დილის შვიდი საათია , გავიღვიძე თუ არა ლოგინი გავასწორე კალენდარი 15 ნოემბერს მიჩვენებს
აივნის კარები შევაღე
ღრმად შევისუნთქე ჰაერი, თითქოს და ჩემს ცარიელ ჭურჭელს ჰაერის დიდი ნაკადი შეავსებდა
არემარე სიკვდილის სუნად ყარდა, მზე ამოსული იყო მაგრამ ღრუბლებმა მისი სინათლე ბოლომდე ჩაახშეს
ნისლი ჩემი სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით უსასრულოდ გაგრძელებულ გზას აწვებოდა რომელიც ტყის სიღრმეში უჩინარდებოდა
ამ გზაზე თვეში ერთხელ თუ ჩაივლიდა სატვირთო რომელიც ტყის სიღრმეში შეშის წამოსაღებად შედიოდა
უემოციო თვალებით გავყურებდი გზას და ვცდილობდი რაც შეიძლებოდა ღრმად ჩამესუნთქა სიკვდილივით მყრალი ჰაერი
როგორი ვიყავი წარსულში? ეს სწორედ ის კითხვაა რომელსაც ყოველ დღე მზის ამოსვლასთან ერთად ვეკითხები ჩემს თავს მაგრამ პასუხს ვერ ვღებულობ
როცა სხეული ჰაერით ივსება, აივნის კარებს ვხურავ და ინვალიდის ეტლით კვლავ სახლში ვბრუნდები
YOU ARE READING
დამიბრუნდი პაკ ჯიმინ
Fanfiction"ბედისწერამ ერთმანეთთან დაგვაკავშირა პაკ ჯიმინ შენ ვერ შეცვლი ამას" ჯკ "დამიჯერე ჯეონ ჯონგუკ, შენ დიდი ხნის წინ შეცვალე ჩვენი ბედისწერა" ჯმ