ნაწილი 18

752 94 38
                                    

[[ჰობის პერსპექტივა]]

ღამის ცვლა ზედმეტად მღლის, სახლში მომაკვდავი სახით მივდვიარ მაგრამ ერთადერთი რაც მაბედნიერებს ჩემი თეთეა რომელიც სახლში მომღიმარი სახით დამხვდება

უკვე ათის ნახევარია, ალბათ უკვე ღვიძავს უზომოდ მომენატრა მისი სურნელი, მისი ღიმილი ის ერთადერთი მიზეზია  რომელიც ძალას მაძლევს ვიარსებო

მანქანას სახლის წინ ვაყენებ, მოტოციკლეტიც აქვე აყენია... უცნაურია

კარებში შესულს  ჯონგუკი მეგებება, აი თურმე საიდან არის მოტოციკლეტი

"გამარჯობა ჰობი ჰიონ"

ზრდილობიანად მითხრა ჯონგუკმა და თავი დამიხარა

"გამარჯობა ჯონგუკ...ჯიმინი სად არის?"

დაღლილმა ვიკითხე და თმები გავისწორე

"საპირფარეშოში შევიდა,იცი ჰიონ ჯიმინს  ვთხოვე ფოერვერკები ჩემთან ერთად ენახა და დამთანხმდა"

ღიმილით მეუბნება ჯონგუკი, როგორი სულელი ბავშვია

"მეგონა თემინთან ერთად მიდიოდა"

ჩემს ნათქვამზე მისი გამომეტყველება შეიცვალა , ის კმაყოფილი იყო მაგრამ განსხვავებულად კმაყოფილი ... ბოროტულად კმაყოფილი

"ვინაიდან და რადგან ჯიმინი ჩემი შეყვარებულია , მე მას ნება არ მივეცი მასთან ერთად წასულიყო"

აი თურმე რა ხდება... როგორც იქნა შერიგდნენ, ჩემი და ჯონგუკის საუბარის დროს ჯიმინი სააბაზანოდან გამოვიდა 

"ჰობი ჰიონ დაბრუნდი?"

"კი ჯიმინ დავბრუნდი... თეჰიონი სად არის?"

მან ოთახისკენ გაიხედა და მითხრა

"ძალიან არ გაუბრაზდე ჰიონ... მას ისევ ეგონა რომ ღალატობდი... როცა ვუთხარი რომ ღამის ცვლაზე იყავი როგორც ყოველთვის ... ის..."

"დაიმალა?"

ჯიმინი უხმოდ თავის მოძრაობით დამთანხმდა

დამიბრუნდი პაკ ჯიმინWhere stories live. Discover now