"მოვედით ყვავილო"
ჯონგუკის ნაზი ხმა ისე სასიამოვნოდ ჩამესმოდა, რომ ეს უფრო მეტად მანდომებდა ძილს
მისი ბოხი მაგრამ დაბალი ტონალობის ხმა ტალღების ხმას ერწყმოდა და.... ტალღები?
თვალები ალბათ უკიდეგანოდ გამიფართოვდა,წლებია სანაპიროზე არ ვყოფილვარ, წლებია ტალღების ხმისთვის არ მომისმენია
"ჩვენ ... ჩვენ ბუსანში ვართ?"
გაკვირვებულმა ვიკითხე
"კი ყვავილო ბუსანში ვართ... ვიფიქრე კარგი იქნებოდა თუ"
წინადადების დასრულების საშუალებას არ ვაძლევ და მჭიდროდ ვეხვევი, უსაფრთხოების ღვედი გულმკერდის არეში მეკვრის და გამჭოლ ტკივილს ვგრძნოვ
"ფრხილად ყვავილო, ესე გეტკინება"
მისი მარჯვენა ხელი ნელი მოძრაობით ჩემს ზურგს უკან მიაქვს, ფრთხილად აცურებს ხელს ჩემსა და სკამს შორის
მისი სახე ჩემს სხეულთან ახლოს მოდის, და მე ვგრძნობ მის ცხელ სუნთქვას ჩემს კისერზე
გული ათჯერ... არა ასჯერ უფრო სწრაფად მიცემს , შემდეგ რაღაც გაუგებარი ხმა და გულმკერდის არეში შვებას ვგრძნობ
"ღვედი შევხსენი...გადავიდეთ?"
ჯანდაბა ჯიმინ, სირცხვილისგან სახე სრულიად მიწითლდება... რაზე ფიქრობდი?! ჩემს თავს ვსაყვედურობ და მანქანიდან გადავდივარ
"წამოდი სანაპიროზე გავისეირნოთ"
მითხრა და ხელი ჩამჭიდა, სანაპიროზე ვსეირნობთ, ფეხებს წყალში ვასველებ და ვგრძნობ როგორ მერჭობა რაღაც ბლაგვი საგანი, პანიკაში ჩავარდნილი ჯონგუკთან გავრბივარ
"ჯონგუკ.... მგონი რაღაც შემესო ფეხში... ჯინგუკ ფეხს რომ რამე მოუვიდეს ისევ რომ დავინვალიდდე.. ჯონგუკ მიშველე"
ბავშვივით ვქითინებ, ის ჩემთან ახლოს მოდის მუხლს იდრეკს და ჩემს ტერფს მის მოკეცილ ფეხზე ათავსებს
YOU ARE READING
დამიბრუნდი პაკ ჯიმინ
Fanfiction"ბედისწერამ ერთმანეთთან დაგვაკავშირა პაკ ჯიმინ შენ ვერ შეცვლი ამას" ჯკ "დამიჯერე ჯეონ ჯონგუკ, შენ დიდი ხნის წინ შეცვალე ჩვენი ბედისწერა" ჯმ