთა, დაწყნარებული ჰქონდა. მრგვალი პირსინგი ისევ უმშვენებდა ტუჩს. ნამდვილად ანგელოზს გავდა.
-ვინ ბავშვი? -ისე ვკითხე, თითქოს არ ვიცოდი რას ამბობდა, თან თაროებზე შემოწყობილ სასმელს ვათვალიერებდი.
-ელა, გთხოვ. -წყნარად ამოიჩურჩულა.
-აქ იმისთვის ხარ, რომ სტუმრებს მოემსახურო. ძალიან გთხოვ, ჩემი მოხიტო მალე მოამზადე, რა -ისე გავუღიმე, თითქოს არაფერი მაწუხებდა. თითქოს არ ვიცნობდი იმ ბიჭს, ვისაც ახლა, ჩემი ამ ბავშვური საქციელით გულს ვტკენდი.
-არაფერსაც არ მოვამზადებ -ხმაზე შეეტყო, რომ გაბრაზდა. -ჩვენს შვილს საფრთხეში აგდებ და ამის უფლებას არ მოგცემ.
-ჩვენს შვილს? -ყველანაირად ვეცადე, რომ დამცინავი სიცილი გამომსვლოდა.
-ხო, ელა, ვნახე ის რაღაც ტესტი და ისედაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ეგ ბავშვი ჩემი იყო. გთხოვ, უბრალოდ მაპატიე სირული საქციელი -წამსვე კამერონისკენ გავიხედე, რომ მალე მოსულიყო, თორემ აუცილებლად ავტირდებოდი. აქამდე არასოდეს მიტირია. ალბათ ორსულობამ იცის. კამერონი მალევე მოვიდა და ჩემს გვერდით დაჯდა, თან მიღიმოდა.
-გამარჯობა -მომესალმა.
-გამარჯობა -მეც მივესალმე. ჰარიმ საუბარი შეწყვიტა, თან გაოცებული მიყურებდა. ვერ ვხედავდი, მაგრამ მის მწველ მზერას ვგრძნობდი.
-ვიცეკვოთ? -კამერონი სკამიდან წამოდგა და ხელი გამომიწოდა.
-რათქმაუნდა -თავი დავუკარი და სკამიდან ჩამოვხტი, რაც მაშინვე ვინანე, რადგან მუცელი წამში დამეჭიმა.
-ელა! -ჰარიმ დამიძახა.
-მადლობა, მოხიტო აღარ მინდა, მოგვიანებით იყოს -ისე გავუღიმე, თითქოს მართლა მოხიტოს გამო მეძახდა. ჩემი თავით ვამაყობდი, რომ არ გავტყდი.
-ყოჩაღი გოგო ხარ -ყურში კამერონმა ჩამჩურჩულა. როგორც ვუთხარი, ხელები წელს ოდნავ ქვევით ჰქონდა დალაგებული, მე კი კისერზე შემოვხვიე.
-ფიქრობ, იეჭვიანა? -ყურში ჩავჩურჩულე, თან მუსიკის რითს ვყვებოდით. მთლად რითმსაც ვერ ვყვებოდით, რადგან ცოტა სწრაფი მუსიკა იყო, თუმცა არაუშავს. რაც არის, არის. მთავარია, რომ ჰარი გვხედავს. ზუსტად ვიცი, რომ გვიყურებს და არ მინდა, რომ გავიხედო და მის მზერას გადავაწყდე.
-ახლა გავიხედე და ისეთი სახით გვიყურებს, რომ მგონი ამ ცეკვის შემდეგ სამუდამოდ უნდა გადავიკარგო ნიუ-იორკიდან -სიცილით ჩამჩურჩულა ყურში, რაზეც კმაყოფილს ჩამეღიმა. -ბარიდან გამოვიდა და აქეთ მოდის -ცოტახანში ისევ ჩამჩურჩულა კამერონმა, რაზეც გული ამიჩქარდა.
-ელა -ხელზე მისი ხელის შეხება ვიგრძენი და წამსვე შევხედე. წარბები შეკრული ჰქონდა, თუმცა ცდილობდა, რომ რაიმე არასოწრად არ ეთქვა.
-გისმენ -წყნარად ვკითხე, თუმცა კამერონისთვის ხელი არ გამიშვია.
-ორი წუთით, შენთან სალაპარაკო მაქვს -ხმაში სიცილი ჰქონდა შეპარული, და ცოტა შემეშინდა. რამე იყო სასაცილო? კამერონს თავი დავუქნიე და ვუთხარი, რომ მასთან ერთად გავიდოდი, ყურში კი ჩავჩურჩულე, რომ ზეინი და ნინა ვი-აი-პი ოთახში არიან და იქ ელოდებიან მას.
კამერონმა ხელი გამიშვა, ჰარიმ კი ხელი წელზე მომხვია და კარისკენ მიბიძგა. ხელი მოვაშორებინე, შემდეგ კი კარისკენ წავედი. ტანზე თეთრი პერანგი ეცვა, შავ ჯინსში ჩატანიებული, ფეხზე კი ჩემი ნაჩუქარი, სეინთში ნაყიდი ოდნავ წვეტიანი ფეხსაცმელი. ალბათ არასოდეს მომეწონებოდა ბიჭი ასეთი ჩაცმულობით, მაგრამ მის სხეულზე ყველაფერი უნაკლოდ გამოიყურება, თუმცა უნდა ვაღიარო, ტანსაცმლის გარეშე უფრო უნაკლოა.
-რა გინდა? -ყველანაირად ვეცადე, რომ უხეშად გამომსვლოდა.
