ნაწილი 12

853 113 42
                                    

"შენ ჩემი კოშმარი ხარ რომლის დავიწყებასაც ერთ წელზე მეტია ვცდილობ ჯეონ ჯონგუკ"

ჩემი სიტყვები მას აშკარად გულს სტკენს

"მაპატიე ჯიმინ, მაგრამ ვერ მოგცემ უფლებას დამივიწყო, ვწუხვარ მაგრამ

ეს კოშმარი შენი სამუდამო თანამგზავრი იქნება, ჩვენ კი უბრალოდ შეგვიძლია ვცადოთ და ის ლამაზ სიზმარად ვაქვიოთ".
   

მისი სიტყვები მამშვიდებს, არ მინდა დამტოვოს, ვერ ვპატიობ მაგრამ ამავდროულად მინდა მხოლოდ მე მეკუთვნოდეს მისი გული

გარეთ კვლავ წვიმს, სახლში კი უხერხული სიჩუმე სუფევს... მოჩი და ჩიმი სავარძელზე ერთად ზიან სასაცილოა, ძაღლიც კი ჩემზე ბედნიერი ჩანს

ჯონგუკმა თავი მუხლებზე დამადო და დაიძინა, მეც არ მინდოდა მისი გაღვიძება ამიტომაც ვზივარ და ვტკბები მისი სახით რომლის შეძულება ვერა და ვერ შევძელი

"რატომ? რატომ გააკეთე ეს? ჩვენ ხომ შეგვეძლო ბედნიერები ვყოფილიყავით... ჩემს ფეხებში იყო საქმე? უავრგისად მიგაჩნდი? მაგრამ მე ხომ მიყვარდი? მე ხომ მხოლოდ შენ გენდობოდი"

[ჯონგუკის პერსპექტივა]

მისი თითოეული სიტყვა მესმის, მისი ცრემლები მხრებზე მეცემა, მაგრამ მეშინია, მეშინია თვალების გახელის...

მინდა გავაბედნიერო, მინდა დავავიწყო ის ტკივილი რომელიც მე მივაყენე მაგრამ არ ვიცი რამდენად გამომივა

საქმე შენში არასოდეს ყოფილა ჯიმინ, ეს ჩემი სისუსტის ბრალი იყო. შენ თავიდანვე სრულყოფილება იყავი უბრალოდ მე ვერ შევძელი შენი შენარჩუნება

გონებაში აზრებს ვაწყობ და ამ აზრებში გაფანტული ვიძინებ, დილით ჯიმინი სახლში აღარ მხვდება ჩიმიც მოწყენილი ზის კარებთან

თვალებს ვიზელ, კარგა ხანია ასე არ მძინებია შემდეგ ფეზე ვდგები ფანჯრიდან ვიყურები

წვიმა არადა არ იღებს თითქოს რაღაცას განიცდის და ცრემლების ღვრას ვერ წყვეტს

დამიბრუნდი პაკ ჯიმინWhere stories live. Discover now