სკოლის შემდეგ ჯონგგუკთან ერთად მისი მანქანისკენ გავეშურე
"პატარავ, სად მიდიხარ?"
როგორ ვღიზიანდებოდი ამ ხმის გაგონებაზე, მინდოდა სამუდამოდ გამქრალიყო ეს ხმა ჩემი ცხოვრებიდან
"არსად აიუ , დღეს ვერ წაგიყვან მაპატიე..."
"არაუშავს , ლალისა წამიყვანს"
უთხრა შემდეგ კი მისი ამაზრზენი ტუჩები ჯონგუკისას უხეშად შეახო, ჯინგუკმა ჩემდა გასაკვირად თავი გამოწია და კოცნა მალევე დაასრულა
"წავედით"
მითხრა და წინა სავარძელზე მომათავსა,
მთელი გზის მანძილზე რამოდენიმეჯერ შემომხედა შემდეგ კი თითქოს გამბედაობა მოიკრიბა და მკითხა"ის ბიჭი გუშინ, შენთან დარჩა?"
გაოგნებული ვიყავი, რატომ აინტერესებს მას ჩემი ამბავი?!
"კი ... გუშინ რაღაც გაუგებრობა"
საუბრის დასრულება არ მაცადა და მანქანა უხეშად დაამუხრუჭა
"დიდი ხანია ერთად ხართ?"
მინდოდა გამეგრძელებინა, მინდოდა დატანჯულიყო და ეეჭვიანა მაგრამ ვიცი რომ მას ეს არ ადარდებს ვიცი რომ მხოლოდ "ძმასავით" მხედავს
"ის ჩემი ბიძაშვილია"
ჯონგუკის თვალები წამის მეასედში გაუფართოვდა, თითქოს გაეღიმა კიდეც
"გასაგებია... კარგია, არ მინდა ვინმემ გული გატკინოს"
"რატომ? რატომ მიფრთხილდები ესე ძალიან? შენ თითქმის არ მიცნობ ჯონგუკ"
"შენს გასაცნობად წამები დამჭირდა, აივანზე გამოსული რომ დაგინახე მივხვდი რომ შენ ის ერთადერთი იყავი ვისი დაცვაც მინდოდა"
"დაცვა?! მხოლოდ ამისთვის გჭირდები, რომ თავი ძლიერად იგრძნო?"
მისმა სიტყვებმა უდიდესი ტკივილი მომაყენეს, ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი და თან მეცინებოდა
YOU ARE READING
დამიბრუნდი პაკ ჯიმინ
Fanfiction"ბედისწერამ ერთმანეთთან დაგვაკავშირა პაკ ჯიმინ შენ ვერ შეცვლი ამას" ჯკ "დამიჯერე ჯეონ ჯონგუკ, შენ დიდი ხნის წინ შეცვალე ჩვენი ბედისწერა" ჯმ