-ჰმ. მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ კამერონს როდესაც დაურეკე აქ იყო, ბარში -ღიმილით მითხრა. დაიცადე, მისი სახელი საიდან იცის? -მერე მეორეც, თუ გენატრები უბრალოდ მოდი და პირდაპირ მითხარი, რა აუცილებელია ბავშვური საეჭვიანო სცენების დადგმა? -ხმაზე ეტყობოდა, რომ კმაყოფილი იყო.
-რას ბოდავ? -ისე ვკითხე, თითქოს არ ვიცოდი რას ლაპარაკობდა. კამერონს არ ვაცოცხლებ.
-ლუის კარგად ვიცნობ. რამდენჯერმე ჩვენთან ბარში იყო მოსული, სადაც კამერონი და მისი მეგობრებიც ჰყავდა მოყვანილი, ანუ კამერონსაც კარგად ვიცნობ. როდესაც ტელეფონმა დაურეკა, შენი ნომერი მეცნო. ბარის მაგიდაზე ედო ტელეფონი და მაშინ მოვკარი თვალი, რომ ურეკავდი. -ახსნა დაიწყო და მე უკვე ვნანობდი ჩემს იდიოტურ არჩევანს. -გარეთ გავიდა დასალაპარაკებლად, მაგრამ რომ შემოვიდა არ მოვასვენე, სანამ არ ვათქმევინე ვინ ურეკავდა და რატომ.
-და შენ ფიქრობ, რახან კამერონს იცნობ არ შემიძლია მასთან ერთად წასვლა და სექსით დაკავება? -ამ უხერხული მომენტიდან აუცილებლად უნდა ამოვძვრე! -რა დარწმუნებული ხარ, რომ მე, ასეთ ძუკნა გოგოს, არ შეუძლია ნებისმიერთან ერთად წავიდეს სახლში?
-ჩემს მოთმინებას ნუ ცდი -სცადა, რომ ხელი ჩაეკიდა ჩემთვის, მაგრამ ამის უფლება არ მივეცი. ორივე ხელი უკან გავწიე. -ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც გითხარი. მართლა ძალიან ვწუხვარ. ის ტესტიც ვნახე, რომელიც სახლში დამიტოვე, თუმცა მაგ ტესტამდეც ვიცოდი, რომ ნამდვილად მე ვიყავი მამა.
-გეყოს აფერისტობა -ხელები ცაში ავიქნიე. ჰარიმ თავისი მოსაცმელი, რომელიც ხელში ეჭირა, მე მომაცვა, რადგან აცივდა. რაღაც უცნაურ ფერებში იყო, თუმცა უარი არ მითქვამს, რადგან ძალიან თხლად ვიყავი და ცოტა შემცივდა.
-არ ვვაფერისტობ -მაინც მოახერხა, რომ ჩემი ხელი მისაში მოექცია. ღმერთო, უზარმაზარი ტორები აქვს. -ისე სირულად იმიტომ მოვიქეცი, რომ ალბათ ჩემი პასუხისმგელობის შემეშინდა. თავს არ ვიმართლებ, ვიცი, რომ არაკაცულად მოვიქეცი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ უშენოდ გატარებულმა დღეებმა ჭკუა მასწავლეს.
-როდესაც დათვრები, ისევ იგივე განმეორდება. კიდევ და კიდევ -უფლება მივეცი, რომ ჩემთან ახლოს მოსულიყო. არ შემიძლია მისგან შორს ყოფნა.
-არ განმეორდება, გპირდები -სახეზე ნაზად ჩამომისვა თითები. თვალები დავხუჭე და ვიგრძენი ამდენ ხანს შეკავებული ცრემლები როგორ ჩამომიგორდნენ ლოყებზე. სრული იდიოტი ხარ, ელა! ჰარიმ ცერა თითით ნაზად მომწმინდა ცრემლი. მისი ცხელი სუნთქვა სახეზე ვიგრძენი და გულის ცემა საგრძნობლად გაიზარდა. -კარგი რა, ვიღაც სირი ბიჭის სირული საქციელის გამო ტირი? -ლოყაზე ნაზად მაკოცა. რა წამსაც მისი თბილი კოცნა ვიგრძენი, ყველაფერი ამიკანკალდა. მეტი აღარ შემიძლია. აღარ შემიძლია, რომ საკუთარ თავს წინააღმდეგობა გავუწიო.
ჰარის ხელი სახიდან მოვაშორებინე და მთელი ძალით ჩავეხუტე. რა წამსაც მისი ტორები ვიგრძენი წელზე, მივხვდი, რომ სახლში ვიყავი. მისი მკლავები ჩემთვის მთელს სამყაროში ყველაზე კომფორტული ადგილია. ადგილი, სადაც თავს ბედნიერად ვგრძნობ. რაც არ უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ მისმა სიტყვებმა გული მატკინეს, მის ადგილას ალბათ მეც გამიჩნდებოდა იგივე ეჭვები, ამიტომ მისი მესმის.
როდესაც ჰარიმ ოდნავ გამომწია და ქვედა ტუჩზე ხელი გადამისვა, ფეხებში სისუსტე ვიგრძენი. მანაც არ დააყოვნა, წამსვე დახარა თავი და მისი ბაგე ჩემსას შეეხო. თუჩები და ენა, როგორც ყოველთვის, თბილი ჰქონდა. მადლობა ღმერთს, რომ ის მიჭერდა, თორემ წავიქცეოდი. მის თბილ ტუჩებთან ერთად, მისი მეტალის პირსინგი მეხებოდა, რომელიც სრულიად მაკარგვინებდა გონებას.
ახლა, ამ წამს მივხვდი, რომ მისი ტუჩები ჩემთვის ყველაზე ძლიერი ნარკოტიკია, რომლის გარეშეც ალბათ ვერასოდეს ვერ გავძლებ.

ART (completed)Where stories live. Discover now