დილით მაღვიძარამ გამაღვიძა, 7 საათი იყო მაგრამ დედა ჩემს გვერდით აღარ დამხვდა
დღეს უჩვეულოდ უძლური ვარ, ალბათ გუშინ გადავიღალე ორგანიზმი ყოველთვის ესე მემართება როცა გვიან ვიძინებ
საკუთარი სხეული ფრთხილად გადამაქვს ინვალიდის ეტლში, შემდეგ ლოგინს ვასწორებ და სააბაზანოში შევდივარ
ონკანიდან ცივ წყალს ვუშვებ და სახეს ვიბან, როცა ყველაფერი წესრიგშია ჩემს გარდერობთან მივდივარ
ვარჩევ ყველაზე ადვილად ჩასაცმელ შავ ჯინსს და კრემისფერ სვიტრს ნოემბერი ხომ ცნობილია თავისი დაუნდობელი გამყინვარებით
როცა ყველანაირად მზად ვარ ჩემს ფლეიერს ვიღებ და სახლიდან გავდივარ, კარებს გასაღებით ვკეტავ და მას ჩემი შარვლის უკანა ჯიბეში ვათავსებ
ჩემთვის ყველაზე მშვიდ მუსიკას ვარჩევ
Daughter_ run
ნორმალური რომ ვყოფილიყავი დილის რვა საათზე სკოლაში ეტლით სიარული არ მომიწევდა სხვებივით ნახევრად მძინარე დაველოდებოდი სკოლის ავტობუსს
მოღრუბლულია დღეს აუცილებლად იწვიმებს, ქოლგა სახლში დამრჩა სავარაუდოდ დღეს დავსველდები
მაგრამ ეს დიდად არც მაწუხებს, წვიმის წვეთები ჩემს სხეულზე მახარებს იმისდა მიუხედავად, რომ თითქმის ვერ ვგრძნობ მათ
მხოლოდ ისინი მესხმიან თავს შეუბრალებლად, მხოლოდ ისინი მხდიან სრულყოფილს რადგან ჩემსავით ასველებენ სხვებსაც
წვიმა ერთადერთია რაც თავს ჩვეულებრივ თინეიჯერად მაგრძნობინებს
მელოდიით დატკბობა ბოლომდე ვერ მოვახერხე, ერთი ბორბალი ორმოში გაიჭედა
"დაგეხმარო?"
უკნიდან გოგონას ხმა მომესმა
"არა მადლობა"
ცივად ვუპასუხე მე , მისთვის არც კი შემიხედავს... ვიცი, რომ დახმარება მჭირდება მაგრამ ჩემს სიამაყეს ვერ გადავაბიჯებ
YOU ARE READING
დამიბრუნდი პაკ ჯიმინ
Fanfiction"ბედისწერამ ერთმანეთთან დაგვაკავშირა პაკ ჯიმინ შენ ვერ შეცვლი ამას" ჯკ "დამიჯერე ჯეონ ჯონგუკ, შენ დიდი ხნის წინ შეცვალე ჩვენი ბედისწერა" ჯმ