ნაწილი 13

792 117 28
                                    

"ჯონგუკ პაემანზე მეპატიჟები?"

მისმა კითხვამ თავი უხერხულად მაგრძნობინა რატომ ვიფიქრე რომ ის დამთანხმდებიდა

"რომელზე გამომივლი?"

მისი კითხვის გაგონებაზე დავიბენი, მაგრამ უფრო მეტად გამიხარდა

"შუადღის 5 საათზე შენს კარებთან ვიქნები"

"კარგი და ჩიმი წამოიყვანე ჰობის ძალიან შეუყვარდა, მოჩიც მარტო არ იქნება"

"კარგი "

ღმერთო როგორი ბედნიერი ვარ დროა პირველი პუნქტი გადავშალო სიიდან

დილით 12 საათზე გავიღვიძე, არ ვიცი რა მიზნით მაგრამ სახლის მოწესრიგება დავიწყე

ოთხი საათისთვის სრულიად მზად ვიყავი შავი კლასიკური შარვალი თეთრ პერნაგთან და კეტებთან შევახამე 

გამოწყობილი სავარძელზე მოვთავსდი და საათის ისრებს გამალებით თვალის დაუხამხამებლად ვაჩერდებოდი  

საათის ისრებს მიჩერებული ტელეფონის ზარმა შემაშინა... მამა რეკავდა

"ჯონგუკ... როგორ ხარ?". 

"კარგად, რატომ რეკავ?"

"მინდოდა მეკითხა როგორ იყავი, გარდა ამისა მინდა ჩემს ქორწილში ჩემს გვერდით იყო"

"მამა ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამაზე არ ვაპირებ იმ ქალთან ერთად ერთ შენობაში ყოფნას ვინც 3 წლის ასაკში მიმატოვა"

"ჯონგუკ, გთხოვ..."

"მაშინ ჩემს მომავალ მეუღლეს წამოვიყვან"

"მეუღლეს? რათქმაუნა ჩემო ბიჭო , მადლობა რომ ჩემს გვერდით ხარ"

"არაფრის"

მამა დედას შეურიგდა, მაგრამ  ეს არ ცვლის იმ ფაქტს რომ მე მათი სიყვარულის გარეშე ვიზრდებოდი

მასთან საუბარში გართულმა ვერც კი შევამჩნიე საათის ისრები რომლებიც უკვე ხუთ საათს უჩვენებდა

სასწრაფოდ მოვკიდე ჩიმის ხელი ჩემი საკრედიტო ბარათი და მანქანის გასაღები ავიღე,მაგრამ შემდეგ დავფიქრდი და მანქანის გასაღები მოტოციკლეტის გასაღებით შევცვალე

დამიბრუნდი პაკ ჯიმინWhere stories live. Discover now