ნაწილი 5

856 131 119
                                    

"შეიძლება დღეს შენთან დავიძინო?"

დავიბენი, არ ვიცოდი რა პასუხი უნდა გამეცა, მე ხომ მას თითქმის არ ვიცნობ, ვიცი არ უნდა ვენდობოდე, ტვინი ერთი და იმავე პასუხს იმეორებს "არა! არა! არა!" მაგრამ რატომ სურს ჩემს სულს მისი შოშვება? რა გემართება ჯიმინ?

"კარგი... შეგიძლია დარჩე მაგრამ გაფრთხილებ ერთი ლოგინი მაქვს და თუ ჩემთან წოლა გეუხერხულება შეგიძლი..."

წინადადების დასრულებას ვერ ვახერხებ როცა ის მიხლოვდება,ჩემს წინ იხრება და მეუბნება.

"მშვიდად ყვავილო, მე არაფერი მეუხერხულება, კარგი აბა მითხარი რას საქმიანობ ხოლმე როცა დენი არ არის"

ინტერესით მკითხა და  სახლი კიდევ ერთხელ შეათვალიერა

"რატომ აკეთებ ამას?"

ვკითხე მე რამაც მისი გაკვირვება გამოიწვია

"რას?"

"რატომ აკვირდები ჩემს სახლს ისე თითქოს მუზეუმის ექსფონატი იყოს"

"აამ ეეს? უბრალოდ მიკვირს"

"და რა გიკვირს საინტერესოა"

"რატომ ცხოვრობს გაზაფხულის ყვავილი ბნელ სახლში..."

მისმა კითხვამ უხერხულ სიჩუმეს გაბატონების საშუალება მისცა მაგრამ როგორც ყოველთვის მან გამონახა საშუალება  ეს უხერხული აურა გაექრო

ის ჩემი წიგნების თაროსთან მივიდა ტელეფონის შუქით ამოარჩია წიგნი შემდეგ ჩემთან მოვიდა ხელში ამიყვანა და საძინებელში შევიდა

"რა ჯანდაბას აკეთებ?"

"სიტყვები ყვავილო... ნუ ხარ უხეში "

მითხრა და ლოგინზე დამაწვინა, შემდეგ საბანი დამაფარა და გვერდით მომიწვა

"რას ცდილობ ჯონგუკ?"

"არაფერს, მინდა ოჯახური იდილია შევქმნა და ცხოვრება გაგიფერადო, წარმოიდგინე თითქოს შენი ძმა ვარ"

დამიბრუნდი პაკ ჯიმინWhere stories live. Discover now