ნაწილი 14

768 111 23
                                    

[[ჯიმინის პერსპექტივა]]

სახლში შევედი თუ არა თეჰიონის ავისმომასწავლებელ სახეს შევეფეთე

"ჯანდაბა ჯიმინ სულ გაგიჟდი?"

ხმამაღლა და აგრესიულად მკითხა თეჰიონმა, მის ხმაზე მისაღებ ოთახში სავარძელზე მძინარე ჰობის გამოეღვიძა
     
"რა მოხდა?"

შეშინებული ხმით იკითხა და თეჰიონთან მივიდა

"პირველივე პაემანზე ჯიმინ? აუცილებელი იყო ამის გაკეთება?"

აცრემლებული თვალებით მეუბნებოდა თეჰიონი, ჰობი გაოგნებული სახით იყურებოდა

"თეჰიონ მომისმინე..."

"არა ! სისულელეა ის რასაც აკეთებ. შენი აზრით უყვარხარ? ის უბრალოდ გიყენებს. დრო მიეცი და ისე მიგაგდებს თითქოს არარსებობდე

ის გამოგიყენებს და გულს გატკენს! კიდევ ერთხელ გინდა ეს განიცადო? ასეა?"

"თეჰიონ შეწყვიტე!"

ჰობის ბრაზით სავსე ხმამ ორივე გაგვაოცა, მის თვალებში ბრაზისა და იმედგაცრუების მეტს ვერაფერს ამოიკითხავდი

"და შენ რომ არ გეპატიებია?! შენ რომ არ მოგეცა მეორე შანსი? გამოდის შენს თვალში ისევ მონსტრი ვარ?!"

მისი სიტყვები ჩემთვის გაუგებარი იყო, ისინი თითქმის არ საუბრობდნენ მათი ურთიერთობის შესახებ მე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდათ

ჰობიმ სათქმელი დაასრულა და სახლიდან გავიდა

"სად მიდიხარ?"

აღელვებული და აკანკალებული ხმით იკითხა თეჰიონმა

"რამდენიმე დღით სახლში არ დავბრუნდები, თავს მიხედე"

ეს იყო ჰობის პასუხი, შემდეგ ის თეჰიონს შუბლზე ეამბორა და კარები მოიხურა

თეჰიონი ჩემს ფეხებთან ჩაიკეცა და ჩვილი ბავშვივით დაიწყო ქვითინი, მიჭირდა მისი ამ მდგომარეობაში დანახვა მაგრამ არ ვიცოდი რა გამეკეთებინა

დამიბრუნდი პაკ ჯიმინWhere stories live. Discover now